სამართალი
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი და­ი­წყო. ვი­ტყო­დი, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი და­სა­წყი­სი იყო, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ში აშშ-ის ელ­ჩის და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პო­ზი­ტი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და.

„პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი და­ი­წყო. ვთქვით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად ვი­ტყო­დი, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი და­სა­წყი­სი იყო. მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლია, რომ პო­ზი­ცი­ე­ბი და­ვა­ახ­ლო­ვოთ, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გავცვა­ლეთ არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხა­რეს ჰქონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, აშშ-ის ელ­ჩის და ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პო­ზი­ტი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ უნდა იყოს მო­ლო­დი­ნი, რომ ოპო­ზი­ცი­ას­თან პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბო­და, თუმ­ცა პო­ზი­ტი­უ­რია, რომ დი­ა­ლო­გი და­ი­წყო, მხა­რე­ებ­მა გაც­ვა­ლეს არ­გუ­მენ­ტე­ბი.

მისი თქმით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კი­დევ ერთი რა­უნ­დი გა­ი­მარ­თე­ბა.

„პირ­ველ რიგ­ში პო­ზი­ტი­უ­რია, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის დი­ა­ლო­გი და­ი­წყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის კი­დევ ერთი რა­უნ­დი შედ­გე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა სა­კი­თხებს და იმ პო­ზი­ცი­ებს, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია პარ­ტი­ებს შო­რის, ჩვე­ნი პა­სუ­ხი და პო­ზი­ცია არის მკა­ფიო - მო­დით, ერ­თად გა­და­ვა­მოწ­მოთ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, კი­თხვა, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან იყო დას­მუ­ლი. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და გახ­სნი­ლი პო­ზი­ცია. გვსურს, მი­ვი­დეთ იმ შე­დეგ­თან, რო­დე­საც ყვე­ლა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში პა­ტივს სცემს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნდა ჰქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ძი­რი­თა­დი შე­თან­ხმე­ბე­ბი მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა არის პო­ზი­ტი­უ­რი. გავცვა­ლეთ არ­გუ­მენ­ტე­ბი. რაც მთა­ვა­რია კონ­სტრუქ­ცი­ულ გა­რე­მო­ში მო­ვუს­მი­ნეთ ერ­თმა­ნეთს. მჯე­რა და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

მისი თქმით, მხა­რე­ებს შო­რის მო­რი­გი შეხ­ვედ­რა და­ი­გეგ­მა, თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

„ჩვენ და­მა­ტე­ბით შევ­თან­ხმდე­ბით შემ­დგო­მი შეხ­ვედ­რის დრო­ზე. მო­თხოვ­ნე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვეა. ჩვენ გა­და­ვე­ცით ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი, გა­ვუ­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს. აი, ეს იყო დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა. დღეს ჩვენ გვქონ­და ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, სხვა არა­ფე­რი, მაგ­რამ შევ­თან­ხმდით შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე. დღე­ზე და დრო­ზე და­მა­ტე­ბით შევ­თან­ხმდე­ბით “, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"ყვე­ლა ვთვლით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც უნდა გა­ნი­მუხ­ტოს და რა­ღა­ცა ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა არის მი­საღ­წე­ვი", - ამის შე­სა­ხებ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

„ამ შეხ­ვედ­რა­ზე იყო პო­ზი­ცი­ე­ბის გაც­ვლა, პარ­ტი­ებ­მა მოვ­ყე­ვით ჩვე­ნი ხედ­ვა, თუ რო­გორ ვა­ფა­სებთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და ცოტა ხნის წინ და ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო ის, რაც არა­ერ­თხელ გვაქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი და იყო ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცია - ისი­ნი რო­გორ აფა­სე­ბენ ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს. ეს იყო და ეს ამ შეხ­ვედ­რა­ზე, რა­ზეც შევ­თან­ხმდით არის ის, რომ კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის დრო და ად­გი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით.

ჩვე­ნი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის სურ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი ყვე­ლა­სი და ატ­მოს­ფე­რო არის ასე­თი, რომ ყვე­ლა ვთვლით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც უნდა გა­ნი­მუხ­ტოს და რა­ღა­ცა ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა არის მი­საღ­წე­ვი," - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით, კი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე, ქვე­ყა­ნა­ში კონ­სო­ლი­და­ცია ვერ მოხ­დე­ბა.

"ნუ გვექ­ნე­ბა მო­ლო­დი­ნი, რომ ერთი ან თუნ­დაც ორი შეხ­ვედ­რით რა­ი­მე გა­და­წყდე­ბა, ეს არის უმ­ძი­მე­სი თემა... ქვე­ყა­ნა არის პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში. გან­სხვა­ვე­ბე­ბი არის უზარ­მა­ზა­რი. ჩვე­ნი, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ძა­ლე­ბის ამო­ცა­ნა არის, რომ თან­და­თან, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვე­ცა­დოთ კომ­პრო­მი­სის გა­მო­ძებ­ნა. იმე­დი მაქვს, სა­ბო­ლო­ოდ მო­ვა­ხერ­ხებთ შე­თან­ხმე­ბის­კენ წას­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

თუმ­ცა, მისი თქმით, შე­საძ­ლოა, ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გეს.

„არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გეს. ამის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს. ჩვე­ნი პო­ზი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლი და მტკი­ცეა. ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა­ში კონ­სო­ლი­და­ცია ვერ მოხ­დე­ბა. თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დიც ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ მათი აზ­რით, ამ კრი­ზის­ში დარ­ჩე­ნა სჯობს და ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ვიდ­რე ახა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს, რომ შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

„სტა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცია, რო­მე­ლიც შა­ბათს უნდა გა­ი­მარ­თოს, ძა­ლა­შია.

რო­გორც ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რა­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი გაც­ვა­ლეს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით კომ­პრო­მის­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. მისი თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბებს ელი­ან.

„ორი­ვე მხა­რემ - ოპო­ზი­ცი­ამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გვაქვს. არ ვა­ღი­ა­რებთ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, იმი­ტომ, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბია, თუმ­ცა დიდი ხანი მო­ვან­დო­მეთ იმას, რომ დე­ტა­ლუ­რად გაგ­ვეც­ვა­ლა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. ერთი, რა­ზეც შევ­თან­ხმდით ისაა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა. არ ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცია არის ერთი, და­ვა­ფიქ­სი­რეთ ის, რა­საც სა­ჯა­როდ ვამ­ბობ­დით, ეს არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სრუ­ლი ცვლი­ლე­ბა, ასე­ვე პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი, ბო­ი­კო­ტი, არ­ჩევ­ნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. შა­ბათს, 15:00 სა­ათ­ზე, აქ­ცია გვაქვს, ეს ძა­ლა­შია და პა­რა­ლე­ლუ­რად ვე­ლო­დე­ბით შემ­დგო­მი შეხ­ვედ­რის თა­რიღს.

კომ­პრო­მის­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ჩვენს პო­ზი­ცი­ა­ზე მყა­რად ვართ, გავცვა­ლეთ პო­ზი­ცი­ე­ბი, მათ შო­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ვე­ლო­დე­ბით გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კელი დეგ­ნა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ იმა­ზე, რომ სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით ოპო­ზი­ცი­ა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის ელ­ჩე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით შეხ­ვედ­რის მო­რი­გი რა­უნ­დი გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც მან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა, თუმ­ცა რო­დის და­ზუს­ტე­ბით ახლა ვერ იტყვის.

„იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დღეს შევ­თან­ხმდე­ბო­დით და ამით გა­ნი­მუხ­ტე­ბო­და ვი­თა­რე­ბა, რა თქმა უნდა, არ გვქო­ნია. დღეს, ერ­თა­დერ­თი რა­ზეც შევ­თან­ხმდით იყოს ის, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა ელ­ჩე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით. ჩვენ გვქონ­და ჩვე­ნი ხედ­ვა და არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რა­ტომ გა­ყალბ­და არ­ჩევ­ნე­ბი და რა­ტომ გა­ყალბ­და ტო­ტა­ლუ­რად. ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვთქვით ჩვე­ნი ხედ­ვით გა­მო­სა­ვა­ლი. ბა­ტონ თა­ლაკ­ვა­ძეს ჰქონ­და თა­ვის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მას­შტა­ბუ­რად არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა და გა­მო­სა­ვა­ლის მსგავ­სი, გარ­კვე­უ­ლი რა­ღაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ბო­დიშს გიხ­დით, მაგ­რამ ამ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, წესი არ არის და­ხუ­რულ კარს მირ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა, როცა შეხ­ვედ­რა არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. პრო­ცე­სი რომ და­იძ­რა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს არის კარ­გი. ჩვენ, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის გა­და­ხედ­ვას არ ვა­პი­რებთ. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რით. პრინ­ციპ­ში, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იყო. და­ნარ­ჩე­ნი,მომ­დევ­ნო რა­უნ­დზე უფრო მკა­ფიო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ს ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს შო­რის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
5

ხალხო დავიკიდოთ ყველანაირი ინტერესი და გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ყველა გაჭირვება,პანდემია,სიძულვილი,ზიზღი უპატივცემულობა!!ერათად ძლიერი ქვეყანა ავაშენოთ!!მარტივია ეს ვიყოთ საკუთარ თავთან მართალნიიი!!დავიღალეთ ერთმანეთის ღეჭვით!!!დღეს ვართ ხვალე არა ვიცხოვროთ რა!!!!

ჯიჯი ალფაიძე
52

აბა არანაირი კომუნიკაცია მთავრობასთანო?დროებითი მთავრობაო? ასე არ ბრძანა ბატონმა ალასანიამ...მგონი გასაგებად აუხსნეს ოპოზიციას ვინც არიან და სადაც არიან... ბრავო აშშ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობას პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა.

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვთქვით, რომ პოლიტიკური დიალოგი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დიდი სურვილია, რომ პოზიციები დავაახლოვოთ, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ოპოზიციასთან პირველივე შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდებოდა, თუმცა პოზიტიურია, რომ დიალოგი დაიწყო, მხარეებმა გაცვალეს არგუმენტები.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.

„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი შედგება, რაც შეეხება საკითხებს და იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია პარტიებს შორის, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს.

საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური. გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელი რჩება.

მისი თქმით, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.

„ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დროზე. მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. აი, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. დღეს ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, სხვა არაფერი, მაგრამ შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე. დღეზე და დროზე დამატებით შევთანხმდებით “, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი", - ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

„ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია - ისინი როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო და ეს ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცით.

ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე როგორც ჩვენი ყველასი და ატმოსფერო არის ასეთი, რომ ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი," - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, კი ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება.

"ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა... ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. იმედი მაქვს, საბოლოოდ მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით, ამ კრიზისში დარჩენა სჯობს და ერთპარტიული პარლამენტი, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს, ძალაშია.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პოზიციები გაცვალეს, თუმცა ჯერჯერობით კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებებს ელიან.

„ორივე მხარემ - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, თუმცა ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, არჩევნების გაგრძელება. შაბათს, 15:00 საათზე, აქცია გვაქვს, ეს ძალაშია და პარალელურად ველოდებით შემდგომი შეხვედრის თარიღს.

კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ, გავცვალეთ პოზიციები, მათ შორის მტკიცებულებები. ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ საარჩევნო საკითხთან მიმართებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ელჩების შუამავლობით შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება, თუმცა როდის დაზუსტებით ახლა ვერ იტყვის.

„იმის მოლოდინი, რომ დღეს შევთანხმდებოდით და ამით განიმუხტებოდა ვითარება, რა თქმა უნდა, არ გვქონია. დღეს, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით იყოს ის, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ელჩების შუამავლობით. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები და რატომ გაყალბდა ტოტალურად. ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვთქვით ჩვენი ხედვით გამოსავალი. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავის არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავალის მსგავსი, გარკვეული რაღაც შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, წესი არ არის დახურულ კარს მირმა მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა, როცა შეხვედრა არ არის დასრულებული. პროცესი რომ დაიძრა და მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს ეს არის კარგი. ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ ვუთხარით. პრინციპში, ჩვენი მოთხოვნა ერთსულოვანი იყო. დანარჩენი,მომდევნო რაუნდზე უფრო მკაფიო იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.

"ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა" - რას წერს ღია წერილში პოლიტიკაში წასული ელისო ბოლქვაძე?

ალეკო ელისაშვილი: "ამ უსინდისობებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ"

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის