მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"
ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"

გერ­მა­ნულ­მა ჟურ­ნალ­მა "შპი­გელ­მა" («Der Spiegel») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ვინც ვაქ­ცი­ნას აკონ­ტრო­ლებს, ის მსოფ­ლი­ო­საც მარ­თავს", რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი "კო­ვიდ-19"-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბი­სა და მის გა­სა­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა. "მალე მოხ­დე­ბა პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა სა­ხელ­მწი­ფომ უკვე საკ­მაო ხნის წი­ნათ და­ი­ჯავ­შნეს თა­ვის­თვის ვაქ­ცი­ნის მი­ლი­არ­დი­ა­ნი დო­ზე­ბი. ზო­გი­ერ­თებს კი რუ­სეთ­ზე ან ჩი­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ემუქ­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას:

მსოფ­ლი­ოს გი­გან­ტუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს სა­ხელ­წო­დე­ბით "კო­ვიდ-19"-ის ვაქ­ცი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფი წარ­მო­ე­ბა და მისი გა­ნა­წი­ლე­ბა". ეს არის უზარ­მა­ზა­რი ლო­ჯის­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს.

ის, ვინც პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ვაქ­ცი­ნის რიგ­ში, პირ­ვე­ლი და­ას­რუ­ლებს "ლო­ქ­და­უნს", გახ­სნის სკო­ლებს, რეს­ტორ­ნებს და ეკო­ნო­მი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას შეძ­ლებს. ის სა­ხელ­მწი­ფო, ვის ხელ­შიც აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა და კონ­ტრო­ლი, თა­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­ა­ფარ­თო­ებს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას პან­დე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი ჰქონ­დეს და ამით გავ­ლე­ნა გა­იძ­ლი­ე­როს. ეს იგი­ვეა, რაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში იდე­ო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და.

თა­ვის მხრივ, სხვა, უფრო სუსტ ქვეყ­ნებს მო­უ­წევთ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მო­ახ­მა­რონ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას.

"თუ ვიმ­სჯე­ლებთ იმა­ზე, რა გვაჩ­ვე­ნა კო­რო­ნა­ვირუს­მა, მა­შინ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ "კო­ვიდ-19"-მა გა­მო­ავ­ლი­ნა და გა­ა­შიშ­ვლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი - ან­გა­რე­ბა, შური, ეგო­ცენ­ტრიზ­მი", - ამ­ბობს კარ­ლი­ნე კლი­ა­ე­რი, საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ექი­მე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შეს" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, - არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ასე­თი სა­ზი­ზღა­რი, მა­ფი­ო­ზუ­რი და ქუ­ჩუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­გო­რიც პირ­ბა­დე­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და პან­დე­მი­ის პირ­ველ თვე­ებ­ში. არა­და, პირ­ბა­დე­ე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა ლო­ჯის­ტი­კუ­რად შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი იყო. რას იზამს და რო­გორ მო­იქ­ცე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვაქ­ცი­ნის და­უფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?".

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ვა­რა­უ­დით, არის იმე­დი იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რად მოხ­დე­ბა. ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა მზად­დე­ბა: ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დის პრო­ცეს­შია 48 პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნა, მათ­გან 11-ის გა­მოც­და ბოლო ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ამ ვაქ­ცი­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან ჩი­ნეთ­ში, აშშ-ში, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, აგ­რეთ­ვე რუ­სეთ­ში და ინ­დო­ეთ­ში.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მირ პუ­ტინს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს, რომ მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე მიმ­დი­ნა­რე წელს და­ი­წყოს. მაგ­რამ ამის­თვის მას მო­უ­წევს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის (აც­რის) ჩა­ტა­რე­ბა არ სურს და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ცოტა არ არის - მო­სახ­ლე­ო­ბის 59%. გარ­და ამი­სა, რუ­სეთს აქვს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა - ვაქ­ცი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბა ქვეყ­ნის ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უტ­რან­სპორ­ტო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის - გა­ცი­ვე­ბის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში.

გა­სა­გე­ბია, რომ ეს იმ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა, ვი­საც თვი­თონ შე­უძ­ლია ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით უარს ამ­ბობს გა­რე­დან დახ­მა­რე­ბა­ზე, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ ვაქ­ცი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თვით გან­ვი­თა­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­შიც კი. უპირ­ვე­ლე­სად, რო­გორც უკვე ვახ­სე­ნეთ, პრობ­ლე­მას ქმნის ვაქ­ცი­ნის გა­ცი­ვე­ბის სის­ტე­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა: ვაქ­ცი­ნა მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ინა­ხე­ბა, რაც ხში­რად თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­შიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, ვაქ­ცი­ნის ამ­პუ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მი­ნის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდაც, რაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იქ­ნე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში.

გამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის - სა­ნუკ­ვა­რი წამ­ლის - და­ტა­ცე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ტვირ­თე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი GPS-ტრე­კე­რე­ბით აღ­ჭურ­ვონ, ან მძარ­ცველ­თა მო­ტყუ­ე­ბის მიზ­ნით ცა­რი­ე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით ისარ­გებ­ლონ. ასე­ვე მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, თუ რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დეს 15 ათას­ზე მეტი ავი­ა­რე­ი­სი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში ვაქ­ცი­ნის სწრა­ფი მი­ტა­ნის მიზ­ნით (რო­გორც ეს ლო­ჯის­ტი­კურ­მა კონ­ცერნ­მა DHL-მა გა­მოთ­ვა­ლა). არა­ფერს ვი­ტყვით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სად­გუ­რე­ბის მო­წყო­ბა­ზე და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ინექ­ცი­ის კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­ნით გა­კე­თე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ბულ­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის საკ­მაო რე­სურ­სებს ფლო­ბენ ან ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან. კვლე­ვი­თი ცენ­ტრის Duke Global Health Innovation-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა და გან­ვი­თა­რე­ბად­მა სა­ხელ­მწი­ფომ უკვე და­ჯავ­შნა სა­ვა­რა­უ­დო ვაქ­ცი­ნის 6 მი­ლი­არ­დი დოზა, თუმ­ცა ზუს­ტად არა­ვინ იცის მათი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, აშშ-მა, ევ­რო­კავ­შირ­მა და ინ­დო­ეთ­მა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის მი­ლი­არ­დამ­დე დო­ზის და­ტო­ვე­ბა და­გეგ­მეს. ამას­თან, ექპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ბევ­რი გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ხელ­მწი­ფო, შე­ზღუ­დუ­ლი სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის გამო, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე შე­საძ­ლოა 2024 წლამ­დე დარ­ჩეს".

უკვე ახ­ლა­ვე შე­სამ­ჩნე­ვია, რომ მსოფ­ლიო "ვაქ­ცი­ნურ ბლო­კე­ბად" იყო­ფა: მო­წი­ნა­ვე mRNA-ვაქ­ცი­ნე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შეძ­ლე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიერ - არა­მარ­ტო მისი შე­ნახ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, არა­მედ თა­ვი­სი ფა­სის გა­მოც. ერთი დოზა ვაქ­ცი­ნის ფასი კი, რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, 20-დან 25 დო­ლა­რამ­დე ეღი­რე­ბა. ბევ­რი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ფა­სებს ვერ შეწვდე­ბა.

