მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე
"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია სულ უფრო მძიმ­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კით, ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს covid-19 -ით გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა. ამას­თან, სულ უფრო ხში­რად ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო პა­ცი­ენ­ტთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

რამ­დე­ნად სა­გან­გა­შოა ეპიდ­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? რაზე მი­უ­თი­თებს გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა და გვე­მუქ­რე­ბა თუ არა კო­ლაფ­სი - Ambebi.ge ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას ესა­უბ­რა:

- რა­ტომ იზ­რდე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დუ­ლად და არის თუ არა სტა­ტის­ტი­კა სა­გან­გა­შო?

- გარ­დაც­ვლილ­თა ეს სტა­ტის­ტი­კა სა­გან­გა­შო ნამ­დვი­ლად არ არის და რა­ტომ, გე­ტყვით - სა­ერ­თოდ, სტა­ტის­ტი­კე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ბმა­შია. დღეს კი­დევ ერთი ან­ტირ­ე­კორ­დი დამ­ყარ­და, ყო­ველ­დღე რე­კორ­დუ­ლად იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ოდე­ნო­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას და შე­სა­ბა­მი­სად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვის მა­ტე­ბა­საც. იფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გარ­დაც­ვლილ­თა ოდე­ნო­ბა ლო­გი­კუ­რად იზ­რდე­ბა და რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მა­ტე­ბას­თან საქ­მე არ გვაქვს. მეს­მის, რომ ეს სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ჩვენ არ ვართ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ეს ხდე­ბა.

- ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, თით­ქოს, ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა. ასეა?

- არა, არ ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა! უბ­რა­ლოდ, რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად გაჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტე­ბიც, პრო­ცენ­ტუ­ლად რომ შე­ვა­და­როთ, ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მა­ინც ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია. ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი ძი­რი­თა­დად ისევ დგე­ბა ხან­დაზ­მულ და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში.

- სა­ხელ­მწი­ფო მოგ­ვი­წო­დებს დავ­რჩეთ სახ­ლში და შინ მკურ­ნა­ლო­ბას მივ­მარ­თოთ, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი უეც­რად მძიმ­დე­ბა და სი­ცო­ცხლეს ფა­ტა­ლუ­რად ას­რუ­ლებს. რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- მეც მსმე­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ბევ­რი არა, მაგ­რამ არის ასე­თი ფაქ­ტე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი გა­დატ­ვირ­თუ­ლია, სულ უფრო ჭირს პა­ცი­ენ­ტე­ბის დრო­უ­ლი მო­თავ­სე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში და შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა მათ­თვის. ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, უფრო მა­ღა­ლი დო­ნის მქო­ნე ჯან­დაც­ვის ქვეყ­ნებ­შიც იყო ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს ვგუ­ლის­ხმობ, სა­დაც იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა ჩვენ­თან შე­და­რე­ბით, რომ პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბაც კი ჭირს. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, სახ­ლში დარ­ჩე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის 80-85 % ამ და­ა­ვა­დე­ბას ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­და­ი­ტანს. მო­ვუ­წო­დებ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი და არ აქვთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ნუ მი­ე­ცე­მი­ან პა­ნი­კას, ნუ გა­დატ­ვირ­თავთ ცხელ ხა­ზებს და მშვი­დად იმ­კურ­ნა­ლეთ სახ­ლში.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სიმპტო­მებს იტყუ­ე­ბი­ან იმის გამო, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდნენ, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა მათ და­ი­კა­ვონ იმ კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ად­გი­ლი, რო­მელ­თა კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნიტ­რო ამას ვერ მო­აგ­ვა­რებს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც არ იქ­ნე­ბა ხელ­შე­წყო­ბა. ეს ხელ­შე­წყო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რე­ა­ლუ­რად აღ­ვიქ­ვათ სი­ტუ­ა­ცია, პა­ნი­კას არ ავ­ყვეთ და არ ვე­ცა­დოთ ხან­დაზ­მუ­ლი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის ად­გი­ლი და­ვი­ჭი­როთ. უეც­რად დამ­ძი­მე­ბა ასე ჰა­ე­რი­დან, არ ხდე­ბა. უეც­რად მძიმ­დე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, რო­ემლსაც აქვს შე­სა­ბა­მი­სი ასა­კი და თან­მდე­ვი ფო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამი­ტომ ვე­ცა­დოთ ად­გი­ლი და­ვუთ­მოთ იმ პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბაც კრი­ტი­კუ­ლია.

- რა­ტომ მი­ვი­ღეთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ასე­თი უკონ­ტრო­ლო მა­ტე­ბა? ეს კო­ლაფ­სია?

- გა­ზა­ფხუ­ლი­დან ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით ამ სცე­ნარ­ზე. მო­ვუ­წო­დებ­დით ადა­მი­ა­ნებს სიფრ­თხი­ლის­კენ. ვამ­ბობ­დით, რომ თუ გაგ­რძელ­დე­ბო­და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა, კო­ლაფსს მი­ვი­ღებ­დით. ახლა რე­ა­ლუ­რად ვართ იმ ცუდ სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც არ გვინ­დო­და და რო­მელ­საც ვპ­როგ­ნო­ზი­რებ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში ჩვე­ნი მო­წო­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა, ამი­ტომ ახლა იმ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან უნდა გა­მო­ვი­დეთ, რაც გვაქვს. ვერ ვი­ტყვი, რომ ახლა ჩვენ კო­ლაფ­სი გაქვს სა­ხე­ზე, მაგ­რამ თუ ასე­თი ტემ­პით გაგ­რძელ­და შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, ეს გარ­და­უ­ვა­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზე­ზებს, პირ­ველ რიგ­ში სა­გუ­ლის­ხმოა გლო­ბა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია. თუ გახ­სოვთ, იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა კო­რო­ნა­ვირუ­სი კავ­შირ­ში ყო­ფი­ლი­ყო ტე­ნი­ა­ნო­ბას­თან ან სე­ზო­ნუ­რო­ბას­თან. იყო მო­ლო­დი­ნი, რომ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბო­და შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი, მაგ­რამ ეს ასე არ მოხ­და. მთელ მსოფ­ლი­ო­ში უკონ­ტრო­ლოდ იმა­ტა ვირუს­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აი­სა­ხა.

მე­ო­რე ფაქ­ტო­რად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვირუ­სის მი­მართ. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო გან­ცდა, თუთ­ქოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბი და აუხ­სნე­ლად მშვი­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვირუ­სის მი­მართ, თით­ქოს ის არ იყო სა­ში­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი არ იცავ­დნენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმ შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა­ში, რაც ახლა გვაქვს.

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ­მა, ისე არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­მა უწყე­ბებ­მა ეს ზა­ფხუ­ლი ჩა­ვაგ­დეთ. მო­დუ­ნე­ბუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფოც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან რა­ტომ­ღაც იყო გან­ცდა, თით­ქოს ვირუ­სი და­ვა­მარ­ცხეთ. ახლა უკვე ვერ ხერ­ხდე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია. მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა ამ­ბობს, რომ თუ არ მო­ხერ­ხდა ქვეყ­ნის ჩა­კეტ­ვა, სხვა ზო­მე­ბი არა­ფექ­ტუ­რია.

- თქვენ გა­მო­სა­ვალს მკაცრ შეზ­რუდ­ვებ­ში ხე­დავთ? მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. ლო­ქ­დუ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა აუ­ცი­ლე­ებ­ლია?

- ჩემი აზ­რით, "ლო­ქ­და­უ­ნი" უკი­დუ­რე­სი ზო­მაა და მო­გეხ­სე­ნაბთ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ერთხელ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად აზა­რა­ლა ამან. ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა კი­დევ ერთხელ ამას ალ­ბათ ვერ გა­უძ­ლებს. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნი­ა­ვია ისიც, რომ მა­შინ ჩვენ "ლო­ქ­და­უ­ნის" სა­პირ­წო­ნედ მი­ვი­ღეთ ექსვსთვი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია - ეპიდ­ვი­თა­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი იყო და შე­იძ­ლე­ბო­და მისი მარ­თვა. ახლა ალ­ბათ, ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზუდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად უნდა აწონ-და­წო­ნოს და და­გეგ­მოს სა­ხელ­მწი­ფომ და ამვდრო­უ­ლად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში იზ­რუ­ნოს რე­სუს­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე.

- ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად რა ფა­ზა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ახლა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი სა­მო­მავ­ლოდ?

- ახლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა­ში იქ­ნე­ბა პიკი და შემ­დეგ შე­საძ­ლოა, ბუ­ნებ­რი­ვად და­ი­წყოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბამ კლე­ბა. თუ გა­ვუ­ძე­ლით ამ მძი­მე ორ კვი­რას, მერე შე­საძ­ლოა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, ლო­ქ­და­უნს ვგუ­ლის­ხმობ, არ დაგ­ვჭირ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
2

ასაკი ნამდვილად გაახალგაზრდავდა. 15 წლის, 27 წლის, 30 წლის გარდაცვლილები, რომელთაც არ ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები ნამდვილად მიუთითებს, რომ სიტუაციას ვერ ვმართავთ. ის ფაქტი, რომ მსუბუქი დინამიკის პაციენტები დიდხანს რჩებიან სტაციონარში (მყავს ასეთი ნაცნობები) და ამ დროს უარს ეუბნებიან მძიმე ავადმყოფებს, ან ის ფაქტი, რომ გარდაცალების 'გამართლება' ხდება თანმდევი დაავადებებით, ასაკით (? მაინც რა ასაკი ითვლება გამართლებად, 60+??!!) და ორმხრივი პნევმონით, რომელიც არის გართულება (და არა თანმდევი დაავადება) კოვიდინფექციის, ასევე მიუთითებს, რომ კლინიკური მართვა მთლად კარგად ვერ მიდის. 

საზოგადოების მიდგომა ცალკე დიდი თემაა ნამდვილად. ამას დამატებული მთავრობის მიდგომა ზაფხულში (თავი გმირებად გამოაცხადეს, დენდროლოგიური პარკი კი უსაფრთხო ზონად, და ა.შ). 

ვაღიაროთ შეცდომები, ეს დაგვეხმარება გამოსწორებაში.

 

რჩევა:
2

მაწუხებს ის ფაქტი, რომ მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები უნდა შეიყვანონ სტაცინარებში. დარწმუნებული ვარ, (ნებისმიერი) დაავადების კლინიკური მართვის პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ. დიდი რისკია, რომ ქაოსს შეიტანენ, ინფექციურ კონტროლს ვერ დაიცავენ და უარესი დაგვემართება, რადგან დაავადების გავრცელებას შეუწყობენ ხელს. სტუდენტები იქნებ სასტუმროებში გავუშვათ, სისხლის ანალიზები რომ რეგულარულად აუღონ პაციენტებს და ლაბორატორიებში გადააგზავნონ. მე მგონი ეგ უდრო ეფექტური იქნება. პენსიონერ ექიმებზე არ ვიცი, რა ვთქვა. მათი გამოცდილება ნამდვილად საჭიროა, მაგრამ რისკის ჯგუფს ეკუთვნიან. ალბათ ჯობია მათ ოჯახის ექიმები ჩაანაცვლონ ტელეფონზე და ოჯახის ექიმები კი სტაციონარებში შევიდნენ. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე

"ზოგჯერ სიმპტომებს იტყუებიან და საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტების ადგილს იკავებენ" - გოგინავა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მატების ფაქტორებზე

საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებლები. ბოლო დღეების სტატისტიკით, ერთი შეხედვით, თითქოს covid-19 -ით გარდაცვლილთა ასაკი ახალგაზრდავდება. ამასთან, სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია კლინიკების გადატვირთულობის გამო პაციენტთა გარდაცვალების შესახებ.

