მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?
"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა ან­ტირ­ე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. სულ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თვის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბის შინ მკურ­ნა­ლო­ბა ლე­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა. ამის ფონ­ზე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თავს, სა­დაც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია ვირუს­თან ბრძო­ლის ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბიც კი.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, თუ რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ასე­თი ხალ­ხმრა­ვა­ლი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა:

- ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, გა­აპ­რო­ტეს­ტოს ესა თუს ის მოვ­ლე­ნა, გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ახლა ვირუ­სის პი­კის­კენ მი­მა­ვალ აღ­მა­ვალ გზა­ზე ვართ, და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გვექ­ნე­ბა სრუ­ლი პიკი, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ეს აქ­ცი­ე­ბი ზო­გა­დი წე­სე­ბის დაც­ვით მა­ინც წა­რი­მარ­თოს. გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, და­იც­ვან დის­ტან­ცია და ა.შ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­დაც მძი­მე ეპიდსი­ტუ­ა­ცია, კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. მო­ი­მა­ტებს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი და შე­სა­ბა­მი­სად, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც.

იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი:

- საპ­რო­ეტსტო აქ­ცი­ე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბის გაზ­რდი­ლი მო­ბი­ლო­ბა, ცხა­დია, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს ის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რომ ყო­ველ­დღე ან­ტირ­ე­კორ­დი ფიქ­სირ­დე­ბა. ამი­ტომ ამ აქ­ცი­ებს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა უდა­ოდ ექ­ნე­ბა. მე, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, არ ვარ მომ­ხრე გა­მო­ხატ­ვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა შე­ე­ზღუ­დოთ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ ეპიდსი­ტუ­ა­ცია სულ უფრო მძიმ­დე­ბა. ამი­ტომ ახლა გა­მო­სა­ვა­ლი მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა­შია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ და­იც­ვას წე­სე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი. ქვე­ყა­ნა აგ­რძე­ლებს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბას, ამი­ტომ ხალ­ხს ვერ ეტყვი, სახ­ლში და­ჯე­ქი, არა­ფე­რი გა­აპ­რო­ტეს­ტოო, ამას მა­ინც არა­ვინ დაგ­ვი­ჯე­რებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგა
55

ამათ აზრებს რატომ ახმაურებთ საერთოდ? ამ პოპულისტებს

ნინო
12

სანამ იზოლირება არ მოხდება და დარჩი სახლში არ განმეორდება,არაფერი გვეშველება.გამოცდილებამ აჩვენა,რომ მხოლოდ ეს მეთოდი ამართლებს.ამათაც კარგად იციან,მაგრამ ალბათ ზემოდან არა აქვთ ამ რეკომენდაციის გაცემის უფლება და არც ხალხი აღარ დარჩება სახლში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?

"აუცილებელია, ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. თუ არა და, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება" - რას ამბობენ ექიმები ოპოზიციის აქციებზე?

საქართველოში ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება. ყოველდღიურად ფიქსირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ანტირეკორდული მაჩვენებლები. სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ კლინიკების გადატვირთვის გამო, პაციენტების შინ მკურნალობა ლეტალურად სრულდება. ამის ფონზე არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს, სადაც, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფილია ვირუსთან ბრძოლის ელემენტარული წესებიც კი.

Ambebi.ge დაინტერესდა, ქართველი სპეციალისტების მოსაზრებით, თუ რა გავლენას იქონიებს ასეთი ხალხმრავალი თავყრილობები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელზე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა:

- ყველას აქვს უფლება, გააპროტესტოს ესა თუს ის მოვლენა, გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ არსებული სიტუაცია. ახლა ვირუსის პიკისკენ მიმავალ აღმავალ გზაზე ვართ, დაახლოებით ორ კვირაში გვექნება სრული პიკი, ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე. აუცილებელია, რომ ეს აქციები ზოგადი წესების დაცვით მაინც წარიმართოს. გამოიყენონ პირბადე აქციის მონაწილეებმა, დაიცვან დისტანცია და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც მძიმე ეპიდსიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდება. მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობაც.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:

- საპროეტსტო აქციები და ადამიანების გაზრდილი მობილობა, ცხადია, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიაზე უარყოფითად აისახება. საქართველოში გვაქვს ის სამწუხარო რეალობა, რომ ყოველდღე ანტირეკორდი ფიქსირდება. ამიტომ ამ აქციებს უარყოფითი გავლენა უდაოდ ექნება. მე, როგორც ადამიანი, არ ვარ მომხრე გამოხატვის ფუნდამენტური უფლება შეეზღუდოთ ადამიანებს, მაგრამ მეორეს მხრივ ეპიდსიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ამიტომ ახლა გამოსავალი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენაშია. აუცილებელია ყველამ დაიცვას წესები საპროტესტო აქციებზე, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული ვირუსის გავრცელების რისკი. ქვეყანა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას, ამიტომ ხალხს ვერ ეტყვი, სახლში დაჯექი, არაფერი გააპროტესტოო, ამას მაინც არავინ დაგვიჯერებს.

30 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში ვაქცინაცია დროებით შეჩერდება - რა განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლი ცენტრი

სემეკის თავმჯდომარე და წევრები "ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

"ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო" - დაპირისპირება მოხდა მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის