მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან
"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან

შა­ტი­ლის ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი სა­მი­ვე გო­გო­ნა, ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე, დღეს სა­კუ­თარ სახ­ლში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ დრომ­დე არ აქვთ პა­სუ­ხე­ბი მომ­ხდარ­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ელო­დე­ბი­ან.

AMBEBI.GE-მ შევ­ძე­ლით სა­მი­ვე მათ­გან­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა. დღეს გთა­ვა­ზობთ ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძეს­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს და ის პირ­ვე­ლად იხ­სე­ნებს თავს გა­დამ­ხდარ ამ­ბებს:

ნა­ტა­ლია თხე­ლი­ძე:

- ჩემს მოს­წავ­ლეს­თან, ხა­ტია ზა­ა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დავ­კარ­გე, შა­ტი­ლის ტურ­ზე წა­ვე­დი. იმის გა­აზ­რე­ბა მი­ჭირს, რაც ჩვენს თავს მოხ­და. ხა­ტი­ას 4 წლის წინ ვას­წავ­ლი­დი და ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. თვი­თო­ნაც ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. გვინ­დო­და მათი ტუ­რით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ რად­გან მათი ტური გა­და­ი­დო, წა­ვე­დით კომ­პა­ნია "თრე­ვე­ლერ ჯი"-თი. არა­სო­დეს მქო­ნია შიში გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და არც არა­სო­დეს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ მან­ქა­ნის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის ნდო­ბა მქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფე­რი გა­დაგ­ვი­მოწ­მე­ბია.

- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- მახ­სოვს, რო­გორ ვერ­თო­ბო­დით. არ მახ­სოვს მან­ქა­ნა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო ან რამე პრობ­ლე­მა გვქო­ნო­და გზა­ში. გა­ვერ­თეთ, კარ­გად იყო ყვე­ლა­ფე­რი, უკან ვბრუნ­დე­ბო­დით და ის რაც მოხ­და, დღემ­დე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ჩემ­თვის. ზო­გა­დად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი ტური იყო, სა­დაც არა­ვინ გა­მიც­ვნია. ავე­დით, მი­ვე­სალ­მეთ ყვე­ლას, დავ­ჯე­ქით ერ­თად მე და ხა­ტია და მთე­ლი გზა ერ­თად ვსა­უბ­რობ­დით. არა­ვინ გა­მიც­ვნია.

ხა­ტია და ნა­ტა­ლია შა­ტილ­ში

ახლა, როცა ვი­გებ ამ­ბებს და მათ ფო­ტო­ებს ვნა­ხუ­ლობ, მახ­სენ­დე­ბა რომ ვნა­ხე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­ვი­ცა­ნი და და­ვე­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ სა­ხე­ლი და გვა­რე­ბით არა. ალ­ბათ ჩემი და­უ­დევ­რო­ბაც არის ის, რომ მძღოლს არც დავკვირ­ვე­ბი­ვარ, რამე ხომ არ უჭირ­და. გზა­ში არც შემ­ში­ნე­ბია. ერთ დღე­ში რო­გორ უნდა გა­ი­ა­რო ეს გზაო, ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ პი­რა­დად მე მგზავ­რო­ბა არ მღლის, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს და შე­სა­ბა­მი­სად და­უძ­ლე­ვე­ლი იმ გზა­ში არა­ფე­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. დი­დად გზის­კენ არც ვი­ყუ­რე­ბო­დი და რთუ­ლად არც მომჩვე­ნე­ბია, რომ და­ძა­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მერე გა­ვარ­კვიე, რომ ამ კომ­პა­ნი­ით წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი კა­ბა­დო­კი­ა­ში. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, ისიც გა­მახ­სენ­და, გზა­ში ერთხელ მუ­ცო­ში ას­ვლის დროს გიდ­საც ვე­ლა­პა­რა­კე. ფე­ხით ავ­დი­ო­დით და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად და მას ვუ­თხა­რი, მგო­ნი კა­ბა­დო­კი­ა­ში თქვე­ნი ტუ­რით ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. რო­დის ვი­ყა­ვი, ის მკი­თხა და გა­ახ­სენ­და, რომ იმ დროს გიდი სხვა პირი იყო. მეტი კონ­ტაქ­ტი გიდ­თან არ მქო­ნია.

- უკან ბრუნ­დე­ბო­დით, რო­დე­საც ავა­რია მოხ­და... რამე გახ­სოვთ ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტი­დან?

- არა­ფე­რი დარ­ჩა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბა წყდე­ბა იქ, როცა თაფ­ლის სა­ყიდ­ლად გავ­ჩერ­დით. თქვეს თაფ­ლი შე­ვის­ყი­დო­თო, არა­და ვა­პი­რებ­დით ყვე­ლა­ნი სად­მე ქვე­ვით რეს­ტო­რან­ში დავ­მსხდა­რი­ყა­ვით. ზე­ვით ვე­რა­ვინ ვერ მიგ­ვი­ღო, გვი­თხრეს, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ ხინ­კლის შეხ­ვე­ვას. ყვე­ლას გვში­ო­და. მახ­სოვს, ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლოც ვი­ყა­ვი, რომ გა­ა­ჩე­რეს, რა დროს თაფ­ლია, გვშია-მეთ­ქი. მერე არა­ფე­რი მახ­სოვს, არა­და თურ­მე ამ სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ გონ­ზე ვყო­ფილ­ვარ, ბევ­რიც მი­ლა­პა­რა­კია ჩემ­ზე, მაგ­რამ ეს მე არა­ფე­რი მახ­სოვს.

- ანუ გო­ნე­ბა არ და­გი­კარ­გავთ?

- ბო­ლომ­დე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შევ­სულ­ვარ ისე, რომ გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს. მთე­ლი გზა სას­წრა­ფოს მან­ქა­ნით რომ მოვ­ყავ­დით, თურ­მე გონ­ზე ვი­ყა­ვი. მერე და­მი­რე­კა იმ ექთან­მა, რო­მელ­მაც ბი­სო­დან სას­წრა­ფო­თი გად­მოგ­ვიყ­ვა­ნა, ეგეც არ მახ­სოვ­და, რომ თურ­მე სა­დღაც მცხე­თას­თან სხვა სას­წრა­ფო­ში გა­და­ვუს­ვი­ვართ. ექთ­ნის­თვის ბევ­რი რამე მო­მი­ყო­ლია ჩემ­ზე, მაგ­რამ არა­ფე­რი მახ­სოვს. აქეთ მი­ამ­ბობ­და ჩემს მო­ყო­ლილ ამ­ბებს. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ვნა­ხე ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი, ვერ მივ­ხვდი სად ვი­ყა­ვი, რა­ტომ ვი­ყა­ვი, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, იქ რა მინ­დო­და.

- ნა­ტა­ლი რა და­ზა­ნე­ბე­ბი გქონ­დათ?

- ნეკ­ნი მაქვს ნა­ხე­ვა­რი ამოც­ლი­ლი, იმ სა­ღა­მოს რომ მი­მიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან ცუ­დად ვყო­ფილ­ვარ. ექი­მე­ბი მერე ამ­ბობ­დნენ, შენ რომ ახლა გვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­აო. ისე მძი­მედ ვი­ყა­ვი. გა­მო­წე­რის შემ­დეგ ორ­ჯერ მი­ვე­დი კონ­ტროლ­ზე, მე­ო­რედ უკვე ჩემი ფე­ხით. უნდა გე­ნა­ხათ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი რო­გორ მხვდე­ბოდ­ნენ, ტი­როდ­ნენ რომ მი­ყუ­რებ­დნენ. მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. ფილ­ტვე­ბი ახლა მგო­ნი კარ­გად მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის შიში აქვთ და გა­რეთ არ მიშ­ვე­ბენ, სახ­ლში ვარ ჩა­კე­ტი­ლი, მი­თუ­მე­ტეს, კო­რო­ნა არის და ძა­ლი­ან მიფრ­თხილ­დე­ბი­ან კო­რო­ნა არ შემ­ხვდეს. ჩა­კე­ტი­ლი ვარ.

მენ­ჯე­ბი მქონ­და გაბ­ზა­რუ­ლი, საჯ­დო­მის ძვა­ლი გა­ტე­ხი­ლი, მარ­ცხე­ნა ხელი მო­ტე­ხი­ლი. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგა. მოკ­ლედ, ბევ­რი და­ზა­ნე­ბე­ბი გვაქვს სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ მთა­ვა­რია გა­დავ­რჩით არა­ფერ­ზე წუ­წუ­ნი არ შე­იძ­ლე­ბა, არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი არ გვაქვს, ხმა არ გვაქვს ამო­სა­ღე­ბი. მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში იმ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ად დარ­ჩე­ბა, ვერ გა­მოვ­დი­ვართ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­ი­აზ­რო ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია, რომ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი არ გყავს, და­კარ­გო ნა­თე­სა­ვე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა ამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ამ­ბავს და ეს ურ­თუ­ლე­სია. დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი არა­ნა­ი­რი, თუ რა მოხ­და. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი არ არის. არ ვი­ცით რა­ტომ მოხ­და და რა­ტომ შე­ე­წი­რა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე პა­სუ­ხებს ვი­თხოვთ.

- სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას შეხ­ვედ­რა ოჯა­ხის წევ­რებ­თან რო­გო­რი იყო?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რომ შე­მო­ვიდ­ნენ ჩემს სა­ნა­ხა­ვად, მა­შინ არ ვი­ცო­დი ჯერ რა იყო მომ­ხდა­რი. კარ­გა ხანი გვი­მა­ლავ­დნენ ამ ამ­ბავს. აკ­რძა­ლუ­ლი გვქონ­და ტე­ლე­ფო­ნი, ინ­ტერ­ნე­ტი, არა­ფერ­თან წვდო­მა არ გვქონ­და. მამა, დედა და ჩემი ძმა შე­მო­ვიდ­ნენ სა­ნა­ხა­ვად. დე­და­ჩემ­მა და ჩემ­მა ძმამ შეძ­ლეს თავი ხელ­ში აეყ­ვა­ნათ და იცი­ნოდ­ნენ, მა­მა­ჩემს რომ გავ­ხე­დე, გა­ვი­ფიქ­რე, მამა აღარ შე­მო­უშ­ვათ-მეთ­ქი, მან ვერ შეძ­ლო ემო­ცი­ის და­მალ­ვა. დედა მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ექი­მებ­ზე, ამ ხალ­ხმა გა­და­გარ­ჩი­ნაო და ვერ ვი­აზ­რებ­დი რა მოხ­და, რის­გან გა­და­მარ­ჩი­ნეს. ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ვკი­თხუ­ლობ­დი ჩემს ხა­ტი­ას, სად იყო ხა­ტია-თქო. ყვე­ლა­ნი მი­მა­ლავ­დნენ, პა­ხუხს არ მცემ­დნენ, ერთ-ერთი შე­მოს­ვლის დროს ჩემ­მა ძმამ მი­თხრა, მძი­მედ არის და სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ხა­ტი­ას დე­დას შე­ეხ­მი­ა­ნეთ, მი­წე­რეთ, იქ­ნებ ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნონ- მეთ­ქი. მჯე­რო­და, რომ ცო­ცხა­ლი იყო, მაგ­რამ მერე და­ვეჭ­ვდი. ნელ-ნელა რა­ღა­ცე­ე­ბი თქვეს. ბო­ლომ­დე არც თქვეს, ჩე­მით მივ­ხვდი, ყვე­ლა­ფერს რომ ხვდე­ბი და და­ჯე­რე­ბა არ გინ­და, ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო. ახლა ხომ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ და ახ­ლაც არ მჯე­რა. მერე გა­ვი­გე, რომ სამ­ნი გა­დავ­რჩით.

თამო და ხა­ტია ჩვენს კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ. ალ­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ გონ­ზე მო­სუ­ლებს კი­თხვე­ბი არ დაგ­ვეს­ვა. ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი და იმ კლი­ნი­კის ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი ცალ­კე სა­ლა­პა­რა­კოა, ეს არ იყო მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის და ექი­მე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­დაგ­ვყვა მთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი, რა­ღაც სას­წა­უ­ლი ხდე­ბო­და ჩემს თავს. ოდ­ნავ სახე რომ შე­მეც­ვლე­ბო­და, იმ წამს ყვე­ლა ჩემ­თან იდგა, რამე ხომ არ გჭირ­სო. უდი­დე­სი მად­ლო­ბა მათ. ამას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი. კი­დე­ვაც ვთქვი, ყო­ველ­დღე მად­ლო­ბე­ბის წე­რი­ლე­ბი რომ გა­მო­გიგ­ზავ­ნოთ, არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი-მეთ­ქი. მარ­თლა სას­წა­უ­ლი გა­ა­კე­თეს.

- რო­დის გა­მოგ­წე­რეს კლი­ნი­კი­დან?

- 26 სექ­ტემ­ბერს გა­მომ­წე­რეს კლი­ნი­კი­დან, სახ­ლში მწო­ლი­ა­რე მო­მიყ­ვა­ნეს, 12 ოქ­ტომ­ბერს ისევ და­წო­ლი­ლი მი­მიყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე. ისევ ხელ­მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე და მერე ისევ პირ­ვე­ლად ავიდ­გი ფეხი, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, 26 ოქ­ტომ­ბერს მომხსნეს მარ­ცხე­ნა ხე­ლი­დან გიფ­სი და მას მერე სულ სახ­ლში ვარ.

- გა­დარ­ჩე­ნილ გო­გო­ნებ­თან გაქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია?

- როცა მი­თხრეს, შა­ტი­ლი­დან სამ­ნი ვი­წე­ქით იმ კლი­ნი­კა­ში მას მერე სულ ვკი­თხუ­ლობ­დი იმ ორს, რო­გორ არი­ან-თქო, ჯერ ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, მხო­ლოდ წე­რით ვა­გე­ბი­ნებ­დი. მი­თხრეს რომ ხა­ტია მძი­მედ იყო, არა­ფე­რი იცო­და, მას დღე­საც არ ახ­სოვს არა­ფე­რი შა­ტი­ლის ტუ­რი­დან. თა­მუ­ნა­ზე მი­თხრეს სულ ტი­რი­სო, რა ატი­რებს ამ­დე­ნი რამე გა­და­ვი­ტა­ნეთ და გა­დავ­რჩით- მეთ­ქი. ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, წე­რი­ლი და­ვუ­წე­რე და გა­ვუგ­ზავ­ნე. არა­და არც ხა­ტია მახ­სოვს იმ ტუ­რი­დან და არც თამო. მივ­წე­რე თა­მოს, ჩვე­ნი ტი­რი­ლი მა­შინ მორ­ჩა, როცა ჩვენ გა­დავ­რჩით და აღა­რას­დროს აღარ ვი­ტი­როთ მეთ­ქი. მა­შინ ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არ ვი­ცო­დი სი­მარ­თლე. ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და ხა­ტი­ას და თა­მოს. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ეს არის უფ­ლის სას­წა­უ­ლი, სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა და ამის მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. მე დღემ­დე არ მაქვს ნა­ნა­ხი ყვე­ლა­ფე­რი, რა­ღა­ცე­ებს ვუ­ყუ­რე და ვერც ვუ­ყუ­რებ, დამ­ტვრე­უ­ლი მან­ქა­ნა რომ ვნა­ხე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იქ რო­გორ გა­დავ­რჩით, თან ისე რომ გო­ნე­ბა არ მქონ­და გა­თი­შუ­ლი და ვსა­უბ­რობ­დი. გა­ვი­გე 80 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე რომ ვიფ­რი­ნეთ, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- ცოტა რამ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც გვი­ამ­ბეთ, რო­გორც ვიცი ახლა მუ­შა­ობთ...

- დიახ, ონ­ლა­ინ ვმუ­შა­ობ. ფეხ­ზე რომ დავ­დე­ქი, მა­შინ­ვე მო­ვი­თხო­ვე, სამ­სა­ხუ­რი მინ­და მეთ­ქი და გა­ვაგ­რძე­ლე ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა ჩემს კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ფო­ლა­დის სახ­ლს, მთლი­ან კო­ლექ­ტივს, ჩემს უფ­როსს ბა­ტონ ზეზ­ვას, ყვე­ლას, რომ­ლებ­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლეს და ჩემს გვერ­დით იყ­ვნენ. დღემ­დე ყვე­ლა­ნი ჩემს გვერ­დში არი­ან და ვმუ­შა­ობ ფო­ლა­დის სახ­ლში მე­ნე­ჯე­რად. ჩარ­თუ­ლი ვარ ძა­ლი­ან. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მინ­დო­და გა­მე­გო რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი სამ­სა­ხურს. ჩემს თავ­თან გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ. მინ­და მალე ჩავ­დგე ფორ­მა­ში და და­ვუბ­რუნ­დე იმ ცხოვ­რე­ბას, რა­საც ყვე­ლა ჩემ­გან ელო­დე­ბა. მინ­და აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, მაგ­რამ ჩემი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სამ­წუ­ხა­როდ არ მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას რომ გა­ვი­დე გა­რეთ. ჩვენ ახლა სა­მი­ვე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თად ვი­თხოვთ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს.

მარ­ტო ერთი კომ­პა­ნი­ის დას­ჯა არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, ასე­ვე როცა პრე­ტენ­ზია გვაქვს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გზე­ბიც უნდა იყოს ყო­ველ­თვის გა­მარ­თუ­ლი და ინი­ცი­ა­ტი­ვა მაქვს, რაც ჩვენ დაგ­ვე­მარ­თა, ეს არა­სო­დეს რომ არ მოხ­დეს, ამის­თვის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­წეს­დეს. არა­სო­დეს მი­კი­თხავს მძღოლ­მა იცის თუ არა ის გზა, რაც მას გა­სავ­ლე­ლი აქვს თქო, ან მან­ქა­ნას ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა აქვს თუ არა გავ­ლი­ლი, ამი­ტომ ყვე­ლა ტუ­რის წინ უნდა და­ი­დოს მძღო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე, მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის დას­კვნა, რაც ჩემი აზ­რით ნა­წი­ლობ­რივ აგ­ვა­ცი­ლებს რის­კებს. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ბევ­რს დავ­დი­ვარ და რო­დე­საც დიდი გზაა გა­სავ­ლე­ლი სა­თა­და­რი­გო მძღო­ლიც უნდა იყოს. კა­ნო­ნის დო­ნე­ზე უნდა მო­წეს­რიგ­დეს ეს პრობ­ლე­მე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ხომ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ და გა­ვუფ­თხილ­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს და ერ­თმა­ნეთს. გა­მო­ძი­ე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ელო­დე­ბი­ან ექ­სპერ­ტი­ზის დასვნას, მაგ­რამ დღემ­დე ჩვენ პა­სუ­ხე­ბი არ გვაქვს.

ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მე მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, ჩემს მე­გობ­რებს ვთხოვ­დი, ჩემ­ზე ლოც­ვას მორ­ჩით ხა­ტი­ა­ზე ილო­ცეთ-მეთ­ქი და ამ დროს არ ვი­ცო­დი, რომ ხა­ტია არ მყავ­და. მე სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი პე­და­გო­გად. თურ­ქუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ხა­ტი­ას ვას­წავ­ლი­დი. ხა­ტი­ას ოჯახ­თან მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო დე­დას­თან ჩემი კო­მუ­ნი­კა­ცია. ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ვი­წე­ქი, ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე და იმ­დე­ნად იმოქ­მე­და ამ ფაქ­ტმა ჩემ­ზე, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რამ ამი­წია და ვე­ღარ და­მიკ­ლეს, ამი­ტომ დაგ­ვი­ან­და ჩემი გა­მო­წე­რა კლი­ნი­კი­დან. ხა­ტი­ას დე­დას­თან ძლივს შევ­ძე­ლი ლა­პა­რა­კი, მისი ნახ­ვა დღემ­დე ვერ შევ­ძე­ლი. ძა­ლი­ან რთუ­ლია მას­ზე სა­უ­ბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
2

სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები! მაგ მარშუტკით ასეთ რთულ გზაზე ტურის გაშვება უდიდესი დანაშაულია. 

თამო
103

ვინ რა იცის ვის რა მოუვა ჟეშტს უნდა მოთხოვო პასუხი თუ ვის მასე როგორშეიძლება ლაპარაკი ცოტა დაფიქრდით სანამ რამეს დაწერ რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან

"საავადმყოფომდე გონება არ დამიკარგავს... თამოს მივწერე, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩით-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ ნატალია თხელიძესთან

შატილის ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი სამივე გოგონა, ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატალია თხელიძე, დღეს საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ აქვთ პასუხები მომხდარზე და გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან.

AMBEBI.GE-მ შევძელით სამივე მათგანთან ინტერვიუს ჩაწერა. დღეს გთავაზობთ ნატალია თხელიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს და ის პირველად იხსენებს თავს გადამხდარ ამბებს:

ნატალია თხელიძე:

- ჩემს მოსწავლესთან, ხატია ზაალიშვილთან ერთად, რომელიც სამწუხაროდ დავკარგე, შატილის ტურზე წავედი. იმის გააზრება მიჭირს, რაც ჩვენს თავს მოხდა. ხატიას 4 წლის წინ ვასწავლიდი და ძალიან დავმეგობრდით. თვითონაც ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა. გვინდოდა მათი ტურით წავსულიყავით, მაგრამ რადგან მათი ტური გადაიდო, წავედით კომპანია "თრეველერ ჯი"-თი. არასოდეს მქონია შიში განსაკუთრებით ტურისტული კომპანიების და არც არასოდეს დავფიქრებულვარ მანქანის გაუმართაობაზე. ყოველთვის ნდობა მქონდა, შესაბამისად, არაფერი გადაგვიმოწმებია.

- იმ საბედისწერო დღეს როგორ გაიხსენებთ?

- მახსოვს, როგორ ვერთობოდით. არ მახსოვს მანქანა გაფუჭებულიყო ან რამე პრობლემა გვქონოდა გზაში. გავერთეთ, კარგად იყო ყველაფერი, უკან ვბრუნდებოდით და ის რაც მოხდა, დღემდე დაუჯერებელია ჩემთვის. ზოგადად ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს პირველი ტური იყო, სადაც არავინ გამიცვნია. ავედით, მივესალმეთ ყველას, დავჯექით ერთად მე და ხატია და მთელი გზა ერთად ვსაუბრობდით. არავინ გამიცვნია.

ხატია და ნატალია შატილში

ახლა, როცა ვიგებ ამბებს და მათ ფოტოებს ვნახულობ, მახსენდება რომ ვნახე ეს ადამიანები, გავიცანი და დაველაპარაკე, მაგრამ სახელი და გვარებით არა. ალბათ ჩემი დაუდევრობაც არის ის, რომ მძღოლს არც დავკვირვებივარ, რამე ხომ არ უჭირდა. გზაში არც შემშინებია. ერთ დღეში როგორ უნდა გაიარო ეს გზაო, ამბობენ, მაგრამ პირადად მე მგზავრობა არ მღლის, პირიქით, ძალიან მსიამოვნებს და შესაბამისად დაუძლეველი იმ გზაში არაფერი მეჩვენებოდა. დიდად გზისკენ არც ვიყურებოდი და რთულად არც მომჩვენებია, რომ დაძაბული ვყოფილიყავი. მერე გავარკვიე, რომ ამ კომპანიით წასული ვიყავი კაბადოკიაში. გონზე რომ მოვედი, ისიც გამახსენდა, გზაში ერთხელ მუცოში ასვლის დროს გიდსაც ველაპარაკე. ფეხით ავდიოდით დასათვალიერებლად და მას ვუთხარი, მგონი კაბადოკიაში თქვენი ტურით ვიყავი-მეთქი. როდის ვიყავი, ის მკითხა და გაახსენდა, რომ იმ დროს გიდი სხვა პირი იყო. მეტი კონტაქტი გიდთან არ მქონია.

- უკან ბრუნდებოდით, როდესაც ავარია მოხდა... რამე გახსოვთ ტრაგედიის მომენტიდან?

- არაფერი დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ჩემი მეხსიერება წყდება იქ, როცა თაფლის საყიდლად გავჩერდით. თქვეს თაფლი შევისყიდოთო, არადა ვაპირებდით ყველანი სადმე ქვევით რესტორანში დავმსხდარიყავით. ზევით ვერავინ ვერ მიგვიღო, გვითხრეს, რომ ვერ მოახერხებდნენ ხინკლის შეხვევას. ყველას გვშიოდა. მახსოვს, ცოტა უკმაყოფილოც ვიყავი, რომ გააჩერეს, რა დროს თაფლია, გვშია-მეთქი. მერე არაფერი მახსოვს, არადა თურმე ამ საშინელი ავარიის შემდეგ გონზე ვყოფილვარ, ბევრიც მილაპარაკია ჩემზე, მაგრამ ეს მე არაფერი მახსოვს.

- ანუ გონება არ დაგიკარგავთ?

- ბოლომდე, საავადმყოფოში შევსულვარ ისე, რომ გონება არ დამიკარგავს. მთელი გზა სასწრაფოს მანქანით რომ მოვყავდით, თურმე გონზე ვიყავი. მერე დამირეკა იმ ექთანმა, რომელმაც ბისოდან სასწრაფოთი გადმოგვიყვანა, ეგეც არ მახსოვდა, რომ თურმე სადღაც მცხეთასთან სხვა სასწრაფოში გადავუსვივართ. ექთნისთვის ბევრი რამე მომიყოლია ჩემზე, მაგრამ არაფერი მახსოვს. აქეთ მიამბობდა ჩემს მოყოლილ ამბებს. თვალი რომ გავახილე, ვნახე ბატონი ლევან რატიანი, ვერ მივხვდი სად ვიყავი, რატომ ვიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს, იქ რა მინდოდა.

- ნატალი რა დაზანებები გქონდათ?

- ნეკნი მაქვს ნახევარი ამოცლილი, იმ საღამოს რომ მიმიყვანეს, ძალიან ცუდად ვყოფილვარ. ექიმები მერე ამბობდნენ, შენ რომ ახლა გველაპარაკები, ჩვენთვის წარმოუდგენელიაო. ისე მძიმედ ვიყავი. გამოწერის შემდეგ ორჯერ მივედი კონტროლზე, მეორედ უკვე ჩემი ფეხით. უნდა გენახათ კლინიკის ექიმები და ექთნები როგორ მხვდებოდნენ, ტიროდნენ რომ მიყურებდნენ. მართლა წარმოუდგენელი იყო ჩვენი გადარჩენა. ფილტვები ახლა მგონი კარგად მაქვს, მაგრამ ყველაფრის შიში აქვთ და გარეთ არ მიშვებენ, სახლში ვარ ჩაკეტილი, მითუმეტეს, კორონა არის და ძალიან მიფრთხილდებიან კორონა არ შემხვდეს. ჩაკეტილი ვარ.

მენჯები მქონდა გაბზარული, საჯდომის ძვალი გატეხილი, მარცხენა ხელი მოტეხილი. ნელ-ნელა ყველაფერი აღდგა. მოკლედ, ბევრი დაზანებები გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ მთავარია გადავრჩით არაფერზე წუწუნი არ შეიძლება, არაფერი სათქმელი არ გვაქვს, ხმა არ გვაქვს ამოსაღები. მაგრამ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში იმხელა ტრაგედიად დარჩება, ვერ გამოვდივართ მდგომარეობიდან. ძალიან რთულია გაიაზრო ამხელა ტრაგედია, რომ უახლოესი მეგობარი არ გყავს, დაკარგო ნათესავები, საყვარელი ადამიანები, წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი ემსხვერპლა ამ გაუთვალისწინებელ ამბავს და ეს ურთულესია. დღემდე არ მაქვს პასუხი არანაირი, თუ რა მოხდა. ექსპერტიზის პასუხები არ არის. არ ვიცით რატომ მოხდა და რატომ შეეწირა ამდენი ადამიანი და ამაზე პასუხებს ვითხოვთ.

