სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ
მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს შო­რის ერ­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ პროგ­რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა წარ­მო­ად­გენს დე ფაქ­ტო ანექ­სი­ი­სა­კენ გა­დად­გმულ მო­რიგ უკა­ნო­ნო ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში ეტა­პობ­რი­ვად ინ­ტეგ­რა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ პროგ­რა­მის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, პირ­ველ ნა­ბი­ჯად იქ­ცეს იმ შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა არ შე­უძ­ლია პირს, ვინც ე.წ. აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე არ არის.

ამ შე­ზღუდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯი­უ­ტად ცდი­ლო­ბენ აფხა­ზეთ­ში სახ­ლე­ბის თუ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის შე­ძე­ნას, ეს ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბი, ანაც აფხა­ზე­ბის მიერ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბაა, რომ­ლის სარ­ფი­ა­ნად გა­ყიდ­ვა­საც ცდი­ლო­ბენ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც რუ­სე­ბი დევ­ნი­ლო­ბა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ მე­პატ­რო­ნე­ებს უკავ­შირ­დე­ბი­ან და აფხა­ზეთ­ში მათი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვას სთა­ვა­ზო­ბენ, რა­საც დიდ­წი­ლად ქარ­თვე­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი აფხა­ზე­ბის დახ­მა­რე­ბით აკე­თე­ბენ.

ხმა­უ­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ბოლო ხანს საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­ი­მარ­თა, რო­დე­საც უკვე შე­ძე­ნილ ქო­ნე­ბა­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს აღარ უშ­ვე­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ხუ­მის ე.წ. სა­სა­მარ­თლო­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის იუ­ლია ტე­ტე­რი­ნას "პრო­ცე­სი" გა­ი­მარ­თა, სა­დაც მისი უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი სახ­ლის ბედი წყდე­ბო­და, რო­მელ­შიც მან თან­ხა გა­და­ი­ხა­და, მაგ­რამ მას­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

"რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვთ და უკა­ნო­ნოდ ყი­დუ­ლო­ბენ უძ­რავ ქო­ნე­ბას, ხში­რად რჩე­ბი­ან შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბის და მას­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხის გა­რე­შე. ისე, რო­გორც ეს იუ­ლია ტე­ტე­რი­ნას შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. მისი სახ­ლის საქ­მე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და. აფხა­ზეთ­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ზღვის მოყ­ვა­რუ­ლებს მა­ინც წას­ცდე­ბათ ხელი, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით შე­ი­ძი­ნონ სახ­ლე­ბი ზღვის­პი­რას. ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ სახ­ლებს, იმ აფხა­ზებს უფორ­მე­ბენ, რო­მელ­თაც ენ­დო­ბი­ან, სა­ბო­ლო­ოდ კი, ისი­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და თან­ხის გა­რე­შე რჩე­ბი­ან..." - ვკი­თხუ­ლობთ აფხა­ზურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

ე.წ. კლი­ენ­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სი­ტყვი­ე­რად თან­ხმდე­ბი­ან, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი ვერ დგე­ბა. აფხა­ზე­ბი მათ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ ენ­დონ, რომ ისი­ნი "მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან", თუმ­ცა, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა ნა­ყი­დი ქო­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა "სა­სა­მარ­თლოს ძა­ლი­თაც” კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, რად­გან ქო­ნე­ბის პატ­რონ­ნი დიდ­წი­ლად არ არი­ან ის აფხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქო­ნე­ბას ყი­დი­ან.

2009 წელს იუ­ლია ტე­ტე­რი­ნა და მისი მე­უღ­ლე ჩა­ვიდ­ნენ აფხა­ზეთ­ში. სო­ხუ­მის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე სახ­ლი იყი­დე­ბო­და, მათ სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს, და­ვიდ კვი­ცი­ნი­ას 1 მი­ლი­ონ 700 ათა­სი რუბ­ლი გა­და­უ­ხა­დეს. გა­რი­გე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, თუმ­ცა, მათ შე­ი­ძი­ნეს ავე­ჯი და და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა.

"რე­ა­ლუ­რად, სახ­ლის მე­სა­კუთ­რედ და­ვით კვი­ცი­ნია იყო. 6 წლის შემ­დეგ, მან ტე­ტე­რი­ნებს უთხრა, სახ­ლი ვინ­მე, მათ­თვის სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნის­თვის გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ, რად­გან აღარ სურ­და მის სა­ხელ­ზე ყო­ფი­ლი­ყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მან უკვე გა­ყი­და...

ერთი სი­ტყვით, ტე­ტე­რი­ნა მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ოლგა ბრი­უ­ხა­ნო­ვას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რობ­და. მან, კვი­ცი­ნი­ამ და ბრი­უ­ხა­ნო­ვამ ნო­ტა­რი­უს­ში გა­ა­ფორ­მეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ქო­ნე­ბა ფიქ­ტი­უ­რად ბრი­უ­ხა­ნო­ვას სა­ხელ­ზე გა­ფორმ­და. შემ­დგომ ტე­ტე­რი­ნა­სა და ბრი­უ­ხა­ნო­ვას შო­რის საქ­მე ჩა­იხ­ლარ­თა, სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ სა­სამ­რთლომ სახ­ლი სწო­რედ ბრი­უ­ხა­ნო­ვას მი­ა­კუთ­ვნა. არა­ერ­თი მსგავ­სი ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მა­ინც რის­კა­ვენ აფხა­ზეთ­ში, ქარ­თვე­ლე­ბის და­კე­ტი­ლი ან სუ­ლაც აფხა­ზე­ბის მიერ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ყიდ­ვას.

აფხა­ზე­ბის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. მთავ­რო­ბა რო­გორ­მე აი­ძუ­ლონ, რომ მან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვა და­ა­კა­ნო­ნოს.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი abkhaz-auto.ru-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის ქვეშ წე­რენ, "რე­გი­ონ­ში სახ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად რუ­სე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ინ­დო­ბენ, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, რუ­სუ­ლი მე­დია მა­ინც წერს, რომ აფხა­ზე­ბი რუ­სებს სახ­ლებს არ­თმე­ვენ”.

"რუ­სებს ეს იმი­ტომ ემარ­თე­ბათ, რომ ყვე­ლა გზით ცდი­ლო­ბენ შე­მოძ­ვრნენ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბიზ­ნეს­ში, თა­ნაც ია­ფად... ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აწყობს ასე­თი თე­მე­ბის წა­მო­წე­ვა და აჟი­ო­ტა­ჟი, ამით კო­ვიდ-19-ის კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გე­ბი­დან გა­და­აქვთ ყუ­რა­დღე­ბა. არც ის უხ­სე­ნე­ბია ვინ­მეს, დრან­დის ცი­ხე­ში პა­ტი­მარ ზუხ­ბას­თან გრძელ­ვა­დი­ან პა­ე­მან­ზე მი­სუ­ლი 19 წლის გო­გო­ნა, ამან­და სი­ჭი­ნა­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ოდეს­მე ვინ­მე იფიქ­რებ­და, რომ აფხა­ზი გო­გო­ნე­ბი ასეთ რა­მე­ზე წა­ვი­დოდ­ნენ? არა უშავს, სა­მა­გი­ე­როდ, მალე რუ­სეთ­თან სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცე გვექ­ნე­ბა და იმ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უცხო­ებ­ზე გა­ყიდ­ვის ამ­ბავ­საც ნელ-ნელა შე­მოგ­ვა­პა­რე­ბენ”. - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლეს ნუ გაურბიხართ.
3

შეიძლება რუსეთის რამდენიმე ოჯახი ჩასახლდა, მაგრამ სომხები 10-ჯერ მეტად ყიდულობენ, თან ჯგუფურად და ოპერატიულად. კარაბახის ვაჟკაცები თუ იცით სად წავიდნენ. აფხაზეთში და არა იაკუტიაში. სომხებმა იციან სად წავიდნენ, თქვენ არ იცით რა დაწეროთ.

დუდუ
1

უარესის ღირსი ხართ მოღალატე აფხაზებო,ცოტა ხანში თქვენც ამოგიკვეთენ ფეხს რუსები და სომხები აფხაზეთიდან,როგორც ქართველები გამოყარეთ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. სავარაუდოდ, ამ პროგრამის შემდეგ შესაძლოა, პირველ ნაბიჯად იქცეს იმ შეზღუდვის მოხსნა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა არ შეუძლია პირს, ვინც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქე არ არის.

ამ შეზღუდვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები ჯიუტად ცდილობენ აფხაზეთში სახლების თუ მიწის ნაკვეთების შეძენას, ეს ძირითადად ქართველების დაკეტილი სახლები, ანაც აფხაზების მიერ მისაკუთრებული ქონებაა, რომლის სარფიანად გაყიდვასაც ცდილობენ. არის შემთხვევები, როდესაც რუსები დევნილობაში მცხოვრებ ქართველ მეპატრონეებს უკავშირდებიან და აფხაზეთში მათი ქონების გაყიდვას სთავაზობენ, რასაც დიდწილად ქართველების ახლობელი აფხაზების დახმარებით აკეთებენ.

ხმაურიანი სასამართლო პროცესები ბოლო ხანს საკმაოდ ბევრი გაიმართა, როდესაც უკვე შეძენილ ქონებაში რუსეთის მოქალაქეებს აღარ უშვებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ე.წ. სასამართლოში, რუსეთის მოქალაქის იულია ტეტერინას "პროცესი" გაიმართა, სადაც მისი უკანონოდ შეძენილი სახლის ბედი წყდებოდა, რომელშიც მან თანხა გადაიხადა, მაგრამ მასში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ.

"რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვთ და უკანონოდ ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხშირად რჩებიან შეძენილი ქონების და მასში გადახდილი თანხის გარეშე. ისე, როგორც ეს იულია ტეტერინას შემთხვევაში მოხდა. მისი სახლის საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა. აფხაზეთში არ არსებობს კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლებას იძლევა, მაგრამ ზღვის მოყვარულებს მაინც წასცდებათ ხელი, კანონდარღვევით შეიძინონ სახლები ზღვისპირას. ისინი ყიდულობენ სახლებს, იმ აფხაზებს უფორმებენ, რომელთაც ენდობიან, საბოლოოდ კი, ისინი უძრავი ქონებისა და თანხის გარეშე რჩებიან..." - ვკითხულობთ აფხაზურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ე.წ. კლიენტი და ადგილობრივი ხშირ შემთხვევაში სიტყვიერად თანხმდებიან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება კი ვერ დგება. აფხაზები მათ ეუბნებიან, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ ისინი "მესაკუთრეები არიან", თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება ნაყიდი ქონების დაკანონება "სასამართლოს ძალითაც” კი შეუძლებელი ხდება, რადგან ქონების პატრონნი დიდწილად არ არიან ის აფხაზები, რომლებიც ამ ქონებას ყიდიან.

2009 წელს იულია ტეტერინა და მისი მეუღლე ჩავიდნენ აფხაზეთში. სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე სახლი იყიდებოდა, მათ სახლის მეპატრონეს, დავიდ კვიცინიას 1 მილიონ 700 ათასი რუბლი გადაუხადეს. გარიგება, ფაქტობრივად, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა, თუმცა, მათ შეიძინეს ავეჯი და დაიწყეს ცხოვრება.

"რეალურად, სახლის მესაკუთრედ დავით კვიცინია იყო. 6 წლის შემდეგ, მან ტეტერინებს უთხრა, სახლი ვინმე, მათთვის საიმედო ადამიანისთვის გადაეფორმებინათ, რადგან აღარ სურდა მის სახელზე ყოფილიყო დარეგისტრირებული ქონება, რომელიც მან უკვე გაყიდა...

ერთი სიტყვით, ტეტერინა მეზობლად მცხოვრებ ოლგა ბრიუხანოვას დაუკავშირდა, რომელთანაც მეგობრობდა. მან, კვიცინიამ და ბრიუხანოვამ ნოტარიუსში გააფორმეს ხელშეკრულება და ქონება ფიქტიურად ბრიუხანოვას სახელზე გაფორმდა. შემდგომ ტეტერინასა და ბრიუხანოვას შორის საქმე ჩაიხლართა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სასამრთლომ სახლი სწორედ ბრიუხანოვას მიაკუთვნა. არაერთი მსგავსი ფაქტის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეები მაინც რისკავენ აფხაზეთში, ქართველების დაკეტილი ან სულაც აფხაზების მიერ მისაკუთრებული სახლების ყიდვას.

აფხაზების თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა როგორმე აიძულონ, რომ მან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა დააკანონოს.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები abkhaz-auto.ru-ზე განთავსებული პუბლიკაციის ქვეშ წერენ, "რეგიონში სახლების შესაძენად რუსები ერთმანეთს არ ინდობენ, ამის პარალელურად კი, რუსული მედია მაინც წერს, რომ აფხაზები რუსებს სახლებს ართმევენ”.

"რუსებს ეს იმიტომ ემართებათ, რომ ყველა გზით ცდილობენ შემოძვრნენ უძრავი ქონების ბიზნესში, თანაც იაფად... ჩვენს ხელისუფლებასაც აწყობს ასეთი თემების წამოწევა და აჟიოტაჟი, ამით კოვიდ-19-ის კატასტროფულ შედეგებიდან გადააქვთ ყურადღება. არც ის უხსენებია ვინმეს, დრანდის ციხეში პატიმარ ზუხბასთან გრძელვადიან პაემანზე მისული 19 წლის გოგონა, ამანდა სიჭინავა ნარკოტიკების ზედოზირებით რომ გარდაიცვალა. ოდესმე ვინმე იფიქრებდა, რომ აფხაზი გოგონები ასეთ რამეზე წავიდოდნენ? არა უშავს, სამაგიეროდ, მალე რუსეთთან საერთო ეკონომიკური სივრცე გვექნება და იმ უძრავი ქონების უცხოებზე გაყიდვის ამბავსაც ნელ-ნელა შემოგვაპარებენ”. - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი.

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე

"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

აფხაზეთის ე.წ. "ეროვნული ბანკი" - თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს