მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე
"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­კითხს კენ­ჭი არ უყა­როს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, „პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია, და­ა­ტო­ვე­ბი­ნებს თუ არა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს პარ­ლა­მენტს“. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, „ პარ­ლა­მენტს შე­უძ­ლია კენ­ჭი არ უყა­როს პარ­ლა­მენ­ტი­დან მათ გას­ვლას“.

ამ კონ­ტექ­სტში კო­ბა­ხი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს შან­ტაჟს, ხოლო კონ­სტი­ტუ­ცია შან­ტა­ჟის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზ­მებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­ბა­ხი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტი­სა და მისი უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, და­ტო­ვებს თუ არა ერ­თპარ­ტი­ულ პარ­ლა­მენტს.

კი­თხვა­ზე, არის თუ არ მზად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოთხი წელი მარ­ტო დარ­ჩეს პარ­ლა­მენ­ტში, კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ “ეს არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­დე­ბა“.

“ეს შან­ტა­ჟის ერ­თგვა­რი ფორ­მაა. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გოს და თქვას, რომ არ შევ­დი­ვარ, მო­ი­თხო­ვოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და ა.შ. შან­ტა­ჟის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზმს კონ­სტი­ტუ­ცი­აც შე­ი­ცავს. კონ­სტი­ტუ­ცია ჭკვი­ა­ნი ხალ­ხის მიერ არის და­წე­რი­ლი. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის და მისი უმ­რავ­ლე­სო­ბის ხელ­შია ერ­თპარ­ტი­ულს და­ტო­ვებს თუ არა პარ­ლა­მენტს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად პარ­ლა­მენ­ტმა გა­ა­კე­თოს ის, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის სივ­რცე გახ­სნას შემ­დგო­მი 4 წლი­თაც კი. ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­დე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი შან­ტა­ჟის წი­ნა­აღ­მდეგ. პრო­ცე­დუ­რე­ბი ისეა გა­წე­რი­ლი, რომ პარ­ლა­მენ­ტის ნე­ბის გა­რე­შე ამ შან­ტაჟს ვე­რა­ვინ ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. თავ­და­პირ­ვე­ლად ხდე­ბა 150 დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა. ანუ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, რა პო­ზი­ცი­აც არ უნდა ქონ­დეთ შე­სა­ბა­მის დე­პუ­ტა­ტებს, 150-ვე დე­პუ­ტა­ტი ით­ვლე­ბა დე­პუ­ტა­ტად, მას შემ­დეგ რაც პირ­ველ სხდო­მა­ზე 76 დე­პუ­ტა­ტი, ანუ უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ა­დას­ტუ­რებს მათ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ამის შემ­დეგ, თი­თო­ე­ულ მათ­განს შე­უძ­ლია, რა თქმა უნდა, და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტი­დან გას­ვლა­ზე, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია, და­ა­ტო­ვე­ბი­ნებს თუ არა მათ პარ­ლა­მენტს. ეს არის შან­ტა­ჟის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზ­მი. პარ­ლა­მენტს შე­უძ­ლია კენ­ჭი არ უყა­როს მათ გას­ვლას პარ­ლა­მენ­ტი­დან", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „ღა­მის კუ­რი­ერ­თან“.

მი­სი­ვე თქმით, “ამის შე­დე­გი ბო­ი­კო­ტი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ოთხი წელი ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში ვე­რა­ვინ ვერ გაძ­ლებს“.

კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ეს არის თე­ო­რი­უ­ლი მსჯე­ლო­ბა, ხოლო მათი გათ­ვლაა, რომ პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში მა­ინც შევ­ლენ.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
83

სისულელეა! ვისაც არ უნდა იმათი ფორმალურად დათოვება უდღეურობაა; ვისაც არ უნდა წავიდეს და დაფინანსება შეუწყვიტეთ!

Ano
25

ლონდრე კონსტიტუციაც და კანონიც ფარატინა ქსღალდად აქცია ივანიშვილმა და მისი არსებობა მაშინ გახსენდებათ როცა თქვენ სასარგებლო გინდათ მისი გამოყენება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე

"პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს.

როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“.

ამ კონტექსტში კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს.

კითხვაზე, არის თუ არ მზად “ქართული ოცნება“ ოთხი წელი მარტო დარჩეს პარლამენტში, კობახიძემ განაცხადა, რომ “ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება“.

“ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციამ შეიძლება არჩევნები წააგოს და თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერთან“.

მისივე თქმით, “ამის შედეგი ბოიკოტი იქნება, მაგრამ ოთხი წელი ბოიკოტის რეჟიმში ვერავინ ვერ გაძლებს“.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ეს არის თეორიული მსჯელობა, ხოლო მათი გათვლაა, რომ პარტიები პარლამენტში მაინც შევლენ.

მუშაობის საათების შეზღუდვა სავაჭრო ობიექტებში და გადაადგილების აკრძალვაზე დროის გახანგრძლივება - რა ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს მთავრობა

ტოვებს თუ არა თანამდებობას ჯანდაცვის მინისტრი? - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი

"სისტემური "ლოკდაუნის" შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული" - მაია ცქიტიშვილი