ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ავრცელებს:
"მადლობა ყველას!... მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის - აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ - ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით... რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას... რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით - 37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით. ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ - პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ... იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები", - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებაში.
ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძისა და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბატონო თენგიზ! გფარავდეთ ღმერთი!
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ კარგო ადამიანო! უფალმა დაგლოცოს!