მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?
"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია სულ უფრო რთუ­ლად სა­მარ­თა­ვი ხდე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რე­კორ­დულ მა­ტე­ბას­თან ერ­თად კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა­მაც იჩი­ნა თავი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მძი­მე სიმპტო­მე­ბის ქონე პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­დაყ­ვა­ნა უად­გი­ლო­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ახ­ლო­ე­ბულ კო­ლაფსზე სა­უბ­რო­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მთავ­რო­ბა ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას გეგ­მავს. კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა ეს, ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ დღე­ვან­დე­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი? რა ტი­პის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ურ­ჩე­ვენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მთავ­რო­ბას და არ­სე­ბობს თუ არა "ლოკ­და­უ­ნის" გა­მო­ცხა­დე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა? – ambebi.ge სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და:

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი აკა­კი ზო­ი­ძე მთავ­რო­ბის მიერ აქამ­დე და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნევს და გა­მო­სა­ვალს მათ კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა­ში ხე­დავს.

მისი შე­ფა­სე­ბით, "ლოკ­და­უ­ნის" გა­მო­ცხა­დე­ბა, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ, ნე­გა­ტი­უ­რად უფრო აი­სა­ხე­ბა ზო­გად სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ვიდ­რე სარ­გე­ბელს მო­ი­ტანს.

ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში ხე­დავს გა­მო­სა­ვალს.

"ლოკ­და­უნს" სა­ერ­თოდ არ გან­ვი­ხი­ლავ, არ იქ­ნე­ბა მისი გა­მო­ცხა­დე­ბა ახლა სწო­რი. რად­გან მის მიერ მო­ტა­ნი­ლი ზა­რა­ლი ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბებს პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს, რაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით აჩ­ვე­ნოს. მთავ­რო­ბამ კარ­გად უნდა გა­ნი­ხი­ლოს სი­ტუ­ა­ცია და გან­სა­ზღვროს რა შე­ზღუდ­ვა იქ­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი და რა - არა. თუ მა­გა­ლი­თად, ჩვენ დრო­ე­ბით დავ­ხუ­რავთ სა­ლო­ნებს, ეს ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე დიდ შე­დეგს არ იქო­ნი­ებს, რად­გან იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია და ხდე­ბა კი­დეც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა.

რა­საც ვერ ვი­ტყვით, მა­გა­ლი­თად, რეს­ტორ­ნებ­ზე და ბა­რებ­ზე. ამი­ტომ ძა­ლი­ან სწო­რად არის გან­სა­სა­ზღვრი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა და­წეს­დეს შე­ზღუდ­ვა. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა უნდა იყოს მო­ბი­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი შემ­ცი­რე­ბა. ფაქ­ტია, ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია. და­ა­ვა­დე­ბის მა­ტე­ბის ტემ­პის თვალ­საზ­რი­სით, ბოლო შვიდ დღე­ში მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ.

ყო­ველ­დღი­უ­რად 4 ათა­სამ­დე ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რაც არ უნდა ბევ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო სა­წო­ლი და­ვა­მა­ტოთ ან განვტვირ­თოთ, ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა ამას მა­ინც ვერ გა­უძ­ლებს. პერ­სო­ნა­ლი არ გვე­ყო­ფა. ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სიჩ­ქა­რე თუ არ შე­ვა­ნე­ლეთ, გვე­ლო­დე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე დე­კემ­ბე­რი და სიკ­ვდი­ლო­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა" - ამ­ბობს ზო­ი­ძე.

ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლი­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ინ­ფექ­ცი­ის სწრა­ფი აღ­მა­ვა­ლი გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი­თა და ახა­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ჩვენ ამას უნდა ვებ­რძო­ლოთ 3 მი­მარ­თუ­ლე­ბით:

1. უკვე არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის უმ­კაც­რე­სი შეს­რუ­ლე­ბით და ამის გა­კონ­ტრო­ლე­ბით;

2. ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბით და და­დას­ტუ­რე­ბულ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის დრო­ულ მო­ძი­ე­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის ჩარ­თვით და

3. დიდ ქა­ლა­ქებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბით. რამ­დე­ნი­მე კვი­რით მა­ინც, ისე, რომ ეკო­ნო­მი­კა არ და­ინ­გრეს უნდა ავა­მოქ­მე­დოთ შე­ზღუდ­ვე­ბი. არ მაქვს სა­უ­ბა­რი "ლოკ­და­უნ­ზე" - ამ­ბობს იგი.

აკა­კი ზო­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მთავ­რო­ბა მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს, ორ კვი­რა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვის კლე­ბა და­ი­წყე­ბა და ერთი თვის ვა­და­ში სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა "ლოკ­და­უნთნ" და­კავ­ში­რე­ბით წინა რეს­პო­დენ­ტის მო­საზ­რე­ბას სრუ­ლად იზი­ა­რებს. მისი თქმით, "ლოკ­და­უ­ნი" მა­შინ იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოვ­ლე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5000-დან 10 000-ის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს.

ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­წოლ­ფონ­დის სწო­რი მარ­თვა რომ ხდე­ბო­დეს, კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ იარ­სე­ბებ­და.

"არე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლებს, რომ ცალ­კე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა. მარ­თა­ლია "ლოკ­დუ­ანს" აქვს სა­მე­დი­ცი­ნო ეფექ­ტი, რაც შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, ის დიდ ეკო­ნო­მი­კურ ზი­ანს მო­ი­ტანს, რა­საც, ალ­ბათ, ქვე­ყა­ნა ვერ გაწ­ვდე­ბა. პრინ­ციპ­ში არც არის ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. ცალ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამ­კაც­რე­ბა იქ­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე საკ­მა­რი­სი.. ბოლო დღე­ებ­ში ხში­რად მეს­მის, გა­დატ­ვრთუ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

მინ­და გი­თხრათ, რომ რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არის საკ­მა­რი­სი სა­წოლ­ფონ­დი, უბ­რა­ლოდ არ ხდე­ბა მისი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მარ­თვა. არ­ცერ­თი მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი არ უნდა იყოს კლი­ნი­კა­ში, არ უნდა იკა­ვებ­დეს იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის ად­გილს, ვი­საც სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს და ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი შემ­თხვე­ვა ვიცი, როცა პა­ცი­ენ­ტე­ბი უარს აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბა­ზე სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე. ექიმ­მა პა­ცი­ენ­ტი უნდა გა­წე­როს დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა თუ არა მისი სი­ტუ­ა­ცია და მის ად­გი­ლას შე­იყ­ვა­ნოს ახა­ლი, მძი­მე სიმპტო­მე­ბის პა­ცი­ენ­ტი. რო­გორც ეს იტა­ლი­ა­ში ხდე­ბო­და. იქ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­საც კი წერ­დნენ, თუ ოდ­ნავ მა­ინც სტა­ბი­ლუ­რი იყო მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და სახ­ლში უდ­გამ­დნენ სა­სუნ­თქ მო­წყო­ბი­ლო­ბებს. სწო­რი მარ­თვის პი­რო­ბებ­ში და ეფექ­ტუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დრო­უ­ლი და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ კო­ლაფ­სი არ გვე­მუქ­რე­ბა და ზო­გა­დი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია" - ამ­ბობს Ambebi.ge -სთან ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Me
127

Vinmes kide sjera rom sasikvdilo virusia? Virusi ar iyo da arc exla aris! Testebs rom uketeben mosaxlwobas ess testebi aris baqteriaze romelic clebia umetesebas aqvs sisxlshi! Ess covid programa aris adamianebis damodebistvis, totaluri controli. 

bbbb
449

გადააყოლეს ქვეყანა ამ 50 ბიზნესმენს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?

"სალონების დახურვით შედეგს ვერ მივიღებთ... ინფექცია თუ არ შევანელეთ, სიკვდილობის მკვეთრი მატება იქნება" - რა ტიპის შეზღუდვებს ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას?

საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო რთულად სამართავი ხდება. ინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდულ მატებასთან ერთად კლინიკების გადატვირთულობის პრობლემამაც იჩინა თავი. სოციალური ქსელში ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მძიმე სიმპტომების ქონე პაციენტების შესახებ, რომელთა სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა უადგილობის გამო ვერ ხერხდება.

სპეციალისტები მოახლოებულ კოლაფსზე საუბრობენ და ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მთავრობა ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. კონკრეტულად რა მიმართულებებს შეეხება ეს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაშია გამოსავალი? რა ტიპის შეზღუდვების დაწესებას ურჩევენ სპეციალისტები მთავრობას და არსებობს თუ არა "ლოკდაუნის" გამოცხადების რეალური საჭიროება? – ambebi.ge სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ აქამდე დაწესებულ რეგულაციებს არასაკმარისად მიიჩნევს და გამოსავალს მათ კიდევ უფრო გამკაცრებაში ხედავს.

მისი შეფასებით, "ლოკდაუნის" გამოცხადება, არსებული სიტუაციის გათვალისწინებთ, ნეგატიურად უფრო აისახება ზოგად სიტუაციაზე, ვიდრე სარგებელს მოიტანს.

ჯანდაცვის სპეციალისტი წერტილოვანი შეზღუდვების გამრავალფეროვნებაში ხედავს გამოსავალს.

"ლოკდაუნს" საერთოდ არ განვიხილავ, არ იქნება მისი გამოცხადება ახლა სწორი. რადგან მის მიერ მოტანილი ზარალი ბევრად გადააჭარბებს პოზიტიურ შედეგს, რაც შეიძლება დაავადების გავრცელების შემცირების კუთხით აჩვენოს. მთავრობამ კარგად უნდა განიხილოს სიტუაცია და განსაზღვროს რა შეზღუდვა იქნება ეფექტიანი და რა - არა. თუ მაგალითად, ჩვენ დროებით დავხურავთ სალონებს, ეს ეპიდსიტუაციის გავრცელებაზე დიდ შედეგს არ იქონიებს, რადგან იქ შესაძლებელია და ხდება კიდეც რეგულაციების დაცვა.

რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, რესტორნებზე და ბარებზე. ამიტომ ძალიან სწორად არის განსასაზღვრი, რა მიმართულებით უნდა დაწესდეს შეზღუდვა. მთავარი ამოცანა უნდა იყოს მობილობის ეფექტური შემცირება. ფაქტია, ვითარება რთულია. დაავადების მატების ტემპის თვალსაზრისით, ბოლო შვიდ დღეში მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ.

ყოველდღიურად 4 ათასამდე ახალი ინფიცირებული გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ჩვენი სამედიცინო სისტემა ამას მაინც ვერ გაუძლებს. პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება" - ამბობს ზოიძე.

ჯანდაცვის სპეციალიტი მიიჩნევს, რომ ინფექციის სწრაფი აღმავალი გავრცელების შეჩერება არსებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლითა და ახალი შეზღუდვების შემოღებით იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ 3 მიმართულებით:

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის გაკონტროლებით;

2. ტესტირების გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების ჩართვით და

3. დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობის შემცირებისკენ მიმართული შეზღუდვების დაწესებით. რამდენიმე კვირით მაინც, ისე, რომ ეკონომიკა არ დაინგრეს უნდა ავამოქმედოთ შეზღუდვები. არ მაქვს საუბარი "ლოკდაუნზე" - ამბობს იგი.

აკაკი ზოიძის განმარტებით, თუ ზემოთჩამოთვლილ რეკომენდაციებს მთავრობა მხედველობაში მიიღებს, ორ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის კლება დაიწყება და ერთი თვის ვადაში სიკვდილობის მაჩვენებელიც საგრძნობლად შემცირდება.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "ლოკდაუნთნ" დაკავშირებით წინა რესპოდენტის მოსაზრებას სრულად იზიარებს. მისი თქმით, "ლოკდაუნი" მაშინ იქნება გამართლებული, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური გამოვლენის მაჩვენებელი 5000-დან 10 000-ის ფარგლებში იმერყევებს.

ექიმის განმარტებით, საქართველოში საწოლფონდის სწორი მართვა რომ ხდებოდეს, კლინიკების გადატვირთულობის პრობლემა არ იარსებებდა.

"არებული სიტუაცია იძლევა იმის საშუალებს, რომ ცალკეული რეგულაციების მეშვეობით მოხდეს სიტუაციის მართვა. მართალია "ლოკდუანს" აქვს სამედიცინო ეფექტი, რაც შემთხვევების შემცირებაში გამოიხატება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის დიდ ეკონომიკურ ზიანს მოიტანს, რასაც, ალბათ, ქვეყანა ვერ გაწვდება. პრინციპში არც არის ამის საჭიროება. ცალკეული შეზღუდვების გამკაცრება იქნება ამ ეტაპზე საკმარისი.. ბოლო დღეებში ხშირად მესმის, გადატვრთულობის შესახებ.

მინდა გითხრათ, რომ რეალურად, საქართველოში ჯერ კიდევ არის საკმარისი საწოლფონდი, უბრალოდ არ ხდება მისი რაციონალური მართვა. არცერთი მსუბუქი სიმპტომის მქონე პაციენტი არ უნდა იყოს კლინიკაში, არ უნდა იკავებდეს იმ პაციენტების ადგილს, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აქვს და ჟანგბადის მიწოდება ესაჭიროება.

სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა პაციენტები უარს აცხადებენ კლინიკის დატოვებაზე სრულ გამოჯანმრთელებამდე. ექიმმა პაციენტი უნდა გაწეროს დასტაბილურდება თუ არა მისი სიტუაცია და მის ადგილას შეიყვანოს ახალი, მძიმე სიმპტომების პაციენტი. როგორც ეს იტალიაში ხდებოდა. იქ მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებსაც კი წერდნენ, თუ ოდნავ მაინც სტაბილური იყო მათი მდგომარეობა და სახლში უდგამდნენ სასუნთქ მოწყობილობებს. სწორი მართვის პირობებში და ეფექტური რეგულაციების დროული დაწესების შემთხვევაში, ჩვენ კოლაფსი არ გვემუქრება და ზოგადი ეპიდსიტუაციის დასტაბილურებაც შესაძლებელია" - ამბობს Ambebi.ge -სთან ინფექციონისტი.

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის

37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება