მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს
საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მრა­ვალ­გვა­რი გზა არ­სე­ბობს, თუმ­ცა მე­დი­ცი­ნა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა და წლი­დან წლამ­დე იქ­მნე­ბა ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის ახა­ლი გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ფა­გო­თე­რა­პი­ას, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გზაა. სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას არ აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და სწო­რედ ეს არის მისი უნი­კა­ლუ­რო­ბის ერთ–ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი თბი­ლის­ში თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნეა არ­სე­ბობს და მას­ში 1000-ზე მეტი ფა­გია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. კო­ლექ­ცია, ასე­ვე, მო­ი­ცავს 44 გვა­რი­სა და 180 ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 12 000-ზე მეტ ბაქ­ტე­რი­ულ შტამს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყო­ფი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში.

ფა­გო­თე­რა­პი­ის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას ერთი ფან­ჯრის პრინ­ციპ­ზე თა­ვად გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე

რა არის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი?

ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი ან ფაგი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამორ­ჩე­ვით ანად­გუ­რებს ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებს. ის აქ­ტი­უ­რად მრავ­ლდე­ბა ბაქ­ტე­რი­ის შიგ­ნით და იწ­ვევს მის დაშ­ლას. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი ფარ­თოდ არი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში. თა­ვი­სი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­გე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ში.

რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით?

გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი თბი­ლის­ში, 1923 წელს და­არ­სდა და დღემ­დე გო­თუ­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა­ში, გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თველ მიკ­რო­ბი­ო­ლოგ გი­ორ­გი ელი­ა­ვას­თან ერ­თად, დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის კა­ნა­დელ მეც­ნი­ერს, ფე­ლიქს დე­რელს, რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის ფე­ნო­მე­ნის ერთ-ერთი აღ­მომ­ჩე­ნია. 1930-იან წლებ­ში, ეს ორი მეც­ნი­ე­რი ერ­თად მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც და­ი­ბა­და იდეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის, ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის მსოფ­ლიო ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის (ვაქ­ცი­ნე­ბი, შრა­ტე­ბი, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­მე­ბი, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი) შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და წარ­მო­ე­ბა­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი: გი­ორ­გი ელი­ა­ვა, ფე­ლიქს დე­რე­ლი, ელე­ნე მა­ყაშ­ვი­ლი

დღეს, გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ფარ­თო და ღი­რე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მე­ბი­სა და მათ მი­მართ აქ­ტი­უ­რი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის კო­ლექ­ცი­ით. ამ­ჟა­მად, ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის შტა­მე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის ეროვ­ნულ კო­ლექ­ცი­ა­ში, ადა­მი­ა­ნის, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გა­მომ­წვე­ვე­ბის მი­მართ 1000-ზე მეტი სპე­ცი­ფი­უ­რი ფა­გია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. კო­ლექ­ცია, ასე­ვე მო­ი­ცავს 44 გვა­რი­სა და 180 ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 12 000-ზე მეტ ბაქ­ტე­რი­ულ შტამს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყო­ფი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე (ევ­რო­პა, აზია, ავ­სტრა­ლია და აფ­რი­კა).

ინ­სტი­ტუ­ტში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა კვლე­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი მა­ინც ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნა და შეს­წავ­ლაა, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ცხო­ველ­თა, მცე­ნა­რე­თა და გა­რე­მოს და­სა­ცა­ვად.

რა­ტომ არის ფა­გო­თე­რა­პია მკურ­ნა­ლო­ბის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი?

ფა­გო­თე­რა­პია - მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­დე­გი­ა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი, მათ შო­რის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მდგრა­დი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს. ფაგი წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის ისეთ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს, რო­გო­რი­ცაა მაგ. მე­ტი­ცი­ლინ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი სტა­ფი­ლო­კო­კი (MRSA), ბეტა-ლაქ­ტა­მა­ზე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი (ESBL), კარ­ბა­პე­ნემ-რე­ზი­ტენ­ტუ­ლი (CRE) და ვან­კო­მი­ცინ-რე­ზის­ტენ­ტუ­ლი (VRE) შტა­მე­ბი, რაც დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ცი­ნის დი­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ფაგი, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბი­ო­ფილ­მე­ბის დროს, რო­დე­საც მე­დი­კა­მენ­ტის შეღ­წე­ვა ბი­ო­ფილ­მებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ფა­გის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევს გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი. ეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვირუ­სი, ასე­ვე ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში ნორ­მა­ლუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და აღ­დგე­ნას (მაგ. ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლუ­რი მიკროფ­ლო­რა).

მსოფ­ლი­ო­ში, დღე­ვან­დე­ლი მზარ­დი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო-რე­ზის­ტენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში, ფა­გო­თე­რა­პია, რო­მე­ლიც თით­ქმის ერთ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მო­მავ­ლის მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­გად.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი

რას ნიშ­ნავს ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბი­სას ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პი?

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, მას­თან ასო­ცი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად წარ­მო­ად­გენს ე.წ. კონ­სორ­ცი­უმს, რო­მე­ლიც ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კერ­ძოდ, ერ­თი­და­ი­გი­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­მოყ­რი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი - სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და აფ­თი­ა­ქი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ერ­თო იდე­ე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გარ­შე­მო, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეფექ­ტურ, ფაგ­ზე-და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას. სწო­რედ, ერთ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ჯან­სა­ღი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა აძ­ლი­ე­რებს და აუმ­ჯო­ბე­სებს ურ­თი­ერთ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რაც ხდის მათ წარ­მა­ტე­ბულ და მო­წი­ნა­ვე კომ­პა­ნი­ად მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი

მის: გო­თუ­ას ქუჩა #3

ტელ: +995 32 2 37 02 15

ელ-ფოს­ტა: info@pha.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
moqalaqe
2

ძაან მაგარი როგრც იქნა დაიბეცდა სტატიას საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ვერაფერმა ვერ მიშველა მიშველა მხოლოდ ფაგებმა ცოტა ექიმებს ამას რომ ვაბობ დიდად არ სიამოვნებთ ხოლმე . ხალხიც ძალიან კარგები არიან ყველა

თინა
5

მეც მიფიქრია, იქნებ მოერიოს კორონას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მრავალგვარი გზა არსებობს, თუმცა მედიცინა მუდმივად ვითარდება და წლიდან წლამდე იქმნება ახალი პრეპარატები, დაავადებასთან ბრძოლის ახალი გზები და საშუალებები. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ფაგოთერაპიას, რომელიც მკურნალობის სრულიად განსხვავებული და ძალიან ეფექტური გზაა. სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, ფაგებით მკურნალობას არ აქვს გვერდითი მოვლენები და სწორედ ეს არის მისი უნიკალურობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში თითქმის ერთი საუკუნეა არსებობს და მასში 1000-ზე მეტი ფაგია რეგისტრირებული. კოლექცია, ასევე, მოიცავს 44 გვარისა და 180 ბაქტერიული სახეობის 12 000-ზე მეტ ბაქტერიულ შტამს, რომლებიც გამოყოფილია როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ფაგოთერაპიის უნიკალური თვისებებისა და ფაგებით მკურნალობისას ერთი ფანჯრის პრინციპზე თავად გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე გვესაუბრება.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მზია ქუთათელაძე

რა არის ბაქტერიოფაგი?

ბაქტერიოფაგი ან ფაგი არის ვირუსი, რომელიც ამორჩევით ანადგურებს ბაქტერიულ უჯრედებს. ის აქტიურად მრავლდება ბაქტერიის შიგნით და იწვევს მის დაშლას. ბაქტერიოფაგები ფართოდ არიან გავრცელებული გარემოში. თავისი ცხოველქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაგები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პროცესებში.

რით არის გამორჩეული გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიო მასშტაბით?