რამდენად საგანგაშოა ეპიდვითარება საქართველოში? რაზე მიუთითებს გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა და გვემუქრება თუ არა კოლაფსი - Ambebi.ge ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა:

- რატომ იზრდება ბოლო პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულად და არის თუ არა სტატისტიკა საგანგაშო?

- გარდაცვლილთა ეს სტატისტიკა საგანგაშო ნამდვილად არ არის და რატომ, გეტყვით - საერთოდ, სტატისტიკები ერთმანეთთან ბმაშია. დღეს კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა, ყოველდღე რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა ოდენობა, რაც განაპირობებს მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის ზრდას და შესაბამისად გარდაცვლილთა რიცხვის მატებასაც. იფიცირებულთა რაოდენობასთან მიმართებაში, გარდაცვლილთა ოდენობა ლოგიკურად იზრდება და რაიმე განსაკუთრებულ მატებასთან საქმე არ გვაქვს. მესმის, რომ ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ხდება.

- ბოლო დღეების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თითქოს, ვირუსით გარდაცვლილთა ასაკი ახალგაზრდავდება. ასეა?

- არა, არ ახალგაზრდავდება! უბრალოდ, რაოდენობის მატებასთან ერთად გაჩნდა ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალების ფაქტებიც, პროცენტულად რომ შევადაროთ, ახალგაზრდების გარდაცვალება მაინც ერთეული შემთხვევებია. ლეტალური შედეგები ძირითადად ისევ დგება ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

- სახელმწიფო მოგვიწოდებს დავრჩეთ სახლში და შინ მკურნალობას მივმართოთ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სახლში დარჩენილი პაციენტების ნაწილი უეცრად მძიმდება და სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს. რაშია გამოსავალი ამ შემთხვევაში?

- მეც მსმენია ასეთი შემთხვევების შესახებ. ბევრი არა, მაგრამ არის ასეთი ფაქტები. სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, სულ უფრო ჭირს პაციენტების დროული მოთავსება სტაციონარში და შესაბამისი მომსახურების გაწევა მათთვის. ეს მოსალოდნელიც იყო, უფრო მაღალი დონის მქონე ჯანდაცვის ქვეყნებშიც იყო ასეთი სიტუაციები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, სადაც იმდენად ძლიერი ჯანდაცვის სისტემაა ჩვენთან შედარებით, რომ პარალელის გავლებაც კი ჭირს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახლში დარჩენა აუცილებელია, რადგან მოსახლეობის 80-85 % ამ დაავადებას ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიტანს. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ახალგაზრდები და არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, ნუ მიეცემიან პანიკას, ნუ გადატვირთავთ ცხელ ხაზებს და მშვიდად იმკურნალეთ სახლში.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები სიმპტომებს იტყუებიან იმის გამო, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ, ამ დროს შეიძლება მათ დაიკავონ იმ კრიტიკული პაციენტების ადგილი, რომელთა კლინიკებში მკურნალობა აუცილებელია.

მხოლოდ სამედიცინო სექტორი და ჯანდაცვის სამინიტრო ამას ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოების მხრიდანაც არ იქნება ხელშეწყობა. ეს ხელშეწყობა იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად აღვიქვათ სიტუაცია, პანიკას არ ავყვეთ და არ ვეცადოთ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ადგილი დავიჭიროთ. უეცრად დამძიმება ასე ჰაერიდან, არ ხდება. უეცრად მძიმდება ის ადამიანი, როემლსაც აქვს შესაბამისი ასაკი და თანმდევი ფონური დაავადებები. ამიტომ ვეცადოთ ადგილი დავუთმოთ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულია.

- რატომ მივიღეთ ინფიცირებულთა ასეთი უკონტროლო მატება? ეს კოლაფსია?

- გაზაფხულიდან ჩვენ ვსაუბრობდით ამ სცენარზე. მოვუწოდებდით ადამიანებს სიფრთხილისკენ. ვამბობდით, რომ თუ გაგრძელდებოდა ახალი შემთხვევების ზრდა, კოლაფსს მივიღებდით. ახლა რეალურად ვართ იმ ცუდ სცენარში, რომელიც არ გვინდოდა და რომელსაც ვპროგნოზირებდით. სამწუხაროდ, გაზაფხულსა და ზაფხულში ჩვენი მოწოდებების გათვალისწინება გარკვეული ფაქტორების გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ ახლა იმ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, რაც გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩვენ კოლაფსი გაქვს სახეზე, მაგრამ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა შემთხვევების მატება, ეს გარდაუვალია.

რაც შეეხება მიზეზებს, პირველ რიგში საგულისხმოა გლობალური სიტუაცია. თუ გახსოვთ, იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა კორონავირუსი კავშირში ყოფილიყო ტენიანობასთან ან სეზონურობასთან. იყო მოლოდინი, რომ დათბობასთან ერთად შეიძლებოდა შემცირებულიყო ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მთელ მსოფლიოში უკონტროლოდ იმატა ვირუსმა, რაც საქართველოზეც აისახა.

მეორე ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოსახლეობის დამოკიდებულება ვირუსის მიმართ. მთელი ზაფხული საზოგადოებაში იყო განცდა, თუთქოს ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველოს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრებოდა. საზოგადოებაში გაჩნდა ცრუ წარმოდგენები და აუხსნელად მშვიდი დამოკიდებულება ვირუსის მიმართ, თითქოს ის არ იყო საშიში. ადამიანები არ იცავდნენ რეკომენდაციებს, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ შედეგების მიღებაში, რაც ახლა გვაქვს.

კიდევ ერთი ფაქტორი - როგორც ოფიციალურმა, ისე არაოფიციალურმა უწყებებმა ეს ზაფხული ჩავაგდეთ. მოდუნებული იყო სახელმწიფოც ამ მიმართულებით, რადგან რატომღაც იყო განცდა, თითქოს ვირუსი დავამარცხეთ. ახლა უკვე ვერ ხერხდება ვირუსის გავრცელების სტაბილიზაცია. მსოფლიო გამოცდილება ამბობს, რომ თუ არ მოხერხდა ქვეყნის ჩაკეტვა, სხვა ზომები არაფექტურია.

- თქვენ გამოსავალს მკაცრ შეზრუდვებში ხედავთ? მიგაჩნიათ, რომ ე.წ. ლოქდუნის გამოცხადება აუცილეებლია?

- ჩემი აზრით, "ლოქდაუნი" უკიდურესი ზომაა და მოგეხსენაბთ, საქართველოს ეკონომიკა ერთხელ უკვე სერიოზულად აზარალა ამან. ჩვენი ეკონომიკა კიდევ ერთხელ ამას ალბათ ვერ გაუძლებს. თუმცა აღსანიშნიავია ისიც, რომ მაშინ ჩვენ "ლოქდაუნის" საპირწონედ მივიღეთ ექსვსთვიანი სტაბილური სიტუაცია - ეპიდვითარება მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო და შეიძლებოდა მისი მართვა. ახლა ალბათ, ყველაფრის გათვალისწინებით, გამოსავალი იქნება წერტილოვანი შეზუდვები, რომლებიც კარგად უნდა აწონ-დაწონოს და დაგეგმოს სახელმწიფომ და ამვდროულად, პარალელურ რეჟიმში იზრუნოს რესუსრების მობილიზებაზე.

- ეპიდემიოლოგიურად რა ფაზაში ვიმყოფებით ახლა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ?

- ახლა ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის გავრცელების აღმავალ პერიოდში. დაახლოებით 2 კვირაში იქნება პიკი და შემდეგ შესაძლოა, ბუნებრივად დაიწყოს ვირუსის გავრცელებამ კლება. თუ გავუძელით ამ მძიმე ორ კვირას, მერე შესაძლოა მკაცრი შეზღუდვები, ლოქდაუნს ვგულისხმობ, არ დაგვჭირდეს.

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის