მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"
"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

ამე­რი­კულ გა­ზეთ "პო­ლი­ტი­კო“-ს («Politico») ევ­რო­პულ ვერ­სი­ა­ში და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით "რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ევ­რო­კავ­ში­რის და­მარ­ცხე­ბას ნიშ­ნავს“, რო­მელ­ში გან­ხი­ლუ­ლია რუ­სეთ-თურ­ქე­თის როლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხში, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პერ­სპექ­ტი­ვა, მა­სა­ლა­ში გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლია აგ­რეთ­ვე ევ­რო­კავ­ში­რის პა­სი­უ­რო­ბა (ავ­ტო­რი - ნიკუ პო­პეს­კუ, ევ­რო­საბ­ჭოს "დიდი ევ­რო­პის“ პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი).

"ახლა, როცა კონ­ფლიქ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ალ­ბათ, ისევ გა­ი­ყი­ნა, შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რი შო­რი­დან უყუ­რებ­და და სულ უფრო უსარ­გებ­ლო ხდე­ბო­და თა­ვის მე­ზობ­ლე­ბი­სათ­ვის, რე­გი­ონ­ში ორი აშ­კა­რა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და - რუ­სე­თი და თურ­ქე­თი, რომ­ლებ­მაც კავ­კა­სი­ა­ში თა­ვი­ან­თი ძა­ლის დე­მონ­სტრა­ცია მო­ახ­დი­ნეს. თუ ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვის სტრა­ტე­გი­ას არ შეც­ვლის, მა­შინ ის ისევ დამ­კვირ­ვებ­ლის როლ­ში გა­მო­ვა, სხვე­ბი კი თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად პრაქ­ტი­კუ­ლად იმოქ­მე­დე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ:

"შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა გა­ი­მარ­ჯვა, სომ­ხე­თი კი და­მარ­ცხდა, მაგ­რამ ორი­ვე­სათ­ვის სი­ტუ­ა­ცია არც ისე მარ­ტი­ვი არ არის. ბა­ქო­სათ­ვის ეს არა იმ­დე­ნად გა­მარ­ჯვე­ბაა, რამ­დე­ნა­დაც ეშ­მაკ­თან გა­რი­გე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ მდე­ბა­რე შვი­დი რა­ი­ო­ნი და­იბ­რუ­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, მთი­ან ყა­რა­ბაღს ანკლა­ვის სა­ხით შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, თუმ­ცა ან­გა­რიშს გა­უ­წევს და შე­უ­რიგ­დე­ბა გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს თა­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში.

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ყოფ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (რუ­სუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩათ­ვლით), მოს­კოვს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და აზერ­ბა­ი­ჯან­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ბერ­კე­ტე­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ
11:17 / 11-11-2020

"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

19:12 / 11-11-2020

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

12:19 / 13-11-2020

"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი

10:37 / 17-11-2020

"კავკასიის მთების მიღმა, რუსეთის ე.წ. "ახლო საზღვარგარეთში“ პუტინი ერთადერთი "მეფე" აღარ არის. რუსულ ჰეგემონიას თურქეთმა საფრთხე შეუქმნა" - რას წერს შვედური გამოცემა?

10:04 / 18-11-2020

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი ახლა სულ უფრო და­ემ­სგავ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ორ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონს - აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს - 2008 წლამ­დე მდგო­მა­რე­ო­ბით. ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ რუ­სე­თი­სათ­ვის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი ზო­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით მოს­კო­ვი, სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რას მარ­თავ­და. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც გვერ­დით და­უდ­გა: ალ­ბათ, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მოს­კოვს და ბა­ქოს ერ­თმა­ნეთ­თან იდი­ლი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ რუ­სე­თის ყოფ­ნა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­მა­ვა­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის წყა­როდ იქ­ცეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთს, ერე­ვა­ნი ნა­წი­ლობ­რივ კი ინარ­ჩუ­ნებს გარ­კვე­ულ დე-ფაქ­ტო კონ­ტროლს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ზე რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით, მაგ­რამ ამით მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, რა­საც სა­მო­მავ­ლოდ კრემ­ლი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებს. სომ­ხე­თი ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მოს­კოვს ბევრ არა­სა­სურ­ველ სა­კი­თხში და­ე­თან­ხმოს (სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში).

ნამ­დვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რუ­სე­თი და თურ­ქე­თი არი­ან. მოს­კოვ­მა სომ­ხეთ­ზე გავ­ლე­ნა გა­ა­ფარ­თო­ვა, ან­კა­რამ კი აჩ­ვე­ნა, რომ იგი თა­ვი­სი მო­კავ­ში­რის ერ­თგუ­ლია. თურ­ქეთ­მა სა­კუ­თა­რი ია­რა­ღის რეკ­ლა­მი­რე­ბაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აშ­კა­რაა, რომ მოს­კო­ვი და ან­კა­რა ერ­თმა­ნეთ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ევ­რო­კავ­ში­რის რე­პუ­ტა­ცი­ას და მის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას კარ­გს არა­ფერს უქა­დის. აშ­კა­რაა, რომ მის ახ­ლოს მდე­ბა­რე რე­გი­ონ­ში მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის (თურ­ქე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რუ­სე­თი) სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა სულ უფრო მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა: ვი­საც რო­გორ სურს, უცე­რე­მო­ნი­ოდ ატა­რებს თა­ვის პო­ლი­ტი­კას - სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­დან ლი­ბი­ამ­დე და სი­რი­ამ­დე. სა­ნამ ევ­რო­კავ­ში­რი მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს, ეს ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ პრობ­ლე­მის სწრა­ფი გა­და­წყვე­ტა (ვთქვათ, ჯა­რის გაგ­ზავ­ნით) ევ­რო­კავ­შირს ყვე­ლა პე­რი­ფე­რი­ა­ში არ შე­უძ­ლია, მაგ­რამ მას აქვს ერთი ვა­რი­ან­ტი მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის: გა­აღ­რმა­ოს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ ფლან­გებ­ზე. ევ­რო­კავ­ში­რი უნდა გახ­დეს ის ძალა, რო­მელ­საც გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­შიც. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ხმას და უფრო მე­ტად მო­უს­მე­ნენ მას იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც მის პო­ზი­ცი­ას ყვე­ლა­ზე მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
20

ევროკავშირს როგორც ყოველთვის თავი არ შეუწუხებია, და აბა რას ელოდენ. შეშფოთება კი, იცოცხლე.

ლოლო
63

ევროპას და ამერიკას კიდევ ერთხელ დიდი პანღური ამოკრა რუსეთმა .საცოდავი კნავილით რო ეხმიანებოდნენ ამ საშინელ ომს.რუსეთის ერთგული მეგობრობა კი ჩვენ დიდი ხანია ვიწვნიეთ ტოტლებენის სახით,დარღვეული შეთანხმებებით აფხაზეთის ომის დროს.ახლა ბიძოს საშუალებით საქართველოდანაც გააძევებენ დასავლეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

ამერიკულ გაზეთ "პოლიტიკო“-ს («Politico») ევროპულ ვერსიაში დაბეჭდილია სტატია სათაურით "რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს“, რომელში განხილულია რუსეთ-თურქეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პერსპექტივა, მასალაში გაკრიტიკებულია აგრეთვე ევროკავშირის პასიურობა (ავტორი - ნიკუ პოპესკუ, ევროსაბჭოს "დიდი ევროპის“ პროგრამის დირექტორი).

"ახლა, როცა კონფლიქტი ოფიციალურად, ალბათ, ისევ გაიყინა, შექმნილ სიტუაციაში, ვიდრე ევროკავშირი შორიდან უყურებდა და სულ უფრო უსარგებლო ხდებოდა თავის მეზობლებისათვის, რეგიონში ორი აშკარა გამარჯვებული გამოვლინდა - რუსეთი და თურქეთი, რომლებმაც კავკასიაში თავიანთი ძალის დემონსტრაცია მოახდინეს. თუ ევროკავშირი თავის სტრატეგიას არ შეცვლის, მაშინ ის ისევ დამკვირვებლის როლში გამოვა, სხვები კი თავის ინტერესების შესაბამისად პრაქტიკულად იმოქმედებენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:

"შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს, რომ აზერბაიჯანმა გაიმარჯვა, სომხეთი კი დამარცხდა, მაგრამ ორივესათვის სიტუაცია არც ისე მარტივი არ არის. ბაქოსათვის ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე შვიდი რაიონი დაიბრუნა და, შესაბამისად, მთიან ყარაბაღს ანკლავის სახით შეინარჩუნებს, თუმცა ანგარიშს გაუწევს და შეურიგდება გარკვეულ შეზღუდვებს თავის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების სისტემაში.

რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების გათვალისწინებით (რუსული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩათვლით), მოსკოვს მოულოდნელად ხელში ჩაუვარდა აზერბაიჯანში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბერკეტები.

მთიანი ყარაბაღი ახლა სულ უფრო დაემსგავსება საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - 2008 წლამდე მდგომარეობით. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რუსეთისათვის გეოპოლიტიკურად კომფორტული კონფლიქტური ზონები, რომელთა მეშვეობით მოსკოვი, სურვილის მიხედვით, საქართველოში ტემპერატურას მართავდა. ახლა საქართველოს აზერბაიჯანიც გვერდით დაუდგა: ალბათ, მოკლევადიან პერსპექტივაში მოსკოვს და ბაქოს ერთმანეთთან იდილიური ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ რუსეთის ყოფნა მთიან ყარაბაღში შეიძლება რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში მომავალი დაძაბულობის წყაროდ იქცეს.

რაც შეეხება სომხეთს, ერევანი ნაწილობრივ კი ინარჩუნებს გარკვეულ დე-ფაქტო კონტროლს მთიან ყარაბაღზე რუსეთის დახმარებით, მაგრამ ამით მისი დამოკიდებულება რუსეთზე მკვეთრად გაიზარდა, რასაც სამომავლოდ კრემლი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. სომხეთი ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ იძულებული გახდება მოსკოვს ბევრ არასასურველ საკითხში დაეთანხმოს (საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში).

ნამდვილი გამარჯვებულები კი, საბოლოო ჯამში, რუსეთი და თურქეთი არიან. მოსკოვმა სომხეთზე გავლენა გააფართოვა, ანკარამ კი აჩვენა, რომ იგი თავისი მოკავშირის ერთგულია. თურქეთმა საკუთარი იარაღის რეკლამირებაც განახორციელა. აშკარაა, რომ მოსკოვი და ანკარა ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

ეს ყველაფერი კი ევროკავშირის რეპუტაციას და მის საგარეო პოლიტიკას კარგს არაფერს უქადის. აშკარაა, რომ მის ახლოს მდებარე რეგიონში მეზობელი სახელმწიფოების (თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მილიტარიზებული ხდება: ვისაც როგორ სურს, უცერემონიოდ ატარებს თავის პოლიტიკას - სამხრეთ კავკასიიდან ლიბიამდე და სირიამდე. სანამ ევროკავშირი მხოლოდ დიპლომატიურ საშუალებებს იყენებს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. გასაგებია, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა (ვთქვათ, ჯარის გაგზავნით) ევროკავშირს ყველა პერიფერიაში არ შეუძლია, მაგრამ მას აქვს ერთი ვარიანტი მოქმედებისათვის: გააღრმაოს პარტნიორული ურთიერთობები ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე. ევროკავშირი უნდა გახდეს ის ძალა, რომელსაც გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროშიც. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცევენ ყურადღებას ევროკავშირის ხმას და უფრო მეტად მოუსმენენ მას იმ რეგიონში, სადაც მის პოზიციას ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს“. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ფაშინიანს ხელი უნდა მოეწერა, ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს" - ალიევი

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა გაიკეთა - რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკელი ექსპერტი