სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 3531 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 3531 ადამიანი

ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 958 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ უახ­ლეს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

„დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 958 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 108 690-ს.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ზრდის კუ­თხით დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კას. კერ­ძოდ, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მო­ჯან­მრთელ­და 3 531 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 89 170-მდე.

სამ­წუ­ხა­როდ, უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 36 ახა­ლი შემ­თხვე­ვა. 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე სულ გვაქვს 1 012 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა.

დღეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 958 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან, დე­და­ქა­ლა­ქი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა შემ­დე­გი სა­ხით: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 2 157 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 417, იმე­რე­თი - 537, ქვე­მო ქარ­თლი - 190, შიდა ქარ­თლი - 137, გუ­რია - 78, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 159, კა­ხე­თი - 140, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 89, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 40, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 14.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 18 482. მათ შო­რის, 6 221 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 762, აჭა­რა­ში - 1 048, იმე­რეთ­ში - 1 226. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 881 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 406, აჭა­რა­ში - 147, იმე­რეთ­ში - 201. მათ შო­რის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 330 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 161, აჭა­რა­ში - 60, იმე­რეთ­ში - 41.

3 736 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში, მათ შო­რის 1 120 - თბი­ლის­ში, 1 988 - აჭა­რა­ში, 316 - იმე­რეთ­ში. 8 525 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლობს კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 2 137 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 480, აჭა­რა­ში -1 062, ხოლო იმე­რეთ­ში - 26.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 22 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 17 419 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 54 167 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 17 563 პირი, აჭა­რა­ში - 14 449, იმე­რეთ­ში - 5 280“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
simartle
1

აბა სად გვყავს ჯანდაცვის მინისტრი მისიმოადგილე და ვაბშე სად ჯანდაბაში არიან ??

ანზორი
12

ნეტა საიდან ეემატება ??? ყველაფერი ჩაკეტეს თითქმის რაღა დარჩა და ეა ციფრები იმატებს ნეტა რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა რო გვატკუებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 3531 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 3531 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 762, აჭარაში - 1 048, იმერეთში - 1 226. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 147, იმერეთში - 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 60, იმერეთში - 41.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 - თბილისში, 1 988 - აჭარაში, 316 - იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 419 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 563 პირი, აჭარაში - 14 449, იმერეთში - 5 280“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევაა - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება დღეს ელექტროენერგიის მიწოდება?