მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი
"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი

აშშ-ის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი სარ­და­ლი ევ­რო­პა­ში გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ბენ ჰო­ჯე­სი მი­იჩ­ნევს, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ეგ­ზავ­ნოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვა.

ამის შე­სა­ხებ ის თა­ვის წე­რილ­ში სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც EUObserver-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მისი თქმით, და­სავ­ლეთ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა სრუ­ლად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­ე­წია კონ­კუ­რენ­ცია დიდ შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა სფე­რო­ში, მათ შო­რის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, რა­მაც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„ჩვენ და­ვუთ­მეთ კრემ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვას და ამი­ტომ დღეს გან­ზე ვდგა­ვართ და ვაკ­ვირ­დე­ბით შე­დეგს. მო­დით, ავა­შე­ნოთ ახა­ლი, გა­ცი­ლე­ბით მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან. გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ად­რინ­დე­ლი კავ­ში­რი თურ­ქეთ­თან და გა­ვამ­ყა­როთ ჩვე­ნი ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რით სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის­თვის და აშშ-ის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის­თვის. ჩვენ ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გავ­გზავ­ნოთ მოწ­ვე­ვა, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­მო­უ­ერ­თდეს ნატო-ს“, - აღ­ნიშ­ნა ჰო­ჯეს­მა.

მისი თქმით, ეს ნა­ბი­ჯე­ბი კრემლს გა­ა­გე­ბი­ნებს, რომ ეს რე­გი­ო­ნი და­სავ­ლე­თის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

„და­სავ­ლეთ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში უნდა იას­პა­რე­ზოს, ვიდ­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაგ­ვაჩ­ნია, თუკი გვინ­და ავი­რი­დოთ ორ უდი­დეს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი“ , - აღ­ნიშ­ნა ჰო­ჯეს­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
19

ეს ისე გვიწვევს,მგონი ჩვენი თანხმობის ეეჭვება.

:)
26

ბენ ჰოჯესი - სადღეგრძელო!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი

"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი

აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს გაეგზავნოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა.

ამის შესახებ ის თავის წერილში საუბრობს, რომელიც EUObserver-ში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დასავლეთმა ვერ მოახერხა სრულად და თანმიმდევრულად გაეწია კონკურენცია დიდ შავი ზღვის რეგიონში ყველა სფეროში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რამაც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლება გამოიწვია.

„ჩვენ დავუთმეთ კრემლის ინიციატივას და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ ასევე, საქართველოში უნდა გავგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატო-ს“, - აღნიშნა ჰოჯესმა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯები კრემლს გააგებინებს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა იასპარეზოს, ვიდრე შესაძლებლობა გაგვაჩნია, თუკი გვინდა ავირიდოთ ორ უდიდეს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი“ , - აღნიშნა ჰოჯესმა.

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე