მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, თე­მურ ვოზ­ბას მიერ რუსი ექი­მის სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის სა­კი­თხზე, სო­ხუმ­ში რუ­სე­თის ე.წ. სა­ელ­ჩომ მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას interfax.ru ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თის ე.წ. სა­ელ­ჩო და ად­გი­ლობ­რი­ვი "პრო­კუ­რა­ტუ­რა" საქ­მის გარ­შე­მო დე­ტა­ლებს არ­კვე­ვენ. რუსი ექი­მი, გუ­და­უ­თა­ში, იმ და­ნარ­ჩენ ექი­მებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სე­თი­დან აფხა­ზეთ­ში კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად და ინ­ფიც­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში აფხა­ზი ექი­მე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ.

შე­საძ­ლო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის თემა აფხა­ზურ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე გან­ხილ­ვის თემა გახ­და... პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია აფხა­ზურ ტე­ლეგ­რამ –არხზე გავ­რცელ­და, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ "გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუს­მა გო­გო­ნამ სო­ხუმ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მი­მარ­თა".

"რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ უკვე და­ი­წყო საქ­მის გარ­შე­მო დე­ტა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა. თუმ­ცა, უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მათ­თვის არა­ვის მი­უ­მარ­თავს... აღ­ნიშ­ნავს სა­ელ­ჩოს პრეს-მდი­ვა­ნი დე­ნის ლავ­რი­კო­ვი" - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, გო­გო­ნა გუ­და­უ­თის ერთ-ერთი სას­ტუმ­რო­ში ცხვრობ­და, სა­დაც ბრი­გა­დის სხვა წევ­რე­ბი იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"გო­გო­ნამ მა­მა­კაცს თავი და­აღ­წია, თუმ­ცა, კაცი და­ე­მუქ­რა, რომ რო­გორც კი სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის გა­სა­ღე­ბებს მო­ი­პო­ვებ­და, დაბ­რუნ­დე­ბო­და... ანა შა­რო­ვამ ამის შემ­დეგ მი­მარ­თა მი­ლი­ცი­ას და რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს. სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დამ კი, რომ­ლის წევ­რიც თა­ვად იყო, რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სკან­და­ლის შემ­დეგ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვოზ­ბამ "თა­ნამ­დე­ბო­ბა"და­ტო­ვა, თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

4 ნო­ემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც რუს, ასე­ვე, აფხაზ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლებ­ში მწვა­ვე და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

"რა ვე­ლუ­რე­ბი ვართ... კი­დევ რამ­დენ­ჯერ და რა ვი­თა­რე­ბა­ში უნდა მოგ­ვეჭ­რას თავი. რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. ხომ ვართ ღირ­სი, ისე მოგ­ვექ­ცნენ, რო­გორც ვიმ­სა­ხუ­რებთ, რომ ჭკუა ვის­წავ­ლოთ? მე ვფიქ­რობ კი. ნე­ტავ გა­რე­დან დაგ­ვა­ნა­ხა ჩვე­ნი თავი. ადა­მი­ა­ნი და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და, სი­ცო­ცხლის, რის­კის ფა­სად და ამ ბა­ბუ­ის ხნის კაც­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა მო­უნ­დო­მა. ესე ჩვე­ნი მა­ღა­ლი მო­რა­ლი დ ზნე­ო­ბა..." – წერს "ლა­უ­რა კე­ლა­სუ­რი".

"ძა­ლი­ან ნუ გა­და­უვ­ლით ახლა იმ ურა­ლე­ლი გო­გო­ნას გამო. მათ რო­გო­რი ჩაც­მა იცი­ან, ჩემ­ზე კარ­გად იცით, ეტყო­ბა... ეს თა­ვა­ზი­ა­ნად, თბი­ლად მო­ექ­ცა და ისიც გა­იხ­სნა... ერ­თია პლაჟ­ზე გა­სას­ვლე­ლად რო­გორ იმო­სე­ბი და ცალ­კე თე­მაა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რო­გო­რი ჩაც­მუ­ლი მი­დი­ხარ, არ­სე­ბობს დრეს­კო­დი, რა­საც ისი­ნი არ იცა­ვენ და ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნე­ბუ­რი ბიჭი იბ­რა­ლებს ცუ­დად ყოფ­ნას, რომ იქ მის­ვლის მი­ზე­ზი ჰქონ­დეს. ასე რომ, თქვენ ოღონდ ჩვე­ნი ხალ­ხის ლან­ძღვის მი­ზე­ზი გქონ­დეთ..." - მი­აჩ­ნია აიდა დბარს.

ტე­ლეგ­რამ-არხს "ამრა LIFE"-ის ცნო­ბით, "არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რომ ახლა და­დონ ვერ­სია, თით­ქოს ვოზ­ბამ ის ვახ­შამ­ზე და­პა­ტი­ჟა, მან კი, ჩი­ნოვ­ნი­კის გულ­წრფე­ლი მი­პა­ტი­ჯე­ბა ვერ გა­ი­გო და შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ლი­ცი­ა­ში გა­იქ­ცა...".

"არ მჯე­რა რომ თე­მუ­რი ამას იკად­რებ­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჰყავს ადა­მი­ანს, წე­სი­ე­რი ოჯა­ხი აქვს, საქ­მის ერ­თგუ­ლი და ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი მგო­ნია" - წერს გული ჩა­ჩხა­ლია.

"აფხა­ზეთ­ში ჩვენ­მა ელჩმა, ალექ­სეი დვი­ნი­ან­მა უარ­ყო, გუ­და­უ­თა­ში მსგა­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო. მორ­ჩა, ყვე­ლას გვჯე­რა. თით­ქოს აქამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არ გა­უ­ტა­ნი­ათ, არ უწა­მე­ბი­ათ, არ და­უ­ყა­ჩა­ღე­ბი­ათ. ეტყო­ბა, იმ ურა­ლელ­მა გო­გო­ნამ მო­უ­გო­ნა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე აფხაზ ერს, ალ­ბათ ნახა, რა მდიდ­რე­ბი არი­ან და ფული შე­წე­რა უნ­დო­და..." - წერს ირო­ნი­უ­ლად ვა­ლე­რი პეტ­როვ­სკი.

"სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­სა­ი­ჯონ ასე­თი "სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძლე­ბი..." - მი­აჩ­ნია ალ­ბი­ნა გარს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
26

რა თითიდან გამოწოვილი,სასაცილო არგუმენტებით ცდილობენ იმ ვაიექიმის გამართლებას ეს უწიგნური აფსუები.მართლა ველურები რომ ხართ,თქვენმა პროგრესულმა მოქალაქეებმაც შეიგრძნეს.თქვენ რკინის ხელი და დაუნდობელი პოლიცია მოგიყვანთ აზრზე.

მარიამი
8

ვერ გაუგეს ერთმანეთს რუსის ქალმა და აფხაზმა ჩინოვნიკმა! 

აფხაზებს, ქართველებივით ,, უფროსი ძმა,, ყავთ, რომელზეც იფიცებიან და ერთგულებას უმტკიცებენ... ძმასაც ხომ გააჩნია! ძალიან მეცოდებიან აფხაზები, რომ ეს უფროსი ძმა- რუსეთია! ...ქართველებს უფრო დემოკრატიული, კულტურული, გაწონასწორებული, აღზრდილი და განათლებული ძმა ყავთ...დასავლეთში... 

აფხაზური ოცნება, პატარა შვეიცარიის შექმნაზე- არ ხორციელდება! რუსებთან რომ შვეიცარიას ვერ ააშენებ, არ იციან?!.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

"ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ უნდა მოგვეჭრას თავი?!" - აფხაზ "მაღალჩინოსანს" რუსეთიდან ჩასული ექიმის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, თემურ ვოზბას მიერ რუსი ექიმის სავარაუდო გაუპატიურების საკითხზე, სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას interfax.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ე.წ. საელჩო და ადგილობრივი "პროკურატურა" საქმის გარშემო დეტალებს არკვევენ. რუსი ექიმი, გუდაუთაში, იმ დანარჩენ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, რუსეთიდან აფხაზეთში კოვიდის წინააღმდეგ საბრძოლველად და ინფიცრებული პაციენტების მკურნალობაში აფხაზი ექიმების დასახმარებლად ჩავიდნენ.

შესაძლო გაუპატიურების თემა აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის თემა გახდა... პირველადი ინფორმაცია აფხაზურ ტელეგრამ –არხზე გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით, რუსმა გოგონამ სოხუმში რუსეთის საელჩოს მიმართა".

"რუსეთის საელჩომ უკვე დაიწყო საქმის გარშემო დეტალების მოძიება. თუმცა, უწყება განმარტავს, რომ მსგავსი ინციდენტის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს... აღნიშნავს საელჩოს პრეს-მდივანი დენის ლავრიკოვი" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, გოგონა გუდაუთის ერთ-ერთი სასტუმროში ცხვრობდა, სადაც ბრიგადის სხვა წევრები იყვნენ განთავსებული.

"გოგონამ მამაკაცს თავი დააღწია, თუმცა, კაცი დაემუქრა, რომ როგორც კი სასტუმროს ნომრების გასაღებებს მოიპოვებდა, დაბრუნდებოდა... ანა შაროვამ ამის შემდეგ მიმართა მილიციას და რუსეთის საელჩოს. სამედიცინო ბრიგადამ კი, რომლის წევრიც თავად იყო, რუსეთში დაბრუნება მოითხოვა. აფხაზური მედიის ცნობით, სკანდალის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოზბამ "თანამდებობა"დატოვა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გაათავისუფლეს.

4 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც რუს, ასევე, აფხაზ ინტერნეტმომხარებლებში მწვავე და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"რა ველურები ვართ... კიდევ რამდენჯერ და რა ვითარებაში უნდა მოგვეჭრას თავი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ხომ ვართ ღირსი, ისე მოგვექცნენ, როგორც ვიმსახურებთ, რომ ჭკუა ვისწავლოთ? მე ვფიქრობ კი. ნეტავ გარედან დაგვანახა ჩვენი თავი. ადამიანი დასახმარებლად ჩამოვიდა, სიცოცხლის, რისკის ფასად და ამ ბაბუის ხნის კაცმა გაუპატიურება მოუნდომა. ესე ჩვენი მაღალი მორალი დ ზნეობა..." – წერს "ლაურა კელასური".

"ძალიან ნუ გადაუვლით ახლა იმ ურალელი გოგონას გამო. მათ როგორი ჩაცმა იციან, ჩემზე კარგად იცით, ეტყობა... ეს თავაზიანად, თბილად მოექცა და ისიც გაიხსნა... ერთია პლაჟზე გასასვლელად როგორ იმოსები და ცალკე თემაა საავადმყოფოში როგორი ჩაცმული მიდიხარ, არსებობს დრესკოდი, რასაც ისინი არ იცავენ და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენებური ბიჭი იბრალებს ცუდად ყოფნას, რომ იქ მისვლის მიზეზი ჰქონდეს. ასე რომ, თქვენ ოღონდ ჩვენი ხალხის ლანძღვის მიზეზი გქონდეთ..." - მიაჩნია აიდა დბარს.

ტელეგრამ-არხს "ამრა LIFE"-ის ცნობით, "არ არის გამორიცხული რომ ახლა დადონ ვერსია, თითქოს ვოზბამ ის ვახშამზე დაპატიჟა, მან კი, ჩინოვნიკის გულწრფელი მიპატიჯება ვერ გაიგო და შეშინებული მილიციაში გაიქცა...".

"არ მჯერა რომ თემური ამას იკადრებდა, შვილიშვილები ჰყავს ადამიანს, წესიერი ოჯახი აქვს, საქმის ერთგული და ქვეყნის პატრიოტი მგონია" - წერს გული ჩაჩხალია.

"აფხაზეთში ჩვენმა ელჩმა, ალექსეი დვინიანმა უარყო, გუდაუთაში მსგასი არაფერი მომხდარაო. მორჩა, ყველას გვჯერა. თითქოს აქამდე მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ, არ გაუტანიათ, არ უწამებიათ, არ დაუყაჩაღებიათ. ეტყობა, იმ ურალელმა გოგონამ მოუგონა, სტუმართმოყვარე აფხაზ ერს, ალბათ ნახა, რა მდიდრები არიან და ფული შეწერა უნდოდა..." - წერს ირონიულად ვალერი პეტროვსკი.

"სამაგალითოდ უნდა დასაიჯონ ასეთი "სტუმართმოყვარე მასპინძლები..." - მიაჩნია ალბინა გარს.

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა