"გილოცავთ, გლოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მიმართვა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. შეგახსენებთ, "იმედის“ ეგზიტპოლით, მმართველი პარტია 55%-ით იმარჯვებს, "მთავარის“ ეგზიტპოლით კი - 41%-ით.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების“ შტაბთან შეკრებილებთან ერთად კარგა ხანს სკანდირებდა: "საქართველო, საქართველოს!“.
"მოდით, ახლა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, "ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს, რომლებმაც მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, "ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს უმნიშვნელოვანეს არჩევნებში. არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა მხარი. გაძლევ პირობას, რომ "ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ასევე დარჩება!“ - განაცხადა ივანიშვილმა. შეკრებილებს ასე მიმართეს, კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ.
"ბრძენია" ქართველი ამომრჩეველი.... უყურონ ეხლა კიდევ ოთხი წელი თალაკვაძე, მდინარაძე, თიკარაძეს.... ვაი ჩვენს პატრონს!
ქართველი ახალგაზრდობა დაბოლილი გისმენს ახლა. ქეშები შენს გვერდით ვართო გეუბნებიან:):):)