მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს
მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს

მსა­ხი­ო­ბე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გე­ბა უცხო არ­ცერ­თი ქვეყ­ნის­თვის, მათ შო­რის, არც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის არაა. ამ­ჯე­რად შე­საძ­ლოა ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, მსა­ხი­ო­ბი მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი პო­ლი­ტი­კა­ში ვი­ხი­ლოთ. რო­გორც NBC წერს, მე­თი­უმ სამ­შა­ბათს ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში თქვა, რომ მას ტე­ხა­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბა სურს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა The Hugh Hewitt Show-ში ისა­უბ­რა, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, ყო­ვე­ლი­ვე არა მას­ზე, არა­მედ ხალ­ხზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"არ ვიცი, ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ეს არ იქ­ნე­ბო­და ჩემ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩემ­ზე მე­ტად ეს ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ამ­ბობს მე­თიუ. მისი თქმით, პო­ლი­ტი­კა ადა­მი­ა­ნის მი­ზა­ნი არ უნდა იყოს. მე­თიუ მი­იჩ­ნევს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ახლა ერ­თმა­ნეთს არ ენ­დო­ბი­ან და ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კამ ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­შო­რა, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კი მისი მი­ზა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის კვლავ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

მან აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და თქვა, რომ მისი აზ­რით, ჯო ბა­ი­დე­ნის გა­მარ­ჯვე­ბა ამე­რი­კას სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­უ­ტანს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ და ჭკვი­ან მსა­ხი­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა ჰო­ლი­ვუდ­ში. 2019 წელს ის ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზია-ფილ­მის კა­თედ­რა­ზე ლექ­ტო­რი გახ­და. მა­კკო­ნაჰს 50-ზე მეტ ფილმში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი მის­თვის აღ­მოჩ­ნდა ფილ­მი "და­ლა­სის შემ­სყიდ­ველ­თა კლუ­ბი." ამ ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის მან ოს­კა­რი და ოქ­როს გლო­ბუ­სი მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ტე­ხას­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი 2022 წელს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g.
5

დარწმუნბული ვარ ძლიერი პოლიტიკოსი დადგება 

rasa
0

მაკკონაჰს, დოსტოევსკს, ჯორჯ კლუნს. მაგარი მთარგმნელები და ენების მცოდნეები ხართ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს

მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს

მსახიობების პოლიტიკაში გადაბარგება უცხო არცერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არაა. ამჯერად შესაძლოა ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი პოლიტიკაში ვიხილოთ. როგორც NBC წერს, მეთიუმ სამშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ მას ტეხასის გუბერნატორობა სურს.

აღნიშნულის შესახებ მსახიობმა The Hugh Hewitt Show-ში ისაუბრა, თუმცა მისივე თქმით, ყოველივე არა მასზე, არამედ ხალხზე იქნება დამოკიდებული.

"არ ვიცი, ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ იქნებოდა ჩემზე დამოკიდებული, ჩემზე მეტად ეს ხალხზეა დამოკიდებული", - ამბობს მეთიუ. მისი თქმით, პოლიტიკა ადამიანის მიზანი არ უნდა იყოს. მეთიუ მიიჩნევს, რომ ამერიკელები ახლა ერთმანეთს არ ენდობიან და ადამიანები პოლიტიკამ ერთმანეთთან დააშორა, პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში კი მისი მიზანი ადამიანების კვლავ გაერთიანება იქნება.

მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, ჯო ბაიდენის გამარჯვება ამერიკას სტაბილურობას მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ მეთიუ მაკკონაჰი ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალ და ჭკვიან მსახიობად მიიჩნევა ჰოლივუდში. 2019 წელს ის ტეხასის უნივერსიტეტის რადიო-ტელევიზია-ფილმის კათედრაზე ლექტორი გახდა. მაკკონაჰს 50-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ყველაზე წარმატებული კი მისთვის აღმოჩნდა ფილმი "დალასის შემსყიდველთა კლუბი." ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მან ოსკარი და ოქროს გლობუსი მოიპოვა.

ცნობისთვის, ტეხასში გუბერნატორის არჩევნები 2022 წელს გაიმართება.

"რემდესივირის" მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის - ჯანმო

სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს