სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას
აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას

24 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა, სა­დაც გა­ნი­ხი­ლეს პრო­ექ­ტი „სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი - სა­ქარ­თვე­ლო“ მდგრა­დო­ბის სა­კი­თხე­ბი და პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის მზა­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბი­სათ­ვის.

„შეხ­ვედ­რა­ზე პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­ვა­ცა­ნით კომ­პაქ­ტის შემ­დგომ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად. თსუ-ს ორმა პროგ­რა­მამ (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ჟი­ნე­რია) მო­ი­პო­ვა ამე­რი­კის ინ­ჟი­ნე­რი­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს (ABET) აკ­რე­დი­ტა­ცია. მო­მა­ვალ წლებ­ში ვე­ლო­დე­ბით პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რიგი პროგ­რა­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბას. ასე­ვე, წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი სეს­ხის პროგ­რა­მა სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო და სა­ინ­ჟინ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მაგ­და მაღ­რა­ძემ, ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი ადე­ლა დე ლა ტორე, აშშ სა­ელ­ჩოს, ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის, პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (თსუ, ილი­ა­უ­ნი, სტუ) რექ­ტო­რე­ბი, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სხდო­მას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი-სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ძო სა­ჯა­რო პარტნი­ო­რო­ბის ფონდში ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

„მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფარ­გლებ­ში და­წყე­ბუ­ლი ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­დე­გებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მალე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას შევ­ძლებთ. აქ­ტი­უ­რად ვი­ხი­ლავთ, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე ორი დიპ­ლო­მის მო­დე­ლის და­ნერგვას“, - გა­ნა­ცხა­და სან დი­ე­გის სახ­ლემ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა, პრო­ფე­სორ­მა ადე­ლა დე ლა ტო­რემ.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის და­ფი­ნან­სე­ბით 2014 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სამ პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს აშშ-ში აკ­რე­დი­ტე­ბულ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს სა­ინ­ჟინ­რო და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო დარ­გებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას

აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას

24 ნოემბერს, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“ მდგრადობის საკითხები და პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების მზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებისათვის.

„შეხვედრაზე პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცანით კომპაქტის შემდგომ მიღებული შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორი უნივერსიტეტები აქტიურად მუშაობდნენ ადგილობრივი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად. თსუ-ს ორმა პროგრამამ (კომპიუტერული მეცნიერება და ელექტრონული ინჟინერია) მოიპოვა ამერიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს (ABET) აკრედიტაცია. მომავალ წლებში ველოდებით პარტნიორი უნივერსიტეტების რიგი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას. ასევე, წარმატებით დაინერგა საქართველოში გრძელვადიანი სტუდენტური სესხის პროგრამა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო სპეციალობების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, აშშ საელჩოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ, ილიაუნი, სტუ) რექტორები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კერძო საჯარო პარტნიორობის ფონდში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები.

„მოხარულები ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაწყებული ეს მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით გრძელდება და განხორციელებული ინვესტიციის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ვიმედოვნებთ, რომ მალე თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ. აქტიურად ვიხილავთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორ უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებზე ორი დიპლომის მოდელის დანერგვას“, - განაცხადა სან დიეგის სახლემწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ადელა დე ლა ტორემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს აშშ-ში აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.

"კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული" - სატრანსპორტო კომპანია

"ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს." - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს

"5/35 - ოქროს ბურთის" ჯეკპოტი - 269 936 ლარი თინათინ ნადიბაიძემ მოიგო!