მას შემდეგ, რაც გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩვენმა ქვეყანამ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიო რუკაზე ჩინეთს გადაუსწრო. ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით მსოფლიოში 62-ე ადგილზე, ხოლო ჩინეთი 65-ე პოზიციაზეა.
გარდა ჩინეთისა, საქართველომ დღევანდელი მონაცემების შემდეგ გაუსწრო სლოვაკეთსა და ხორვატიასაც.
ვირუსის გამოვლენის პირველი დღიდან ამ დრომდე საქართველოში კოვიდ-19-ის 89 443 შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 815 ადამიანი, 71 468 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 112 შემთხვევა აქტიურია.
ჩინეთში ოფიციალური მონაცემებით, სულ 86 369 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გარდაიცვალა 4 634 პაციენტი, 81 411 კი გამოჯანმრთელდა, ამჟამად ჩინეთში ვირუსის 324 აქტიური შემთხვევაა.
გლობალური მასშტაბით ამ დროისთვის გამოვლენილია კორონავირუსის 55.9 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 1,3 მილიონი გარდაიცვალა, ხოლო 38,9 მილიონი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები ერთი წლის წინ ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მომზადებულია worldometers.info-ზე დაყრდნობით