მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდის - "თქვენი ფაქტორი მნიშვნელოვანია გამოწვევების დაძლევაში"
თენგიზ ცერცვაძე მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდის - "თქვენი ფაქტორი მნიშვნელოვანია გამოწვევების დაძლევაში"

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. ამის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო,უდი­დეს მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ თქვენს მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აგ­რეთ­ვე ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის.

მინ­და და­გი­დას­ტუ­როთ ჩემი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა თქვენს უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დგას უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის (მათ შო­რის პან­დე­მი­ის) წი­ნა­შე და თქვე­ნი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის და პი­როვ­ნე­ბის ფაქ­ტო­რი ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა.

„ბა­ტონ თენ­გიზს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა და სახ­ლში მკურ­ნა­ლობს. მინ­და სწრა­ფი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვო! მინ­და, პი­რა­დად ვუ­თხრა მად­ლო­ბა მისი თავ­და­დე­ბის­თვის, კო­რო­ნას­თან ათ­თვი­ა­ნი, დღე და ღამე შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლის­თვის!

მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო მათ მა­გივ­რად, ვინც მად­ლი­ე­რე­ბის ნაც­ვლად, ექი­მე­ბის ლან­ძღვა და შე­უ­რა­ცხყო­ფა არ­ჩია. ბა­ტო­ნო თენ­გიზ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მად­ლო­ბას გი­ძღვნით და თქვენ­თვის ლო­ცუ­ლობს!

მხნედ იყა­ვით! მალე და­უბ­რუნ­დით ამ ბრძო­ლას!“,- და­წე­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდის - "თქვენი ფაქტორი მნიშვნელოვანია გამოწვევების დაძლევაში"

თენგიზ ცერცვაძე მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის პრეზიდენტს მადლობას უხდის - "თქვენი ფაქტორი მნიშვნელოვანია გამოწვევების დაძლევაში"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის.

მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძის კორონავირუსით ინფიცირებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს. მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო! მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!

მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია. ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს!

მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობაზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

რომელი ვიტამინები იცავენ ბავშვებს და მათ იმუნიტეტს კორონა ვირუსის დროს?

სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა