მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები
სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები

ბოლო 24 სა­ათ­ში covid-19 -ით გარ­დაც­ვლილ 41 პა­ცი­ენტს შო­რის ორი ექი­მია.

კო­რო­ნა­ვირუს­მა იმ­სხვერ­პლა ქო­ბუ­ლე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი 70 წლის ლალი ბა­ლა­ვა­ძე და სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი 65 წლის და­რე­ჯან დე­ვი­ძე. ორი­ვე მათ­გა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო პა­ცი­ენ­ტი იყო. რო­გორც ქო­ბუ­ლეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის ნა­თე­სა­ვი ამ­ბობს, გარ­დაც­ვლილს არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქო­ნია, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა, სახ­ლში ემ­კურ­ნა­ლა.

"სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და ასა­კის გარ­და არა­ნა­ი­რი რის­კი არ ჰქონ­და. ამი­ტომ არ დაწ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ვი­საც უფრო სჭირ­დე­ბა, იმის ად­გილს არ და­ვი­ჭერ, სხვას უფრო გა­მო­ად­გე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი, სახ­ლში ვიმ­კურ­ნა­ლე­ბო, უთ­ქვამს. ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს უეც­რად დამ­ძიმ­და. მა­შინ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში და სა­სუნ­თქ აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა", - ამ­ბობს ambebi.ge -სთან გარ­დაც­ვლი­ლის ძმის­შვი­ლი.

უკა­ნას­კნელ 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი კი­დევ ერთი ექი­მი 65 წლის და­რე­ჯან დე­ვი­ძე სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. იგი 25 დღე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვის, რუ­სუ­დან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს რამ­დე­ნი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. "ჰქონ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა, ჰი­პო­ფი­ზის ადე­ნო­მა და დი­ა­ბე­ტი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თავს არ ზო­გავ­და და პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­და, რა­საც შე­ე­წი­რა კი­დეც. დღე და ღამე მუ­შა­ობ­და, ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე ღამე მო­რი­გე­ობ­და. მე­უღ­ლე შარ­შან გარ­და­ეც­ვა­ლა და­რე­ჯანს და მისი 20 წლის შვი­ლი სრუ­ლი­ად ობო­ლი დარ­ჩა. " - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან რუ­სუ­დან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, უკა­ნას­კნე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 41 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 19, აჭა­რა­ში - 5, იმე­რეთ­ში - 12, ქვე­მო ქარ­თლში - 2, ხოლო მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 3 ადა­მი­ა­ნი. 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე სულ გვაქვს 894 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
1

ვწუხვარ და ვიზიარებ მათი ოჯახების ტკივილს. ნათელში იყავით!

თამარი
0

ძალიან სამწუხაროა.ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები

სხვისი სიცოცხლისთვის ბრძოლას, ბოლო 24 საათში, 2 ექიმი შეეწირა - ვინ არიან covid-19 -ით გარდაცვლილი მედიკოსები

ბოლო 24 საათში covid-19 -ით გარდაცვლილ 41 პაციენტს შორის ორი ექიმია.

კორონავირუსმა იმსხვერპლა ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი 70 წლის ლალი ბალავაძე და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმი 65 წლის დარეჯან დევიძე. ორივე მათგანის ინფიცირების წყარო პაციენტი იყო. როგორც ქობულეთში გარდაცვლილი ექიმის ნათესავი ამბობს, გარდაცვლილს არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია, რის გამოც გადაწყვიტა, სახლში ემკურნალა.

"სრულიად ჯანმრთელი იყო და ასაკის გარდა არანაირი რისკი არ ჰქონდა. ამიტომ არ დაწვა საავადმყოფოში. ვისაც უფრო სჭირდება, იმის ადგილს არ დავიჭერ, სხვას უფრო გამოადგება თავისუფალი საწოლი, სახლში ვიმკურნალებო, უთქვამს. ინფიცირებიდან მეხუთე დღეს უეცრად დამძიმდა. მაშინვე გადაიყვანეს კლინიკაში და სასუნთქ აპარატზე შეაერთეს, მაგრამ სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ამბობს ambebi.ge -სთან გარდაცვლილის ძმისშვილი.

უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი ექიმი 65 წლის დარეჯან დევიძე საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. იგი 25 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის ნათესავის, რუსუდან მაჭავარიანის ინფორმაციით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. "ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპოფიზის ადენომა და დიაბეტი. მიუხედავად ამისა, თავს არ ზოგავდა და პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, რასაც შეეწირა კიდეც. დღე და ღამე მუშაობდა, ზედიზედ რამდენიმე ღამე მორიგეობდა. მეუღლე შარშან გარდაეცვალა დარეჯანს და მისი 20 წლის შვილი სრულიად ობოლი დარჩა. " - ამბობს AMBEBI.GE -სთან რუსუდან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.

"დეკანოზმა ილია კარკაძემ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო" - მეუფე იოანე ისრაელის ელჩის განცხადებას ეხმაურება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების მრჩეველი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა