სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია... ჩვენ მხარს გიჭერთ" - რაზე ისაუბრეს გახარიამ და პომპეომ შეხვედრის დროს და რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?
"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია... ჩვენ მხარს გიჭერთ" - რაზე ისაუბრეს გახარიამ და პომპეომ შეხვედრის დროს და რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მაიკ პომ­პეო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ანს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უკვე დას­რულ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­თან მაიკ პომ­პე­ოს შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი პომ­პეო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ზალ­კა­ლი­ანს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ შეხ­ვდა.

„სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"მთე­ლი მსოფ­ლიო და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბა ჩი­ნე­თი­დან მომ­დი­ნა­რე ვირუ­სის გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. მას ერ­თად გა­ვუმკლავ­დე­ბით, ჩვენს ხალ­ხს გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით და ეკო­ნო­მი­კას ავა­მუ­შა­ვებთ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ქვეყ­ნის, რე­გი­ო­ნი­სა და მსოფ­ლი­ოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის", - ამის შე­სა­ხებ მაიკ პომ­პე­ომ შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, პომ­პე­ომ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს.

„ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ აქ ვიმ­ყო­ფე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლი და ყვე­ლა თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ას­პექ­ტი შე­სა­ბა­მი­სად მო­ვი­ნიშ­ნეთ. ჩვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რე­ბი ვართ უკვე 30 წე­ლია. მხარს გი­ჭერთ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­კი­თხებ­ში და ერ­თად ვმუ­შა­ობთ იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცი­ი­დან მომ­დი­ნა­რე ტკი­ვილ­სა და სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ მო­მა­ვალ­შიც თქვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მხარ­და­სა­ჭე­რად, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, რაც მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და ყო­ვე­ლი­ვე იმის­თვის, რაც მომ­დი­ნა­რე­ობს ჯან­სა­ღი დის­კუ­სი­ი­დან და დე­მოკ­რა­ტი­ი­დან. მად­ლო­ბას გიხ­დით მას­პინ­ძლო­ბის­თვის. ვა­ფა­სებ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მო­ხა­რუ­ლი ვარ თქვენ­თან შეხ­ვედ­რით“, - აღ­ნიშ­ნა მაიკ პომ­პე­ომ.

"თქვენ ამ ქვეყ­ნის ჭეშ­მა­რი­ტი მე­გო­ბა­რი ბრძან­დე­ბით! ჩვენ, პი­რა­დად თქვე­ნი და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მად­ლო­ბე­ლი ვართ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბაა, რაც გაგ­ვაჩ­ნია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზი გა­უს­ვა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„რა თქმა უნდა, მად­ლო­ბას გიხ­დით შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დაძ­ლე­ვის საქ­მე­ში. კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სა­ხით, რო­მე­ლიც მე­ტად საკ­ვან­ძო ას­პექ­ტია ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებთ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხალ­ხი­სა და მთავ­რო­ბის უწყვეტ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი. კარ­გად იცით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს სა­კი­თხი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რად­გან სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი კვლავ არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი ჩვენს მი­წა­ზე. ჩვენ ვი­ცით, რომ ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ეფუძ­ნე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბებს - თა­ვი­სუფ­ლე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ას და რა თქმა უნდა, სა­ერ­თო გე­ოს­ტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს. რე­გი­ო­ნის­თვის ამ ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბად დრო­ში ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ეს სა­კი­თხე­ბია გან­სა­ხილ­ვე­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ნამ­დვი­ლად ვგრძნობთ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის, ასე­ვე ამ რე­გი­ონ­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მო­მენ­ტი დად­გა. კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მე­ბით და მად­ლო­ბას გიხ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის­თვის“, - მი­მარ­თა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მა­იკლ პომ­პე­ოს.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რამ­დე პომ­პეო ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან გა­ი­მარ­თა აუ­დი­ენ­ცია. უკვე დას­რულ­და სა­პატ­რი­არ­ქო­ში მაიკ პომ­პე­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არქ ილია მე­ო­რეს შეხ­ვედ­რაც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ბოლო შეხ­ვედ­რა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაა და­გეგ­მი­ლი.

მაიკ პომ­პეო სა­ქარ­თვე­ლოს დღეს და­ტო­ვებს, რის შემ­დე­გაც ის­რა­ელს ეწ­ვე­ვა. მაიკ პომ­პეო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
8

???????????????????????????????????????

კოკო
1

ეს კაცი ჩვენ მხარეზეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია... ჩვენ მხარს გიჭერთ" - რაზე ისაუბრეს გახარიამ და პომპეომ შეხვედრის დროს და რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია... ჩვენ მხარს გიჭერთ" - რაზე ისაუბრეს გახარიამ და პომპეომ შეხვედრის დროს და რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო, გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანთან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.

„სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის", - ამის შესახებ მაიკ პომპეომ შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

"თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, - მიმართა გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია. უკვე დასრულდა საპატრიარქოში მაიკ პომპეოსა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვედრაც.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.

მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს