მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?
რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

თემა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­დად­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, მაიკ პომ­პე­ოს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ქარ­თველ­მა ექ­სპერ­ტებ­მა კვლავ წინ წა­მოს­წი­ეს - მათ ღია წე­რილ­ში პომ­პე­ოს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ჯა­რის გან­თავ­სე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს

  • რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ამე­რი­კუ­ლი მუდ­მი­ვი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას შეც­ვლი­და ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის?

ამ კი­თხვებ­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად წე­რი­ლის ავ­ტო­რებ­მა უპა­სუ­ხეს.

ფლეტ­ჩე­რის სა­მარ­თლი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის სკო­ლის ციფ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის პრაქ­ტი­კო­სის, ზვი­ად აძინ­ბა­ი­ას თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი გო­ნივ­რუ­ლი, პრაგ­მა­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც აშშ-ში ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან მი­დის, რე­ა­ლის­ტუ­რია. რას შეც­ვლი­და აშშ-ის მუდ­მი­ვი ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში? აძინ­ბა­ია აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც ახლო, ასე­ვე შორ­სმი­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვა­ში პრაქ­ტი­კულ სი­კე­თე­ებს მო­უ­ტანს.

ზვი­ად აძინ­ბა­ია

"ეს წე­რი­ლი ახლა იმი­ტომ და­ი­წე­რა, რომ უკვე დიდი ხა­ნია, დროა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ყოფ­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­კე­თოს არა მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი, არა­მედ აწარ­მო­ოს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო დო­ნე­ზე, ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლურ დიპ­ლო­მა­ტი­ურ დო­ნე­ზე. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ეს იყო სა­მო­ქა­ლა­ქო დიპ­ლო­მა­ტი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია იქ­ნე­ბა ვა­შინგტონ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეძი­ოს ყვე­ლა გზა, რომ სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ჰყოს, გა­ზარ­დოს და გა­ამ­ყა­როს - ზუს­ტად ამ პა­თოსს ემ­ყა­რე­ბო­და წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა სა­მო­ქა­ლა­ქო დიპ­ლო­მატ­მა, ყო­ფილ­მა მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მატ­მა და მოქ­მედ­მა პო­ლი­ტი­კის, უსაფრ­თხო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­აგ­ზავ­ნეს. რა თქმა უნდა, წე­რი­ლი არ არის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი, რი­თაც სამ­ხედ­რო ყოფ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ეს არის სიგ­ნა­ლი, კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ რო­გორც სა­ჯა­რო დე­ბა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად ვა­შინგტონ­ში და სხვა­გა­ნაც გაძ­ლი­ერ­დეს, გა­აქ­ტი­ურ­დეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ვი­დეს იმ დო­ნემ­დე, რა­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კის შექ­მნა ჰქვია. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და რე­ა­ლის­ტუ­რია? ნე­ბის­მი­ე­რი გო­ნივ­რუ­ლი, პრაგ­მა­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან მო­დის ამე­რი­კა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ამას სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ბევ­რი მუ­შა­ო­ბა უნდა.

ეს სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც ახლო, ასე­ვე შორ­სმი­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვა­ში პრაქ­ტი­კულ სი­კე­თე­ებს მო­უ­ტანს. სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტია. სამ­წუ­ხა­როდ, არც ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და არც პო­ლი­ტი­კუ­რად სტა­ბი­ლუ­რი ვართ იმ დო­ნე­ზე, რა დო­ნე­ზეც უნდა ვი­ყოთ. ამი­ტომ, ამას სჭირ­დე­ბა მო­კავ­ში­რის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა, რათა ოკუ­პან­ტის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა არა მხო­ლოდ და­ა­ბა­ლან­სოს, არა­მედ, უკან წა­ა­ღე­ბი­ნოს მათ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა იქ­ნე­ბა, ეს არა მხო­ლოდ გაზ­რდის სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და აშშ-ის ინ­ტე­რე­სებს, არა­მედ, და­აჩ­ქა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას და თქვენ და მე ვი­ცხოვ­რებთ უფრო მშვიდ ქვე­ყა­ნა­ში".

ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი შოთა ღვი­ნე­რია მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სეთს ახლა უკვე რე­გი­ონ­ში, სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ჰყავს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რუ­სე­თის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბა კი ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ეროვ­ნულ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე, ამე­რი­კის რე­გი­ონ­ში ყოფ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი ამ კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო ამის­თვის ერ­თა­დერ­თი მყა­რი და­საყ­რდე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

"ჩვენ ვნა­ხეთ, რომ იმ ფონ­ზე, რაც ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის ფონ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის ზო­გა­დად და კონ­კრე­ტუ­ლად აშშ-ის ყუ­რა­დღე­ბა არის ახლა უფრო შიდა პრობ­ლე­მებ­ზე მი­პყრო­ბი­ლი და ყვე­ლა გა­დარ­თუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ უპა­სუ­ხონ ამ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ას, რო­გორ მო­ნა­ხონ გა­მო­სა­ვა­ლი ამ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რუ­სეთ­მა ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ვიწ­რო მიზ­ნე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მან შეძ­ლო ის, რომ კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში უკვე ჰყავს სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და ამ სამ­ხედ­რო ყოფ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან დიდ ზე­წო­ლას მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­სა და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ზე. სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ზე და მთავ­რო­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის რუ­სეთ­მა გა­ა­ორ­მა­გა თა­ვი­სი ბერ­კე­ტე­ბი და რა თქმა უნდა, ეს სა­ქარ­თვე­ლო­საც ეხე­ბა - რაც უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში რუ­სე­თი, ეს პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად ცუ­დად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ეროვ­ნულ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე.

შოთა ღვი­ნე­რია

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ვი­ზი­ტი შედ­გა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სპონ­ტა­ნუ­რად (მის ტურ­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ბოლო მო­მენ­ტში და­ე­მა­ტა), ისიც მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა, რომ ამ ვი­ზიტს რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა არ ჰქო­ნია. ის ჩა­მო­ვი­და აქ, რათა კი­დევ ერთხელ და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა ის, რომ აშშ არის არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პარტნი­ო­რი ან მხარ­დამ­ჭე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მხარს უჭერს ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ ხალ­ხსა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა, აშშ კარ­გად ხვდე­ბა იმას, რომ ამ რე­გი­ონ­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან მკა­ფიო ცვლი­ლე­ბე­ბის, ბა­ლან­სის ცვლი­სა და ინ­ტე­რეს­თა გა­დაჯ­გუ­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აქ აშშ იყოს ჩარ­თუ­ლი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი. რა თქმა უნდა, ერ­თა­დერ­თი მყა­რი და­საყ­რდე­ნი რე­გი­ონ­ში მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი­ცაა და ცუ­დიც ის, რაც რე­გი­ონ­ში მოხ­და: ცუდი იმი­ტომ, რომ გა­ი­ზარ­და რუ­სე­თის გავ­ლე­ნა, კარ­გი იმი­ტომ, რომ ამე­რი­კამ კი­დევ უფრო მკა­ფი­ოდ და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა მის­თვის, ამ რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად რა­ღაც და­საყ­რდე­ნი ჰქონ­დეს.

ამ პი­რო­ბებ­ში, რო­გორ­შიც ჩვენ პომ­პე­ოს დავ­ხვდით, რა თქმა უნდა, რა­ი­მე კონ­კრე­ტულ შე­დე­გებ­ზე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, მა­შინ, როცა ამომ­რჩევ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი და სრუ­ლი­ად ოპო­ზი­ცია არ აღი­ა­რებს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, აქ რა­ღაც სტრა­ტე­გი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე და დიდი, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ვერ იქ­ნე­ბო­და. ის ჩა­მო­ვი­და, და­ა­ფიქ­სი­რა მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის მი­მართ, და­ა­ფიქ­სი­რა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად ამე­რი­კის­თვის და კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ეკის­რე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ში, რო­გორც ამე­რი­კის პარტნი­ორს... და­ნარ­ჩე­ნი ალ­ბათ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც ჩვენ თვი­თონ შევ­ძლებთ, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არე­ულ-და­რე­უ­ლი ვი­თა­რე­ბა რო­გორ­ღაც და­ვა­ლა­გოთ, ამას ჩვენ­თვის ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებს, ეს ჩვე­ნი საქ­მეა. როცა ქვე­ყა­ნა უკვე მზად იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ რა­ღაც ლე­გი­ტი­მუ­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით წარ­დგეს თა­ვი­სი პარტნი­ო­რის წი­ნა­შე, მა­შინ ალ­ბათ, რა­ღაც უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა აშშ-სთან“, - აცხა­დებს ღვი­ნე­რია.

მისი თქმით­ვე, ეს ბაზა თუკი გან­თავ­სდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია იქ­ნე­ბა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­კუ­პი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი და­ცუ­ლი იყოს.

"რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს, ამე­რი­კუ­ლი ბაზა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რო­გორც რა­ღაც ნე­გა­ტი­უ­რი ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ან საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ფაქ­ტო­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ბაზა თუკი გან­თავ­სდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია იქ­ნე­ბა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­კუ­პი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი და­ცუ­ლი იყოს და რუ­სეთ­მა ვე­ღარ შეძ­ლოს, და­მა­ტე­ბით კი­დევ ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნას, რო­გორ­საც მუდ­მი­ვად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გვიქ­მნის ამ ბორ­დე­რი­ზა­ცი­ით, ხალ­ხის გა­ტა­ცე­ბით, რა­ღაც ახალ-ახა­ლი და­მუქ­რე­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვით და ა.შ. ანუ ამე­რი­კის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა გა­რან­ტია იმის, რომ აშშ სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და არ და­უშ­ვებს იმას, რომ რუ­სეთ­მა გა­ნაგ­რძოს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა; არ და­უშ­ვებს, რომ რუ­სეთ­მა რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მძაფ­რი მკა­ფიო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დეს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­დაც­ვი­თი, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის აქ­ტია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია საფრ­თხე­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის­კენ და არა - ვი­ღა­ცის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის­კენ, პრო­ვო­ცი­რე­ბის­კენ ან ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბის წარ­მოქ­მნის­კენ. ასე­ვე, ნატო-ში გა­წევ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნატო-ში არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­რი­სად სტა­ბი­ლუ­რი და და­ცუ­ლია იმის­თვის, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში მის­მა ალი­ან­სში მიწ­ვე­ვამ რა­ი­მე და­დე­ბი­თი როლი ითა­მა­შოს. რო­დე­საც ეს პრობ­ლე­მა უკვე გა­დაჭ­რი­ლი იქ­ნე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აშშ-ის სამ­ხედ­რო ყოფ­ნა მარ­თლაც ძა­ლი­ან მტკი­ცე უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­აა, ნატო-ს სხვა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვი­საც ბევ­რად უფრო ად­ვი­ლი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი ბა­ზე­ბის აქ გან­თავ­სე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა ასე­ვე ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, რად­გან რუ­სე­თის შე­მოჭ­რის, თბი­ლი­სის ოკუ­პა­ცი­ის და ომის და­წყე­ბის საფრ­თხე რომ აღარ იქ­ნე­ბა, ეს ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც წა­ა­ხა­ლი­სებს - თუ ვი­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას აპი­რებს, რა თქმა უნდა, ამის პირ­ვე­ლი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ისაა, რომ ხვალ რომ რუ­სე­თი შე­მო­ვარ­დეს კი­დევ, ისე­ვე, რო­გორც 2008-ში შე­მო­ვარ­და, ამ­ხე­ლა ფული შე­იძ­ლე­ბა, ჰა­ერ­ში გა­მო­ე­კი­დოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - უსაფრ­თხო­ე­ბა ყვე­ლა­ფე­რი არაა, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­შე ყვე­ლა­ფე­რი არა­ფე­რია. ამის გა­რე­შე ვერც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ღვი­ნე­რია.

ასეა თუ ისე, ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იქ­ნე­ბა ეს ამე­რი­კუ­ლი ბა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნატო-ში გა­წევ­რე­ბის სა­კი­თხი თუ ორი­ვე, ამით სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის­გან უფრო მეტი საფრ­თხე არ შე­იძ­ლე­ბა, და­ე­მუქ­როს - ალ­ბათ სწო­რედ ესაა ერთ-ერთი ის სა­კი­თხი, რა­ზეც სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, რაც სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მა­ფარ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

"უფრო მეტი საფრ­თხე რა შე­იძ­ლე­ბა, ვიდ­რე ახ­ლაა? ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არის წა­გ­ლე­ჯი­ლი, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ცე­ბენ, თქვენ და მე ვერ ვბრუნ­დე­ბით სახ­ლში. უფრო მეტ საფრ­თხეს რაში ვხე­დავთ, ვერ გა­ვი­გე, ამ საფრ­თხე­ე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, სხვა­ნა­ი­რად ჩვე­ნი შეჭ­მა უნდა რუ­სეთს“, - ამ­ბობს ამ სა­კი­თხზე ზვი­ად აძინ­ბა­ია.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
184

ახლა მადათი მოშორება გაგვიხდეს საფიქრალი.დახმარებით ვერაფრით დაგვეხმარებიან წყალი კი ჩვენთანაცაა ბლომად.

ნანა
39

ორივე ხელით მივესალმები, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ოდესმე განხორციელდება.თქენს მიერვე ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

თემა, რომელიც საქართველოში დროდადრო აქტუალური ხდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ქვეყანაში ჩამოსვლამდე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ქართველმა ექსპერტებმა კვლავ წინ წამოსწიეს - მათ ღია წერილში პომპეოს საქართველოში აშშ-ის ჯარის განთავსების თხოვნით მიმართეს

  • რამდენად რეალურია ამერიკული მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში და რას შეცვლიდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს თავად წერილის ავტორებმა უპასუხეს.

ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის ციფრული დიპლომატიის პრაქტიკოსის, ზვიად აძინბაიას თქმით, ნებისმიერი გონივრული, პრაგმატული ინიციატივა, რომელიც აშშ-ში ამერიკის მოკავშირეებისგან მიდის, რეალისტურია. რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში? აძინბაია აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს როგორც ახლო, ასევე შორსმიმავალ პერსპექტივაში პრაქტიკულ სიკეთეებს მოუტანს.

ზვიად აძინბაია

"ეს წერილი ახლა იმიტომ დაიწერა, რომ უკვე დიდი ხანია, დროა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის შესახებ საქართველომ გააკეთოს არა მხოლოდ ოფიციალური განაცხადი, არამედ აწარმოოს აქტიური მუშაობა როგორც სამოქალაქო დონეზე, ასევე, ოფიციალურ დიპლომატიურ დონეზე. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო სამოქალაქო დიპლომატიის ინიციატივა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადმინისტრაცია იქნება ვაშინგტონში, საქართველომ აუცილებლად უნდა ეძიოს ყველა გზა, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველჰყოს, გაზარდოს და გაამყაროს - ზუსტად ამ პათოსს ემყარებოდა წერილი, რომელიც ვაშინგტონში ძალიან ბევრმა სამოქალაქო დიპლომატმა, ყოფილმა მაღალი რანგის დიპლომატმა და მოქმედმა პოლიტიკის, უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გააგზავნეს. რა თქმა უნდა, წერილი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რითაც სამხედრო ყოფნის გაძლიერება ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ ეს არის სიგნალი, კარგი საშუალება, რომ როგორც საჯარო დებატი საქართველოში, ასევე პოლიტიკური დებატები, ძირითადად ვაშინგტონში და სხვაგანაც გაძლიერდეს, გააქტიურდეს და საბოლოო ჯამში, მივიდეს იმ დონემდე, რასაც ამ მიმართულებით პოლიტიკის შექმნა ჰქვია. რამდენად რეალური და რეალისტურია? ნებისმიერი გონივრული, პრაგმატული ინიციატივა, რომელიც ამერიკის მოკავშირეებისგან მოდის ამერიკაში, აბსოლუტურად რეალისტურია. შესაბამისად, ამას საქართველოს მხრიდან ბევრი მუშაობა უნდა.

ეს საქართველოს როგორც ახლო, ასევე შორსმიმავალ პერსპექტივაში პრაქტიკულ სიკეთეებს მოუტანს. საქართველოს უსაფრთხოება საქართველოს ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სამწუხაროდ, არც ეკონომიკურად განვითარებული და არც პოლიტიკურად სტაბილური ვართ იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვიყოთ. ამიტომ, ამას სჭირდება მოკავშირის სამხედრო ყოფნა, რათა ოკუპანტის სამხედრო ყოფნა არა მხოლოდ დააბალანსოს, არამედ, უკან წააღებინოს მათ საოკუპაციო ძალების პოლიტიკა. თუ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ყოფნა იქნება, ეს არა მხოლოდ გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და აშშ-ის ინტერესებს, არამედ, დააჩქარებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და თქვენ და მე ვიცხოვრებთ უფრო მშვიდ ქვეყანაში".

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი შოთა ღვინერია მიუთითებს, რომ რუსეთს ახლა უკვე რეგიონში, სამივე ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები, რუსეთის კიდევ უფრო გაძლიერება კი ცუდად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებზე, ამერიკის რეგიონში ყოფნის შენარჩუნება კი ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, საქართველო ამისთვის ერთადერთი მყარი დასაყრდენი შეიძლება იყოს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ფონზე, რაც ზოგადად, მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით, პანდემიის კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც დასავლეთის ზოგადად და კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება არის ახლა უფრო შიდა პრობლემებზე მიპყრობილი და ყველა გადართულია იმაზე, თუ როგორ უპასუხონ ამ გლობალური პანდემიას, როგორ მონახონ გამოსავალი ამ ურთულესი მდგომარეობიდან, რუსეთმა ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ რეგიონში თავისი ვიწრო მიზნები განეხორციელებინა. მან შეძლო ის, რომ კავკასიის სამივე ქვეყანაში უკვე ჰყავს სამხედრო შეიარაღებული ძალები და ამ სამხედრო ყოფნის საფუძველზე ახორციელებს ძალიან დიდ ზეწოლას მთლიანად რეგიონსა და რეგიონის ქვეყნებზე. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე და მთავრობებზე ზემოქმედებისთვის რუსეთმა გააორმაგა თავისი ბერკეტები და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსაც ეხება - რაც უფრო ძლიერი იქნება რეგიონში რუსეთი, ეს პირდაპირპროპორციულად ცუდად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებზე.

შოთა ღვინერია

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი შედგა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად სპონტანურად (მის ტურნეს საქართველოში ჩამოსვლა ბოლო მომენტში დაემატა), ისიც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამ ვიზიტს რაღაც კონკრეტული მიზანი და ამოცანა არ ჰქონია. ის ჩამოვიდა აქ, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ის, რომ აშშ არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის პარტნიორი ან მხარდამჭერი საქართველოში, არამედ მხარს უჭერს ზოგადად საქართველოს, ქართველ ხალხსა და საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ გამოჩნდა, აშშ კარგად ხვდება იმას, რომ ამ რეგიონში ამჟამად მიმდინარე ძალიან მკაფიო ცვლილებების, ბალანსის ცვლისა და ინტერესთა გადაჯგუფების პერიოდში აუცილებელია, აქ აშშ იყოს ჩართული, შეინარჩუნოს რეგიონში თავისი გავლენები და ინტერესები. რა თქმა უნდა, ერთადერთი მყარი დასაყრდენი რეგიონში მათთვის შეიძლება საქართველო იყოს. აქედან გამომდინარე, კარგიცაა და ცუდიც ის, რაც რეგიონში მოხდა: ცუდი იმიტომ, რომ გაიზარდა რუსეთის გავლენა, კარგი იმიტომ, რომ ამერიკამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახა, რომ საქართველო ერთადერთი საშუალებაა მისთვის, ამ რეგიონში თავისი ინტერესების გასატარებლად რაღაც დასაყრდენი ჰქონდეს.

ამ პირობებში, როგორშიც ჩვენ პომპეოს დავხვდით, რა თქმა უნდა, რაიმე კონკრეტულ შედეგებზე ზედმეტია ლაპარაკი. ეს გამორიცხულია, მაშინ, როცა ამომრჩევლების ნახევარი და სრულიად ოპოზიცია არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, აქ რაღაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და დიდი, ახალი ინიციატივების გახმაურებაზე ლაპარაკი ვერ იქნებოდა. ის ჩამოვიდა, დააფიქსირა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, დააფიქსირა ის, რომ საქართველო რჩება ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ამერიკისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ახლა საქართველოს რეგიონში, როგორც ამერიკის პარტნიორს... დანარჩენი ალბათ შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩვენ თვითონ შევძლებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური კრიზისი და აბსოლუტურად არეულ-დარეული ვითარება როგორღაც დავალაგოთ, ამას ჩვენთვის ვერავინ გააკეთებს, ეს ჩვენი საქმეა. როცა ქვეყანა უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ რაღაც ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებით წარდგეს თავისი პარტნიორის წინაშე, მაშინ ალბათ, რაღაც უფრო სერიოზული საუბარი იქნება აშშ-სთან“, - აცხადებს ღვინერია.

მისი თქმითვე, ეს ბაზა თუკი განთავსდება საქართველოში, მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება ის, რომ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი დაცული იყოს.

"რუსული პროპაგანდა ცდილობს, ამერიკული ბაზა საქართველოში წარმოაჩინოს, როგორც რაღაც ნეგატიური ან გამაღიზიანებელი, ან საფრთხისშემცველი ფაქტორი რუსეთის ფედერაციისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ბაზა თუკი განთავსდება საქართველოში, მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება ის, რომ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი დაცული იყოს და რუსეთმა ვეღარ შეძლოს, დამატებით კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემები შეგვიქმნას, როგორსაც მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვიქმნის ამ ბორდერიზაციით, ხალხის გატაცებით, რაღაც ახალ-ახალი დამუქრებებით, სხვადასხვა რეგიონში სიტუაციის არევით და ა.შ. ანუ ამერიკის სამხედრო ყოფნა საქართველოში იქნება გარანტია იმის, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება საქართველოს უსაფრთხოებას და არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა განაგრძოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაზიანება; არ დაუშვებს, რომ რუსეთმა რაღაც კონკრეტული მძაფრი მკაფიო ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ჩვენი უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად თავდაცვითი, პრევენციული ხასიათის აქტია, რომელიც მიმართულია საფრთხეების შეჩერებისკენ და არა - ვიღაცის გაღიზიანებისკენ, პროვოცირებისკენ ან ახალი საფრთხეების წარმოქმნისკენ. ასევე, ნატო-ში გაწევრების მიმართულებით ეს ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მოგეხსენებათ, ნატო-ში არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო საკმარისად სტაბილური და დაცულია იმისთვის, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში მისმა ალიანსში მიწვევამ რაიმე დადებითი როლი ითამაშოს. როდესაც ეს პრობლემა უკვე გადაჭრილი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა მართლაც ძალიან მტკიცე უსაფრთხოების გარანტიაა, ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაც ბევრად უფრო ადვილი გახდება საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

ამერიკული ბაზების აქ განთავსება კარგი იქნება ასევე ინვესტიციებისთვის, რადგან რუსეთის შემოჭრის, თბილისის ოკუპაციის და ომის დაწყების საფრთხე რომ აღარ იქნება, ეს ინვესტიციებსაც წაახალისებს - თუ ვიღაც საქართველოში სტრატეგიული ინვესტიციის ჩადებას აპირებს, რა თქმა უნდა, ამის პირველი შემაფერხებელი ისაა, რომ ხვალ რომ რუსეთი შემოვარდეს კიდევ, ისევე, როგორც 2008-ში შემოვარდა, ამხელა ფული შეიძლება, ჰაერში გამოეკიდოს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულება უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული - უსაფრთხოება ყველაფერი არაა, თუმცა უსაფრთხოების გარეშე ყველაფერი არაფერია. ამის გარეშე ვერც ერთი მიმართულება ქვეყანაში ვერ განვითარდება“, - აღნიშნავს ღვინერია.

ასეა თუ ისე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იქნება ეს ამერიკული ბაზები საქართველოში, ნატო-ში გაწევრების საკითხი თუ ორივე, ამით საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისგან უფრო მეტი საფრთხე არ შეიძლება, დაემუქროს - ალბათ სწორედ ესაა ერთ-ერთი ის საკითხი, რაზეც სამწუხაროდ, ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობაა, რაც საგარეო მიმართულებით მნიშვნელოვანი შემაფარხებელი ფაქტორია.

"უფრო მეტი საფრთხე რა შეიძლება, ვიდრე ახლაა? ჩვენი ტერიტორიები არის წაგლეჯილი, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, თქვენ და მე ვერ ვბრუნდებით სახლში. უფრო მეტ საფრთხეს რაში ვხედავთ, ვერ გავიგე, ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად კეთდება ეს ყველაფერი, სხვანაირად ჩვენი შეჭმა უნდა რუსეთს“, - ამბობს ამ საკითხზე ზვიად აძინბაია.

საქართველო მაგალითი აშშ-ისთვის - სენატორმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე ლაპარაკისას, ჩვენთან ჩატარებული 2012 წლის არჩევნები გაიხსენა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"