- სიკვდილს გადარჩენილი გოგონას შეხვედრა ოჯახის წევრებთან როგორი იყო?

- ჩემი ოჯახის წევრები რომ შემოვიდნენ ჩემს სანახავად, მაშინ არ ვიცოდი ჯერ რა იყო მომხდარი. კარგა ხანი გვიმალავდნენ ამ ამბავს. აკრძალული გვქონდა ტელეფონი, ინტერნეტი, არაფერთან წვდომა არ გვქონდა. მამა, დედა და ჩემი ძმა შემოვიდნენ სანახავად. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ შეძლეს თავი ხელში აეყვანათ და იცინოდნენ, მამაჩემს რომ გავხედე, გავიფიქრე, მამა აღარ შემოუშვათ-მეთქი, მან ვერ შეძლო ემოციის დამალვა. დედა მელაპარაკებოდა ექიმებზე, ამ ხალხმა გადაგარჩინაო და ვერ ვიაზრებდი რა მოხდა, რისგან გადამარჩინეს. ფსიქოლოგის დახმარება არ დამჭირვებია. ვკითხულობდი ჩემს ხატიას, სად იყო ხატია-თქო. ყველანი მიმალავდნენ, პახუხს არ მცემდნენ, ერთ-ერთი შემოსვლის დროს ჩემმა ძმამ მითხრა, მძიმედ არის და სხვა საავადმყოფოშიაო. ვეხვეწებოდი, ხატიას დედას შეეხმიანეთ, მიწერეთ, იქნებ ამ საავადმყოფოში გადმოიყვანონ- მეთქი. მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ მერე დავეჭვდი. ნელ-ნელა რაღაცეები თქვეს. ბოლომდე არც თქვეს, ჩემით მივხვდი, ყველაფერს რომ ხვდები და დაჯერება არ გინდა, ასეთი სიტუაცია იყო. ახლა ხომ რეალობის წინაშე ვდგავარ და ახლაც არ მჯერა. მერე გავიგე, რომ სამნი გადავრჩით.

თამო და ხატია ჩვენს კლინიკაში იყვნენ, მაგრამ ერთად არ ვყოფილვართ. ალბათ სპეციალურად, რომ გონზე მოსულებს კითხვები არ დაგვესვა. ბატონი ლევან რატიანი და იმ კლინიკის ექიმები და ექთნები ცალკე სალაპარაკოა, ეს არ იყო მხოლოდ პაციენტის და ექიმების ურთიერთობა. გადაგვყვა მთელი მედპერსონალი, რაღაც სასწაული ხდებოდა ჩემს თავს. ოდნავ სახე რომ შემეცვლებოდა, იმ წამს ყველა ჩემთან იდგა, რამე ხომ არ გჭირსო. უდიდესი მადლობა მათ. ამას ვერასოდეს გადავიხდი. კიდევაც ვთქვი, ყოველდღე მადლობების წერილები რომ გამოგიგზავნოთ, არ იქნება საკმარისი-მეთქი. მართლა სასწაული გააკეთეს.

- როდის გამოგწერეს კლინიკიდან?

- 26 სექტემბერს გამომწერეს კლინიკიდან, სახლში მწოლიარე მომიყვანეს, 12 ოქტომბერს ისევ დაწოლილი მიმიყვანეს კლინიკაში კონსულტაციაზე. ისევ ხელმეორედ დავიბადე და მერე ისევ პირველად ავიდგი ფეხი, პირველი ნაბიჯები, 26 ოქტომბერს მომხსნეს მარცხენა ხელიდან გიფსი და მას მერე სულ სახლში ვარ.

- გადარჩენილ გოგონებთან გაქვთ კომუნიკაცია?

- როცა მითხრეს, შატილიდან სამნი ვიწექით იმ კლინიკაში მას მერე სულ ვკითხულობდი იმ ორს, როგორ არიან-თქო, ჯერ ვერ ვლაპარაკობდი, მხოლოდ წერით ვაგებინებდი. მითხრეს რომ ხატია მძიმედ იყო, არაფერი იცოდა, მას დღესაც არ ახსოვს არაფერი შატილის ტურიდან. თამუნაზე მითხრეს სულ ტირისო, რა ატირებს ამდენი რამე გადავიტანეთ და გადავრჩით- მეთქი. ვერ ვლაპარაკობდი, წერილი დავუწერე და გავუგზავნე. არადა არც ხატია მახსოვს იმ ტურიდან და არც თამო. მივწერე თამოს, ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა ჩვენ გადავრჩით და აღარასდროს აღარ ვიტიროთ მეთქი. მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცოდი სიმართლე. ძლიერი ტკივილები ჰქონდა ხატიას და თამოს. ღმერთის წყალობით, ეს არის უფლის სასწაული, სასწაულები ხდება და ამის მაგალითია ჩვენი გადარჩენა. მე დღემდე არ მაქვს ნანახი ყველაფერი, რაღაცეებს ვუყურე და ვერც ვუყურებ, დამტვრეული მანქანა რომ ვნახე, წარმოუდგენელია იქ როგორ გადავრჩით, თან ისე რომ გონება არ მქონდა გათიშული და ვსაუბრობდი. გავიგე 80 მეტრის სიმაღლეზე რომ ვიფრინეთ, ეს წარმოუდგენელია.

- ცოტა რამ თქვენს საქმიანობაზეც გვიამბეთ, როგორც ვიცი ახლა მუშაობთ...

- დიახ, ონლაინ ვმუშაობ. ფეხზე რომ დავდექი, მაშინვე მოვითხოვე, სამსახური მინდა მეთქი და გავაგრძელე ონლაინ მუშაობა ჩემს კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი. უდიდესი მადლობა ფოლადის სახლს, მთლიან კოლექტივს, ჩემს უფროსს ბატონ ზეზვას, ყველას, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და ჩემს გვერდით იყვნენ. დღემდე ყველანი ჩემს გვერდში არიან და ვმუშაობ ფოლადის სახლში მენეჯერად. ჩართული ვარ ძალიან. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა გამეგო რამდენად შევძლებდი სამსახურს. ჩემს თავთან გამოცდებს ვაბარებ. მინდა მალე ჩავდგე ფორმაში და დავუბრუნდე იმ ცხოვრებას, რასაც ყველა ჩემგან ელოდება. მინდა აქტიურად ჩავება ყველაფერში, მაგრამ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა სამწუხაროდ არ მაძლევს საშუალებას რომ გავიდე გარეთ. ჩვენ ახლა სამივე გადარჩენილი ერთად ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას და კითხვებზე პასუხებს.

მარტო ერთი კომპანიის დასჯა არ არის გამოსავალი, ასევე როცა პრეტენზია გვაქვს ტურიზმის განვითარებაზე, გზებიც უნდა იყოს ყოველთვის გამართული და ინიციატივა მაქვს, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს არასოდეს რომ არ მოხდეს, ამისთვის რეგულაციები უნდა დაწესდეს. არასოდეს მიკითხავს მძღოლმა იცის თუ არა ის გზა, რაც მას გასავლელი აქვს თქო, ან მანქანას ტექდათვალიერება აქვს თუ არა გავლილი, ამიტომ ყველა ტურის წინ უნდა დაიდოს მძღოლის გამოცდილებაზე ინფორმაცია, ასევე ტექდათვალიერებაზე, მანქანის მდგომარეობის დასკვნა, რაც ჩემი აზრით ნაწილობრივ აგვაცილებს რისკებს. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ბევრს დავდივარ და როდესაც დიდი გზაა გასავლელი სათადარიგო მძღოლიც უნდა იყოს. კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს ეს პრობლემები. ადამიანების სიცოცხლე ხომ ყველაზე ძვირფასია და შესაბამისად ყველამ უნდა დავიცვათ და გავუფთხილდეთ ადამიანების სიცოცხლეს და ერთმანეთს. გამოძიება გვეუბნება, რომ ელოდებიან ექსპერტიზის დასვნას, მაგრამ დღემდე ჩვენ პასუხები არ გვაქვს.

ამდენი ადამიანი დაიღუპა, მე მეგობარი დავკარგე, ჩემს მეგობრებს ვთხოვდი, ჩემზე ლოცვას მორჩით ხატიაზე ილოცეთ-მეთქი და ამ დროს არ ვიცოდი, რომ ხატია არ მყავდა. მე სკოლაში ვმუშაობდი პედაგოგად. თურქული ენის მასწავლებელი ვიყავი და ხატიას ვასწავლიდი. ხატიას ოჯახთან მაქვს კომუნიკაცია. უმნიშვნელოვანესი იყო დედასთან ჩემი კომუნიკაცია. ტრავმატოლოგიურში ვიწექი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე და იმდენად იმოქმედა ამ ფაქტმა ჩემზე, რომ ტემპერატურამ ამიწია და ვეღარ დამიკლეს, ამიტომ დაგვიანდა ჩემი გამოწერა კლინიკიდან. ხატიას დედასთან ძლივს შევძელი ლაპარაკი, მისი ნახვა დღემდე ვერ შევძელი. ძალიან რთულია მასზე საუბარი.

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება