პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს
"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს

სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­კარ­გი დრო არ აქვს. არ შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ - „შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი მო­მა­ვალ­ში უკე­თე­სად ჩა­ტარ­დეს და მა­შინ მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში“, არა­მედ ახლა უნდა იმუ­შა­ოს ყვე­ლამ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სი გახ­დეს და ქვე­ყა­ნა გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმკლავ­დეს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირშმა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჰუ­ბერტ ქნირ­ში ფიქ­რობს, რომ ძა­ლი­ან კარ­გია ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ტარ­დე­ბა.

„რო­დე­საც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩიხ­ში არ ვართ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამ ეტაპ­ზე ჯერ არ ვართ ბო­ლომ­დე მი­სუ­ლე­ბი. ამ დროს რომ სა­უბ­რე­ბი მხო­ლოდ წარ­სულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, გა­მო­დის, რომ მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს უბ­რა­ლოდ დროს აკარ­გვი­ნე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც მი­დის სა­უ­ბა­რი, დარ­ჩეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცია არ­სე­ბობს არა იმის­თვის, რომ ყვე­ლა ახალ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა­ღაც ახა­ლი მო­ი­გო­ნო, არა­მედ იმის­თვის, რომ მის ჩარ­ჩო­ებ­ში დარ­ჩე და იქ მო­ძებ­ნო გა­მო­სა­ვა­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს ქნირ­ში.

ამას­თან დიპ­ლო­მა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას პო­ლა­რი­ზე­ბა მძი­მე ტვირ­თად აწევს.

„ვხე­დავთ, რომ პარ­ტი­ებს სულ უფრო ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი, რომ ისი­ნი არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ერ­თმა­ნეთს მტრე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმის მა­გივ­რად, რომ პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცეს­ში. მე მგო­ნია, რომ ამის გამო ერ­თე­ულ პი­როვ­ნე­ბებს ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა პი­როვ­ნე­ბებს სხვა­დას­ხვა წვლი­ლი მი­უ­ძღვით ამ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს უფრო არის პრო­ცე­სი, რო­მელ­საც თა­ვი­სი გარ­კვე­უ­ლი დი­ნა­მი­კა აქვს, რო­მე­ლიც ბევ­რს თით­ქოს არც სურს, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი თით­ქმის ავ­ტო­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ მისი შე­ჩე­რე­ბა არ ხდე­ბა.

მგო­ნია, რომ ამ არ­ჩევ­ნებს პო­ლა­რი­ზე­ბა­ში წვლი­ლი არ შე­უ­ტა­ნია, რად­გან ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა პარ­ტი­ის დი­ა­ლო­გის სა­ფუძ­ველ­ზე ერ­თხმად იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ანუ მიღ­წე­ულ იქნა კონ­სენ­სუ­სი. ეს იყო სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, რო­მელ­მაც საგ­რძნობ­ლად მეტ პარ­ტი­ას მის­ცა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს არის ეფექ­ტი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცი­ას და რაც მთა­ვა­რია, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მან­და­ტე­ბის წილი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. მე მგო­ნია, რომ ამით უფრო პლუ­რა­ლის­ტუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გად ასა­ხავს პო­ლი­ტი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ქნირშმა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ელჩი აღ­ნიშ­ნავს, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა მო­ი­ტა­ნა წინსვლა პარ­ტი­ე­ბის პლუ­რა­ლიზ­მში. მი­სი­ვე აზ­რით, წინსვლა გვაქვს ასე­ვე იმა­ში, თუ რა სა­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია.

„მგო­ნია, რომ ნაკ­ლე­ბი პო­ლე­მი­კა იყო, ვიდ­რე ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას 2018 წელს მახ­სოვს, ასე­ვე, ნაკ­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა მა­ინც გვქონ­და მთე­ლი რიგი ასე­თი სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტე­ბი­სა. ახლა იწყე­ბა ახა­ლი გა­მოც­და, რად­გან გა­მოც­და არ მთავ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბით, არა­ნაკ­ლებ დიდ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს მუ­შა­ო­ბა პარ­ლა­მენ­ტში. სა­ქარ­თვე­ლომ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა თა­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, შე­მო­ღე­ბულ იქნა სრუ­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა და ახლა პარ­ტი­ე­ბი უნდა შე­ე­გუ­ონ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას და გა­და­ი­ბა­რონ თა­ვი­ან­თი როლი ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ში და გა­მო­ი­ყე­ნონ ის“, - გა­ნა­ცხა­და ჰუ­ბერტ ქნირშმა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kote
55

პარლამენტში შესვლა არის საბოოლოოდ დასამარება ქვეყნის განვითარების...

