მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო" -  სად გაქრა ბადრი ესებუა?
"მამა ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო" -  სად გაქრა ბადრი ესებუა?

თით­ქმის ერთი თვე გა­ვი­და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმი­დან, თუმ­ცა შსს-ს მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 32 წლის ბად­რი ესე­ბუ­ას კვალს ჯერ ვერ მი­აგ­ნეს. თავ­დამ­სხმე­ლის ძებ­ნის ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა რო­დის დას­რულ­დე­ბა და რა შე­დე­გით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის“ სტა­ტი­ი­დან:

ლე­ვა­ნი, 45 წლის, ბად­რი ესე­ბუ­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი:

"თვა­ლის ჭრილ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ვერც ხმა მი­ვამ­სგავ­სეთ. თქვეს, პირ­ში რა­ღაც ედო, ხმა რომ შე­ეც­ვა­ლაო. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე, რო­მე­ლიც სოცქსელ­ში გავ­რცელ­და (როცა გალ­და­ვამ ფული მი­უ­ტა­ნა), ზოგ­მა თქვა, მოთ­მი­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი კა­ცის ხმა ჰქონ­და და მა­შინ წა­მით თით­ქოს გვეც­ნო მისი ხმის ტემ­ბრიო, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ჯე­რებთ. მძევ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­უბ­რი­სას რუ­სულ სი­ტყვებს ურევ­დაო. ასე­თი რამ ბად­რის არ ახა­სი­ა­თებ­და, თან ის კაცი უფრო მხარ­ბე­ჭი­ა­ნი ჩანს...

ამ საქ­მემ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­მინ­დის მო­ტე­ხა­ში ეხ­მა­რე­ბო­და მე­ზობ­ლებს. ასე­თი რამ რომ ჰქო­ნო­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ასე არ­ხე­ი­ნად ვერ იქ­ნე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, ბან­კის შე­ნო­ბა კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი ჰქონ­დაო და ნუთუ ერთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი არ აღ­მო­აჩ­ნდათ, რომ და­ედ­გი­ნათ, ნამ­დვი­ლად და­დი­ო­და თუ არა იმ ბან­კში ხში­რად.

მიკ­ვირს, მშობ­ლებ­ზე რო­გორ არ დარ­დობს. მა­მა­მის­მა კი მო­უ­წო­და, ჩა­ბარ­დიო, მაგ­რამ კაცს თვი­თო­ნაც არ სჯე­რა, თუ ბად­რი ამის ჩამ­დე­ნია. ამ­ბობს, ნე­ტავ 2008 წლის ომში და­ღუ­პუ­ლი­ყო, გმი­რად მა­ინც დარ­ჩე­ბო­დაო. მგო­ნია, რომ ბად­რი უფრო თა­ნამ­ზრახ­ვე­ლია, ვიდ­რე საქ­მის მთა­ვა­რი გმი­რი. ვა­ლიც იმ­დე­ნი არ ჰქო­ნია, რომ ამის გამო ამ­ხე­ლა რის­კზე წა­სუ­ლი­ყო. მა­მა­მისს ზუგ­დიდ­ში სა­ამ­ქრო აქვს, ტრაქ­ტო­რი ჰყავ­დათ, მი­წე­ბი აქვთ... ბი­ჭე­ბი დღე­და­ღამ მუ­შა­ობ­დნენ, მა­მას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და რო­გორ­მე გა­ის­ტუმ­რებ­დნენ იმ ვალს". წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kristi
50

მეცოდება ეს ადამიანი სამხედრო სამსახურში შეერყა ჯანმრთელობა და არც მიხედა სახელმწიფომ სამარცხვინოა აბა რააა.ქვეყნისთვის მებრძოლი ჯარისკაცი განსაცდელში ჩააგდო და არც უპატრონა. 

თბილისშია და ფილტვებზე მკურნალობსო, არა?
63

ოჯახიანად აფერისტი ეს მარგალი "ზორრო" საიდან გაეძრო???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მამა ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო" -  სად გაქრა ბადრი ესებუა?

"მამა ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო" -  სად გაქრა ბადრი ესებუა?

თითქმის ერთი თვე გავიდა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმიდან, თუმცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული 32 წლის ბადრი ესებუას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. თავდამსხმელის ძებნის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება და რა შედეგით, ჯერჯერობით უცნობია.

გთავაზობთ ამონარიდს, გაზეთ "კვირის პალიტრის“ სტატიიდან:

ლევანი, 45 წლის, ბადრი ესებუას თანასოფლელი:

"თვალის ჭრილზე რომ არაფერი ვთქვათ, ვერც ხმა მივამსგავსეთ. თქვეს, პირში რაღაც ედო, ხმა რომ შეეცვალაო. ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სოცქსელში გავრცელდა (როცა გალდავამ ფული მიუტანა), ზოგმა თქვა, მოთმინებადაკარგული კაცის ხმა ჰქონდა და მაშინ წამით თითქოს გვეცნო მისი ხმის ტემბრიო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებთ. მძევლები ამბობენ, საუბრისას რუსულ სიტყვებს ურევდაო. ასეთი რამ ბადრის არ ახასიათებდა, თან ის კაცი უფრო მხარბეჭიანი ჩანს...

ამ საქმემდე სულ რამდენიმე დღის წინ სიმინდის მოტეხაში ეხმარებოდა მეზობლებს. ასეთი რამ რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ასე არხეინად ვერ იქნებოდა. ამბობენ, ბანკის შენობა კარგად შესწავლილი ჰქონდაო და ნუთუ ერთი ვიდეოჩანაწერი არ აღმოაჩნდათ, რომ დაედგინათ, ნამდვილად დადიოდა თუ არა იმ ბანკში ხშირად.

მიკვირს, მშობლებზე როგორ არ დარდობს. მამამისმა კი მოუწოდა, ჩაბარდიო, მაგრამ კაცს თვითონაც არ სჯერა, თუ ბადრი ამის ჩამდენია. ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო. მგონია, რომ ბადრი უფრო თანამზრახველია, ვიდრე საქმის მთავარი გმირი. ვალიც იმდენი არ ჰქონია, რომ ამის გამო ამხელა რისკზე წასულიყო. მამამისს ზუგდიდში საამქრო აქვს, ტრაქტორი ჰყავდათ, მიწები აქვთ... ბიჭები დღედაღამ მუშაობდნენ, მამას ეხმარებოდნენ და როგორმე გაისტუმრებდნენ იმ ვალს". წაიკითხეთ სტატია სრულად

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს

ხაშურში 2-მა პირმა, დანის მუქარით, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა - თავდამსხმელები დააკავეს