მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?
"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 3697 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი კი დღე-ღა­მე­ში 38-ია. დღეს­დღე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სულ გა­მოვ­ლე­ნი­ლი Covid 19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 93 092-ს შე­ად­გენს, რაც მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის 5000-მდე მედ­პერ­სო­ნა­ლია, რაც კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს სი­ტუ­ა­ცი­ას.

ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლომ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვით ჩი­ნეთ­საც კი გა­და­უს­წრო, სა­დაც ჯამ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 88 669 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. იმა­ში, რომ ამ სა­ში­ნელ გა­მოწ­ვე­ვას თავს ვერ ვარ­თმევთ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ოპო­ზი­ცია, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ფაქ­ტი კი ისაა, რომ სი­ტუ­ა­ცია ხე­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლია, ჭირს კრი­ზი­სის მარ­თვა, უხი­ლა­ვი მტე­რი კი თა­ვი­სას შვრე­ბა და არ გვინ­დობს.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მიხ­ვდა, რომ არ შე­უძ­ლია კრი­ზი­სის მარ­თვა, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ჩად­გა და ცდი­ლობს ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნოს.

"ვფიქ­რობ, რომ კა­ნონ­შიც წე­რია და კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თაც გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვქი­რა­ობთ იმი­ტომ, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და ა.შ. ასე რომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია. ვინ და რა რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი ზე­მოქ­მე­დებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს ცალ­კე სა­კი­თხია, თუმ­ცა წილი სხვა ფაქ­ტო­რე­ბი­სა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მი­ნი­მა­ლუ­რია, მათ შო­რის - ოპო­ზი­ცი­ის. ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­ზეც, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ თვლის, რომ რა­ღაც ექ­სტრე­მა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს, მან უნდა გა­ა­ტა­როს და უზ­რუნ­ველ­ყოს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. ცეს­კოს­თან რომ მი­ვიდ­ნენ, ხომ მი­ას­ხეს წყა­ლი? მაგ­რამ თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ თვლის ასე, არ აცხა­დებს “ლო­ქ­და­უნს” და ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია. ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­წყო­ბა­შიც და მოქ­მე­დე­ბა­შიც არ იგ­რძნო­ბა ის, რომ ვი­თა­რე­ბა არის ექ­სტრე­მა­ლუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში რა უნდა მო­თხო­ვო ოპო­ზი­ცი­ას?

ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიხ­ვდა, რომ არ შე­უძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის მარ­თვა და უბ­რა­ლოდ, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ჩად­გა და ცდი­ლობს ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნოს. მას უხა­რის­ხო მცდე­ლო­ბე­ბიც აქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ას და­აბ­რა­ლოს, სა­ერ­თო გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე ჩა­მო­წე­როს და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვი­მა­ლავს მარ­ტივ სტა­ტის­ტი­კას, რომ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით, ჩვენ დღეს ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვართ - ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა და ასე­თი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ­სად არის. იქ ბევ­რგან “ლო­ქ­და­უ­ნია”, მათ შო­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ჩა­კეტვის მე­ქა­ნიზ­მე­ბია, ჩვენ­თან ამას არ იყე­ნე­ბენ.

დღემ­დე არ ვი­ცით, რა რე­სურ­სი გვაქვს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში, საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რად მუ­შა­ობს იგი­ვე ცხე­ლი ხაზი, მათ შო­რის, და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­საც უწევთ რიგ­ში დგო­მა იმი­სათ­ვის, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ტეს­ტი აი­ღონ, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი არ არის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას ძა­ლი­ან უჭირთ, ვერ მარ­თა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორც კარ­გმა კრი­ზის-მე­ნე­ჯერ­მა, მთა­ვა­რი დი­ვი­დენ­დი პირ­ველ ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ი­პო­ვა. ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ.

პან­დე­მია კი­დევ უფრო თუ გავ­რცელ­და, ეკო­ნო­მი­კაც უკან მოგ­ვრჩე­ბა. კო­ლაფ­სი თუ დად­გა, ის დად­გე­ბა ეკო­ნო­მი­კა­შიც. ასე რომ, სი­სუ­ლე­ლეა ის არ­გუ­მენ­ტი, რომ ეკო­ნო­მი­კა ვერ გა­უძ­ლებს და ჩა­მო­ინ­გრე­ვა. შენ თუ თვლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად რა­ღაც ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არ ატა­რებ და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­დი­ხარ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღარც ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ყო­ლე­ბა და აღარც ეკო­ნო­მი­კა გექ­ნე­ბა.

ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ლო­გი­კა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვი­ზი­ა­რებ. ჩვენ სის­ტე­მურ "ლო­ქ­და­უნ­ზე" ხომ არ ვლა­პა­რა­კობთ? აქ ლო­კა­ლურ ჩა­კეტვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ა­ჩე­რო ერ­თბა­შად, არა­მედ შე­და­რე­ბით მძი­მე ზო­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, რა­ჭის ჩა­კეტ­ვას ხომ არა­ვინ გთხოვს, მაგ­რამ სა­დაც სტა­ტის­ტი­კა მძი­მე გაქვს, იქ რა­ღაც პე­რი­ო­დი უნდა ჩა­კე­ტო, ანუ რე­გი­ო­ნუ­ლი პრინ­ცი­პით იმოქ­მე­დო და ეს ახლა კი არა, მა­შინ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, როცა აჭა­რა­ში და­ი­წყო პრო­ცე­სი. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, იქი­დან წა­მო­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. აჭა­რა რომ სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ჩა­ე­კე­ტათ 15 სექ­ტემ­ბრის­თვის, რო­დე­საც ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად მი­ნავ­ლე­ბუ­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მძი­მე შე­დე­გი არ მიგ­ვე­ღო. მისი იზო­ლი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ მერე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად არ წა­მო­სუ­ლი­ყო ჯერ იმე­რეთ­ში, შემ­დეგ - თბი­ლის­ში, რაც ინ­ტენ­სი­უ­რი მიგ­რა­ცი­ის ფონ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ოპო­ზი­ცი­ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­შია, რომ მი­ტინ­გებს აწყობს, ეს გა­ვი­გეთ, მაგ­რამ ესეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა თუ არ არის, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­დის იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობს კი­დევ სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. არ ვა­მარ­თლებ პან­დე­მი­ის დროს მა­სობ­რივ თავ­შეყ­რას, მით უმე­ტეს, პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე როცა არი­ან და არ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სებს, ეს ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნაა, მაგ­რამ მეტ­წი­ლად - ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა. ამ ეტაპ­ზე ისეა გაქ­ცე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია, მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

უნდა ით­ქვს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლის ნა­წი­ლი დღემ­დე ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს პან­დე­მი­ის მთელ სიმ­ძი­მეს და თავ­ყრი­ლო­ბებს მა­ინც მარ­თავს.

ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი, „ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის“ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­ტუ­ა­ცია ცალ­სა­ხად გაქ­ცე­უ­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა მთლად ვერ არის მზად გა­მოწ­ვე­ვის­თვის და რა­ო­დე­ნო­ბის კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­მა­ტე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ეს არის შიდა მა­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი, ადრე თუ გვი­ან, გავ­რცე­ლე­ბა გვექ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მისი პირ­და­პირ და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა იმა­ში, თუ რა­ტომ გვაქვს ამ­ხე­ლა ციფ­რე­ბი, ჩემი აზ­რით, მთლად სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ამ მო­სა­ლოდ­ნელ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე დიდი ხნის წინ ვაფრ­თხი­ლებ­დით ყვე­ლას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მთე­ლი სიმ­ძაფ­რე და რა­ო­დე­ნო­ბა ვერ ჰქონ­და პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე ტალ­ღას სის­ტე­მა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი დახ­ვდა (ეს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­მაც აღი­ა­რა ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე). მათ უზარ­მა­ზა­რი დრო და რე­სურ­სი ჰქონ­დათ და ჩემი აზ­რით, სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვეს, რას­თან გვქონ­და საქ­მე.

ჩვენ როცა მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, სულ იმას ამ­ბობ­დნენ - არ იქ­ნე­ბა ამ­დე­ნი, ნუ პა­ნი­კობთ, ვირუ­სი მკვლე­ლი არ არის. კა­რის ექი­მე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ ფრა­ზე­ბით - ვირუს­მა გა­და­ი­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ვირუს­მა სიმ­ძაფ­რე და­კარ­გა და ა.შ. ჩემი აზ­რით, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი რომ არ დახ­ვდა ამას, თო­რემ იმას ხომ ვერ და­ვაბ­რა­ლებთ, ვირუ­სი რა­ტომ გავ­რცელ­და? - ეს ადრე თუ გვი­ან მოხ­დე­ბო­და, ამას თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლებ­დი და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ზო­მი­ე­რად გა­ავ­რცე­ლო და მა­სი­უ­რად - არა, ეს რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია. სი­ტუ­ა­ცია ცალ­სა­ხად გა­ექ­ცათ და რა­ო­დე­ნო­ბის კონ­ტრო­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­მა­ტე­ბით.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­რეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა ახ­ლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ოღონდ, ამას უნდა ჰქონ­დეს ძა­ლი­ან ტარ­გე­ტი­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი - არ შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მა­სი­უ­რი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მო­ბი­ლო­ბის დაგ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა მთლად ვერ არის მზად გა­მოწ­ვე­ვის­თვის. ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ე­ბი არ არის წეს­რიგ­ში - ცხე­ლი ხაზს ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან, სას­წრა­ფო ვერ მი­დის ად­გი­ლამ­დე და სხვა, უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბია...

ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ კრი­ზი­სის მარ­თვა და ჩემი აზ­რით, ახლა რა­ღა­ცა შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს, ცოტა რომ ამო­ი­სუნ­თქოს სის­ტე­მამ. ახლა მა­ინც გა­ა­ტა­რონ რა­ღა­ცა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ ოდ­ნავ შერ­ბილ­დეს სი­ტუ­ა­ცია. სხვა­დას­ხვა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ით­ვლი­ან ამას და, სა­ვა­რა­უ­დოდ, პიკი დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, იქ­ნე­ბა თუ არა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ასე­თი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის ეს რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფაა, დღე­ში 40 კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ცალ­სა­ხად, ორ­მხრი­ვია - რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე - ოპო­ზი­ცი­ის. თვი­თონ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც გარ­კვე­ულ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

ამ­წუ­ხა­როდ, არ მოხ­და და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ამის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლეს. რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორი­ვეს ეკის­რე­ბა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და ოპო­ზი­ცი­ა­საც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ყვე­ლა სა­ხის მა­სი­უ­რი შეკ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ამ შეკ­რე­ბის ცივი წყლით დაშ­ლა, არის ძა­ლი­ან ცუდი და სა­ხი­ფა­თო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ამან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ზარ­დოს. გა­მო­სავ­ლად ის მი­მაჩ­ნია, რომ სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია სწრა­ფად გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, თვი­თონ მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბია შე­საც­ვლე­ლი:

1. უნდა მოხ­დეს ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, არა - სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ყოფ­ნა.

2. უნდა მოხ­დეს სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

3. უნდა მოხ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბა, სტან­დარ­ტი­ზა­ცია, იყოს მუდ­მი­ვი წრთვნა, მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა აღ­ჭურ­ვა­ზე (ჩვენ ისე შევ­ხვდით ამ ეტაპს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს დღე­საც არ აქვს გარ­კვე­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ხი­ფა­თის ქვეშ აყე­ნებს მო­ქა­ლა­ქე­ებს).

მარ­თა­ლია, თა­ვის დრო­ზე აჭა­რის და­კეტ­ვა შე­ამ­ცი­რებ­და რის­კებს, თუმ­ცა სრუ­ლი ჩა­კეტ­ვა გა­და­ა­ვა­დებ­და იმ პრობ­ლე­მას, რას­თა­ნაც ახლა გვაქვს საქ­მე. ჩვენ თუ შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ, ჩავ­კე­ტავთ, მერე გავ­ხსნით და ისევ იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით. ამი­ტომ სრუ­ლი ჩა­კეტ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, თუმ­ცა მო­ბი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა ვახ­სე­ნე და, მან მა­შინ და­უშ­ვა შეც­დო­მა, როცა თა­ვის დრო­ზე ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სა­წო­ლე­ბი არ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, არ იყო გა­წე­რი­ლი გეგ­მა, არ იყო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გეგ­მა, არც სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი პროკ­ლი­ნი­კუ­რი პრო­ცე­სი, არ იყო კლი­ნი­კე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თუნ­დაც დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი...

5000 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი გვყავს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, 120 ადა­მი­ა­ნი მარ­ტო გუ­შინ­წინ და­ინ­ფი­ცირ­და და ეს არის რო­გორც აღ­ჭურ­ვის, ისე წვრთნის ბრა­ლი. ამ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, ჩვენ ამ გარ­და­უ­ვალ ზრდას მომ­ზა­დე­ბუ­ლი დავ­ხვდე­ბო­დით. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო აღ­სრუ­ლე­ბა­ში - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა იყო არა­სის­ტე­მუ­რი და არას­რულ­ყო­ფი­ლი და მერე უკვე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბაც არ იყო კარ­გი. იმა­ვე ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბა - ახლა რომ ასე აქ­ტი­უ­რად და აგ­რე­სი­უ­ლად ითხო­ვენ და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც ნიღ­ბის ტა­რე­ბას, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და იმა­ვეს გა­კე­თე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში? იმა­ვე ბა­თუმ­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გახ­სნის და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე, აჭა­რის მთავ­რო­ბამ გახ­სნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი იმ მო­ტი­ვით, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს დახ­მა­რე­ბო­და, ამ დროს მო­ბი­ლო­ბა გა­ი­ზარ­და, რა­მაც გა­ზარ­და რა­ო­დე­ნო­ბა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი სა­წო­ლე­ბის ფონ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც არ ვარ­გო­და და მერე მისი აღ­სრუ­ლე­ბა კი­დევ უფრო ცუდი და მძი­მე იყო. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა... ერთი სი­ტყვით, ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ძა­ლი­ან.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tato
49

დაეყარეთ და ხმა გაწყვიტეთ,პირველ რიგში საზოგადოებას გვმართებს პასუხისმგებლობა,ჩვენ კი რას ვხედავთ?ქუჩა-ქუჩა მაწანწალებს,რომლებიც ვითომ აქციებზე დარბიან,რას ითხოვთ ერთი გამაგებინეთ,ამ პანდემიას მსოფლო გიგანტი ქვეყნებიც ვეღარ მართავენ და თქვენ გინდათ ამდენ უნამუსო ხალხის ხელში ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალოდ,ამიტომ დავაი რა დაახვიეთ და ხმას ნუ იღებთ,თუ სტატიის გამოქვეყნებაში ფულს გიხდიან და იმიტომ არის თქვენი როჟებით აჭერელებული ეს საიტი,როგორ მეზიზღებით ყველა ძალად პატრიოტები და ძალად მცოდნეები.

keti
12

xelisuplebis upasuxismgebloba da armomzadeba ki ar aris shuashi epidemiis gavrcelebastan dakavshirebit aramed cveni kveknis mokalakeebis upasuxismgeblo kcevebma epidemiastan shekmnilma kanonma da shezgudvebma romlebic araprad chaagdes da rac undodat imas aketebdnen da ikceodnen scored amis bralia nuravis nu vabralebt sauketeso xelisuplebac rom ikves kvekanashi da kveknis mokalakeebi tuki ar daemorchileba kveknis dacesebul kanonebs ganadgrebulia pirvel rigshi tvit mcxovrebi mokalakeebi da mere kvekana

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3697 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი დღე-ღამეში 38-ია. დღესდღეობით, ქვეყანაში სულ გამოვლენილი Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 93 092-ს შეადგენს, რაც მცირერიცხოვანი ერისთვის კატასტროფული მაჩვენებელია. დაინფიცირებულთა შორის 5000-მდე მედპერსონალია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველომ კოვიდინფიცირებულების რიცხვით ჩინეთსაც კი გადაუსწრო, სადაც ჯამში კორონავირუსის 88 669 შემთხვევაა დადასტურებული. იმაში, რომ ამ საშინელ გამოწვევას თავს ვერ ვართმევთ, გარკვეულწილად, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს - ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, ჯანდაცვის სისტემა თუ საზოგადოება. ფაქტი კი ისაა, რომ სიტუაცია ხელიდან გაქცეულია, ჭირს კრიზისის მართვა, უხილავი მტერი კი თავისას შვრება და არ გვინდობს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაზე, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომელიც მიხვდა, რომ არ შეუძლია კრიზისის მართვა, თვალები დახუჭა, სირაქლემას პოზაში ჩადგა და ცდილობს ხელები დაიბანოს.

"ვფიქრობ, რომ კანონშიც წერია და კონსტიტუციითაც განსაზღვრულია, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვქირაობთ იმიტომ, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეების ძირითადი ფუნდამენტური უფლებები - სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, კეთილდღეობა და ა.შ. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვისი პასუხისმგებლობაა შექმნილი სიტუაცია. ვინ და რა რისკ-ფაქტორები ზემოქმედებს ამ ყველაფერზე, ეს ცალკე საკითხია, თუმცა წილი სხვა ფაქტორებისა, შეიძლება ითქვას მინიმალურია, მათ შორის - ოპოზიციის. ოპოზიციის ქმედებებზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, საბოლოო ჯამში, მაინც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ოპოზიციის პასუხისმგებლობა სხვა ტიპის პასუხისმგებლობაა. ხელისუფლება თუ თვლის, რომ რაღაც ექსტრემალური ღონისძიებები უნდა გაატაროს, მან უნდა გაატაროს და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების გატარება. ცესკოსთან რომ მივიდნენ, ხომ მიასხეს წყალი? მაგრამ თვითონ ხელისუფლება არ თვლის ასე, არ აცხადებს “ლოქდაუნს” და ამბობს, რომ ცხოვრება მშვენიერია. ანუ ხელისუფლების განწყობაშიც და მოქმედებაშიც არ იგრძნობა ის, რომ ვითარება არის ექსტრემალური. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში რა უნდა მოთხოვო ოპოზიციას?

ვფიქრობ, ხელისუფლება მიხვდა, რომ არ შეუძლია ამ ყველაფრის მართვა და უბრალოდ, თვალები დახუჭა, სირაქლემას პოზაში ჩადგა და ცდილობს ხელები დაიბანოს. მას უხარისხო მცდელობებიც აქვს, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს, საერთო გლობალურ პრობლემაზე ჩამოწეროს და ა.შ. ხელისუფლება გვიმალავს მარტივ სტატისტიკას, რომ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ჩვენ დღეს ჩემპიონები ვართ - ასეთი რაოდენობის ინფიცირება და ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა, რაც დღეს საქართველოშია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, პრაქტიკულად, არსად არის. იქ ბევრგან “ლოქდაუნია”, მათ შორის რეგიონული ჩაკეტვის მექანიზმებია, ჩვენთან ამას არ იყენებენ.

დღემდე არ ვიცით, რა რესურსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში, საკმაოდ პრობლემატურად მუშაობს იგივე ცხელი ხაზი, მათ შორის, დაავადებულებსაც უწევთ რიგში დგომა იმისათვის, რომ ელემენტარულად, ტესტი აიღონ, მკურნალობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ხელისუფლებას და ჯანდაცვის სისტემას ძალიან უჭირთ, ვერ მართავენ სიტუაციას. ხელისუფლებამ, როგორც კარგმა კრიზის-მენეჯერმა, მთავარი დივიდენდი პირველ ტალღასთან დაკავშირებით მოიპოვა. ახლა ამ მიმართულებით კატასტროფულ შედეგებს აჩვენებენ.

პანდემია კიდევ უფრო თუ გავრცელდა, ეკონომიკაც უკან მოგვრჩება. კოლაფსი თუ დადგა, ის დადგება ეკონომიკაშიც. ასე რომ, სისულელეა ის არგუმენტი, რომ ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა. შენ თუ თვლი, რომ ადამიანების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად რაღაც ზომების გატარება გჭირდება, მაგრამ არ ატარებ და ეკონომიკური ინტერესებიდან გამოდიხარ, საბოლოო ჯამში, აღარც ცოცხალი ადამიანები გეყოლება და აღარც ეკონომიკა გექნება.

ეს არის აბსოლუტურად მცდარი და დანაშაულებრივი ლოგიკა, სიმართლე გითხრათ, ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ. ჩვენ სისტემურ "ლოქდაუნზე" ხომ არ ვლაპარაკობთ? აქ ლოკალურ ჩაკეტვებზეა საუბარი, არაა აუცილებელი მთელი ქვეყანა გააჩერო ერთბაშად, არამედ შედარებით მძიმე ზონები. მაგალითად, რაჭის ჩაკეტვას ხომ არავინ გთხოვს, მაგრამ სადაც სტატისტიკა მძიმე გაქვს, იქ რაღაც პერიოდი უნდა ჩაკეტო, ანუ რეგიონული პრინციპით იმოქმედო და ეს ახლა კი არა, მაშინ უნდა გაეკეთებინათ, როცა აჭარაში დაიწყო პროცესი. გეოგრაფიულად რომ შევხედოთ, იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. აჭარა რომ სათანადო დონეზე ჩაეკეტათ 15 სექტემბრისთვის, როდესაც ტურისტული სეზონი პრაქტიკულად მინავლებული და დასრულებული იყო, შეიძლება ასეთი მძიმე შედეგი არ მიგვეღო. მისი იზოლირება უნდა მომხდარიყო დანარჩენი საქართველოდან, რომ მერე გეოგრაფიულად არ წამოსულიყო ჯერ იმერეთში, შემდეგ - თბილისში, რაც ინტენსიური მიგრაციის ფონზე მოსალოდნელი იყო. ოპოზიციის უპასუხისმგებლობა იმაშია, რომ მიტინგებს აწყობს, ეს გავიგეთ, მაგრამ ესეც ხელისუფლების პრობლემაა - სამართლიანობა თუ არ არის, ხალხი ქუჩაში გამოდის იმიტომ, რომ არსებობს კიდევ სხვა ფასეულობები. არ ვამართლებ პანდემიის დროს მასობრივ თავშეყრას, მით უმეტეს, პირბადეების გარეშე როცა არიან და არ იცავენ სოციალური დისტანცირების წესებს, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობის ზონაა, მაგრამ მეტწილად - ხელისუფლებისა. ამ ეტაპზე ისეა გაქცეული სიტუაცია, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

უნდა ითქვს, რომ ამ ყველაფერში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას, რომელის ნაწილი დღემდე ვერ აცნობიერებს პანდემიის მთელ სიმძიმეს და თავყრილობებს მაინც მართავს.

ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სიტუაცია ცალსახად გაქცეულია, სამედიცინო სისტემა მთლად ვერ არის მზად გამოწვევისთვის და რაოდენობის კონტროლი მხოლოდ შემზღუდავი ღონისძიებების მომატებით არის შესაძლებელი.

"ეს არის შიდა მასიური გავრცელება და ამ ყველაფრის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი, ადრე თუ გვიან, გავრცელება გვექნებოდა. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ხელისუფლების მიმართ, მისი პირდაპირ დადანაშაულება იმაში, თუ რატომ გვაქვს ამხელა ციფრები, ჩემი აზრით, მთლად სამართლიანი არ იქნება. ამ მოსალოდნელ რაოდენობაზე დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით ყველას და ხელისუფლების ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი სიმძაფრე და რაოდენობა ვერ ჰქონდა პროგნოზირებული და მეორე ტალღას სისტემა მოუმზადებელი დახვდა (ეს გიორგი გახარიამაც აღიარა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე). მათ უზარმაზარი დრო და რესურსი ჰქონდათ და ჩემი აზრით, სერიოზულად არ აღიქვეს, რასთან გვქონდა საქმე.

ჩვენ როცა მოსალოდნელ საფრთხეზე ვლაპარაკობდით, სულ იმას ამბობდნენ - არ იქნება ამდენი, ნუ პანიკობთ, ვირუსი მკვლელი არ არის. კარის ექიმები გამოდიოდნენ ფრაზებით - ვირუსმა გადაირა, ყველაფერი კარგად არის, ვირუსმა სიმძაფრე დაკარგა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ხომ ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა? - ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, ამას თავიდან ვერ აიცილებდი და იმის საშუალება, რომ ზომიერად გაავრცელო და მასიურად - არა, ეს რთული შესასრულებელია. სიტუაცია ცალსახად გაექცათ და რაოდენობის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ შემზღუდავი ღონისძიებების მომატებით.

ეს გადაწყვეტილება ადრეც უნდა ყოფილიყო მიღებული და გარკვეული შეზღუდვების დაწესება ახლაც აუცილებელია, ოღონდ, ამას უნდა ჰქონდეს ძალიან ტარგეტირებული ხასიათი - არ შეიძლება ეს იყოს მასიური, მაგრამ გარკვეული მობილობის დაგდება აუცილებელია იმიტომ, რომ სამწუხაროდ, სამედიცინო სისტემა მთლად ვერ არის მზად გამოწვევისთვის. ელემენტარული რაღაცეები არ არის წესრიგში - ცხელი ხაზს ვერ უკავშირდებიან, სასწრაფო ვერ მიდის ადგილამდე და სხვა, უზარმაზარი პრობლემებია...

ძალიან რთულია ამ კრიზისის მართვა და ჩემი აზრით, ახლა რაღაცა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაიზარდოს, ცოტა რომ ამოისუნთქოს სისტემამ. ახლა მაინც გაატარონ რაღაცა სახის ღონისძიებები, რომ ოდნავ შერბილდეს სიტუაცია. სხვადასხვა კომპეტენტური ორგანიზაციები ითვლიან ამას და, სავარაუდოდ, პიკი დეკემბრის მეორე ნახევარში იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა გარკვეული შეზღუდვები. ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის ეს რაოდენობა კატასტროფაა, დღეში 40 კაცის გარდაცვალება საშინელებაა.

პასუხისმგებლობა, ცალსახად, ორმხრივია - როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიციის. თვითონ არჩევნების ჩატარებაც გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული და ამის პროგნოზირება უნდა მომხდარიყო.

ამწუხაროდ, არ მოხდა და შესაბამისმა ორგანოებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სახის მასიური შეკრება ისევე, როგორც ამ შეკრების ცივი წყლით დაშლა, არის ძალიან ცუდი და სახიფათო. რასაკვირველია, მოსალოდნელია, რომ ამან ინფიცირებულთა რიცხვი გაზარდოს. გამოსავლად ის მიმაჩნია, რომ სისტემური ცვლილებებია სწრაფად გასატარებელი, თვითონ მართვის პრინციპებია შესაცვლელი:

1. უნდა მოხდეს ყველა ალტერნატიული აზრის გათვალისწინება და ვითარების რეალური შეფასება, არა - სირაქლემას პოზაში ყოფნა.

2. უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

3. უნდა მოხდეს სამედიცინო სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი გადამზადება, სტანდარტიზაცია, იყოს მუდმივი წრთვნა, მუდმივი ზრუნვა აღჭურვაზე (ჩვენ ისე შევხვდით ამ ეტაპს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს დღესაც არ აქვს გარკვეული აღჭურვილობა. შესაბამისად, ეს ხიფათის ქვეშ აყენებს მოქალაქეებს).

მართალია, თავის დროზე აჭარის დაკეტვა შეამცირებდა რისკებს, თუმცა სრული ჩაკეტვა გადაავადებდა იმ პრობლემას, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. ჩვენ თუ შესაბამის ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩავკეტავთ, მერე გავხსნით და ისევ იმავე პრობლემის წინაშე დავდგებით. ამიტომ სრული ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, თუმცა მობილობის შემცირება აუცილებელია.

სამედიცინო სისტემა ვახსენე და, მან მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე ჰოსპიტალური საწოლები არ იყო მობილიზებული, არ იყო გაწერილი გეგმა, არ იყო სპეციალისტების მობილიზაციის გეგმა, არც სტანდარტიზებული პროკლინიკური პროცესი, არ იყო კლინიკები აღჭურვილი, შესაბამისად, თუნდაც დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფილი...

5000 სამედიცინო პერსონალი გვყავს ინფიცირებული, 120 ადამიანი მარტო გუშინწინ დაინფიცირდა და ეს არის როგორც აღჭურვის, ისე წვრთნის ბრალი. ამ 8 თვის განმავლობაში სამედიცინო სისტემა რომ მომზადებულიყო, ჩვენ ამ გარდაუვალ ზრდას მომზადებული დავხვდებოდით. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო აღსრულებაში - გადაწყვეტილებების მიღება იყო არასისტემური და არასრულყოფილი და მერე უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაც არ იყო კარგი. იმავე ნიღბების ტარება - ახლა რომ ასე აქტიურად და აგრესიულად ითხოვენ და სამართლიანადაც ნიღბის ტარებას, რატომ არ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება სექტემბერში? იმავე ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წინააღმდეგი იყო მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, აჭარის მთავრობამ გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ მოტივით, რომ მოქალაქეებს დახმარებოდა, ამ დროს მობილობა გაიზარდა, რამაც გაზარდა რაოდენობა მოუმზადებელი საწოლების ფონზე. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც არ ვარგოდა და მერე მისი აღსრულება კიდევ უფრო ცუდი და მძიმე იყო. შედეგიც სახეზეა... ერთი სიტყვით, ვითარება ძალიან რთულია, ძალიან.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"