სიმართლე
63

არჩევნების უკეთ ჩატარებას ნაც-სექტა და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გულისხმობს თუ ისინი გაიმარჯვებენ და სააკიანს ჩამოათრევენ და დაასკუპებენ პრემიერსი (ჯერჯერობით პრემიერის) სკამზე, შემდეგ შიშიკო გააუქმებს პრემიერობას, ან კანონებს შეცვლის და პრეზიდენტს გაუზრდის ძალაუფლებას და თვითონ მოირგებს კანონებს როგორც პრეზიდენტი და როგორც წლების უკან 9 წელიწადი... ეს უნდა დღევანდელ გამოშტერებულ ვითომ ოპოზიციას და ხელს უწყობს მანიაკი სააკიან-ნაცესექტას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ - "შესაძლოა არჩევნები მომავალში უკეთ ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში" - გერმანიის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს

საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ ძალიან კარგია ის მოლაპარაკებები, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორების ჩართულობით ტარდება.

„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. ამ დროს რომ საუბრები მხოლოდ წარსულზე მიმდინარეობდეს, გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ ის თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაღაც ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი“, - აღნიშნავს ქნირში.

ამასთან დიპლომატი აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას პოლარიზება მძიმე ტვირთად აწევს.

„ვხედავთ, რომ პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რომ ისინი არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს მტრებად განიხილავენ იმის მაგივრად, რომ პარტნიორები იყვნენ დემოკრატიულ პროცესში. მე მგონია, რომ ამის გამო ერთეულ პიროვნებებს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა წვლილი მიუძღვით ამ განვითარებაში. ეს უფრო არის პროცესი, რომელსაც თავისი გარკვეული დინამიკა აქვს, რომელიც ბევრს თითქოს არც სურს, მაგრამ ეს პროცესი თითქმის ავტომატურად მიმდინარეობს თუ მისი შეჩერება არ ხდება.

მგონია, რომ ამ არჩევნებს პოლარიზებაში წვლილი არ შეუტანია, რადგან ეს არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ყველა პარტიის დიალოგის საფუძველზე ერთხმად იქნა მიღებული, ანუ მიღწეულ იქნა კონსენსუსი. ეს იყო საარჩევნო სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მეტ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ეს არის ეფექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლარიზაციას და რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიების მანდატების წილი საგრძნობლად გაიზარდა. მე მგონია, რომ ამით უფრო პლურალისტული და გაწონასწორებული პარლამენტი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს პოლიტიკურ მიმდინარეობებს საქართველოში“, - განაცხადა ქნირშმა ინტერვიუში.

როგორც ელჩი აღნიშნავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა წინსვლა პარტიების პლურალიზმში. მისივე აზრით, წინსვლა გვაქვს ასევე იმაში, თუ რა სახით მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია.

„მგონია, რომ ნაკლები პოლემიკა იყო, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნებისას 2018 წელს მახსოვს, ასევე, ნაკლები ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა მაინც გვქონდა მთელი რიგი ასეთი სამწუხარო ფაქტებისა. ახლა იწყება ახალი გამოცდა, რადგან გამოცდა არ მთავრდება არჩევნებით, არანაკლებ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მუშაობა პარლამენტში. საქართველომ ცვლილებები შეიტანა თავის კონსტიტუციაში, შემოღებულ იქნა სრულად საპარლამენტო სისტემა და ახლა პარტიები უნდა შეეგუონ ამ მოცემულობას და გადაიბარონ თავიანთი როლი ამ საპარლამენტო სისტემაში და გამოიყენონ ის“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

"იმედი გვაქვს, ყველა პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას და პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს" - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

როგორ მოხვდა ქარელის სოფელ ავლევის უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი საარჩევნო ბიულეტენები? - ცესკოს განმარტება

ცესკო - მონაცემების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების მიზეზი დამატებით დგინდება