მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?
"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?

ჩვენ ვართ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში - ასე­თი დიდი თავ­შეყ­რე­ბი და შემ­დგომ უკვე უმარ­თა­ვი, და­უც­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბი, რა თქმა უნდა, ხელს შე­უ­წყობს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას ქვე­ყა­ნა­ში და ამას ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ ერთი კვი­რის შემ­დეგ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა 8 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი უფ­ლე­ბაა, თუმ­ცა და­ცუ­ლი უნდა იყოს ბა­ლან­სი.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეს არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შო­რის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა­ზე უფრო მა­ღა­ლი უფ­ლე­ბა არის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა. ამი­ტომ ჩვენ უნდა და­ვა­ბა­ლან­სოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რა თქმა უნდა, ვე­რა­ვის ვერ ავუკ­რძა­ლავთ და არ აუკ­რძა­ლავთ, რომ გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს ის, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად და­ცუ­ლი უნდა იქ­ნეს ის ყვე­ლა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ...

კი­დევ ერთხელ მო­წო­დე­ბაა, რომ ვი­საც ეკუთ­ვნის და ვინც არის რისკ ჯგუ­ფი, ავიც­რათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ
15:26 / 09-11-2020

"გეუბნებით, შეკრებები პანდემიაზე ცუდად მოქმედებს... ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში" - გამყრელიძე

15:10 / 09-11-2020

"არ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როცა ექიმს პაციენტებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება" - რას სთხოვენ ექიმები საზოგადოებას (უმძიმესი ფოტოები რეანიმაციიდან)

15:44 / 09-11-2020

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

15:58 / 09-11-2020

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბაა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ი­სათ­ვის ქვე­ყა­ნა­ში 38 000-მდე ადა­მი­ა­ნია უკვე აც­რი­ლი.

„ახლა არის უკვე ვირუ­სე­ბის სე­ზო­ნი. ჯერ გრი­პის ვირუ­სი არ ჩანს, არ ცირ­კუ­ლი­რებს, მაგ­რამ მალე ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი ცირ­კუ­ლი­რე­ბენ აქ­ტი­უ­რად. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მო­წო­დე­ბაა, რომ ვი­საც ეკუთ­ვნის და ვინც არის რისკ ჯგუ­ფი, ავიც­რათ. ვაქ­ცი­ნა საკ­მა­რი­სია, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტორს აქვს კი­დევ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა. დღე­ვან­დე­ლი დღის მო­ნა­ცე­მე­ბით, აც­რი­ლია 38 000-მდე ადა­მი­ა­ნი. ეს ცო­ტაა, ჩვენ გვაქვს ვაქ­ცი­ნის 235 000 დოზა, ასე­ვე გა­ტა­ნი­ლი აქვს ჯარს და პო­ლი­ცი­ას და იკე­თე­ბენ აც­რას, იც­რე­ბი­ან ჩემი კო­ლე­გე­ბიც. 5000 დი­ა­ბე­ტი­ა­ნია უკვე აც­რი­ლი, ასე­ვე 2400 დი­ა­ლეზ­ზე მყო­ფი, მო­ხუც­თა და ბავ­შვთა სახ­ლებ­ში უკვე 1000 ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი და ა.შ. და­ახ­ლო­ე­ბით 13 000 ჩვე­ნი კო­ლე­გაა ქვე­ყა­ნა­ში აც­რი­ლი. ექი­მი, ექთა­ნი, უმ­ცრო­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ერ­თად არის 50 000-მდე და და სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა იქ­ნეს აც­რი­ლი, რა­მე­თუ ისი­ნი წინა ხაზ­ზე არი­ან კო­ვი­დის. შარ­შან­დე­ლი დიდი რეტ­როს­პექტრუ­ლი კვლე­ვის ამო­ნა­რი­დი მინ­და გი­თხრათ, რომ გრიპ­ზე აც­რი­ლე­ბი და ის, ვინც კარ­გად იცავ­და გრი­პის სა­წი­ნაღ­მდე­გო ღონსძი­ე­ბებს გა­ზა­ფხულ­ზე თით­ქოს ნაკ­ლე­ბად დას­ნე­ბოვ­და კო­ვი­დით. ეს არ არის მკაც­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, გრიპ­ზე აცრა პირ­და­პირ არ იცავს, ის იცავს გრი­პის­გან, მაგ­რამ თუ გრიპ­ზე აც­რი­ლი ხართ ნო­ემ­ბერ­ში და დე­კემ­ბერ­ში, აღარ გვექ­ნე­ბა ზედ­დე­ბა ამ ორი ვირუ­სის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­ზღუდ­ვე­ბი არის ერთ-ერთი გზა მო­ბი­ლო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად და სწო­რედ ამის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ი­ტა­ნა ქვე­ყა­ნამ გა­ზა­ფხუ­ლი მშვი­დად.

„დღეს ყვე­ლა აკე­თებს წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებს, მაგ­რამ გლო­ბა­ლუ­რი, მას­შტა­ბუ­რი „ლოკ­და­უ­ნი“ არა­ვის აქვს. ყვე­ლას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, ზოგ­მა სრუ­ლად და­კე­ტა რეს­ტორ­ნე­ბი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეკო­ნო­მი­კის გა­ჩე­რე­ბა იქ­ნე­ბა ძლი­ან მძი­მე, ამი­ტომ ჩვენ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ ის, რომ ერთი მხრივ არ გა­ვა­ჩე­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, არ გა­ვა­ჩე­როთ სწავ­ლა, დის­ტან­ცი­ურ­ზე აქ­ტი­უ­რად უნდა იყოს გა­და­სუ­ლი და არის, მაგ­რამ უკვე იცით, დამ­კვიდ­რდა ჯამმრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის ასე­თი თეზა, რომ ყვე­ლა­ზე გვი­ან იკე­ტე­ბა სას­წავ­ლებ­ლე­ბი და ყვე­ლა­ზე ადრე იხ­სნე­ბა სას­წავ­ლებ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის თა­ო­ბა იყოს გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ ის, რომ არ გა­ვა­ჩე­როთ ეკო­ნო­მი­კა და რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბით გა­მო­ვი­დეთ, ანუ ვმარ­თოთ პან­დე­მია,“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
5

ბატონო ამირან, რით ვერ გამოცოცხლდენ კლინიკები და სადაზღვევო "არდი "კვირის ბოლოსო , ამდენი დრო იკარგება, რით ვერ ჩამოყალიბდენ?

მე
4

ინფიცირებულების რაოდენობა თუ გაიზრდება, მაინც ვერ გავიგებთ, რადგან აღარავის ტესტავთ. ყველას ეუბნებიან, თუ სიმპტომები გაქვთ, სახლში მოირჩინეთ, გატესტვა რაღად გინდათო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?

"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?

ჩვენ ვართ პანდემიის პერიოდში - ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი.

„მოგეხსენებათ, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ავუკრძალავთ და არ აუკრძალავთ, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ამასთან ერთად დაცული უნდა იქნეს ის ყველა პრევენციული ღონისძიება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ...

კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანაში 38 000-მდე ადამიანია უკვე აცრილი.

„ახლა არის უკვე ვირუსების სეზონი. ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ მალე ალბათ გამოჩნდება, მაგრამ სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ. ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს კიდევ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. დღევანდელი დღის მონაცემებით, აცრილია 38 000-მდე ადამიანი. ეს ცოტაა, ჩვენ გვაქვს ვაქცინის 235 000 დოზა, ასევე გატანილი აქვს ჯარს და პოლიციას და იკეთებენ აცრას, იცრებიან ჩემი კოლეგებიც. 5000 დიაბეტიანია უკვე აცრილი, ასევე 2400 დიალეზზე მყოფი, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში უკვე 1000 ადამიანია აცრილი და ა.შ. დაახლოებით 13 000 ჩვენი კოლეგაა ქვეყანაში აცრილი. ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი ერთად არის 50 000-მდე და და სასურველია, ყველა იქნეს აცრილი, რამეთუ ისინი წინა ხაზზე არიან კოვიდის. შარშანდელი დიდი რეტროსპექტრული კვლევის ამონარიდი მინდა გითხრათ, რომ გრიპზე აცრილები და ის, ვინც კარგად იცავდა გრიპის საწინაღმდეგო ღონსძიებებს გაზაფხულზე თითქოს ნაკლებად დასნებოვდა კოვიდით. ეს არ არის მკაცრი მტკიცებულება, გრიპზე აცრა პირდაპირ არ იცავს, ის იცავს გრიპისგან, მაგრამ თუ გრიპზე აცრილი ხართ ნოემბერში და დეკემბერში, აღარ გვექნება ზედდება ამ ორი ვირუსის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვები არის ერთ-ერთი გზა მობილობის შესამცირებლად და სწორედ ამის მეშვეობით გადაიტანა ქვეყანამ გაზაფხული მშვიდად.

„დღეს ყველა აკეთებს წერტილოვან შეზღუდვებს, მაგრამ გლობალური, მასშტაბური „ლოკდაუნი“ არავის აქვს. ყველას აქვს სერიოზული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგმა სრულად დაკეტა რესტორნები. ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკის გაჩერება იქნება ძლიან მძიმე, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთი მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკური აქტივობა, არ გავაჩეროთ სწავლა, დისტანციურზე აქტიურად უნდა იყოს გადასული და არის, მაგრამ უკვე იცით, დამკვიდრდა ჯამმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ასეთი თეზა, რომ ყველაზე გვიან იკეტება სასწავლებლები და ყველაზე ადრე იხსნება სასწავლებლები იმიტომ, რომ არ შეიძლება კორონავირუსის პანდემიის თაობა იყოს გაუნათლებელი. ამიტომ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ანუ ვმართოთ პანდემია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ქალაქები, სადაც სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან"