სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი
"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

გე­ნე­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვაა. რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად უნდა იმ­სჯე­ლოს.

„გა­მო­სა­ვა­ლი არის ჩა­კეტ­ვა. ეს უნდა გა­და­წყვი­ტოს არა ერ­თმა ადა­მი­ან­მა, არა­მედ უნდა დას­ხდნენ ფი­ნან­სის­ტე­ბი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი, ექი­მე­ბი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უნდა დაჯ­დეს ჩვენ­თან ერ­თად და თქვას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ქარ­თულ ლარს. თუ ჩვენ „ლოკ­და­უ­ნის“ მერე გა­მო­ვალთ ქა­ლაქ­ში და ერთი დო­ლა­რი ეღი­რე­ბა 10 ლარი, მა­შინ ასეთ „ლოკ­და­უნს“ აზრი არ აქვს. ასეთ ჩა­კეტ­ვას მოყ­ვე­ბა ქვეყ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, არა­თუ ადა­მი­ა­ნე­ბის. ამი­ტომ, ყვე­ლა ერ­თად უნდა მო­ვემ­ზა­დოთ და არა ისე, რომ ვინ­მემ ტე­ლე­ვი­ზო­რით გვი­თხრას, რა მოგ­ვი­ვა. გვი­თხრან, ხვალ ზეგ, მა­ზეგ რას გეგ­მა­ვენ. ეს არ უნდა იყოს სი­უპ­რი­ზი, ძა­ლით ადა­მი­ა­ნე­ბის­თვს ცხვირ­ში შე­ტე­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ მათ­თან ერ­თად მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე, არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დარ­ჩე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­ეყ­რდნო არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ხოლო არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა არას­წო­რი პროგ­ნო­ზე­ბი გა­ა­კე­თეს, რომ­ლის შე­დე­გე­ბი ქვე­ყა­ნა­ში უკვე დად­გა.

რო­გორც გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა, ხოლო მი­ნის­ტრმა და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მისი თქმით, ძა­ლი­ან მძი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

„კო­ვი­დი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პო­ლი­ტი­კაა. ფული, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ სეს­ხად თუ დახ­მა­რე­ბის სა­ხით მი­ი­ღო, მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კას და ქრთამს მოხ­მარ­და, კო­რუფ­ცი­ას და პო­ლი­ტი­კას. ეს ფული ჯან­დაც­ვა­ში არ წა­სუ­ლა. ჩვენ თუ ჯან­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა გვინ­დო­და, მთე­ლი წელი გვქონ­და. შეგ­ვეძ­ლო მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით, მი­ნი­მუმ სა­ინ­ფორ­მა­ციო მომ­ზა­დე­ბა მა­ინც დაგ­ვე­წყო. დღეს მი­ნის­ტრი არ უნდა გა­მო­დი­ოს და არ უნდა ფიქ­რობ­დეს, რა ფიც­რე­ბიც მი­ა­წო­დეს, სან­დოა თუ არა. ეკა ტი­კა­რა­ძე დღეს ვერ ენ­დო­ბა მას­თან მი­ტა­ნილ ციფ­რებს. იცით რა­ტომ? იმი­ტომ, რომ თა­ვი­სი­ვე სა­მი­ნის­ტრო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან. ვისი გავ­ლე­ნის ქვეშ არი­ან? და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის. ეს არის ფაქ­ტე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე. ამ ადა­მი­ა­ნის მცდარ­მა, ძველ­მა კავ­ში­რებ­მა მი­იყ­ვა­ნა სის­ტე­მა ამ პე­რი­ო­დამ­დე“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

„ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ დღემ­დე ვერ გა­და­ხარ­შა რო­გორ მოხ­სნეს მი­ნის­ტრო­ბი­დან და რო­გორ გა­და­იყ­ვა­ნეს თავ­შე­საფ­რის სა­ხით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში. მი­ნის­ტრო­ბის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში რო­გო­რი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბიც დადო სა­მი­ნის­ტრო­ში, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რო­გორ იმარ­თე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა და იგი­ვე შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი. ის არის დღეს არა­ფორ­მა­ლუ­რი მი­ნის­ტრი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა „უკი­დე­გა­ნოდ სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბაა“.

გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპიდ­ვი­თა­რე­ბა არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სის­ტე­მის გამო გარ­თულ­და.

„ეს უმარ­თა­ვი, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სის­ტე­მის, ჩაფ­ლა­ვე­ბუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის, არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, მო­პა­რუ­ლი ფუ­ლის და დიდი კო­რუფ­ცი­ის ბრა­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში ყვა­ვის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
111

ანუ ადამიანების გარდაცვალება ჯობია? ამბობთ?

პე რე კისი 3%
20

დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა! დაგუგლეთ, პერეკისი 3%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

"თუ "ლოკდაუნის" მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება" - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ჩაკეტვაა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განმარტა, შეზღუდვების შესახებ მთავრობამ ეპიდემიოლოგებთან, სპეციალისტებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა იმსჯელოს.

„გამოსავალი არის ჩაკეტვა. ეს უნდა გადაწყვიტოს არა ერთმა ადამიანმა, არამედ უნდა დასხდნენ ფინანსისტები, ეკონომისტები, ექიმები, ინფექციონისტები, ბიზნესმენები, ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი უნდა დაჯდეს ჩვენთან ერთად და თქვას, რისი საშუალება აქვს ქართულ ლარს. თუ ჩვენ „ლოკდაუნის“ მერე გამოვალთ ქალაქში და ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, მაშინ ასეთ „ლოკდაუნს“ აზრი არ აქვს. ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების. ამიტომ, ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ და არა ისე, რომ ვინმემ ტელევიზორით გვითხრას, რა მოგვივა. გვითხრან, ხვალ ზეგ, მაზეგ რას გეგმავენ. ეს არ უნდა იყოს სიუპრიზი, ძალით ადამიანებისთვს ცხვირში შეტენილი გადაწყვეტილება, არამედ მათთან ერთად მიღებული მძიმე, არაპოპულარული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ადამიანები გადარჩებიან“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა დაეყრდნო არასწორ გადაწყვეტილებებს, ხოლო არაპროფესიონალებმა არასწორი პროგნოზები გააკეთეს, რომლის შედეგები ქვეყანაში უკვე დადგა.

როგორც გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, არასწორ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა აგოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხოლო მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა პასუხი უნდა აგონ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც მისი თქმით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობაა.

„კოვიდი თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა. ფული, რომელიც სახელმწიფომ სესხად თუ დახმარების სახით მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკას და ქრთამს მოხმარდა, კორუფციას და პოლიტიკას. ეს ფული ჯანდაცვაში არ წასულა. ჩვენ თუ ჯანდაცვის გაძლიერება გვინდოდა, მთელი წელი გვქონდა. შეგვეძლო მოვმზადებულიყავით, მინიმუმ საინფორმაციო მომზადება მაინც დაგვეწყო. დღეს მინისტრი არ უნდა გამოდიოს და არ უნდა ფიქრობდეს, რა ფიცრებიც მიაწოდეს, სანდოა თუ არა. ეკა ტიკარაძე დღეს ვერ ენდობა მასთან მიტანილ ციფრებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თავისივე სამინისტროში ადამიანები მის წინააღმდეგ არიან. ვისი გავლენის ქვეშ არიან? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის. ეს არის ფაქტები, სინამდვილე. ამ ადამიანის მცდარმა, ძველმა კავშირებმა მიიყვანა სისტემა ამ პერიოდამდე“,-განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი შეფასებით, ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.

„ამირან გამყრელიძემ დღემდე ვერ გადახარშა როგორ მოხსნეს მინისტრობიდან და როგორ გადაიყვანეს თავშესაფრის სახით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მინისტრობის მოკლე პერიოდში როგორი უარყოფითი შედეგებიც დადო სამინისტროში, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება ჯანდაცვის სისტემა და იგივე შედეგებამდე მიიყვანა დაავადებათა კონტროლი. ის არის დღეს არაფორმალური მინისტრი“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ოპოზიციისთვის გადაბრალება „უკიდეგანოდ სამარცხვინო განცხადებაა“.

გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არასწორი გადაწყვეტილებების და მოუმზადებელი სისტემის გამო გართულდა.

„ეს უმართავი, მოუმზადებელი სისტემის, ჩაფლავებული მენეჯმენტის, არასწორი გადაწყვეტილებების, მოპარული ფულის და დიდი კორუფციის ბრალია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ყვავის“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"