მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი
"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი

ოპო­ზი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მზად ვართ დავ­სხდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან“, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე, კერ­ძოდ, ოპო­ზი­ცი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ებ­ზე ისა­უბ­რა.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბა ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მი­ნის­ტრი მო­უ­წო­დებს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნონ.

„ჩვენ ოპო­ზი­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მზად ვართ დავ­სხდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ნე­ბის­მი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ბევ­რად უფრო ცი­ვი­ლუ­რად და ეფექ­ტუ­რად, არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბო­რო­ტად ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი. არ გა­ვავ­რცე­ლოთ ინ­ფექ­ცია ქვე­ყა­ნა­ში. ეს არის დღეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ტი­კა­რა­ძე აცხა­დებს, ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 1.79-დან 1.26-მდე და­იკ­ლო და ეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი დას­ტა­ბი­ლურ­და.

„აქ­ცი­ე­ბი დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას კვლავ აყე­ნებს რის­კის ქვეშ. სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნებს მო­ვუ­წო­დებთ, ნუ და­არ­ღვე­ვენ იმ წე­სებს, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია... ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­ნამ ჩვენ არ გვყავ­და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი, რო­მელ­საც დღეს ვა­ა­ნონ­სებთ, ჩვე­ნი ინ­ფექ­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აღე­მა­ტე­ბო­და 1.79-ს, მას შემ­დეგ, რაც მო­ვუ­წო­დეთ მო­ქა­ლა­ქე­ებს და რიგ ად­გი­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოც გავ­ხა­დეთ პირ­ბა­დე, ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტმა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლო, და­ვას­ტა­ბი­ლუ­რეთ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ის გახ­და 1.26. ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი იმ მი­ნი­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით, რო­მე­ლიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღეა რაც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი­დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცეს­კოს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას მო­ი­თხო­ვენ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
27

ამ გარეწრებთან რომელ ცივილურ ენაზე უნდა ელაპარაკოთ?თავის დროზე როგორც ისინი ელაპარაკებოდნენ აი ზუსტად ისე უნდა დაელაპარაკოთ რომ თავის ტყავზე გამოსცადონ როგორი ყოფილა

Сухуми
6

Шен вин хар саертод вин гекитхеба рамес. Ар грцхвениа??? Русеби ром итквиан не рыба не мясо. Иванишвилис мона. Кока цкалс ар моитанс сул. Рогориц дгеши арис сакартвелос мосахлеоба им дгеши копиликавит тквен квелани джишианад.увицеби,лапаракиц ар ицит . Ганатлебазе хом саертод лапаракиц ар унда. Марто тквениа хом сакартвело? Вер егирсебит. Гмерти ар гапатиебт. Вин дадждеба тквентан Тикарадзе диалоге вин??? Да разе унда илараракот калбатоно тквен?Иванишвилзе ? Ту сапонзе? Нацеби монагониа тквентан, гвелаприт гадаусцарит да кидевац рогор 500%. Качагеби, курдеби, сакартвелос могалатееби харт "оцнеба" ваи тквенс тавс да уи 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი

"არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში, მზად ვართ, ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან" - ჯანდაცვის მინისტრი

ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოპოზიციასთან შეთანხმება ცივილური ფორმებით არის შესაძლებელი. მინისტრი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოიყენონ.

„ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები. არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძე აცხადებს, ინფიცირების მაჩვენებელმა 1.79-დან 1.26-მდე დაიკლო და ეს კოეფიციენტი დასტაბილურდა.

„აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მოვუწოდებთ, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია... ოქტომბერში, სანამ ჩვენ არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომელსაც დღეს ვაანონსებთ, ჩვენი ინფექციის მაჩვენებლის კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, მას შემდეგ, რაც მოვუწოდეთ მოქალაქეებს და რიგ ადგილებში სავალდებულოც გავხადეთ პირბადე, ასევე დისტანციური მუშაობა, კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებით და ეფექტიანი მუშაობით, რომელიც განვახორციელეთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტებიდედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"