ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორივე მხრიდან კომპრომისებია საჭირო. განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით.
„საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის მიხედვითაც, დარჩენილი 17 მანდატი უნდა განაწილდეს მაჟორიტარული სისტემით. კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას. მეორე ტურის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც პლურალისტურ პარლამენტს უწყობს ხელს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარებს კითხვა , დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის თუ არა ერთხლ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. მშვიდ გარემოში ყოველგვარი შპანის გარეშე საარჩევნო უბნებთან. სადაც პოლიცია შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სადაც სასამართლო შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სადაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ნაძირალას ნაძირალა და არა ქართული ჯიგრული პონტი. დავიჯერო ამის გაგება ძნელია ამომრჩეველი რას ითხოვს. არც მიშა მინდა და არც ბიძინა მინდა სამართლიანი არჩევნები და არა ვოლსკის დაყენებილი სიფათი. აღარ ვლაპარაკობ კობახიძე მდინარაძეზე. მარაზმი
ევროპარლამენტარებს სურთ მათი წყნარი და მშვიდი ძილი არ შეაწუხოს ქართველების საპროტესტო გუგუნმა.ამიტომ ხუჭავენ თვალებს გაყალბებაზე,ბრეჟნევის არჩევნებზე და გვიკიჟინებენ ვაღიაროთ და მორჩილად ჩავუვარდეთ ფეხებში დიად ბიძოს.თვითონ არაფერს აგებენ,ჩვენ კი დიდხანს მოგვიწევს დანგრეულ ქვეყანაში ცხოვრება.ეგენი არიან უსაქმური გამყიდველები.თავიანთ ქვეყნებში რომ დაბრუნდებიან ფულებით სავსე ექნებათ საბანკო ბარათები.არ კიდიათ ქართველი ამომრჩეველი...