მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად
რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

19 ნო­ემ­ბრი­დან ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნი „ფე­ნიქ­სი“ ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. 15-ნა­წი­ლი­ა­ნი რო­მა­ნის თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი ჟურ­ნალს ორ კვი­რა­ში ერთხელ გაჰ­ყვე­ბა.

უჩ­ვე­უ­ლო სი­ახ­ლე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი - „ფე­ნიქ­სია“, რო­მე­ლიც არ ჰგავს სხვა წიგ­ნებს. „ფე­ნიქ­სი“ ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნია, ამ­ბის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბი­თა და რვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სას­რუ­ლით. რო­მა­ნი თხუთ­მე­ტი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და თა­ვი­სი არ­სით ფაზლს ჰგავს, რო­მე­ლიც მკი­თხველ­მა თა­ვად უნდა აა­წყოს. ყო­ველ ნა­წილს და­მა­ტე­ბით ქვე­სა­თა­უ­რი აქვს და ამ­ბა­ვიც სა­ინ­ტე­რე­სო, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტებ­ში წყდე­ბა. რო­დე­საც მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბი­ან. ყო­ველ ნა­წილს კი ორი, ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც ამ­ბა­ვი გმი­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა.

  • 4 ავ­ტო­რის: ელის დოჯ­სო­ნის, ტო­რე­სა მო­სის, ნი­კო­ლას მა­ჩაბ­ლის და თეა ინა­სა­რი­ძის კო­ლა­ბო­რა­ცია ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის და­წე­რილ ნა­წი­ლებს აგ­რძე­ლე­ბენ.

„ას­ტრო­ი­დი“ ამ­ბის და­სა­წყი­სია, სა­დაც მთა­ვარ გმი­რებს ვეც­ნო­ბით. სალი, ვატო და გიგა - წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან და მათ ამ­ბებს მიჰ­ყვე­ბა მკი­თხვე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­გორ გაგ­რძელ­დეს მათი ის­ტო­რია. მკი­თხვე­ლი ირ­ჩევს იმ გაგ­რძე­ლე­ბას, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად აინ­ტე­რე­სებს და ამ­გვა­რად, ფაზ­ლი­ვით ად­გენს მის­თვის სა­სურ­ველ რე­ა­ლო­ბას.

სალი ბა­რის­ტაა. ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში მდე­ბა­რე კა­ფე­ში მუ­შა­ობს. city coffe-ს დი­ლის მუდ­მი­ვი სტუ­მა­რი, მუ­დამ ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, ზუს­ტად ერ­თსა და იმა­ვე დროს - 08:45 სთ-ზე შე­მო­დის და „ამე­რი­კა­ნოს“ უკ­ვე­თავს. სა­ლის ძა­ლი­ან მო­წონს ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­უ­რი, მუ­დამ მკაც­რი დრეს­კო­დის მქო­ნე მა­მა­კა­ცი, რომ­ლის სპორ­ტუ­ლი სა­ა­თი - „გარ­მი­ნის“ „ფე­ნიქ­სი“ უც­ნა­ურ კონ­ტრასტს ქმნის მის ჩაც­მუ­ლო­ბას­თან. სალი მის ვი­ნა­ო­ბას გა­ი­გებს და რჩე­ბა გან­ცდა, რომ ვატო თით­ქოს ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. სალი პირ­ველ ნა­წილ­ში ასე­ვე ხვდე­ბა გი­გას, რო­მე­ლიც გო­გო­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობს და მას კი­ნო­ში და­პა­ტი­ჟებს. გი­გას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­სუ­ლი სალი კი გზად, მეტ­როს ბა­ქან­ზე ვა­ტოს გა­და­ეყ­რე­ბა და მის­გან დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას იღებს, აი, აქ უნდა გა­და­წყვი­ტოს მკი­თხველ­მა, რო­გორ გაგ­რძელ­დეს სა­ლის ის­ტო­რია!

„ას­ტრო­ი­დის“ ორ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გაგ­რძე­ლე­ბა­ში მოვ­ლე­ნე­ბი სა­ლის არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა. თუ გსურთ, რომ სალი ვა­ტოს გაჰ­ყვეს, „გა­დატ­ვირ­თვა“ უნდა წა­ი­კი­თხოთ, ხოლო თუ გი­გას - „ჩა­ფერფვ­ლა“. „გა­დატ­ვირ­თვა“ სა­ი­დუმ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის, ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და მის­ტი­კის შე­სა­ხებ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვია, ხოლო „ჩა­ფერფვ­ლა“ - დე­ტექ­ტი­ვი, დრა­მა, შავი კო­მე­დი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის.

მკი­თხველს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ხაზს წა­ი­კი­თხავს, არა­ერ­თი სი­ურპრი­ზი ელის. „ფე­ნიქ­სი“ ლე­გენ­დის თა­ნახ­მად ჯა­დოს­ნუ­რი ფრინ­ვე­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ ას წე­ლი­წად­ში, სიკ­ვდი­ლის წინ სა­კუ­თარ თავს იწ­ვავს და ფერ­ფლის­გან აღ­დგე­ბა. რი­თიც მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს. წიგნ „ფე­ნიქსშიც“ შე­უძ­ლია მკი­თხველს, გმი­რე­ბის ის­ტო­რია თა­ვი­დან აა­წყოს. შე­ად­გი­ნოს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა. თუ რო­მე­ლი­მე ხაზ­ში შენი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი კვდე­ბა, შე­გიძ­ლია აირ­ჩიო სხვა ხაზი, სა­დაც ის გა­დარ­ჩა და მისი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად გაგ­რძელ­და.

„ფე­ნიქ­სის“ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი - „ას­ტრო­ი­დი“ 19 ნო­ემ­ბრი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი მკი­თხვე­ლის­თვის. მისი შე­ძე­ნა შე­გეძ­ლე­ბათ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში. წიგ­ნის ფასი ჟურ­ნალ­თან ერ­თად 5 ლარი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

19 ნოემბრიდან ინტერაქციული წიგნი „ფენიქსი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. 15-ნაწილიანი რომანის თითოეული წიგნი ჟურნალს ორ კვირაში ერთხელ გაჰყვება.

უჩვეულო სიახლე ქართულ ლიტერატურაში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ძალიან საინტერესო პროექტი - „ფენიქსია“, რომელიც არ ჰგავს სხვა წიგნებს. „ფენიქსი“ ინტერაქციული წიგნია, ამბის რამდენიმე შესაძლო განვითარებითა და რვა ალტერნატიული დასასრულით. რომანი თხუთმეტი ნაწილისგან შედგება და თავისი არსით ფაზლს ჰგავს, რომელიც მკითხველმა თავად უნდა ააწყოს. ყოველ ნაწილს დამატებით ქვესათაური აქვს და ამბავიც საინტერესო, საკვანძო მომენტებში წყდება. როდესაც მთავარი გმირები არჩევანის წინაშე დგებიან. ყოველ ნაწილს კი ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად ვითარდება.

  • 4 ავტორის: ელის დოჯსონის, ტორესა მოსის, ნიკოლას მაჩაბლის და თეა ინასარიძის კოლაბორაცია ძალიან წარმატებული გამოდგა. ისინი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებენ.

„ასტროიდი“ ამბის დასაწყისია, სადაც მთავარ გმირებს ვეცნობით. სალი, ვატო და გიგა - წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან და მათ ამბებს მიჰყვება მკითხველი, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაგრძელდეს მათი ისტორია. მკითხველი ირჩევს იმ გაგრძელებას, რომელიც უფრო მეტად აინტერესებს და ამგვარად, ფაზლივით ადგენს მისთვის სასურველ რეალობას.

სალი ბარისტაა. ის ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე კაფეში მუშაობს. city coffe-ს დილის მუდმივი სტუმარი, მუდამ ერთი და იგივე ადამიანია, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს, ზუსტად ერთსა და იმავე დროს - 08:45 სთ-ზე შემოდის და „ამერიკანოს“ უკვეთავს. სალის ძალიან მოწონს ახალგაზრდა, სიმპათიური, მუდამ მკაცრი დრესკოდის მქონე მამაკაცი, რომლის სპორტული საათი - „გარმინის“ „ფენიქსი“ უცნაურ კონტრასტს ქმნის მის ჩაცმულობასთან. სალი მის ვინაობას გაიგებს და რჩება განცდა, რომ ვატო თითქოს ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. სალი პირველ ნაწილში ასევე ხვდება გიგას, რომელიც გოგონასთან დაახლოებას ცდილობს და მას კინოში დაპატიჟებს. გიგასთან შესახვედრად წასული სალი კი გზად, მეტროს ბაქანზე ვატოს გადაეყრება და მისგან დახმარების თხოვნას იღებს, აი, აქ უნდა გადაწყვიტოს მკითხველმა, როგორ გაგრძელდეს სალის ისტორია!

„ასტროიდის“ ორ ალტერნატიულ გაგრძელებაში მოვლენები სალის არჩევანის მიხედვით ვითარდება. თუ გსურთ, რომ სალი ვატოს გაჰყვეს, „გადატვირთვა“ უნდა წაიკითხოთ, ხოლო თუ გიგას - „ჩაფერფვლა“. „გადატვირთვა“ საიდუმლო ისტორიების, ორმაგი ცხოვრების, თავგადასავლებისა და მისტიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, ხოლო „ჩაფერფვლა“ - დეტექტივი, დრამა, შავი კომედიისა და კრიმინალური ისტორიების.

მკითხველს, რომელიც ყველა ხაზს წაიკითხავს, არაერთი სიურპრიზი ელის. „ფენიქსი“ ლეგენდის თანახმად ჯადოსნური ფრინველია, რომელიც ყოველ ას წელიწადში, სიკვდილის წინ საკუთარ თავს იწვავს და ფერფლისგან აღდგება. რითიც მუდმივი განახლების სიმბოლოს წარმოადგენს. წიგნ „ფენიქსშიც“ შეუძლია მკითხველს, გმირების ისტორია თავიდან ააწყოს. შეადგინოს ახალი რეალობა. თუ რომელიმე ხაზში შენი საყვარელი პერსონაჟი კვდება, შეგიძლია აირჩიო სხვა ხაზი, სადაც ის გადარჩა და მისი ცხოვრება სხვანაირად გაგრძელდა.

„ფენიქსის“ პირველი ნაწილი - „ასტროიდი“ 19 ნოემბრიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად იქნება ხელმისაწვდომი მკითხველისთვის. მისი შეძენა შეგეძლებათ „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად 5 ლარი იქნება.

რომელ უნარებს ავითარებს მოზარდებში ეკონომიკური და ბიზნესთამაშები - საინტერესო ფაქტები „მონოპოლზე“

რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად

„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება