სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა
სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) წევ­რი და ენერ­გე­ტი­კის რე­გუ­ლი­რე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის (ERRA) თავ­მჯდო­მა­რე, მაია მე­ლი­ქი­ძე ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნა­ზე სი­ტყვით წარ­დგა და ქალ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ენერ­გე­ტიკ­სია და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­დან აც­ნო­ბეს, ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ელჩმა ქა­ლე­ბის გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ში, კელი კუ­რიმ. მაია მე­ლი­ქი­ძეს­თან ერ­თად პრო­ექ­ტის გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა ენერ­გე­ტი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქალი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

მაია მე­ლი­ქი­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ბებ­ზე და გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის გა­მო­უ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

ქა­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა (WGDP) - ქა­ლე­ბის წინსვლა ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში - არის 2 წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს USAID- ის მიერ და ხორ­ცი­ელ­დე­ბა აშშ-ს კო­მუ­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის NARUC-ის ეგი­დით. პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან.

გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა სე­მეკ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ბა­ლან­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხელ­შე­წყო­ბა. ამ მიზ­ნით შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წევ­რია სე­მე­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ეკა­ტე­რი­ნე შეყ­რი­ლა­ძე.

პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს კა­რი­ე­რის შუა ეტაპ­ზე მყო­ფი ქა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­სა და ხელ­შე­წყო­ბას კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში, ახა­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის და ტრე­ნინ­გე­ბის გზით. ამ მიზ­ნით შექ­მნილ ფო­კუს ჯგუფ­ში სე­მე­კის მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს სე­მე­კის პრეს სპი­კე­რი ქე­თე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი და ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით წარდგა და ქალთა კარიერული წინსვლისა და მოტივაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგეტიკსია და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ღონისძიება გახსნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა ქალების გლობალურ საკითხებში, კელი კურიმ. მაია მელიქიძესთან ერთად პროექტის გახსნაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების ქალი ხელმძღვანელები.

მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა კარიერულ საფეხურებზე არსებულ სხვადასხვა გამოწვებებზე და გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეიტანოს ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის გამოუჯობესებაზე.

ქალების გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა (WGDP) - ქალების წინსვლა ენერგეტიკის სფეროში - არის 2 წლიანი პროექტი, რომელიც ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID- ის მიერ და ხორციელდება აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის NARUC-ის ეგიდით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ენერგეტიკის სფეროში დასაქმებული ქალები ევროპის ქვეყნებიდან.

გენდერული თანასწორობის პროექტის ფარგლებში მოხდება სემეკში გენდერული თანასწორობისა და ბალანსის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია სემეკის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ეკატერინე შეყრილაძე.

პროექტი მიზნად ისახავს კარიერის შუა ეტაპზე მყოფი ქალების დახმარებასა და ხელშეწყობას კარიერულ წინსვლაში, ახალი უნარების განვითარების, მოტივაციის ამაღლების და ტრენინგების გზით. ამ მიზნით შექმნილ ფოკუს ჯგუფში სემეკის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს სემეკის პრეს სპიკერი ქეთევან ბერიკაშვილი.

R

„თეგეტა მოტორსის“ 25 წლის საიუბილეო კონკურსში ახალთახალი მაზდას, ნიუს ელექტრო სკუტერების და საირმეში დასვენების ვაუჩერის მოგებაა შესაძლებელი

"ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა... მეუღლემ ბევრი რამ გადამატანინა" - ქალი, რომელმაც იბრძოლა და გაიმარჯვა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა