მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსპორტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება
ტრანსპორტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან მთავ­რო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს ამ­კაც­რებს. კერ­ძოდ, იგეგ­მე­ბა რეს­ტორ­ნე­ბის, ბა­რე­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის და­კეტ­ვა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და ბა­რე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა უკვე მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მათი და­კეტ­ვა 24 ნო­ემ­ბრი­დან მოხ­დე­ბა, ხოლო სა­ლო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს აც­ნო­ბეს, რომ ისი­ნი 23 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­ხუ­რე­ბი­ან.

ასე­ვე ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან შე­საძ­ლოა ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დოს.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ადას­ტუ­რებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ისა­უბ­რა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ადას­ტუ­რებს თუ არა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ტრან­სპორ­ტსა და დიდ სა­ვაჭ­რო მო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა უპა­სუ­ხა:

"დიახ, მე ამას ვა­დას­ტუ­რებ. მე ვი­ყა­ვი შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ­თან და გვი­თხრეს, რომ იქით კვი­რა­ში შე­საძ­ლოა, კი­დევ დაგ­ვი­ძა­ხონ. და­ვა­ლე­ბაც კი მი­ი­ღო ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა და ვიცე-პრე­მი­ერ­მა, მაგ­რამ რო­გო­რი პა­კე­ტი, და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი იყო, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ეს ასე მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია იყო, ბევ­რი დრო რომ არ და­ი­კარ­გოს, რად­გან დღეს და ხვალ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი, რათა ჯან­დაც­ვამ ცოტა ამო­ი­სუნ­თქოს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის სი­ტე­მა პან­დე­მი­ას ვაი-ვაგ­ლა­ხით უმკლავ­დე­ბა და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია.

"მე, რო­გორც ექი­მი, მომ­ხრე ვარ, არა­ე­სენ­ცი­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტე­ბი შე­ი­ზღუ­დოს, არა­ე­სენ­ცი­ა­ლურ­ში ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ის ობი­ქე­ტე­ბი, რო­მე­ლიც არ არის სურ­სათ­თან და აფ­თი­აქთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, უნდა შე­ი­ზღუ­დოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ძა­ლი­ან ბევ­რი არ უნდა და­ვაგ­ვი­ა­ნოთ. ტრან­სპორტთან ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ან კონ­ტრო­ლი უნდა გა­ვამ­კაც­როთ, მას­ში ასუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შე­ვამ­ცი­როთ და სა­ერ­თოდ მის გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა უარი ვთქვათ, იმი­ტომ რომ ეს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ვფიქ­რობ, იქით კვი­რა­ში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ჩვენ ვხე­დავთ, რომ პან­დე­მი­ის მარ­თვა ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნა უმკლავ­დე­ბა იმას, რომ სახ­ლში არა­ვინ იღუ­პე­ბა და ღმერ­თმა გვა­ცი­ლოს ამის ერთი პრცე­დენ­ტიც კი, მე არ ვამ­ბობ უე­ცარ სიკ­ვდილ­ზე და თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ურ გარ­თუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ამ ვე­რაგ ვირუსს ახა­სი­ა­თებს და უსიმპტო­მო ადა­მი­ან­საც შე­იძ­ლე­ბა ეს და­ე­მარ­თოს. აქ ლა­პა­რა­კია სუნ­თქვი­თი აპა­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ ამოგ­ვე­წუ­როს, რო­გორც ეს და­სა­წყის­ში ნიუ-იორკში და ლომ­ბარ­დი­ა­ში - იტა­ლი­ა­ში მოხ­და. ვაი-ვაგ­ლა­ხით ამას ვუმკლავ­დე­ბით, მაგ­რამ ეს ზღვა­რი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია, ეს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ეპი­დე­მი­ლო­გი­უ­რად ჩვენ არ გვაქვს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, ახლა სად ვიმ­ყო­ფე­ბით. თუ ეს პი­კია და სა­დღაც იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცია და დაღ­მავ­ლო­ბის­კენ წა­მო­ვალთ, შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნამ მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით გა­უძ­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 112 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
50

სავაჭრო მოლები ყველაზე მოწესრიგებულია, მაღაზიებშია სრული ქაოსი და ბაზრობებზე. ძალიან არაა ადეკვატური მთავრობაა, ლოგიკა აქვთ 0

მამუკა
22

მოლებს რას ერჩით მანდ ასე თუ ისე იცავენ წესებს,ჯობს ბაზრობებს მიხედოთ მანდ მართლა ქაოსია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ტრანსპორტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

ტრანსპორტის შეზღუდვა, ბარ-რესტორნებისა და სილამაზის სალონების დახურვა - არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან რეგულაციები მკაცრდება

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მთავრობა რეგულაციებს ამკაცრებს. კერძოდ, იგეგმება რესტორნების, ბარებისა და სილამაზის სალონების დაკეტვა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რესტორნებისა და ბარების მეპატრონეებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი დაკეტვა 24 ნოემბრიდან მოხდება, ხოლო სალონების მეპატრონეებს აცნობეს, რომ ისინი 23 ნოემბრიდან დაიხურებიან.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, მომავალი კვირიდან შესაძლოა ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს, რომ აღნიშნული შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომავალი კვირიდან ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო მოლებთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხი განიხილება, კულუმბეგოვმა უპასუხა:

"დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სიტემა პანდემიას ვაი-ვაგლახით უმკლავდება და ეს შესაძლებლობაც ლიმიტირებულია.

"მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, არაესენციალური ობიექტები შეიზღუდოს, არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიქეტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული. ალბათ, უნდა შეიზღუდოს, აუცილებელია და ძალიან ბევრი არ უნდა დავაგვიანოთ. ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, მასში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და საერთოდ მის გაჩერებაზე შეიძლება უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მართვა ძალიან გართულებულია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული მედიცინა უმკლავდება იმას, რომ სახლში არავინ იღუპება და ღმერთმა გვაცილოს ამის ერთი პრცედენტიც კი, მე არ ვამბობ უეცარ სიკვდილზე და თრომბოემბოლიურ გართულებაზე, რომელიც ამ ვერაგ ვირუსს ახასიათებს და უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება ეს დაემართოს. აქ ლაპარაკია სუნთქვითი აპარატების რაოდენობა რომ ამოგვეწუროს, როგორც ეს დასაწყისში ნიუ-იორკში და ლომბარდიაში - იტალიაში მოხდა. ვაი-ვაგლახით ამას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეპიდემილოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ანზორ მელიას და კლინიკა "გულის" 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ზოგიერთი პაციენტი მალავდა სიცხეს"

"თავს შედარებით უკეთ გრძნობს" - როგორია თენგიზ ცერცვაძისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება, სამეგრელოს საამაყო შვილი...  კორონავირუსი მასაც მოერია" - ქალი, რომელიც დააკლდა ქალაქს და ქვეყანას