მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში "ქართული ოცნება" პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს - 2 787 უბნის მონაცემები
პარლამენტში "ქართული ოცნება" პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს - 2 787 უბნის მონაცემები

ცეს­კოს მიერ ამ დრო­ის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი 2787 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით 1%-იან ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს შო­რის 120-დან 116 მან­და­ტი ნა­წილ­დე­ბა. რჩე­ბა 4 თა­ვი­სუ­ფა­ლი მან­და­ტი, რო­მელ­საც თან­მიმ­დევ­რო­ბით, უდი­დე­სი ნაშ­თის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ (ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ესე­ნია: „გირ­ჩი“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“).

2787 უბ­ნის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით გან­სა­ზღვრუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი 116 მან­და­ტი პარ­ტი­ებს შო­რის ასე ნა­წილ­დე­ბა:

  • „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ (48.51%) - 62 მან­და­ტი
  • „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია“ (26.15%) - 33 მან­და­ტი
  • „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ (3.8%) - 4 მან­და­ტი
  • „ლელო“ (3.28%) - 4 მან­და­ტი
  • „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ (3.23%) - 4 მან­და­ტი
  • „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (3.15%) - 4 მან­და­ტი
  • „გირ­ჩი“ (3. 07%) - 3 მან­და­ტი
  • „ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ (1. 41%) - 1 მან­და­ტი
  • „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“ (1.02%) - 1 მან­და­ტი

ცნო­ბის­თვის, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის ფორ­მუ­ლა ასე­თია: - პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და­სად­გე­ნად, მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მრავ­ლდე­ბა 120-ზე და იყო­ფა ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­თა ჯამ­ზე, რომ­ლებ­მაც შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხეს. მი­ღე­ბუ­ლი რი­ცხვის მთე­ლი ნა­წი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 3 847 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი იყო. ამ დრო­ის­თვის ცეს­კოს დათ­ვლი­ლი აქვს 2787 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ კი­დევ და­სათ­ვლე­ლია 1060 უბა­ნი, რაც ნიშ­ნავს, რომ პარ­ტი­ებს შო­რის მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა შე­საძ­ლოა, შე­იც­ვა­ლოს.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით მი­ღე­ბულ მან­და­ტებს და­ე­მა­ტე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბიც. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სე­ბულ 30 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან 29 ოლ­ქში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ლი­დე­რობს და მმარ­თვე­ლი პარ­ტია მხო­ლოდ გლ­დან­ში, ნიკა მე­ლი­ას­თან მარ­ცხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

რატო ბლოკავთ კომენტარებს??

ვაი, ჩვენს პატრონს...
0

მიკლედ ივანამ ყველაფერი იღონა 8 წლის განმავლობაში ,რომ კომაში მყოფი ნაცები რეანიმაციიდან გამოეყვანა და საქართველო ქოცნახირის და ნაცხროვის საბალახოდ გადაექცია.მართლა ვაი,საცოდავო საქართველო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

პარლამენტში "ქართული ოცნება" პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს - 2 787 უბნის მონაცემები

პარლამენტში "ქართული ოცნება" პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს - 2 787 უბნის მონაცემები

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2787 უბნის მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იან ბარიერგადალახულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის 120-დან 116 მანდატი ნაწილდება. რჩება 4 თავისუფალი მანდატი, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ (ამ დროის მონაცემებით, ესენია: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ალეკო ელისაშვილის - მოქალაქეები“).

2787 უბნის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ (48.51%) - 62 მანდატი
  • „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ (26.15%) - 33 მანდატი
  • „ევროპული საქართველო“ (3.8%) - 4 მანდატი
  • „ლელო“ (3.28%) - 4 მანდატი
  • „პატრიოტთა ალიანსი“ (3.23%) - 4 მანდატი
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) - 4 მანდატი
  • „გირჩი“ (3. 07%) - 3 მანდატი
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1. 41%) - 1 მანდატი
  • „ლეიბორისტული პარტია“ (1.02%) - 1 მანდატი

ცნობისთვის, კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, პროპორციული წესით საპარლამენტო მანდატების გადანაწილების ფორმულა ასეთია: - პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ 3 847 საარჩევნო უბანი იყო. ამ დროისთვის ცესკოს დათვლილი აქვს 2787 უბნის მონაცემები. შესაბამისად, ჯერ კიდევ დასათვლელია 1060 უბანი, რაც ნიშნავს, რომ პარტიებს შორის მანდატების გადანაწილება შესაძლოა, შეიცვალოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პროპორციული წესით მიღებულ მანდატებს დაემატება მაჟორიტარული ნაწილით მოპოვებული მანდატებიც. ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით არსებულ 30 მაჟორიტარული ოლქიდან 29 ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს და მმართველი პარტია მხოლოდ გლდანში, ნიკა მელიასთან მარცხდება.

obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც მათი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული

"კახა კალაძეს ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში" - ბექა დავითულიანი

"კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს" - ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა