მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი
"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ამ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ქა­ლა­ქი შუშა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"დიდი სი­ა­მა­ყით ვა­ცხა­დებ, რომ ქა­ლა­ქი შუშა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სომ­ხუ­რი ოკუ­პა­ცი­ის­გან. შუშა ჩვე­ნია! ყა­რა­ბა­ღი ჩვე­ნია!" - გა­ნა­ცხა­და მან.

პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი თუ რო­გორ ტო­ვებს სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ქა­ლაქ შუ­შა­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში არ­სე­ბულ და­სახ­ლე­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქა­ლა­ქი შუშა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქია და ის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ე.წ. დე­და­ქა­ლაქ სტე­პა­ნა­კერ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

"მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და", - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სტე­პა­ნა­კერ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ ავი­ა­ი­ე­რი­ში შორი მოქ­მე­დე­ბის რა­კე­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის გა­მოც ქა­ლაქ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­გა­შის ზარი სამ­ჯერ გა­ის­მა.

არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრე­ზი­დენ­ტი არა­იკ არა­თუ­ნი­ა­ნი Facebook-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ სტე­პა­ნა­კერ­ტი ერთ-ერთ უმ­ძი­მეს გან­თი­ადს შეხ­ვდა.

"ჩვენ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა არა სი­ცო­ცხლის­თვის არა­მედ სიკ­ვდი­ლამ­დე", - წერს ის.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით კი, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა სომ­ხურ­მა მხა­რემ და­არ­ღვია, რა­საც სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა მოჰ­ყვა. მათი თქმით, სომ­ხე­თის არ­მი­ამ დიდი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და და უკან და­ხე­ვა მო­უ­წია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
36

ნიკოლ, დაგახიეს რუგზაგი? გიშველის სამოქალაქო სექტორი ეხლა...

pipinia
10

ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს ამ დიდ გამარჯვებას. მათი წყალი გადმოგვსხმოდეს და მალე აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება სრულიად საქართველოსთვისაც მოგველოცოს.!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია" - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.

"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა მან.

პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

"მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა", - ამ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათი თქმით, აზერბაიჯანის შეირაღებულმა ძალებმა სტეპანაკერტის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ავიაიერიში შორი მოქმედების რაკეტებით განახორციელეს, რის გამოც ქალაქში ღამის განმავლობაში განგაშის ზარი სამჯერ გაისმა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ არათუნიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სტეპანაკერტი ერთ-ერთ უმძიმეს განთიადს შეხვდა.

"ჩვენ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბრძოლა გრძელდება არა სიცოცხლისთვის არამედ სიკვდილამდე", - წერს ის.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხურმა მხარემ დაარღვია, რასაც საპასუხო ქმედება მოჰყვა. მათი თქმით, სომხეთის არმიამ დიდი ზარალი განიცადა და უკან დახევა მოუწია.

"შესაძლებელი რომ ყოფილიყო შუშის შენარჩუნება, შენარჩუნდებოდა, ქალაქიდან 300-ზე მეტი გმირის ცხედარი გამოვიყვანეთ, წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ბრძოლა იყო?" - ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

პუტინმა ალიევთან საუბრისას იმ რაიონებში მდებარე ეკლესია-მონასტრების უსაფრთხოების საკითხი განიხილა, რომელიც აზერბაიჯანს უბრუნდება

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას