ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
არმენ ჯიგარხანიანს 200-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. არმენ ჯიგარხანიანის ხელმძღვანელობით, 1996 წლის 12 მარტს მოსკოვის დრამატული თეატრი დაფუძნდა.
კარგი მსახიობი იყო, ნათელში იყოს, სიბერე კი გაუმწარდა ვიღაც ავანტიურისტი ქალის ხელში.
ღმერთმა გაანათლოს, მაგრამ კაცი 43 (!!!) წლით უმცროს ქალს რომ შეირთავს ცოლად, უნდა ხვდებოდეს, რომ უანგარო სიყვარულზე საუბარი ზედმეტია. ასე რომ, ყველაფერი თავის ბრალია!