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში, 1923 წელს დაარსდა და დღემდე გოთუას ქუჩაზე მდებარეობს. ინსტიტუტის დაარსებაში, გამოჩენილ ქართველ მიკრობიოლოგ გიორგი ელიავასთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის კანადელ მეცნიერს, ფელიქს დერელს, რომელიც ბაქტერიოფაგის ფენომენის ერთ-ერთი აღმომჩენია. 1930-იან წლებში, ეს ორი მეცნიერი ერთად მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც დაიბადა იდეა, საქართველოში უკვე არსებული ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის, ბაქტერიოფაგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ.

საბჭოთა პერიოდში, ელიავას სახელობის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის დაავადებების წინააღმდეგ ახალი ბიოლოგიური პრეპარატების (ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები, ფაგური პრეპარატები) შემუშავებასა და წარმოებაში.

მეცნიერები: გიორგი ელიავა, ფელიქს დერელი, ელენე მაყაშვილი

დღეს, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გამორჩეულია მსოფლიოში ყველაზე ფართო და ღირებული ბაქტერიული შტამებისა და მათ მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების კოლექციით. ამჟამად, ელიავას ინსტიტუტის შტამებისა და ბაქტერიოფაგების ეროვნულ კოლექციაში, ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების დაავადებების ბაქტერიული გამომწვევების მიმართ 1000-ზე მეტი სპეციფიური ფაგია რეგისტრირებული. კოლექცია, ასევე მოიცავს 44 გვარისა და 180 ბაქტერიული სახეობის 12 000-ზე მეტ ბაქტერიულ შტამს, რომლებიც გამოყოფილია როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე (ევროპა, აზია, ავსტრალია და აფრიკა).

ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, თუმცა კვლევების ძირითადი მიზანი მაინც ფაგური პრეპარატების შექმნა და შესწავლაა, ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარება ფაგური პრეპარატების პრაქტიკული გამოყენებისთვის. ფაგური პრეპარატები წარმატებით გამოიყენება როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს დასაცავად.

რატომ არის ფაგოთერაპია მკურნალობის უნიკალური მეთოდი?

ფაგოთერაპია - მკურნალობის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. ფაგებით მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანი ქრონიკული, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების დროს. ფაგი წარმატებით ებრძვის ისეთ მავნე ბაქტერიებს, როგორიცაა მაგ. მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკი (MRSA), ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი ბაქტერიები (ESBL), კარბაპენემ-რეზიტენტული (CRE) და ვანკომიცინ-რეზისტენტული (VRE) შტამები, რაც დღევანდელი მედიცინის დილემას წარმოადგენს. ფაგი, ასევე გამოიყენება ბაქტერიული ბიოფილმების დროს, როდესაც მედიკამენტის შეღწევა ბიოფილმებში შეუძლებელი ხდება. ფაგის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მაგალითად, ალერგიული რეაქციები. ეს ბაქტერიული ვირუსი, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური ბაქტერიული ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენას (მაგ. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა).

მსოფლიოში, დღევანდელი მზარდი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის პირობებში, ფაგოთერაპია, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის, განსაკუთრებული თავისებურებების გამო, შეიძლება ჩაითვალოს მომავლის მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

რას ნიშნავს ფაგებით მკურნალობისას ერთი ფანჯრის პრინციპი?

გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტი, მასთან ასოცირებულ დაწესებულებებთან ერთად წარმოადგენს ე.წ. კონსორციუმს, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს, კერძოდ, ერთიდაიგივე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი. ეს ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო, უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, ეფექტურ, ფაგზე-დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებას. სწორედ, ერთ სივრცეში არსებული სუბიექტების ჯანსაღი და კოლეგიალური თანაარსებობა აძლიერებს და აუმჯობესებს ურთიერთ მოღვაწეობას, რაც ხდის მათ წარმატებულ და მოწინავე კომპანიად მსოფლიო მასშტაბით.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

მის: გოთუას ქუჩა #3

ტელ: +995 32 2 37 02 15

ელ-ფოსტა: info@pha.ge