პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს. "დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ვაფართოებთ და ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც", -განაცხადა ცქიტიშვილმა.
პირველად დავფიქრდი მუსულმან ქალებზე რომლებსაც სახე დაფარული აქვთ მაგრამ არ გადაშენებულან .არა მგონია საშიში იყოს
იქიდან გამომდინარე, რო ერთჯერადი ნიღბის ტარება 2 საათზე მეტი არაა დაშვებული, ნიღბების კონა უნდა ატარო თან? ვინ ჩაიგდო ნიღბების ბიზნესი, საინტერესოა. კიდე რას ველოდოთ, მანქანაში მარტო რო ზიხარ, ნიღბის ტარების აუცილებლობა?