ჩი­ნე­თი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნებს თა­ვი­სი გავ­ლე­ნის ზო­ნის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. ბოლო დროს პე­კინ­მა ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შეს­თა­ვა­ზა კრე­დი­ტი თა­ვი­სი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­სას­ყი­დად, ხოლო აფ­რი­კი­სა და აზი­ის ქვეყ­ნებს პრი­ვი­ლე­გი­ებს და­პირ­და მი­წო­დე­ბის სა­კი­თხში. ფი­ლი­პი­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა როდ­რი­გო დუ­ტერ­ტომ ჩი­ნე­თის ლი­დერს მად­ლო­ბა ასე­თი სი­ტყვე­ბით უთხრა:

"ჩი­ნე­თი კარ­გია იმით, რომ რა­ი­მეს მი­სა­ღე­ბად მას­თან ხვეწ­ნა და ვედ­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის. და­სავ­ლეთს კი უპირ­ვე­ლე­სად ერთი ლო­ზუნ­გი აქვს: მო­გე­ბა, მო­გე­ბა და ისევ მო­გე­ბა".

ამა­სო­ბა­ში კა­ნა­დამ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნო, რომ პე­კინ­მა შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც იმოქ­მე­დოს. ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ და­უშ­ვა კა­ნა­დუ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე - პრე­პა­რა­ტი სა­ბა­ჟო­ზე გა­ა­ჩე­რეს და "გა­ყი­ნეს". პე­კინ­მა ოტა­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ნუ­მარ­ტა, რა­ტომ მოხ­და ასე, მაგ­რამ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა: 2018 წელს კა­ნა­დამ, აშშ-ის თხოვ­ნით, ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის Huawei-ს ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი მენ ვან­ჯოუ და­ა­პა­ტიმ­რა, ხოლო პე­კინ­მა, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, კა­ნა­დის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ჭი­რა და სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩას­ვა. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა კა­ნა­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას ვერ და­არ­ღვევს.

მოკ­ლედ, დას­კვნა ასე­თია: ვაქ­ცი­ნის მი­სა­ღე­ბად უფ­ლე­ბის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს რო­გორც ჯილ­დო ("კარ­გი ქცე­ვი­სათ­ვის") და რო­გორც რეპ­რე­სი­უ­ლი ზომა ("ცუდი ქცე­ვის­თვის").

წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
33

ვერ ვხვდები რატომაა ვაქცინაზე ასეთი ამბავი. თუ ეს პანდემიაც როგორც ისპანკა სამ წელიწადში დამთავრდა, მაშინ დაველოდოთ რაღა დარჩა ერთი წელიწადიც და მორჩება

ფსიქოლოგი
14

ჩვენ ვაქცინა აღარ დაგვჭირდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"

ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს? - "კოვიდ-19"-მა გააშიშვლა მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი"

გერმანულმა ჟურნალმა "შპიგელმა" («Der Spiegel») გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ვინც ვაქცინას აკონტროლებს, ის მსოფლიოსაც მართავს", რომელშიც განხილულია კორონავირუსით გამოწვეული "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებისა და მის გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. "მალე მოხდება პირველი ვაქცინების დარეგისტრირება. ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე საკმაო ხნის წინათ დაიჯავშნეს თავისთვის ვაქცინის მილიარდიანი დოზები. ზოგიერთებს კი რუსეთზე ან ჩინეთზე დამოკიდებულება ემუქრება", - ნათქვამია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

მსოფლიოს გიგანტური პროექტის განხორციელება მოუწევს სახელწოდებით "კოვიდ-19"-ის ვაქცინის მაქსიმალურად სწრაფი წარმოება და მისი განაწილება". ეს არის უზარმაზარი ლოჯისტიკური გამოწვევა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.

ის, ვინც პირველი აღმოჩნდება ვაქცინის რიგში, პირველი დაასრულებს "ლოქდაუნს", გახსნის სკოლებს, რესტორნებს და ეკონომიკის გააქტიურებას შეძლებს. ის სახელმწიფო, ვის ხელშიც აღმოჩნდება საუკეთესო ვაქცინის წარმოება და კონტროლი, თავის ძალაუფლებას გააფართოებს. ზოგიერთ ქვეყანას პანდემია შესაძლებლობას აძლევს ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი ინსტრუმენტი ჰქონდეს და ამით გავლენა გაიძლიეროს. ეს იგივეა, რაც მეოცე საუკუნეში იდეოლოგიის მეშვეობით ხდებოდა.

თავის მხრივ, სხვა, უფრო სუსტ ქვეყნებს მოუწევთ დიდი ძალისხმევა მოახმარონ ვაქცინის მიღებას.

"თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რა გვაჩვენა კორონავირუსმა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ "კოვიდ-19"-მა გამოავლინა და გააშიშვლა საერთაშორისო საზოგადოებაში არსებული ნეგატიური თვისებები - ანგარება, შური, ეგოცენტრიზმი", - ამბობს კარლინე კლიაერი, საქველმოქმედო საზოგადოება "ექიმები საზღვრებს გარეშეს" კოორდინატორი, - არასოდეს მინახავს ასეთი საზიზღარი, მაფიოზური და ქუჩური მენტალიტეტი, როგორიც პირბადეების ხელში ჩაგდებას უკავშირდებოდა პანდემიის პირველ თვეებში. არადა, პირბადეების პრობლემის გადაწყვეტა ლოჯისტიკურად შედარებით ადვილი იყო. რას იზამს და როგორ მოიქცევა საზოგადოება ვაქცინის დაუფლების შემთხვევაში?".

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, არის იმედი იმისა, რომ ვაქცინის წარმოება-განაწილება ნორმალურად მოხდება. ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე ვაქცინა მზადდება: ჯანმო-ს მონაცემებით, კლინიკური გამოცდის პროცესშია 48 პოტენციური ვაქცინა, მათგან 11-ის გამოცდა ბოლო ეტაპზე იმყოფება. ამ ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები არიან ჩინეთში, აშშ-ში, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, აგრეთვე რუსეთში და ინდოეთში.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განზრახული აქვს, რომ მასობრივი ვაქცინაცია უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს. მაგრამ ამისთვის მას მოუწევს იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებსაც ვაქცინაციის (აცრის) ჩატარება არ სურს და მათი რაოდენობა ცოტა არ არის - მოსახლეობის 59%. გარდა ამისა, რუსეთს აქვს კიდევ ერთი პრობლემა - ვაქცინის განაწილება ქვეყნის ვრცელ ტერიტორიაზე, უტრანსპორტობისა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის - გაცივების სისტემის არარსებობის პირობებში.

გასაგებია, რომ ეს იმ ქვეყნის პრობლემაა, ვისაც თვითონ შეუძლია ვაქცინის წარმოება და ჯერჯერობით უარს ამბობს გარედან დახმარებაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ვაქცინის განაწილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო რთული იქნება, თვით განვითარებულ რეგიონებშიც კი. უპირველესად, როგორც უკვე ვახსენეთ, პრობლემას ქმნის ვაქცინის გაცივების სისტემებით უზრუნველყოფა: ვაქცინა მინუს 70 გრადუსზე ინახება, რაც ხშირად თანამედროვე საავადმყოფოებშიც კი შეუძლებელია. გარდა ამისა, ვაქცინის ამპულის დასამზადებლად საჭიროა სპეციალური სამედიცინო მინის წარმოების გაზრდაც, რაც დიდი რაოდენობით იქნება მოხმარებული მსოფლიოში.

გამზადებული ვაქცინის - სანუკვარი წამლის - დატაცების თავიდან ასაცილებლად ფარმაცევტული კომპანიები ფიქრობენ, რომ ტვირთები სპეციალური GPS-ტრეკერებით აღჭურვონ, ან მძარცველთა მოტყუების მიზნით ცარიელი სატვირთო ავტომანქანებით ისარგებლონ. ასევე მოსაფიქრებელია, თუ როგორ განხორციელდეს 15 ათასზე მეტი ავიარეისი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში ვაქცინის სწრაფი მიტანის მიზნით (როგორც ეს ლოჯისტიკურმა კონცერნმა DHL-მა გამოთვალა). არაფერს ვიტყვით ვაქცინაციის სადგურების მოწყობაზე და სამედიცინო პერსონალის მომზადებაზე, ინექციის კვალიფიცირებული დონით გაკეთების უზრუნველსაყოფად.

ამ შემთხვევაში მოგებულნი აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომლებიც საწარმოო სიმძლავრეების საკმაო რესურსებს ფლობენ ან ფინანსურად ძლიერები არიან. კვლევითი ცენტრის Duke Global Health Innovation-ის მონაცემებით, რამდენიმე ათეულმა განვითარებულმა და განვითარებადმა სახელმწიფომ უკვე დაჯავშნა სავარაუდო ვაქცინის 6 მილიარდი დოზა, თუმცა ზუსტად არავინ იცის მათი ვარგისიანობა. მაგალითად, აშშ-მა, ევროკავშირმა და ინდოეთმა საკუთარი მოსახლეობისათვის მილიარდამდე დოზის დატოვება დაგეგმეს. ამასთან, ექპერტები შიშობენ, რომ ბევრი განვითარებადი სახელმწიფო, შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეების გამო, უარეს შემთხვევაში, ვაქცინის გარეშე შესაძლოა 2024 წლამდე დარჩეს".

უკვე ახლავე შესამჩნევია, რომ მსოფლიო "ვაქცინურ ბლოკებად" იყოფა: მოწინავე mRNA-ვაქცინები გამოყენებული იქნება შეძლებული განვითარებული ქვეყნების მიერ - არამარტო მისი შენახვის აუცილებლობით დაბალ ტემპერატურაზე, არამედ თავისი ფასის გამოც. ერთი დოზა ვაქცინის ფასი კი, როგორც ვარაუდობენ, 20-დან 25 დოლარამდე ეღირება. ბევრი ქვეყნის მოსახლეობა ამ ფასებს ვერ შეწვდება.

ჩინეთი ყველა შესაძლებლობას იყენებს თავისი გავლენის ზონის გასაფართოებლად. ბოლო დროს პეკინმა ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანას შესთავაზა კრედიტი თავისი ჩინური ვაქცინის შესასყიდად, ხოლო აფრიკისა და აზიის ქვეყნებს პრივილეგიებს დაპირდა მიწოდების საკითხში. ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტომ ჩინეთის ლიდერს მადლობა ასეთი სიტყვებით უთხრა:

"ჩინეთი კარგია იმით, რომ რაიმეს მისაღებად მასთან ხვეწნა და ვედრება საჭირო არ არის. დასავლეთს კი უპირველესად ერთი ლოზუნგი აქვს: მოგება, მოგება და ისევ მოგება".

ამასობაში კანადამ საკუთარ თავზე იგრძნო, რომ პეკინმა შეიძლება სხვაგვარადაც იმოქმედოს. ჩინეთის ხელისუფლებამ არ დაუშვა კანადური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდა თავის მოსახლეობაზე - პრეპარატი საბაჟოზე გააჩერეს და "გაყინეს". პეკინმა ოტავას ოფიციალურად არ განუმარტა, რატომ მოხდა ასე, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება: 2018 წელს კანადამ, აშშ-ის თხოვნით, ჩინური კომპანიის Huawei-ს ფინანსური დირექტორი მენ ვანჯოუ დააპატიმრა, ხოლო პეკინმა, შურისძიების მიზნით, კანადის ორი მოქალაქე დაიჭირა და საპყრობილეში ჩასვა. თუმცა, რასაკვირველია, ვაქცინის გამოცდისათვის ხელის შეშლა კანადის ვაქცინაციის პროგრამას ვერ დაარღვევს.

მოკლედ, დასკვნა ასეთია: ვაქცინის მისაღებად უფლების მიცემა შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ჯილდო ("კარგი ქცევისათვის") და როგორც რეპრესიული ზომა ("ცუდი ქცევისთვის").

წყარო

სიმონ კილაძე

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან