მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი...მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე" - ვლადიმერ ვაისი
"მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი...მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე" - ვლადიმერ ვაისი

სომ­ხეთ­თან ერთა ლი­გა­ზე წა­გე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვლა­დი­მირ ვა­ის­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. ვა­ი­სის თქმით, ზო­გი­ერთ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა აკ­ლია. მი­სი­ვე აზ­რით, ბოლო დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­მა­ცი­ი­დან, ახალ გუნდში ზო­გი­ერთ ფეხ­ბურ­თელს ვე­ღარ ვი­ხი­ლავთ.

"კონ­ტრაქ­ტი დამ­თავ­რდა და გაგ­რძე­ლე­ბა სა­ჭი­რო აღა­რაა, ახა­ლი მწვრთნე­ლი უნდა მო­ვი­დეს, ახა­ლი სული მო­ი­ტა­ნოს. 3 დღის წინ შეგ­ვეძ­ლო გმი­რე­ბი გავმხდა­რი­ყა­ვით.. დღეს შან­სე­ბი შევ­ქმე­ნით და გოლი ვერ გა­ვი­ტა­ნეთ... შე­ტე­ვა­ში კლა­სი გვაკ­ლია. ახა­ლი არა­ფე­რია... მა­კე­დო­ნი­ის­თვის გას­ვლა­ზე 3:1 უნდა მოგ­ვე­გო, სა­ბო­ლო­ოდ 1:1 დამ­თავ­რდა.

დღეს 60 მეტ­რი ირ­ბი­ნა სო­მეხ­მა შემ­ტევ­მა და არა­ვინ შეხ­ვდა, ასე­თი შეც­დო­მა ამ დო­ნე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა.

5 წელი გა­ვა­ტა­რე აქ, ეს ორი თვე არ ყო­ფი­ლა, მე გული ჩავ­დე ქარ­თულ ფეხ­ბურთში. 3 დღის წინ რა­ღაც სა­ო­ცარს ვე­ლო­დით, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს, ახლა ეს ტრა­გე­დი­აა, ჩემი ტრა­გე­დი­აა, ქარ­თვე­ლე­ბის ტრა­გე­დი­აა...

ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, მე მივ­დი­ვარ, თქვენ რჩე­ბით, ეს ორი მატ­ჩი უნდა მო­ვი­გოთ, ჯგუ­ფი უნდა მო­ვი­გოთ-მეთ­ქი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, როცა ხე­დავ, რომ ნა­ვა­ლოვ­სკი აწე­უ­ლია, ნა­ხე­ვარმცველ­მა მისი სივ­რცე არ უნდა და­ტო­ვო.

მე მაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ ნაკ­რე­ბის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელ­ზე იგი­ვეს ვერ ვი­ტყვი, ყვე­ლა მათ­გა­ნი ნაკ­რე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს-მეთ­ქი ვერ ვი­ტყვი, მე არა­ქარ­თველ­მა ამ გუნდში ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დე. ბევ­რს ვენ­დე და ყვე­ლამ ეს ნდო­ბა ვერ გა­ა­მარ­თლა. ვფიქ­რობ, ახლა გუნდში მყოფ რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვე­ღარ იხი­ლავთ.

ზოგ მო­თა­მა­შეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს ნაკ­ლე­ბი, თუმ­ცა იმ ნი­ჭი­ერ­ზე ორ­ჯერ მეტს მუ­შა­ობს. ჩემი ტრა­გი­კო­მე­დი­აა, სომ­ხეთს ოთხჯერ შევ­ხვდი და სამ­ჯერ წა­ვა­გე. ახლა ეს სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­გე­დი­აა... ტრა­გე­დი­აა კუ­თხუ­რე­ბი, ტრა­გე­დი­აა ჯა­რი­მე­ბი...ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ თქვენ წი­ნა­შე, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, ბი­ჭე­ბის წი­ნა­შე, ყვე­ლა ტი­რო­და გა­სახ­დელ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი არ გვყავს... ვენ­დე რამ­დე­ნი­მეს, მაგ­რამ მათ ეს ნდო­ბა ვერ გა­ა­მარ­თლეს, რას ვი­ზამთ, ახლა მე უმუ­შე­ვა­რი ვარ...მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ არ უნ­დო­დათ. ფეხ­ბურთს მხო­ლოდ მინ­დორ­ზე არ თა­მა­შობ... ეს ნიშ­ნავს რო­გორ ცხოვ­რობ, რო­გორ ვარ­ჯი­შობ...

ძა­ლი­ან ცუდი ქარ­თულ ფეხ­ბურთში ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი მო­თა­მა­შე პო­ზი­ტი­ურ კრი­ტი­კას ვერ იღებს. ჯაბა კან­კა­ვას გო­ლის გა­ტა­ნას ვერ და­ვა­ვა­ლებ, შემ­ტე­ვებ­მა უნდა გა­ი­ტა­ნონ, სა­გო­ლე პასი გა­ა­კე­თონ. ვაკო და ოქრი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მათ კლა­სი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგ­რამ შეც­დო­მებ­თან ერ­თად. ხო­ჭო­ლა­ვამ ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე, მაგ­რამ დღეს გე­გო­ნე­ბო­და ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხოჭო-მეთ­ქი მეტი ემო­ცია, მეტი, მეტი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ამა­ვე თე­მა­ზე: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სომ­ხეთ­თან და­მარ­ცხდა (ნა­ხეთ ვი­დეო)

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vas
0

ყველა ქვეყანაბ განიცადა პროგრესი, მხოლოდ საქართველო წავიდა უკან დიდი ნაბიჯებით, მთლიანი ნაკრების ფეხბურთელებს უნდა უკრძალოთ თამაში , ამათ არც ვარჯიშის ეტყობათ არაფერი და ეტყობა ჭამა სმაზე არიან გადასულები

ილია
22

შე მართლა უსინდისოვ და უპასუხისმგებლოვ თუ ხედავდი რო მასეთი უპასუხისმგებლო ფეხბურთელები გყავდა გუნდში რატო აქამდე არ თქვი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი...მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე" - ვლადიმერ ვაისი

"მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი...მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე" - ვლადიმერ ვაისი

სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. ვაისის თქმით, ზოგიერთ ქართველ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის გრძნობა აკლია. მისივე აზრით, ბოლო დროინდელი საქართველოს ნაკრების ფორმაციიდან, ახალ გუნდში ზოგიერთ ფეხბურთელს ვეღარ ვიხილავთ.

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს. 3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით.. დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია. ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა, ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ, ეს ორი თვე არ ყოფილა, მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში. 3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპის ჩემპიონატს, ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი. დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იგივეს ვერ ვიტყვი, ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი ვერ ვიტყვი, მე არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს. ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე, ყველა ტიროდა გასახდელში.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს, რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ...მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ. ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს. ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ. ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად. ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას, ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი განაგრძეთ კითხვა

ამავე თემაზე: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან დამარცხდა (ნახეთ ვიდეო)

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?

"აღარ მაშინებს ვირუსი, "პისიარი" მაქვს მინუსი" - კორონავირუსისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და ვირუსზე ლექსი დაწერა

ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