პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა
"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა

19 ნო­ემ­ბერს, რუ­მი­ნე­თის ქა­ლაქ კლუჟ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ქალ­თა გუნ­დი "ლან­ჩხუ­თი" რუ­მი­ნე­თის ჩემ­პი­ონ "კლუჟს" და­უ­პი­რის­პირ­და და ხა­ტია ჭყო­ნი­ას გა­ტა­ნილ­მა გოლ­მა გუნდს დიდი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა. მა­ნამ­დე ჩვე­ნებ­მა ყა­ზა­ხე­თის ძლი­ე­რი გუნ­დი ან­გა­რი­შით 2:1 და­ა­მარ­ცხეს და იქაც ორი­ვე გო­ლის ავ­ტო­რი ხა­ტია ჭყო­ნია იყო. რო­გორც მწვრთნე­ლი ამ­ბობს, რუ­მი­ნე­თის გუნდთან ბრძო­ლა არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ გო­გო­ნებ­მა ეს შეძ­ლეს.

პირ­ვე­ლი­ვე ტა­იმ­ში მო­ა­ხერ­ხა მა­რი­ამ კა­ლან­და­ძემ გო­ლის გა­ტა­ნა, თუმ­ცა გვერ­დით­მა მსაჯ­მა თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა და ეს გოლი არ ჩა­უთ­ვა­ლა გუნდს. ამ მო­მენ­ტი­დან 1 წუთ­ში ლან­ჩხუ­თელ­თა ლი­დერ ხა­ტია ჭყო­ნი­ას მი­ე­ცა კი­დევ ერთი შან­სი გო­ლის გა­ტა­ნის, მაგ­რამ მისი დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ამ­ჯე­რად ძელს მოხ­ვდა. თა­მა­შის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში 68-ე წუთ­ზე ხა­ტია ჭყო­ნი­ამ ირი­ნა ხა­ბუ­რძა­ნი­ას გრძე­ლი გა­და­ცე­მა მი­ი­ღო, მე­ტო­ქეს გას­ცდა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გოლ­კი­პერ­თან ერთი-ერ­თზე გა­ვი­და და გა­მარ­ჯვე­ბის გო­ლიც გა­ი­ტა­ნა.

ამ მო­გე­ბით გუნ­დი ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და წი­ლისყრა 24 ნო­ემ­ბერს უეფა-ს ოფის­ში გა­ი­მარ­თე­ბა. იმ ფონ­ზე როცა ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს გული და­წყვი­ტეს, ლან­ჩხუ­თე­ლი გო­გო­ნე­ბის მო­პო­ვე­ბულ­მა გა­მარ­ჯვე­ბამ მარ­თლა მთე­ლი დუ­ნია გა­ა­ხა­რა და დღეს ყვე­ლა ამ გო­გო­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სა­უბ­რობს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი სამ­შობ­ლო­ში დღეს 5 სა­ათ­ზე დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ალ­ბათ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მათ დიდი ოვა­ცი­ე­ბით დახ­ვდე­ბა. წინ ახა­ლი ეტა­პია და ჩვენს გო­გო­ნებს დიდი გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებთ.

kvirispalitra.ge გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს გუნ­დის ბომ­ბარ­დირ­თან, გო­ლის ავ­ტორ­თან ხა­ტია ჭყო­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­ზე და დიდ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- ხა­ტია, თქვენ და მთელ გუნდს გი­ლო­ცავთ ამ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას, გუ­რულ­მა გო­გო­ნებ­მა მარ­თლა გა­და­რი­ეთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, რა ემო­ცი­ე­ბია ეს?

- სა­ოც­რად გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი, რად­გან საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო ჩვე­ნი მე­ტო­ქე და გა­დამ­წყვე­ტი თა­მა­ში იყო. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით. მად­ლო­ბა ჩვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს, მარ­თლა ბევ­რი სით­ბო და მო­ლოც­ვე­ბი მო­დის. მარ­თლა არ მი­მი­ღია არა­სო­დეს ამ­დე­ნი ემო­ცი­ე­ბი, ამ­ხე­ლა კომ­პლი­მენ­ტე­ბი და სი­ხა­რუ­ლი. ჯერ ყვე­ლას პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი და არ მინ­და არც ერთი მო­ლოც­ვა ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე დავ­ტო­ვო. მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია, ისე ვი­ყა­ვი ამ ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, მთე­ლი გუნ­დი გა­ხა­რე­ბუ­ლია.

- თქვენ­ზე გვი­ამ­ბეთ, გუ­რუ­ლი ხართ? რამ­დე­ნი ხა­ნია რაც ფეხ­ბურთს თა­მა­შობთ?

- ქო­ბუ­ლე­თე­ლი ვარ, მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით ვარ ჩი­ბა­თი­დან. ბავ­შვო­ბი­დან ვთა­მა­შობ ფეხ­ბურთს. 13 წლის ვი­ყა­ვი ნაკ­რებ­ში რომ და­ვი­წყე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი თა­მა­ში, მა­ნამ­დე იყო სკო­ლის გუნ­დე­ბი, პა­ტარ-პა­ტა­რა ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი. ჩემს გამო ზუ­რაბ კა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა მა­შინ გო­გო­ნე­ბის ფეხ­ბურ­თის გუნ­დი, რად­გან კარ­გად ვთა­მა­შობ­დი. მას მერე მოვ­ყვე­ბი ფეხ­ბურთს. მერე ბა­თუმ­ში გა­და­ვე­დი, თბი­ლი­სის გუნდთა­ნაც მო­მიხ­და შეხ­ვედ­რა და ნაკ­რებ­მა რომ და­ი­ნა­ხა ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი, ამიყ­ვა­ნეს. მერე 10 წელი თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი და თურ­ქულ გუნ­დებ­ში ვთა­მა­შობ­დი. ერთი წე­ლია რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მო­მი­წია დაბ­რუ­ნე­ბა. ახლა "ლან­ჩხუთ­ში" ვთა­მა­შობ.

- რა­ტომ აირ­ჩიე ლან­ჩხუ­თის გუნ­დი?

- იყო სხვა გუნ­დე­ბი­და­ნაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, თბი­ლი­სი­და­ნაც, ბა­თუ­მი­და­ნაც. იმ სე­ზონ­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ლან­ჩხუ­თი იყო, ვხე­დავ­დი იბ­რძოდ­ნენ ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის და ვი­ფიქ­რე მეც და­ვე­მა­ტე­ბი მათ, ძლი­ე­რი გუნ­დია-მეთ­ქი. ყვე­ლას კარ­გი გუნ­დი უნდა და მეც გა­დავ­წყვი­ტე ასე. თან მა­ინც ჩემი მხა­რეა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა და რო­გორ შეხ­ვდა ამას ოჯა­ხი?

- პა­ტა­რა ასა­კი­დან სულ ბი­ჭებ­თან ერ­თად ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. ფეხ­შიშ­ველ­საც მი­თა­მა­შია, რე­ზი­ნის ბო­ტე­ბი­თაც. ბურთს რომ და­ვი­ნა­ხავ­დი სულ მინ­დო­და მე­თა­მა­შა. მამა ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და მა­მის­გა­ნაც მქონ­და მხარ­და­ჭე­რა, რად­გან ხე­დავ­და მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და ყვე­ლა ვარ­ჯიშ­ზე მომ­ყვე­ბო­და. დედა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, გოგო ხარ გა­იზ­რდე­ბი და ეს არ მო­გე­წო­ნე­ბაო. თან გეტ­კი­ნე­ბა, ტრავ­მე­ბი გექ­ნე­ბა და ამ ტკი­ვი­ლებს ბი­ჭე­ბი­ვით ვერ გა­უძ­ლებ და ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მაგ­რამ რომ შე­ხე­და ფეხ­ბურთს არ ვეშ­ვე­ბო­დი და­ნებ­და დე­დაც. ახლა მე­უბ­ნე­ბა კი­დევ კარ­გი არ და­მი­ჯე­რეო. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
5

აუ რა საგოლე პასი იყო. საღოლ!!! აი ესაა ფეხბურთი! ისევ ქალები, თორე... :))))

თამუნა
4

ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია.ყოჩაღ გოგოებო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა

"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა

19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს შეძლეს.

პირველივე ტაიმში მოახერხა მარიამ კალანდაძემ გოლის გატანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ეს გოლი არ ჩაუთვალა გუნდს. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას მიეცა კიდევ ერთი შანსი გოლის გატანის, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა. თამაშის მეორე ნახევარში 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ ირინა ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ამ მოგებით გუნდი ახალ ეტაპზე გადავიდა და წილისყრა 24 ნოემბერს უეფა-ს ოფისში გაიმართება. იმ ფონზე როცა ქართველმა მამაკაცმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გული დაწყვიტეს, ლანჩხუთელი გოგონების მოპოვებულმა გამარჯვებამ მართლა მთელი დუნია გაახარა და დღეს ყველა ამ გოგონების გამარჯვებაზე საუბრობს. გამარჯვებული გოგონები სამშობლოში დღეს 5 საათზე დაბრუნდებიან და ალბათ ქართველი გულშემატკივარი მათ დიდი ოვაციებით დახვდება. წინ ახალი ეტაპია და ჩვენს გოგონებს დიდი გამარჯვებას ვუსურვებთ.

kvirispalitra.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გუნდის ბომბარდირთან, გოლის ავტორთან ხატია ჭყონიასთან, რომელიც თავის ცხოვრებაზე, კარიერაზე და დიდ გამარჯვებაზე მოგვიყვება.

- ხატია, თქვენ და მთელ გუნდს გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, გურულმა გოგონებმა მართლა გადარიეთ მთელი საქართველო, რა ემოციებია ეს?

- საოცრად გახარებულები ვართ ყველანი, რადგან საკმაოდ ძლიერი იყო ჩვენი მეტოქე და გადამწყვეტი თამაში იყო. ჩვენ ეს შევძელით. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მართლა ბევრი სითბო და მოლოცვები მოდის. მართლა არ მიმიღია არასოდეს ამდენი ემოციები, ამხელა კომპლიმენტები და სიხარული. ჯერ ყველას პასუხი ვერ გავეცი და არ მინდა არც ერთი მოლოცვა ყურადღების გარეშე დავტოვო. მთელი ღამე არ მიძინია, ისე ვიყავი ამ ემოციებით დატვირთული, მთელი გუნდი გახარებულია.

- თქვენზე გვიამბეთ, გურული ხართ? რამდენი ხანია რაც ფეხბურთს თამაშობთ?

- ქობულეთელი ვარ, მაგრამ წარმოშობით ვარ ჩიბათიდან. ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს. 13 წლის ვიყავი ნაკრებში რომ დავიწყე პროფესიონალური თამაში, მანამდე იყო სკოლის გუნდები, პატარ-პატარა ჩემპიონატები. ჩემს გამო ზურაბ კახიძემ გააკეთა მაშინ გოგონების ფეხბურთის გუნდი, რადგან კარგად ვთამაშობდი. მას მერე მოვყვები ფეხბურთს. მერე ბათუმში გადავედი, თბილისის გუნდთანაც მომიხდა შეხვედრა და ნაკრებმა რომ დაინახა ჩემი მონაცემები, ამიყვანეს. მერე 10 წელი თურქეთში წავედი და თურქულ გუნდებში ვთამაშობდი. ერთი წელია რაც საქართველოში ოჯახური პირობების გამო მომიწია დაბრუნება. ახლა "ლანჩხუთში" ვთამაშობ.

- რატომ აირჩიე ლანჩხუთის გუნდი?

- იყო სხვა გუნდებიდანაც შემოთავაზება, თბილისიდანაც, ბათუმიდანაც. იმ სეზონში ყველაზე ძლიერი ლანჩხუთი იყო, ვხედავდი იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის და ვიფიქრე მეც დავემატები მათ, ძლიერი გუნდია-მეთქი. ყველას კარგი გუნდი უნდა და მეც გადავწყვიტე ასე. თან მაინც ჩემი მხარეა.

- რატომ გადაწყვიტე ფეხბურთელობა და როგორ შეხვდა ამას ოჯახი?

- პატარა ასაკიდან სულ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც. ბურთს რომ დავინახავდი სულ მინდოდა მეთამაშა. მამა ფეხბურთელი იყო და მამისგანაც მქონდა მხარდაჭერა, რადგან ხედავდა მონაცემები მქონდა და ყველა ვარჯიშზე მომყვებოდა. დედა წინააღმდეგი იყო, გოგო ხარ გაიზრდები და ეს არ მოგეწონებაო. თან გეტკინება, ტრავმები გექნება და ამ ტკივილებს ბიჭებივით ვერ გაუძლებ და ძალიან წინააღმდეგი იყო, მაგრამ რომ შეხედა ფეხბურთს არ ვეშვებოდი დანებდა დედაც. ახლა მეუბნება კიდევ კარგი არ დამიჯერეო. წაიკითხეთ სტატია სრულად

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება -  სპინაცოლას ცრემლები

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა