მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა
"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე ხვალ, 23 ნო­ემ­ბერს იმ­სჯე­ლებს.

სხდო­მა 11:30 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტზე ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 144-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 20 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 16:30 სა­ათ­ზე, ქ. თბი­ლის­ში, აკ. წე­რეთ­ლის გამზ. №12ა-ში მდე­ბა­რე შპს „მიკ­რო ბიზ­ნეს კა­პი­ტა­ლის" შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა ლ.ზ. , რო­მელ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და ხელ­ყუმ­ბა­რის მსგავ­სი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით, სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, შე­ნო­ბა­ში მყო­ფი 19 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. თავ­დამ­სხმე­ლი შე­ნო­ბა­ში 3:30 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ლ. ზ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით. საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე­ზე და­ი­ნიშ­ნა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
6

რაიმე არანორმალური მოითხოვა ამ კაცმა?!

საქართველო
7

დაიჭირეს აბა დამნაშავე ხო? საწყალს არც ფული მოუთხოვია და არაფერი ათასობით გაჭირვებული ოჯახის ხედვა გამოხატა თავის ქმედებაში და აბა თქვენ იცით როგორ მკაცრად დასჯით რატომ დააყენა ეს მოთხოვნებიო ხოლო ზუგდიდში კი ჩაარბენინეთ ფული და ისე წავიდა ვერაფერი გაიგეთ და ამ კაცზე აპირებთ სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების დანახვებას ხალხისთვის. რა გვეშველება კაცმა არ იცის. ისე მაგრად გკიდიათ ქვეყანა პოზიციას და ოპოზიციას რო მტერს შურს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა

"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა

თბილისის საქალაქო სასამართლო წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ლევან ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 23 ნოემბერს იმსჯელებს.

სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

სროლა დიღომში - არსებული ინფორმაციით, არის დაჭრილი

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა