მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შემცირდა საქართველოს მთავრობის მიმართ კონგრესმენების კრიტიკა - "ქართული ოცნების“ ლობის ნამუშევარი თუ 8 მარტის შეთანხმებით გამოწვეული კმაყოფილება?
რატომ შემცირდა საქართველოს მთავრობის მიმართ კონგრესმენების კრიტიკა - "ქართული ოცნების“ ლობის ნამუშევარი თუ 8 მარტის შეთანხმებით გამოწვეული კმაყოფილება?

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა - მეტ­წი­ლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია ამე­რი­კის კონ­გრე­სის წევ­რე­ბის­გან მწვა­ვე წე­რი­ლებს საკ­მაო ინ­ტენ­სი­ვო­ბით იღებ­და. კონ­გრეს­მე­ნე­ბი ღიად სა­უბ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­პი­რე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის ჩა­ვარ­დნის, ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნი­სა და ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ოპო­ზი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­დაც მათ, სხვა ქმე­დე­ბებ­თან ერ­თად, უცხო­ეთ­თან არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის­კენ მო­უ­წო­და. მან ახ­სე­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სად­მი“ კონ­გრეს­მე­ნე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის შემ­ცი­რე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მარ­თლაც, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლის შემ­დეგ, ბოლო თვე­ე­ბია, შტა­ტე­ბი­დან ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და წე­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კის კონ­გრე­სის წევ­რე­ბის მიერ კრი­ტი­კის მი­ზე­ზებს იხ­სე­ნებს:

"მახ­სენ­დე­ბა ერ­თგვა­რი გარ­დამ­ტე­ხი ფაქ­ტო­რი, რომ­ლის შემ­დე­გაც ამე­რი­კე­ლე­ბის მხრი­დან, ასე ვთქვათ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კრი­ტი­კის ნა­კა­დი წა­მო­ვი­და: ეს იყო მაიკ პომ­პე­ოს შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს­თან, როცა მან პუნ­ქტობ­რი­ვად ჩა­მოთ­ვა­ლა ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ბა­ზი­სი იქ­ნე­ბო­და. მათ შო­რის უმ­თავ­რე­სი ანაკ­ლი­ის პორ­ტი იყო. ამ შეხ­ვედ­რი­დან ძა­ლი­ან მალე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ბახ­ტა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ის­ტუმ­რა, ისე­ვე, რო­გორც 1 წლით ადრე მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რომ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბაც დიდ­წი­ლად ასე­ვე მის ამე­რი­კულ კონ­ტაქ­ტებს და მის მიერ ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის ლო­ბი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

შემ­დეგ, რო­დე­საც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ამე­რი­კე­ლე­ბის პო­ზი­ცია, რბი­ლად რომ ვთქვათ, უგუ­ლე­ბელ­ჰყო, ამას მერე "ფრონ­ტე­რას“ შემ­თხვე­ვაც და­ერ­თო და ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის თუ სე­ნა­ტო­რე­ბის მხრი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი უკვე უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი წა­მო­ვი­და. ამ გან­ცხა­დე­ბებ­ში არა მხო­ლოდ ანაკ­ლი­ის პორ­ტი იყო ხაზ­გას­მუ­ლი, არა­მედ, უფრო გვი­ან­დე­ლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს და 2020-ის და­სა­წყის­ში, პირ­და­პირ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ არ ატა­რებს, ეხ­მი­ა­ნე­ბა მა­ინც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში; არა­ერ­თხელ იყო ხაზ­გას­მუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ავ­ბე­დი­თი შე­დე­გე­ბიც. ეს კრი­ტი­კა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით ზა­ფხუ­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გრძელ­დე­ბო­და. ჩემ­თვის პი­რა­დად ივ­ლი­სის თვე­ში წყალ­გამ­ყო­ფი იყო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი ინ­ტერ­ვიუ კონ­გრეს­მენ ადამ კინ­ზინ­გერ­თან, სა­დაც, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი ჩა­ძი­ე­ბი­სა, კინ­ზინ­გერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ აღარ გა­მო­უ­ხა­ტავს ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე ჩვე­უ­ლი კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა. ჩემ­თვის ეს ერ­თგვა­რი გან­გა­შის ზა­რის ტოლ­ფა­სი იყო, მა­ში­ნაც ასე შე­ვა­ფა­სე რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ისე - სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში და მივ­მარ­თე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ ამ კრი­ტი­კუ­ლი ნო­ტე­ბის ცვლი­ლე­ბის­თვის ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ მოგ­ვის­მე­ნია გან­ცხა­დე­ბე­ბი და მი­მარ­თვე­ბი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის და სე­ნა­ტო­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­სა­მარ­თით. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლო­ბის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბამ ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის დუ­მილ­ში გა­მო­ი­ხა­ტა. სხვა რა შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ფიქ­რა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სე­ბი მხო­ლოდ უა­რეს­დე­ბო­და და არა­ნა­ი­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს კუ­თხით, ჩვენ არ მიგ­ვი­ღია? მე­ო­რე მხრივ, აქ, ასე ვთქვათ, დამ­ნა­შა­ვეა ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ყურ­წაგ­დე­ბუ­ლო­ბა თუ გუ­ლარ­ხე­ი­ნო­ბა, რო­მელ­თაც, რო­გორც ჩანს, თა­ვი­ან­თი აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან შე­ა­სუს­ტეს“, - აცხა­დებს ლა­გა­ზი­ძე.

ექ­სპერ­ტი ასე­ვე ხსნის, თუ რო­გორ მუ­შა­ობს კონ­კრე­ტუ­ლად ლობი:

"ლობი ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­აა. ლო­ბის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ძი­რი­თა­დად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი და სე­ნა­ტო­რე­ბი, ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხუთი თი­თი­ვით იც­ნო­ბენ ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას და არა მარ­ტო - ისი­ნი წლე­ბის თუ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ამ ელი­ტა­ში იხარ­შე­ბოდ­ნენ და მას წარ­მო­ად­გენ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ უნი­კა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვთ მოქ­მედ უმაღ­ლე­სი და მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან; მათ უკავ­შირ­დე­ბა ამა თუ იმ სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და იმ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სურ­ველ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას აწ­ვდის. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამე­რი­კუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი მათი კლი­ენ­ტის, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ა­წო­დოს. ამი­ტო­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ლო­ბის­ტებ­მა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­და­ფა­რონ. ოპო­ზი­ცია ყო­ველ­თვის უნდა ფიქ­რობ­დეს და ცდი­ლობ­დეს, ეს აპ­რი­ო­რი მი­ი­ღოს, რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბა, ამი­ტო­მაც, თა­ვა­დაც გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლით უნდა აწ­ვდი­დეს მათ ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და თუნ­დაც, სა­კუ­თარ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, რათა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს“, - აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

  • გა­მო­რი­ცხავს თუ არა, რომ შე­იძ­ლე­ბა, კრი­ტი­კა მხო­ლოდ იმის გამო შემ­ცირ­და, რომ კონ­გრეს­მე­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბით არი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი?

"არც ეს არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი არ უნდა ვა­კე­თოთ. მარ­ტის შე­თან­ხმე­ბა მარ­თლაც იყო ამე­რი­კე­ლე­ბის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა, ეს ამე­რი­კის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბებ­შიც ჩან­და და შე­იძ­ლე­ბა, ამ შე­თან­ხმე­ბამ ამე­რი­კე­ლე­ბი უბ­რა­ლოდ, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში გა­და­იყ­ვა­ნა იმ კუ­თხით, თუ ამ შე­თან­ხმე­ბის კვა­ლო­ბა­ზე რო­გორ ჩა­ა­ტა­რებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ­ჩევ­ნებს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რაც მე მო­ვიყ­ვა­ნე, არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა - ერთი მხრივ ის, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­აქ­ტი­უ­რა (სხვაგ­ვა­რად გა­მო­რი­ცხუ­ლიც იყო იმ ზეკ­რი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლე­ბის­გან მო­დი­ო­და) თა­ვი­სი ლობი ამე­რი­კა­ში, ისე­ვე, რო­გორც ამე­რი­კე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მარ­ტის შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ ოპო­ზი­ცია გა­პა­სი­ურ­და. სა­მი­ვე ფაქ­ტო­რის მოქ­მე­დე­ბამ ერ­თობ­ლი­ვად მოგ­ვცა ის შე­დე­გი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დი­ლი­დან­ვე წა­მო­ვი­და პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი რო­გორც ევ­რო­პე­ლი, ასე­ვე ამე­რი­კე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რე­ბის თუ დიპ­ლო­მა­ტე­ბის მხრი­დან. ამან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია, რად­გან გარ­კვე­ულ­წი­ლად, იმ გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცესს მის­ცა ლე­გი­ტი­მა­ცია, რომ­ლის პი­რო­ბებ­შიც არ­ჩევ­ნე­ბი მი­დი­ო­და და რო­მე­ლიც დღი­თი-დღე უფრო თვალ­ნა­თე­ლი ხდე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ლა­გა­ზი­ძე.

ექ­სპერტ ნიკა ჩი­ტა­ძის მო­საზ­რე­ბით, კრი­ტი­კის შემ­ცი­რე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლო­ბის აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა.

"არა მგო­ნია, ეს ლო­ბის­ტებს ეხე­ბო­დეს, რად­გან ლო­ბის­ტე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მა­ნამ­დეც ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე - ამე­რი­კა­ში, მათ შო­რის, ივა­ნიშ­ვილს ჰყავ­და თა­ვი­სი ექ­სპერ­ტე­ბი. სხვა­თა შო­რის, ასე იყო ჯერ კი­დევ 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და რა თქმა უნდა, შემ­დგომ­შიც იყ­ვნენ გარ­კვე­უ­ლი ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ­მა ვერ იმუ­შა­ვა, ანუ ვერ შექ­მნა იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად მას შემ­დეგ, რაც ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი ჩა­ვარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი აზ­რით, კრი­ტი­კის გარ­კვე­უ­ლი შემ­ცი­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო იმ ფაქტთან, რომ აშშ-მ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შუ­ა­მა­ვა­ლი ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა პრო­ცეს­ში, როცა სა­ერ­თო ჯამ­ში მოხ­და შე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, მარ­თა­ლია, კვლავ გა­ი­მარ­თე­ბო­და შე­რე­უ­ლი სის­ტე­მით, თუმ­ცა 150-დან 120 დე­პუ­ტა­ტი არ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით; ასე­ვე, აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო და­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სა­მა­გა­ლი­თო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, რომ ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და იგი­ვე, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ჰყოფ­და და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აშშ-სგან მი­ე­ცა ამის შან­სი და ამი­ტო­მაც, კონ­გრეს­მენ­თა მხრი­დან ნაკ­ლე­ბი კრი­ტი­კა ის­მო­და. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აშშ-ს პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გარ­კვე­ულ­წი­ლად, გამ­კაცრ­დეს და ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი გა­ის­მას“, - აცხა­დებს ნიკა ჩი­ტა­ძე.

Palitravideo სა­კი­თხზე ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, მე­თიუ ბრა­ი­ზას ესა­უბ­რა. კონ­გრეს­მე­ნე­ბის ამ­გვა­რი გზავ­ნი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას ბრა­ი­ზა 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ კმა­ყო­ფი­ლე­ბას უკავ­ში­რებს.

"მე არ ვიცი, რას ფიქ­რო­ბენ კონ­გრე­სის წევ­რე­ბი, მაგ­რამ ვიცი, რომ 8 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და შემ­დეგ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბი გა­ტარ­და. ასე რომ, ეს უბ­რა­ლოდ, ლო­გი­კუ­რია - თუ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა და სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, თუ ეს რე­ფორ­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ კონ­გრე­სის წევ­რებს არა­ფე­რი აქვთ სა­წუ­წუ­ნო, რო­დე­საც საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას შე­ე­ხე­ბა. ასეა მა­ნამ, სა­ნამ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, რაც ახ­ლა­ხანს მოხ­და. შემ­დეგ ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, თუ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და სა­ერ­თო ჯამ­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი, მაგ­რამ იცით, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ. არ­ჩევ­ნე­ბის გარ­და, ჩვენ ადრე ვი­სა­უბ­რეთ უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, მა­გა­ლი­თად, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ გა­ყიდ­ვის გა­უქ­მე­ბა არც ისე გამჭვირ­ვა­ლედ. ამ­რი­გად, პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ რა­ტომ არი­ან კონ­გრეს­მე­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლე­ბი? ალ­ბათ, ისი­ნი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, რომ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და“.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
50

ლაგაზიძე დეიდა, ბურჭულაძეს გაფიცებ!

