სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?
სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტარ­ტა­რის, აღ­და­მის, ხო­ჯე­ვან­დის, ზან­გი­ლა­ნი­სა და გუ­ბად­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გრძელ­დე­ბო­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და ტექ­ნი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­დეს.

„გუ­შინ­დე­ლი დღი­სა და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მტრის ორი T-72 ტი­პის ტან­კი, სამი D-30-ი ტი­პის სა­ზე­ნი­ტო მო­წყო­ბი­ლო­ბა, ერთი ტაქ­ტი­კუ­რი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და სამი სამ­ხედ­რო სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ვა­ნად­გუ­რეთ,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ჯარი ოპე­რა­ტი­ულ ვი­თა­რე­ბას აკონ­ტრო­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხურ მხა­რეს, რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, "ქა­ლაქ შუ­შის მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს".

დღეს დი­ლით არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი 08:05 სა­ა­თი­დან ტერ­ტე­რის რე­გი­ო­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ბომ­ბა­ვენ.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 27 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ სამ­ჯერ შე­თან­ხმდნენ, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა, რა­შიც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?

სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები, ძირითადად, ტარტარის, აღდამის, ხოჯევანდის, ზანგილანისა და გუბადლის მიმართულებებით გრძელდებოდა.

მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

„გუშინდელი დღისა და ღამის განმავლობაში მტრის ორი T-72 ტიპის ტანკი, სამი D-30-ი ტიპის საზენიტო მოწყობილობა, ერთი ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სამი სამხედრო სატვირთო ავტომობილი გავანადგურეთ,“ - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჯარი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, "ქალაქ შუშის მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფის განეიტრალების ოპერაცია მიმდინარეობს".

დღეს დილით არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებული ძალები 08:05 საათიდან ტერტერის რეგიონების რამდენიმე სოფელს ბომბავენ.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 სექტემბრის შემდეგ სამჯერ შეთანხმდნენ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?

"აზერბაიჯანი სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს" - არაღიარებული მთიანი ყარაბაღი