მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსურდული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს" - რას ამბობენ ოპოზიციონერები სააკაშვილის ჩამოსვლასა და სანიკიძე-მელიას დაპირისპირებაზე
"აბსურდული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს" - რას ამბობენ ოპოზიციონერები სააკაშვილის ჩამოსვლასა და სანიკიძე-მელიას დაპირისპირებაზე

"ლე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ბად­რის ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ა­ში არე­უ­ლო­ბა არ არის, ის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლია. მან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ნიკა მე­ლი­ა­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტმა კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ გა­რე­მო­ში მცი­რე­დი დი­სო­ნან­სი შე­ი­ტა­ნა.

"ოპო­ზი­ცი­ა­ში არე­უ­ლო­ბა არ არის. ის ძა­ლი­ან კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლია. გუ­შინ სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი იყო, ეს ბა­ტო­ნი გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მო­საზ­რე­ბაა, რო­მელ­მაც ჩემი აზ­რით, კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ გა­რე­მო­ში გარ­კვე­უ­ლი დი­სო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. ეს წერ­ტი­ლო­ვა­ნი ინ­ცი­დენ­ტი იყო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცია. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და ხმე­ბი იმი­ტომ, რომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ვერ წარ­მო­ად­გენს ხალ­ხის ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მისი თქმით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, რა­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ადას­ტუ­რებს.

"ჩვენ გვაქვს არ­ჩევ­ნე­ბის სრუ­ლი­ად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, რაც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბას არ ასა­ხავს. არ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პარ­ლა­მენ­ტი იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბას არ ასა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

არის თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ჭი­რო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში? - ამ შე­კი­თხვას "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არის და მას ვერ გან­დევ­ნის ვე­რა­ვინ".

ამას­თან, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნო­ბას ნე­ბის­მი­ერ ფა­სად შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

"პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­ზეც დღეს ხელს ვა­წერთ, პარ­ლა­მენ­ტში არ შევა არა­ვინ, თა­ვის­თა­ვად, ვინც ხელს მო­ა­წერს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი იყოს. არ ვიცი, ყვე­ლა ვართ თუ არა ამა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ მკაც­რი პრო­ტეს­ტი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში იმი­სათ­ვის, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და­ვა­ნიშ­ნი­ნოთ ვა­დამ­დე­ლი ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი...

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ოპო­ზი­ცი­ის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა. დარ­ღვე­ვე­ბის ის მას­შტა­ბი და ფაქ­ტე­ბი, რაც ჩვენ ხელთ არ­სე­ბობს, მი­წო­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვის და მათ სრუ­ლი სუ­რა­თი ექ­ნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა და რე­სურ­სე­ბი აქვს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არის და მას ვერ გან­დევ­ნის ვე­რა­ვინ, იმი­ტომ, რომ მას თა­ვი­სი გავ­ლე­ნა და რე­სურ­სე­ბი გა­აჩ­ნია, 26% მი­ი­ღო მის­მა პარ­ტი­ამ. ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

სა­ნი­კი­ძე-მე­ლი­ას ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა "სატ­რა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძე­მაც.

"ჩემ­თან დის­ტან­ცი­უ­რად ის ჩარ­თუ­ლი არ არის და ვის­თან არის ჩარ­თლი არ ვიცი, პო­ლი­ტი­კა წყდე­ბა აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში... რა­ღაც აბ­სურ­დუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ უნდა კეთ­დე­ბო­დეს მა­შინ, რო­დე­საც ოპო­ზი­ცია ერ­თი­ა­ნია. და­სა­წყი­სი­დან­ვე ვფიქ­რობ, რომ არას­წო­რი იყო ის რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც წა­მო­ი­წყო გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ. იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა მხა­რე ამას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და გა­ი­გებს. არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო იქ კონ­კრე­ტუ­ლად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კომ­პო­ნენ­ტი, პო­ლი­ტი­კა წყდე­ბა აქ,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის“ პირ­და­პირ ეთერ­ში ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მხრი­დან გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. სა­ნი­კი­ძემ თქვა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­ცერ­თი მათ­გა­ნის არ ეში­ნია და დად­გა, დრო რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­დეს. აღ­ნიშ­ნულ­ზე ნიკა მე­ლი­ამ სა­ნი­კი­ძეს უპა­სუ­ხა, რომ მას ამ გან­ცხა­დე­ბით ოპო­ზი­ცი­ა­ში ხინ­ჯი შე­აქვს და "ბი­ძი­ნას თა­მაშს თა­მა­შობს“. "მარ­თლა მოგ­ზავ­ნი­ლი ხომ არა ხარ, რა გინ­და რა, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს?“ - მი­მარ­თა ნიკა მე­ლი­ამ სა­ნი­კი­ძეს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
19

წარმოუდგენელი ფული იხაეჯება იმაში, რომ მოსახლეობამ ძალიან ცუდად იცხოვროს. წარმოუდგენელი ფული იხარჯება იმაში, რომ შემოგდებულმა პატარა ხროვამ გააგრძელოს მეფეებივით ცხოვრება. ყველაფერ ამაში მონაწილეობას აღებინებენ იოლად ფაქტიურად უფასოდ მოსასყიდ ცხვრის ფარას..............

ე. წ. ოპოზიციას
14

ხომ დამტკიცდა, რომ სააკაშვილის გარეშე 00000 ხართ!!!! ვერცერთმა სუბიექტმა, ვერ შეძელით, დამოუკიდებლად არსებობა..ეს თქვენი არჩევანი ანუ ბოიკოტი ' თქვენი პოლიტიკური ხარაკირია. მიშამ დედა გიტირათ ყველას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"აბსურდული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს" - რას ამბობენ ოპოზიციონერები სააკაშვილის ჩამოსვლასა და სანიკიძე-მელიას დაპირისპირებაზე

"აბსურდული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს" - რას ამბობენ ოპოზიციონერები სააკაშვილის ჩამოსვლასა და სანიკიძე-მელიას დაპირისპირებაზე

"ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრის ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციაში არეულობა არ არის, ის კონსოლიდირებულია. მან "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტმა კონსოლიდირებულ გარემოში მცირედი დისონანსი შეიტანა.

"ოპოზიციაში არეულობა არ არის. ის ძალიან კონსოლიდირებულია. გუშინ სამწუხარო ინციდენტი იყო, ეს ბატონი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებაა, რომელმაც ჩემი აზრით, კონსოლიდირებულ გარემოში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს წერტილოვანი ინციდენტი იყო. აბსოლუტურად კონსოლიდირებულია ოპოზიცია. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ხმები იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი ვერ წარმოადგენს ხალხის ნებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რასაც უამრავი ადამიანი ადასტურებს.

"ჩვენ გვაქვს არჩევნების სრულიად დამახინჯებული შედეგები, რაც ჩვენი მოსახლეობის ნებას არ ასახავს. არ შეიძლება ისეთი პარლამენტი იყოს ლეგიტიმური, რომელიც მოსახლეობის ნებას არ ასახავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი საჭირო ქართულ პოლიტიკაში? - ამ შეკითხვას "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ასე პასუხობს: "მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ".

ამასთან, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს.

"პირველი და მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელზეც დღეს ხელს ვაწერთ, პარლამენტში არ შევა არავინ, თავისთავად, ვინც ხელს მოაწერს. შეიძლება გამონაკლისი იყოს. არ ვიცი, ყველა ვართ თუ არა ამაზე ჩამოყალიბებული. იქნება საკმაოდ მკაცრი პროტესტი კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ "ქართულ ოცნებას“ დავანიშნინოთ ვადამდელი ხელახალი არჩევნები...

მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთსულოვნება, რომელსაც შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად. ასევე, საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დარღვევების ის მასშტაბი და ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, მიწოდებული იქნება მათთვის და მათ სრული სურათი ექნებათ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გავლენა და რესურსები აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, იმიტომ, რომ მას თავისი გავლენა და რესურსები გააჩნია, 26% მიიღო მისმა პარტიამ. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

სანიკიძე-მელიას ინციდენტთან დაკავშირებით და ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე ისაუბრა "სატრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.

"ჩემთან დისტანციურად ის ჩართული არ არის და ვისთან არის ჩართლი არ ვიცი, პოლიტიკა წყდება აქ, ამ ქვეყანაში... რაღაც აბსურდული და გაუგებარი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანია. დასაწყისიდანვე ვფიქრობ, რომ არასწორი იყო ის რიტორიკა, რომელიც წამოიწყო გუბაზ სანიკიძემ. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე ამას გაითვალისწინებს და გაიგებს. არაფერ შუაში არ იყო იქ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის კომპონენტი, პოლიტიკა წყდება აქ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე "მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გუბაზ სანიკიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს. აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ამ განცხადებით ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს და "ბიძინას თამაშს თამაშობს“. "მართლა მოგზავნილი ხომ არა ხარ, რა გინდა რა, რას ემსახურება ეს?“ - მიმართა ნიკა მელიამ სანიკიძეს.

"უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში" - სააკაშვილი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს

"ეს არ არის კაცური საქციელი...მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“- ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"დღეს დავინახეთ პოლიტიკიდან გაძევებული პოლიტიკოსების, ბანკირების, მევახშეების "გამარჯვებული“ საქართველო"  - დავით ჭიჭინაძე