გიორგი
35

ლობი რას ნიშნავს იქნებ გარკვევით აგვიხსნა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი რომელიც კარგად იცნობს ან მეგობრობს წამყვან პოლიტიკურ ჯგუფთან და ოფიციალურად უხდიან უზარმაზარ თანხებს ეს არის დაკანონებული კორუფცია და ამ ხალხმა უნდა მასწავლოს და მიმითითოს ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის რომელი პოლიტიკური ძალა ჯობია და როგორ ვიცხოვრო მე ამას ეძახით დემოკრატიას და აბოლებთ ხალხს ამერიკით რომელსაც თავის ქვეყნისთვის ვერ მიუხედია და ელემენტარულად ერთი ახალგაზრდა საპრეზიდენტო კანდიტატი ვერ შეურჩევიათ ორმოცდაათიდან სამოც წლამდე რომ ქვეყანა მართოს ორი საპრეზიდენტო კანდიტატი ყავთ და ორივეს ცხვარი ყავს გამობმული ფეხზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რატომ შემცირდა საქართველოს მთავრობის მიმართ კონგრესმენების კრიტიკა - "ქართული ოცნების“ ლობის ნამუშევარი თუ 8 მარტის შეთანხმებით გამოწვეული კმაყოფილება?

რატომ შემცირდა საქართველოს მთავრობის მიმართ კონგრესმენების კრიტიკა - "ქართული ოცნების“ ლობის ნამუშევარი თუ 8 მარტის შეთანხმებით გამოწვეული კმაყოფილება?

რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობა - მეტწილად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის კონგრესის წევრებისგან მწვავე წერილებს საკმაო ინტენსივობით იღებდა. კონგრესმენები ღიად საუბრობდნენ საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით ოპოზიციას მიმართა, სადაც მათ, სხვა ქმედებებთან ერთად, უცხოეთთან არგუმენტების წარდგენისკენ მოუწოდა. მან ახსენა, რომ "ქართული ოცნებისადმი“ კონგრესმენების მხრიდან კრიტიკის შემცირება მმართველი პარტიის ლობის აქტიურობას უკავშირდება. მართლაც, რამდენიმეთვიანი კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ, ბოლო თვეებია, შტატებიდან ამგვარი განცხადებებისა და წერილების რაოდენობა შემცირდა.

ხათუნა ლაგაზიძე რამდენიმე თვის წინ ამერიკის კონგრესის წევრების მიერ კრიტიკის მიზეზებს იხსენებს:

"მახსენდება ერთგვარი გარდამტეხი ფაქტორი, რომლის შემდეგაც ამერიკელების მხრიდან, ასე ვთქვათ, "ქართული ოცნების“ კრიტიკის ნაკადი წამოვიდა: ეს იყო მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, როცა მან პუნქტობრივად ჩამოთვალა ის პირობები, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების ბაზისი იქნებოდა. მათ შორის უმთავრესი ანაკლიის პორტი იყო. ამ შეხვედრიდან ძალიან მალე "ქართულმა ოცნებამ“ ბახტაძე თანამდებობიდან გაისტუმრა, ისევე, როგორც 1 წლით ადრე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, რომლის თანამდებობიდან გადაყენებაც დიდწილად ასევე მის ამერიკულ კონტაქტებს და მის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის ლობირებას უკავშირდებოდა.

შემდეგ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ“ ამერიკელების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, უგულებელჰყო, ამას მერე "ფრონტერას“ შემთხვევაც დაერთო და ამერიკელი კონგრესმენების თუ სენატორების მხრიდან "ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი უკვე უპრეცედენტოდ ხისტი განცხადებები წამოვიდა. ამ განცხადებებში არა მხოლოდ ანაკლიის პორტი იყო ხაზგასმული, არამედ, უფრო გვიანდელებში, დაახლოებით, გასული წლის ბოლოს და 2020-ის დასაწყისში, პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ არ ატარებს, ეხმიანება მაინც რუსეთის ინტერესებს საქართველოში; არაერთხელ იყო ხაზგასმული ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის ავბედითი შედეგებიც. ეს კრიტიკა ძალიან აქტიურად დაახლოებით ზაფხულის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა. ჩემთვის პირადად ივლისის თვეში წყალგამყოფი იყო "ინტერპრესნიუსის“ და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი ინტერვიუ კონგრესმენ ადამ კინზინგერთან, სადაც, მიუხედავად არაერთი ჩაძიებისა, კინზინგერს "ქართული ოცნების“ მიმართ აღარ გამოუხატავს ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ჩვეული კრიტიკული განწყობა. ჩემთვის ეს ერთგვარი განგაშის ზარის ტოლფასი იყო, მაშინაც ასე შევაფასე როგორც სოციალურ ქსელში, ისე - სხვადასხვა ინტერვიუში და მივმართე ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ ყურადღება მიექციათ ამ კრიტიკული ნოტების ცვლილებისთვის ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში. ნიშანდობლივია, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად, აღარ მოგვისმენია განცხადებები და მიმართვები ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების მხრიდან საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მისამართით. ამ ყველაფერმა მაფიქრებინა, რომ "ქართული ოცნების“ ლობისტების საქმიანობამ ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში თავისი შედეგი გამოიღო, რაც საქართველოს პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ამერიკელი კონგრესმენების დუმილში გამოიხატა. სხვა რა შეიძლებოდა გვეფიქრა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პროცესები მხოლოდ უარესდებოდა და არანაირი გაუმჯობესება, განსაკუთრებით სასამართლოს კუთხით, ჩვენ არ მიგვიღია? მეორე მხრივ, აქ, ასე ვთქვათ, დამნაშავეა ქართული ოპოზიციის ყურწაგდებულობა თუ გულარხეინობა, რომელთაც, როგორც ჩანს, თავიანთი აქტიური კონტაქტები ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან შეასუსტეს“, - აცხადებს ლაგაზიძე.

ექსპერტი ასევე ხსნის, თუ როგორ მუშაობს კონკრეტულად ლობი:

"ლობი ამერიკის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციაა. ლობისტურ ორგანიზაციებში ძირითადად, გაერთიანებულები არიან ყოფილი კონგრესმენები და სენატორები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ხუთი თითივით იცნობენ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას და არა მარტო - ისინი წლების თუ ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ ელიტაში იხარშებოდნენ და მას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მათ უნიკალური კონტაქტები აქვთ მოქმედ უმაღლესი და მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან; მათ უკავშირდება ამა თუ იმ სახელმწიფოს მმართველი პოლიტიკური ძალა და იმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებისთვის სასურველ ინტერპრეტაციას აწვდის. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ ამერიკული ლობისტური ორგანიზაციების ვალდებულება ისაა, რომ ქვეყანაში განვითარეული პროცესები მათი კლიენტის, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად მიაწოდოს. ამიტომაც, ბუნებრივია, ქართული ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა ლობისტებმა მიმდინარე პროცესების ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინტერპრეტაცია გადაფარონ. ოპოზიცია ყოველთვის უნდა ფიქრობდეს და ცდილობდეს, ეს აპრიორი მიიღოს, როგორც მოცემულობა, ამიტომაც, თავადაც გაათმაგებული ძალით უნდა აწვდიდეს მათ ობიექტურ ინფორმაციას და თუნდაც, საკუთარ ინტერპრეტაციას მიმდინარე მოვლენებზე, რათა საბოლოო ჯამში, ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ დაბალანსებული ინფორმაცია მიიღოს“, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

  • გამორიცხავს თუ არა, რომ შეიძლება, კრიტიკა მხოლოდ იმის გამო შემცირდა, რომ კონგრესმენები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით არიან კმაყოფილები?

"არც ეს არ გამოირიცხება, სწორხაზოვანი შეფასებები არ უნდა ვაკეთოთ. მარტის შეთანხმება მართლაც იყო ამერიკელების უდიდესი დამსახურება, ეს ამერიკის ელჩის განცხადებებშიც ჩანდა და შეიძლება, ამ შეთანხმებამ ამერიკელები უბრალოდ, მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა იმ კუთხით, თუ ამ შეთანხმების კვალობაზე როგორ ჩაატარებდა "ქართული ოცნება“ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ის არგუმენტები, რაც მე მოვიყვანე, არ გამოირიცხება - ერთი მხრივ ის, რომ "ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად გაააქტიურა (სხვაგვარად გამორიცხულიც იყო იმ ზეკრიტიკული შეფასებების ფონზე, რომელიც ამერიკელებისგან მოდიოდა) თავისი ლობი ამერიკაში, ისევე, როგორც ამერიკელებთან ურთიერთობაში მარტის შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია გაპასიურდა. სამივე ფაქტორის მოქმედებამ ერთობლივად მოგვცა ის შედეგი, რომ ფაქტობრივად, არჩევნების მეორე დილიდანვე წამოვიდა პოზიტიური შეფასებები როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი დამკვირვებლების, საერთაშორისო აქტორების თუ დიპლომატების მხრიდან. ამან, საბოლოო ჯამში, საქართველოს დათვური სამსახური გაუწია, რადგან გარკვეულწილად, იმ გაყალბების პროცესს მისცა ლეგიტიმაცია, რომლის პირობებშიც არჩევნები მიდიოდა და რომელიც დღითი-დღე უფრო თვალნათელი ხდება“ - აღნიშნავს ლაგაზიძე.

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, კრიტიკის შემცირება "ქართული ოცნების“ ლობის აქტიურ მუშაობას არ უკავშირდება.

"არა მგონია, ეს ლობისტებს ეხებოდეს, რადგან ლობისტები ბიძინა ივანიშვილს მანამდეც ჰყავდა დაქირავებული, ისინი მოქმედებდნენ როგორც ევროპაში, ისე - ამერიკაში, მათ შორის, ივანიშვილს ჰყავდა თავისი ექსპერტები. სხვათა შორის, ასე იყო ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, შემდგომშიც იყვნენ გარკვეული ლობისტური ჯგუფები. თუმცა აღნიშნულმა ვერ იმუშავა, ანუ ვერ შექმნა იმის საფუძველი, რომ აშშ-ს ხელისუფლება, მაგალითად მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ლოიალური ყოფილიყო. ჩემი აზრით, კრიტიკის გარკვეული შემცირება დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ აშშ-მ მნიშვნელოვანი შუამავალი ფუნქცია შეასრულა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა პროცესში, როცა საერთო ჯამში მოხდა შეთანხმება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, მართალია, კვლავ გაიმართებოდა შერეული სისტემით, თუმცა 150-დან 120 დეპუტატი არჩეული იქნებოდა პროპორციული წესით; ასევე, აშშ-ს ხელისუფლებამ მიიღო დაპირება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს სამაგალითო არჩევნები ჩატარდებოდა, რომელიც დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. შესაბამისად, აშშ-ს ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული შესაძლებლობა მისცა, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში და იგივე, არჩევნების დღეს ვითარების სტაბილურობას უზრუნველჰყოფდა და ა.შ. ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სგან მიეცა ამის შანსი და ამიტომაც, კონგრესმენთა მხრიდან ნაკლები კრიტიკა ისმოდა. არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ აშშ-ს პოზიცია საქართველოს მიმართ გარკვეულწილად, გამკაცრდეს და ახალი წინადადებები გაისმას“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

Palitravideo საკითხზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. კონგრესმენების ამგვარი გზავნილების შემცირებას ბრაიზა 8 მარტის შეთანხმებისგან გამოწვეულ კმაყოფილებას უკავშირებს.

"მე არ ვიცი, რას ფიქრობენ კონგრესის წევრები, მაგრამ ვიცი, რომ 8 მარტს საქართველოს პოლიტიკური პარტიები შეიკრიბნენ და შემდეგ საარჩევნო რეფორმები გატარდა. ასე რომ, ეს უბრალოდ, ლოგიკურია - თუ არსებობს პოლიტიკური ერთიანობა და საარჩევნო რეფორმების პატივისცემა, თუ ეს რეფორმები ხორციელდება, მაშინ კონგრესის წევრებს არაფერი აქვთ საწუწუნო, როდესაც საქმე საქართველოს დემოკრატიას შეეხება. ასეა მანამ, სანამ არჩევნები ჩატარდება, რაც ახლახანს მოხდა. შემდეგ ისინი აღნიშნავენ, თუ ეს არჩევნები არ იქნება კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი, მაგრამ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამის საწინააღმდეგო შეფასებები მოვისმინეთ. არჩევნების გარდა, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ უჩვეულო მოვლენებზე, რაც საქართველოში მოხდა, მაგალითად, "კავკასუს ონლაინის“ გაყიდვის გაუქმება არც ისე გამჭვირვალედ. ამრიგად, პრობლემები არსებობს, მაგრამ რატომ არიან კონგრესმენები ნაკლებად კრიტიკულები? ალბათ, ისინი კმაყოფილები არიან, რომ საარჩევნო რეფორმები განხორციელდა“.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი უკვე საქართველოშია და 1-ლ შეხვედრას პრეზიდენტთან მართავს - როგორია კრისტიან დანიელსონის დღის წესრიგი