სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარფურში" კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, დამნაშავე დაკავებულია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
"კარფურში" კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, დამნაშავე დაკავებულია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"კარ­ფუ­რის" გლ­და­ნის ფი­ლი­ალ­ში, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს ყო­ფილ მე­უღ­ლეს და­ეს­ხა და ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

შემ­თხვე­ვა დღეს მოხ­და და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია. და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ის სა­ავდმყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც "კარ­ფურ­ში" ამ­ბო­ბენ, თავ­დამ­სხმე­ლი მა­ღა­ზი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა შე­ა­კა­ვა, ამის შემ­დეგ კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის და­ა­კა­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა თა­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს - 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.პ-ს მის­სა­ვე სამ­სა­ხურ­ში - გლ­დან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მი­ა­კი­თხა, რი­თაც და­არ­ღვია თ.პ.-ს დაც­ვის მიზ­ნით მის მი­მართ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­კან­ცე­ლა­რიო და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ყე­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. თ.პ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­კან­ცე­ლა­რიო დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 381-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 11 პრი­მა-19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ვ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს უკვე მეტის მეტია
3

მკვლელობის მცდელობა პირდაპირ გათანაბრებული უნდა იყოს მკვლელობასთან, თ გვინდა რომ ამ დაუსრულებელ საგიჟეთს წერტილი დაესვას. ის რომ დღეს მედიცინა მაღალ დონეზეა და შესაძლებელია მძიმე მდგომარეობაშ მყოფი ადამიანის გადარჩენა საერთოდ არ უმსუბუქებს დამნაშავეს დანაშაულის სიმძმეს

გიო
3

უნდა მიარჭონ მაქსიმუმის მაქსიმუმი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კარფურში" კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, დამნაშავე დაკავებულია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"კარფურში" კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, დამნაშავე დაკავებულია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"კარფურის" გლდანის ფილიალში, დანით შეიარაღებული პირი თავს ყოფილ მეუღლეს დაესხა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.

შემთხვევა დღეს მოხდა და დაზარალებული სუპერმარკეტის თანამშრომელია. დაშავებულის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ის საავდმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "კარფურში" ამბობენ, თავდამსხმელი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურმა შეაკავა, ამის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ის დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ა.გ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს - 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში - გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ბათუმში, კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა