"მოდით ასე ვისაუბროთ, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ რა! მოდით ვისაუბროთ თუ რამე კარგი გააკეთა, ის დავტოვოთ" - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა, რომ "ჩამოიშორონ რუსი ოლიგარქი".
"ახლა მე აქ ვხედავ, მიშა საქართველოს გადარჩენის შანსიაო. მოდით ასე ვისაუბროთ, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ რაა! მოდით ვისაუბროთ თუ რამე კარგი გააკეთა, ის დავტოვოთ.
თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები იყო, იმიტომ შეიკრიბა ახალი ოპოზიცია, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ დანაშაულებრივი რაც იყო და გავაკეთოთ კანონით და სამართლით მაგარი საქართველო.
პოლიტიკაში არის ეტაპები, დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირდება ერთად დგომა. დღეს ეს ეტაპია საქართველოში. ასე დაეწყო ჩვენი ცხოვრება. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს. ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ რუსი ოლიგარქი გადავაგდოთ. ჯერ ეს არის გასაკეთებელი. როცა კანონს და სამართალს დავახვედრებთ, ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა საქართველოში - მიშაც, გრიშაც, პეტრეც და სხვაც. ამიტომ არ შეგვეშინდეს ერთმანეთის. დღეს ყველა ერთნი ვართ" - განაცხადა ჩარკვიანმა.
მაგ უკვე გააკეთა ბიძინამ. თქვენ ახალს რას აპირებთ ვერ ხედავს ხალხი. უბრალოდ ახლა თქვენ გინდათ ძალაუფლება. არც ერთი სლოგანი არ გაქვთ არსებითი -ან გულიდან ვერ წარმოიშობა ან ტვინიდან.
თაკო წაბრძანდი სახლში, დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე! რა გჭირს, რა ამბავია, რა პატარა გოგოშკასავით იქცევი??!!