წინასწარი შედეგების თანახმად, ფლორიდასა და ოჰაიოს შტატებში დონალდ ტრამპი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფლორიდაში გამარჯვება ამომრჩეველთა კოლეგიაში 29 ხმის მოპოვებას ნიშნავს, ოჰაიოში გამარჯვებით კი პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიაში 18 ხმა ექნება.
ცნობილი გახდა კიდევ ერთი შტატის, მინესოტას, წინასწარი შედეგები, სადაც, ჯერჯერობით ჯო ბაიდენი ლიდერობს. აღნიშნულ შტატში გამარჯვება ამომრჩეველთა კოლეგიის 10 ხმის მოპოვებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, BBC-ის ცნობით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე(სტატიის წერის მომენტში) დონალდ ტრამპი ლიდერობს. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის "დემოკრატ“ კანდიდატს კოლეგიაში 209 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი - 212.
ასევე ნახეთ: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - შედეგები Live რეჟიმში
რა სისულელეებს წერთ
მიდი დონალდ, მიაწექი მაგ ლიბერასტს! დროა უკვე დამთავრდეს, ლობერტასიანების პარპაში.