სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?
ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?

ადა­მი­ანს ის­ტო­რია იმი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა, რომ გა­ი­გოს აწ­მყოს წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. რა იყო ჩვე­ნამ­დე? რამ მოგ­ვიყ­ვა­ნა ასეთ ცხოვ­რე­ბამ­დე? რა­ტომ ვცხოვ­რობთ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში? ამა თუ იმ ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის ამ­ბა­ვი შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვარ ეტა­ლო­ნა­დაც იქ­ცეს. მი­ბაძ­ვის მა­გა­ლი­თი გახ­დეს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბამ, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის­თვის და ხალ­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ბევ­რი კე­თი­ლი საქ­მე ჩა­ი­დი­ნა, არ აღ­გიძ­რას სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბა.

ის­ტო­რია ხომ ერ­თგვა­რი „დრო­ის მან­ქა­ნაა“. ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე შე­გიძ­ლია აღ­მოჩ­ნდე სხვა სა­უ­კუ­ნე­ში. საკ­მა­რი­სია, უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ის წიგ­ნი გა­და­შა­ლო.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი აღ­მოჩ­ნდა სამ­შობ­ლოს მიღ­მა. ზოგი მტრის შე­მო­სე­ვე­ბი­სა და ომე­ბის შემ­დეგ და­ი­კარ­გა უგ­ზო­უკვლოდ, ზოგი ნე­ბით, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა ქვეყ­ნი­დან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თლაც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა, ბევ­რის სა­ხე­ლი და საქ­მე­ე­ბი კი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ შე­მო­ი­ნა­ხა. ამ უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის“ დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას წიგნ­ში - „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ - ვი­პო­ვით. ეს არის ამ­ბე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან იმ ქარ­თველ­თა კვა­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა დიდ ნა­წილს არა­თუ არ ვიც­ნობთ, მათ შე­სა­ხებ არც კი გვსმე­ნია.

12-ტო­მე­უ­ლი 16 ნო­ემ­ბრი­დან თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში.

სო­ფე­ლი ბულ­გა­რეთ­ში, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი თა­ვა­დის სა­ხე­ლი ჰქვია

წე­რეთ­ლე­ვო - ასე ჰქვია სო­ფელს ბულ­გა­რეთ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად 355 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. მას ძვე­ლად დუ­მან­ლი ერ­ქვა. 1930 წელს სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა ბულ­გა­რე­თის მე­ფეს თხოვ­ნით მი­მარ­თეს, რომ სოფ­ლი­სათ­ვის თა­ვა­დი­სა და დიპ­ლო­მა­ტის, ალექ­სი ნი­კო­ლო­ზის ძე წე­რეთ­ლის სა­ხე­ლი ეწო­დე­ბი­ნათ.

ალექ­სი, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უ­ძღვის, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის - აკა­კი წე­რეთ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო.

ალექ­სი წე­რეთ­ლის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ბულ­გა­რეთ­ში შექ­მნი­ლი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და თურ­ქთა ბარ­ბა­რო­სო­ბა. ის ბულ­გა­რე­თის ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრე და დამ­ცვე­ლი იყო.

ბულ­გა­რეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად პლოვ­დი­ვი­დან გა­ემ­გზავ­რა და პი­რა­დად ინა­ხუ­ლა ბულ­გა­რე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი. მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო, ბულ­გა­რე­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე იდ­გნენ ‒ სა­დამ­სჯე­ლო ექ­სპე­დი­ცი­ებს გა­დარ­ჩე­ნი­ლებს შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლი ელო­დათ. ამი­ტო­მაც ალექ­სი წე­რე­თე­ლი ჯერ ნ. იგ­ნა­ტი­ე­ვის­გან, ხოლო შემ­დეგ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან ითხოვ­და თან­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. მან ბულ­გა­რეთ­ში და­ა­არ­სა უცხო­ელ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც შე­უ­ერ­თდნენ რიგი და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კონ­სუ­ლე­ბი. საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით და­არ­სდა თავ­შე­სა­ფა­რი ასი ქვრი­ვი­სა და ობ­ლი­სათ­ვის.

„რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დროს თა­ვა­დი წე­რე­თე­ლი ქა­ლაქ პლოვ­დივ­ში, სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობ­და. უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი იდგა. 1876 წელს ბულ­გა­რეთ­ში ოს­მალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა და­ი­წყო. ეს სო­ფე­ლი აჯან­ყე­ბის ეპი­ცენ­ტრად იქცა. სწო­რედ აქ და­ა­პა­ტიმ­რეს ჩვე­ნი გმი­რი ლევ­სკი, შეთ­ქმუ­ლი თა­ვა­დის ქა­ლე­ბი, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. ყვე­ლა მათ­განს წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლი ელო­და, თუმ­ცა და­ტყვე­ვე­ბუ­ლებს პლოვ­დი­ვი­დან თა­ვა­დი წე­რე­თე­ლი გა­მო­ე­სარ­ჩლა. მის­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ნიჭ­მა ოს­მა­ლო დამ­პყრობ­ლე­ბი მო­ალ­ბო. წე­რე­თელ­მა ყვე­ლა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ბულ­გა­რე­ლის დახ­სნა და უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­ში გა­ხიზნ­ვა შეძ­ლო“.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

და­ი­ბა­და 1848 წელს. და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ოჯახ­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ ლო­ზა­ნა­ში სწავ­ლობ­და. 1865 წელს მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. მისი სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, რო­დე­საც მე­ფის რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და სლავ­თა სა­კი­თხით, კერ­ძოდ, სამ­ხრეთ სლავ­თა მდგო­მა­რე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ თურ­ქებს ჰყავ­დათ და­პყრო­ბილ­ნი. ალექ­სი წე­რე­თე­ლი სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე და­ინ­ტე­რეს­და სლავ­თა ის­ტო­რი­ი­თა და კულ­ტუ­რით, გულ­მოდ­გი­ნედ სწავ­ლობ­და სლა­ვურ კი­ლო­კა­ვებს და სლა­ვუ­რი სა­მარ­თლის წყა­რო­ებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე იმოგ­ზა­უ­რა თურ­ქეთ­სა და ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე და უშუ­ა­ლოდ გა­ეც­ნო სლავ­თა ყო­ფა­სა და კულ­ტუ­რას. რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აზი­ურ დე­პარ­ტა­მენ­ტში და გა­ნა­გებ­და სამ­ხრეთ სლავ­თა საქ­მე­ებს. მალე იგი ბელგრად­ში გა­და­იყ­ვა­ნეს რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს მდივ­ნად, ხოლო 1873 წლის დამ­დეგს კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში და­ი­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მე­ო­რე მდივ­ნად.

მოღ­ვა­წე­ო­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი

რუ­სე­თის ელჩი კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში ამ დროს იყო გრა­ფი ნ. იგ­ნა­ტი­ე­ვი. ალექ­სი წე­რეთ­ლის, რო­გორც სა­ელ­ჩოს მდივ­ნის, ხელ­ში გა­დი­ო­და სა­ელ­ჩო­ში ბულ­გა­რე­თი­დან შე­მო­სუ­ლი მთე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ცია, რომ­ლი­და­ნაც ცხა­დი იყო, რომ ბულ­გა­რე­ლე­ბი სულ მალე და­ი­წყებ­დნენ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბას. 1876 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს ბულ­გა­რე­ლე­ბი აჯანყდე­ნენ. მათი თავ­და­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ამ აჯან­ყე­ბა სის­ხლში ჩა­ახ­შო, რა­საც უსას­ტი­კე­სი რეპ­რე­სი­ე­ბი მოჰ­ყვა.

ასეთ გარ­თუ­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ი­ნიშ­ნა 28 წლის ალექ­სი წე­რე­თე­ლი რუ­სე­თის ვი­ცე­კონ­სუ­ლად ბულ­გა­რეთ­ში. იგი 1876 წლის 5 ივ­ნისს ჩა­ვი­და პლოვ­დივ­ში და ამ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით იცავ­და ბულ­გა­რე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს. იყო იმ კო­მი­სი­ის წევ­რი, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლი­და თურ­ქე­ბის მიერ ბულ­გა­რეთ­ში ჩა­დე­ნილ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბებს.

1877-1878 წლე­ბის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დროს რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თურ­ქე­თი­დან გა­იწ­ვი­ეს. რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ალექ­სი წე­რე­თე­ლი მო­ხა­ლი­სედ შე­ვი­და მოქ­მედ არ­მი­ა­ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო დუ­ნა­ი­ზე გა­დას­ვლი­სას წარ­მო­ე­ბულ ბრძო­ლებ­ში.

ბალ­კა­ნე­თის ლაშ­ქრო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან იგი წერ­და დღი­ურს, რო­მე­ლიც შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­თა­უ­რით:

„წე­რი­ლე­ბი ლაშ­ქრო­ბი­დან. რუ­მი­ნე­თი-ტირ­ნო­ვო; ბალ­კა­ნე­თის ლაშ­ქრო­ბა“.

ალექ­სი წე­რე­თელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნა თავი ტირ­ნო­ვოს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას და ტე­ლიშ­თან ბრძო­ლა­ში. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კვლავ დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და და 1878 წლის 24 აგ­ვის­ტოს გე­ნე­რა­ლურ კონ­სუ­ლად და­ი­ნიშ­ნა ფი­ლი­პო­პოლ­ში. 1878 წლის ბერ­ლი­ნის კონ­გრე­სის შემ­დეგ იგი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და აღ­მო­სავ­ლეთ რუ­მე­ლი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რა­მაც მას დიდი სა­ხე­ლი და ნდო­ბა მო­უ­პო­ვა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

1882 წელს, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო, ალექ­სი წე­რე­თელ­მა და­ტო­ვა რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის პოს­ტი აღ­მო­სავ­ლეთ რუ­მე­ლი­ა­ში და რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი თა­ვის მა­მულ­ში, სო­ფელ ლა­პი­აგ­ში, ტამ­ბო­ვის გუ­ბერ­ნი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც 1883 წლის 16 მა­ისს 35 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ცე­მა სავ­სეა უიშ­ვი­ა­თე­სი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით, რო­მელ­საც ავ­ტო­რი, ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში აგ­რო­ვებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, შე­იქ­მნა წიგ­ნი, რომ­ლის მსგავ­სიც აქამ­დე არ გა­მო­ცე­მუ­ლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?

ადამიანს ისტორია იმისათვის სჭირდება, რომ გაიგოს აწმყოს წარმოშობის შესახებ. რა იყო ჩვენამდე? რამ მოგვიყვანა ასეთ ცხოვრებამდე? რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში? ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების ამბავი შეიძლება ერთგვარ ეტალონადაც იქცეს. მიბაძვის მაგალითი გახდეს. შეუძლებელია ისეთი ადამიანის ცხოვრებამ, რომელმაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი და ბევრი კეთილი საქმე ჩაიდინა, არ აღგიძრას სიამაყის შეგრძნება.

ისტორია ხომ ერთგვარი „დროის მანქანაა“. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეგიძლია აღმოჩნდე სხვა საუკუნეში. საკმარისია, უბრალოდ ისტორიის წიგნი გადაშალო.

საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით, უამრავი ქართველი აღმოჩნდა სამშობლოს მიღმა. ზოგი მტრის შემოსევებისა და ომების შემდეგ დაიკარგა უგზოუკვლოდ, ზოგი ნებით, საკუთარი გადაწყვეტილებით გაემგზავრა ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა მართლაც უკვალოდ გაქრა, ბევრის სახელი და საქმეები კი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ შემოინახა. ამ უცნობი ქართველების შესახებ ინფორმაციას „ხელოვნების სასახლის“ დირექტორის გიორგი კალანდიას წიგნში - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - ვიპოვით. ეს არის ამბები მთელი მსოფლიოდან იმ ქართველთა კვალის შესახებ, რომელთა დიდ ნაწილს არათუ არ ვიცნობთ, მათ შესახებ არც კი გვსმენია.

12-ტომეული 16 ნოემბრიდან თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს ისტორიაში.

სოფელი ბულგარეთში, რომელსაც ქართველი თავადის სახელი ჰქვია

წერეთლევო - ასე ჰქვია სოფელს ბულგარეთში, სადაც ამჟამად 355 ადამიანი ცხოვრობს. მას ძველად დუმანლი ერქვა. 1930 წელს სოფლის მაცხოვრებლებმა ბულგარეთის მეფეს თხოვნით მიმართეს, რომ სოფლისათვის თავადისა და დიპლომატის, ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთლის სახელი ეწოდებინათ.

ალექსი, რომელსაც მრავალი დამსახურება მიუძღვის, ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის - აკაკი წერეთლის ბიძაშვილი იყო.

ალექსი წერეთლის მიერ შეგროვებული ცნობებით მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ბულგარეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და თურქთა ბარბაროსობა. ის ბულგარეთის ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე და დამცველი იყო.

ბულგარეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად პლოვდივიდან გაემგზავრა და პირადად ინახულა ბულგარელებით დასახლებული სოფლები. მდგომარეობა უმძიმესი იყო, ბულგარელები ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ ‒ სადამსჯელო ექსპედიციებს გადარჩენილებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ. ამიტომაც ალექსი წერეთელი ჯერ ნ. იგნატიევისგან, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდა თანხებს მოსახლეობის გადასარჩენად. მან ბულგარეთში დააარსა უცხოელთა საქველმოქმედო საზოგადოება, რომელსაც შეუერთდნენ რიგი დასავლეთის სახელმწიფოების კონსულები. საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით დაარსდა თავშესაფარი ასი ქვრივისა და ობლისათვის.

„რუსეთ-თურქეთის ომის დროს თავადი წერეთელი ქალაქ პლოვდივში, საკონსულოში მუშაობდა. უმძიმესი პერიოდი იდგა. 1876 წელს ბულგარეთში ოსმალთა წინააღმდეგ საერთო სახალხო აჯანყება დაიწყო. ეს სოფელი აჯანყების ეპიცენტრად იქცა. სწორედ აქ დააპატიმრეს ჩვენი გმირი ლევსკი, შეთქმული თავადის ქალები, სოფლის მოსახლეობა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ყველა მათგანს წამებით სიკვდილი ელოდა, თუმცა დატყვევებულებს პლოვდივიდან თავადი წერეთელი გამოესარჩლა. მისმა ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა ნიჭმა ოსმალო დამპყრობლები მოალბო. წერეთელმა ყველა დატყვევებული ბულგარელის დახსნა და უსაფრთხო ადგილებში გახიზნვა შეძლო“.

ბიოგრაფიული ცნობები

დაიბადა 1848 წელს. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ ლოზანაში სწავლობდა. 1865 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი სტუდენტობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მეფის რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესდა სლავთა საკითხით, კერძოდ, სამხრეთ სლავთა მდგომარეობით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქებს ჰყავდათ დაპყრობილნი. ალექსი წერეთელი სტუდენტობიდანვე დაინტერესდა სლავთა ისტორიითა და კულტურით, გულმოდგინედ სწავლობდა სლავურ კილოკავებს და სლავური სამართლის წყაროებს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და უშუალოდ გაეცნო სლავთა ყოფასა და კულტურას. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში გადაიყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად.

მოღვაწეობა და დამსახურებები

რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლში ამ დროს იყო გრაფი ნ. იგნატიევი. ალექსი წერეთლის, როგორც საელჩოს მდივნის, ხელში გადიოდა საელჩოში ბულგარეთიდან შემოსული მთელი კორესპონდენცია, რომლიდანაც ცხადი იყო, რომ ბულგარელები სულ მალე დაიწყებდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1876 წლის აპრილის ბოლოს ბულგარელები აჯანყდენენ. მათი თავდადების მიუხედავად, ოსმალეთის იმპერიამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, რასაც უსასტიკესი რეპრესიები მოჰყვა.

ასეთ გართულებულ მდგომარეობაში დაინიშნა 28 წლის ალექსი წერეთელი რუსეთის ვიცეკონსულად ბულგარეთში. იგი 1876 წლის 5 ივნისს ჩავიდა პლოვდივში და ამ დროიდან მოყოლებული მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით იცავდა ბულგარელი ხალხის ინტერესებს. იყო იმ კომისიის წევრი, რომელიც შეისწავლიდა თურქების მიერ ბულგარეთში ჩადენილ ბოროტმოქმედებებს.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები თურქეთიდან გაიწვიეს. რუსეთში დაბრუნებისთანავე ალექსი წერეთელი მოხალისედ შევიდა მოქმედ არმიაში და მონაწილეობა მიიღო დუნაიზე გადასვლისას წარმოებულ ბრძოლებში.

ბალკანეთის ლაშქრობის პირველივე დღეებიდან იგი წერდა დღიურს, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა სათაურით:

„წერილები ლაშქრობიდან. რუმინეთი-ტირნოვო; ბალკანეთის ლაშქრობა“.

ალექსი წერეთელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ტირნოვოს განთავისუფლებისას და ტელიშთან ბრძოლაში. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდა და 1878 წლის 24 აგვისტოს გენერალურ კონსულად დაინიშნა ფილიპოპოლში. 1878 წლის ბერლინის კონგრესის შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ რუმელიის კონსტიტუციის შემუშავებაში, რამაც მას დიდი სახელი და ნდობა მოუპოვა ადგილობრივ მოსახლეობაში.

1882 წელს, მძიმე ავადმყოფობის გამო, ალექსი წერეთელმა დატოვა რუსეთის გენერალური კონსულის პოსტი აღმოსავლეთ რუმელიაში და რუსეთში დაბრუნდა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თავის მამულში, სოფელ ლაპიაგში, ტამბოვის გუბერნიაში გაატარა, სადაც 1883 წლის 16 მაისს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა სავსეა უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით, რომელსაც ავტორი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში აგროვებდა. საბოლოოდ, შეიქმნა წიგნი, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამოცემულა.

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?