პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო" - ევროკავშირი
"არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო" - ევროკავშირი

ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მათი შე­ფა­სე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყო.

თუმ­ცა, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა და მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ზღვა­რის ბუნ­დო­ვა­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, რა­მაც პრო­ცე­სის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა შე­ამ­ცი­რა.

"2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტური გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით და ამომ­რჩე­ველ­თა მა­ღა­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით ჩა­ტარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­ვიდ-19 პან­დე­მი­ის გამო რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი იყო შექ­მნი­ლი.

ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფი­სის (ოდი­რის) და ეუ­თოს, ევ­რო­პის საბ­ჭოს და ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის წი­ნას­წა­რი მიგ­ნე­ბე­ბი­სა და დას­კვნე­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლი­ვი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყო.

თუმ­ცა, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა და მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ზღვა­რის ბუნ­დო­ვა­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, რა­მაც პრო­ცე­სის ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა შე­ამ­ცი­რა.

კვლავ მთა­ვა­რია მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში უმაღ­ლე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩათ­ვლით, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სა­ჩივ­რი­სა და აპე­ლა­ცი­ის სა­მარ­თლი­ა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე და სა­გულ­და­გუ­ლო გან­ხილ­ვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა გა­ნაგ­რძოს. უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუ­ფა­ლი და ჯან­სა­ღი მე­დია გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათ შო­რის იმის­თვის, რომ ამომ­რჩე­ველს მი­ე­ცეს სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რი კვლავ ზედ­მი­წევ­ნით და­აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას დარ­ჩე­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე ტუ­რის დღეს.

გა­ნახ­ლე­ბულ­მა სა­მარ­თლებ­რივ­მა ჩარ­ჩომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი უზ­რუნ­ველ­ყო. ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ში ნა­წი­ლობ­რივ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ეუთო / ოდი­რის და ევ­რო­პის საბ­ჭოს / ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ად­რინ­დე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუმ­ცა, რიგი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დარ­ჩა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, მათ შო­რის ეუთო / ოდი­რის სა­ბო­ლოო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ინ­კლუ­ზი­უ­რი დი­ა­ლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბით მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ, რო­მე­ლიც 21 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რი გვერ­დში უდ­გას დე­მოკ­რა­ტი­ულ, სტა­ბი­ლურ, წარ­მა­ტე­ბულ და ინ­კლუ­ზი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს და ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რას გა­ნაგ­რძობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
39

ყველა დარღვევა პროცედურულ ორგანიზაციული სახისაა და 1,5 %-ს ფარგლებია, აი სისტემური ხარვეზი ასპროცენტიანია და ცხადია ეს არჩევნები, ყველა მისი წინამორბედიც ყალბია და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ბოლშევიკთა მიმდევრებს ხმას არ ვაძლევთ, ისინი თავის თავს აძლევენ ხმას ან ართმევენ სხვას და მიითვისებენ ! უზრპატორებია !

ვაი თქვენს პატრონს!
7

აშშ-ს, ინგლისის, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ეუთო-ოდირის პოზიცია, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო, ბევრს არაფერს ნიშნავს; ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერენ, ბურჯანაძის, ოქრუაშვილის, ბესელიას, მალაშხიას, ნათელაშვილის პარტიები, ედპ... შევლენ თუ არა პარლამენტში? :))) მათი მხარდამჭერები ქუჩაში რომ გამოვიდნენ, სად დაეტევიან? შეიძლება ერთ კინოთეატრშიც კი ვერ დაეტიონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო" - ევროკავშირი

"არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო" - ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში განმარტავენ, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

"2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო რთული პირობები იყო შექმნილი.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს. უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს.

განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველი უზრუნველყო. ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები, თუმცა, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარება, მათ შორის ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.

ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

"ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ბილეთს ავიღებ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"