მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?
"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მძაფ­რდე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­ზღუ­და­ვი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძლი­ერ­დე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის რე­გი­ონს, თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია და მე­ო­რე ტალ­ღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა უფრო და უფრო მძაფ­რდე­ბა. ამის გამო, მთელ­მა რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა მკაც­რი შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­მო­ი­ღეს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ამ მხრივ, თან­და­თან ვაძ­ლი­ე­რებთ სხვა­დას­ხვა შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბებს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კვლავ იზ­რდე­ბა.

„მინ­და მივ­მარ­თო ჩემს კო­ლე­გებს, რომ მეტი სიფრ­თხი­ლით იყ­ვნენ. ისევ მო­ი­მა­ტა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ში. დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მით, 209 შემ­თხვე­ვა გვაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­ო­დენ კრი­ტი­კუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის ზრდა, იმი­ტომ, რომ ისი­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ჩვენ­თან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არაა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ვიდ­ნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

„საკ­მა­ოდ დი­დია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ჯგუ­ფე­ბი. აქაც პირ­და­პი­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ვი­დეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უვ­ლინ­დე­ბა პირს გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­კავ­შირ­დეს ოჯა­ხის ექიმს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ახლა თან­და­თან ხდე­ბა სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და კო­ვი­დის ზედ­დე­ბა". მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით გრი­პის ვირუ­სი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ცირ­კუ­ლა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ცირ­კუ­ლი­რე­ბენ სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი.

„შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს ნო­ემ­ბერ­ში. ახლა თან­და­თან ხდე­ბა სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და კო­ვი­დის ზედ­დე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით გრი­პის ვირუ­სი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ცირ­კუ­ლი­რე­ბენ სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექიმ­თან კონ­სტულ­ტა­ცია და შემ­დგომ, შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რომ და­დას­ტურ­დეს, გვაქვს თუ არა კო­ვი­დი. თუ გვაქვს კო­ვი­დი, პა­ნი­კას არ უნდა მი­ვე­ცეთ, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­და­ვი­დეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, დარ­ე­კოს 112-ზე ან და­უ­კავ­შირ­დეს თა­ვის ოჯა­ხის ექიმს და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას მათი კონ­სულ­ტა­ცი­ით.

თუ ოჯა­ხის წევ­რი არის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ახლო კონ­ტაქ­ტი, რო­მელ­საც პირ­ბა­დით და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისი­ნიც ყო­ველ­გვა­რი ტეს­ტი­რე­ბის გა­რე­შე გა­და­ვიდ­ნენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, მი­მარ­თონ ოჯა­ხის ექიმს ან 112-ს და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით.

ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ჯაჭ­ვი რომ გა­წყდეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იყ­ვნენ გა­და­სუ­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ღია სივ­რცე­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს პირ­ბა­დე ეკე­თოთ.

„დღეს პირ­ბა­დე გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე უფრო მძლავ­რი დაც­ვის ია­რა­ღი კო­რო­ნა­ვირუ­სულ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში. პირ­ბა­დე­ზე უკე­თე­სი ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ვაქ­ცი­ნა, ასე­ვე არ გვაქვს პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის წა­მა­ლი. ამი­ტომ, ყვე­ლა­ზე მძლავ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლავთ პირ­ბა­დე, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა და დიდი თავ­შეყ­რე­ბა­ზე თა­ვის არი­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
7

gaivso qveyana daavadebulebit.eseni ki ise bshvidad saubroben gegoneba samotxeshi vart!

nino
1

ki magram ramdenime qalaqshi rom sheacheres saswavlo procesi,sxva qalaqebshi korona ara aris? tu imat ar emartebat?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?

"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის მიმდინარეობა მძაფრდება.

მისივე თქმით, საქართველოში შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება.

„რაც შეეხება ევროპის რეგიონს, თითქმის ყველა ქვეყანაში სიტუაცია და მეორე ტალღის მიმდინარეობა უფრო და უფრო მძაფრდება. ამის გამო, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღეს. საქართველოშიც ამ მხრივ, თანდათან ვაძლიერებთ სხვადასხვა შემზღუდავ ღონისძიებებს პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით, 209 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, იმიტომ, რომ ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან. ჩვენთან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

„საკმაოდ დიდია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ჯგუფები. აქაც პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში უვლინდება პირს გარკვეული სიმპტომი, აუცილებელია დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, "ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება". მისი თქმით, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები.

„შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში. ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების დაწყების შემთხვევაში ექიმთან კონსტულტაცია და შემდგომ, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები, რომ დადასტურდეს, გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით.

თუ ოჯახის წევრი არის კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით.

ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია, რომ როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში მოქალაქეებს პირბადე ეკეთოთ.

„დღეს პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლაში. პირბადეზე უკეთესი ამ ერთი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერია. ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინა, ასევე არ გვაქვს პირდაპირი მოქმედების წამალი. ამიტომ, ყველაზე მძლავრი პრევენციული ღონისძიება და დაცვის საშუალება გახლავთ პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრებაზე თავის არიდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?