მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას  დაეთანხმა" - პროკურატურა
"დავით ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას  დაეთანხმა" - პროკურატურა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის საქ­მე­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის სხდო­მა 26 ნო­ემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­ჭი­რო­ებ­და სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ხით 7000 ლარი შე­უ­ფარ­და.

„ვი­ნა­ი­დან, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ სრუ­ლად აღი­ა­რა მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა, ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ასე­ვე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­ჭი­რო­ებ­და სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს 7000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და. მას­ვე ჩა­მო­ერ­თვა პას­პორ­ტი და აეკ­რძა­ლა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის საქ­მე არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა სა­სა­მარ­თლოს და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის სხდო­მა 2020 წლის 26 ნო­ემ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დავით ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას  დაეთანხმა" - პროკურატურა

"დავით ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას  დაეთანხმა" - პროკურატურა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

მას საქალაქო სასამართლომ გირაოს სახით 7000 ლარი შეუფარდა.

„ვინაიდან, დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

დავით ფურცხვანიძის საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და არსებითი განხილვის სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

"დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალდება წარუდგინა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა