სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი
"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი

ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და, აგ­რძე­ლებს ჩვენ­თან სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას, იმი­სი, რისი მომსწრე და მო­ნა­წი­ლეც თა­ვად გახ­და.

- როცა ნარ­კო­ტიკს უდებ­დით ვინ­მეს და იცო­დით, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, 20 წელი მი­ე­სა­ჯათ მის­თვის, არ გა­ნიც­დი­დით?

- ვინ გი­თხრათ, რომ ცი­ხე­ში წა­ვი­დო­და? წა­მალს რომ ვუ­დებ­დი, ვი­ცო­დი, ფული უნდა მო­ე­ტა­ნა. უბ­რა­ლოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს კო­ლო­სა­ლურ თან­ხებ­ზე იყო ლა­პა­რა­კი - 300 000-ზე, 400 000-ზე ან კი­დევ მეტ­ზე. ზო­გის­გან ბიზ­ნე­სი იყო წა­მო­სა­ღე­ბი და იმის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ წამ­ლის ჩა­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი არ­ჩევ­ნებ­ში ხელს უშ­ლი­დათ, ან ვი­ღაც მისი ახ­ლო­ბე­ლი უშ­ლი­და ხელს და ის იყო გა­სა­ჩუ­მე­ბე­ლი, ზოგს ფული ჰქონ­და და ამ გზით აწერ­დნენ. 20-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლის ნაც­ვლად ფულს მო­ი­ტან­დნენ და მე­სა­მე დღეს ბევ­რი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით გა­რეთ გა­დი­ო­და.

- საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმა­ზე მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე მის­ცე ინ­ფორ­მა­ცია, ვიდ­რე ბრალს გი­ყე­ნე­ბენ. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­დან უნდა მო­ე­ტა­ნა და­კა­ვე­ბულს?

- თვი­თონ ჰქონ­დათ ასე­თი საქ­მე­ე­ბი და რო­მე­ლი­მეს მი­ა­ბამ­დნენ მის საქ­მეს - ვი­თომ და­კა­ვე­ბულ­მა მის­ცა ინ­ფორ­მა­ცია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი არა­ფე­რიც არ უთ­ქვამს. შენ ხარ ჟურ­ნა­ლის­ტი და მე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ მერ­ჩი, ვიცი, შენი ბი­ძაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გიყ­ვარს. შენ ხელს მიშ­ლი, მაგ­რამ შენ რომ ვე­რა­ფერს გე­უბ­ნე­ბი, ამი­ტომ შენს ბი­ძაშ­ვილს ჩა­ვუ­დებ წა­მალს და მა­ინც თუ არ გა­ჩუმ­დე­ბი, გე­ტყვი, ეს 20 წელი იჯ­დე­ბა ცი­ხე­ში-მეთ­ქი. ამის მერე შენც მი­დი­ხარ დათ­მო­ბა­ზე და ჩუმ­დე­ბი, რად­გან იცი, შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი შენ გამო ჰყავთ და­ჭე­რი­ლი. ასე­თი ფაქ­ტიც მრავ­ლად ხდე­ბო­და."ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მერე ტო­ტა­ლუ­რი მოს­მე­ნე­ბიც და­ი­წყო.

ერთხელ შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი იქ, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უს­მენ­დნენ და ელდა მეცა, მივ­ხვდი, ამის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­ნე­ბო­და. ჩემი ფიქ­რით, ცი­ხის­თვი­საც მო­ვემ­ზა­დე, რომ თბი­ლად ჩა­მეც­ვა, რად­გან საკ­ნებ­ში ცე­მენ­ტის ია­ტა­კია და ცივა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბას არა­ვინ მა­პა­ტი­ებს-მეთ­ქი.

და­მი­ძა­ხეს კი­დეც, სად­მე იტყვი და იცო­დე, შენს თავს და­აბ­რა­ლე, ეს მისი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კეთ­დე­ბაო. არა­ფე­რი მო­მის­მე­ნია, არა­ფე­რი მი­ნა­ხავს-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. მე­ო­რე­ჯერ სახ­ლთან დამ­ხვდნენ და იქაც იგი­ვე შე­მახ­სე­ნეს. ხმის ამომ­ღე­ბი ვი­ყა­ვი? ბევ­რჯერ ჩემს კა­ბი­ნეტ­შიც მო­მის­მე­ნია ადა­მი­ა­ნის­თვის - კომ­პი­უ­ტერ­ში გვქონ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი გა­მი­გია.

მარ­ტო ამით არ იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი: ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, მი­ყუ­რა­დე­ბა, მოს­მე­ნა, ყვე­ლა­ფერს იყე­ნებ­დნენ, ყვე­ლას უყუ­რებ­დნენ. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი რომ გა­გე­კე­თე­ბი­ნა, სახ­ლში შეს­ვლა არა­ვის სჭირ­დე­ბო­და, პროგ­რა­მა ისე­თი იყო, გა­რე­და­ნაც, ქუ­ჩი­დან შე­გეძ­ლო და­გე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნა და სა­ძი­ნე­ბე­ლი ჩა­გერ­თო მოს­მე­ნა­ზე.

ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ი­ტა­ნეს მო­სას­მე­ნი ტექ­ნი­კა - ჰალ­სტუ­ხე­ბი, სათ­ვა­ლე­ე­ბი, მიკრო­ფო­ნე­ბი, ნა­ყი­ნის ფორ­მის ნივ­თე­ბი, კალ­მე­ბი, ბოთ­ლე­ბი - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იწერ­და და ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უს­მენ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბას, ასე­თიც მრავ­ლად ხდე­ბო­და. მისი მო­პო­ვე­ბა არ იყო პრობ­ლე­მა. პი­რა­დად ჩემ­თვი­საც და­უ­ვა­ლე­ბი­ათ ერთ-ერთ დე­პუ­ტატ­ზე ასე­თი ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა. მა­მა­კა­ცია, მის სა­ხელ­სა და გვარს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, ახლა არ არის პარ­ლა­მენ­ტში. ერთი სი­ტყვით, ვუს­მენ­დი და გა­და­მი­ღია კი­დეც მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. კა­ფე­ში მო­ვი­და და სულ ქა­ლე­ბი იყ­ვნენ მის ირ­გვლივ. სპე­ცი­ა­ლუ­რად გვყავ­და იქ შეყ­ვა­ნი­ლი. ის ქა­ლე­ბი მა­ნამ­დე არ მო­ეშ­ვნენ, ვიდ­რე არ და­ი­ყო­ლი­ეს და სას­ტუმ­რო­ში არ წა­იყ­ვა­ნეს. სას­ტუმ­რო­ში კი კა­მე­რე­ბი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. იმ დე­პუ­ტა­ტის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის­თვის ჩა­მო­ცი­ლე­ბა უნ­დო­დათ და იმ კომ­პრო­მა­ტით ჩა­მო­ი­ცი­ლეს კი­დეც.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბით ბევრ ვინ­მეს აშან­ტა­ჟებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, თუ გა­ი­გებ­დი, რომ გის­მენ­დი, პრე­ტენ­ზია რომ გაგ­ჩე­ნო­და, ვე­რა­ფერ­საც ვერ იზამ­დი, რად­გან კან­ცე­ლა­რი­ას ჟურ­ნალ­ში მუ­დამ ჰქონ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი, იქ ჩა­ი­წე­რე­ბო­და ძვე­ლი რი­ცხვით, მერე დავ­წერ­დი მო­სა­მარ­თლის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბას, რომ მქონ­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მჭირ­დე­ბო­და შენი მოს­მე­ნა, მი­ვი­ღებ­დი ნე­ბარ­თვის სა­ბუთს და თუ გა­მიპ­რო­ტეს­ტებ­დი, ნე­ბარ­თვას აგა­ფა­რებ­დი სა­ხე­ზე და რამ­დე­ნიც გინ­დო­და, გეყ­ვი­რა.

ამ ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე­ში ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი იყო. ეგ ადე­იშ­ვი­ლი კი არა, მე­ო­რე ბე­რი­აა. შე­სა­ხე­და­ვა­დაც რომ ჰგავს?! ძა­ლი­ან სა­ში­ში ადა­მი­ა­ნია. შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში ვინ­მეს მოს­მე­ნას თუ გა­და­წყვეტ­დი, ხელ­სა­წყოს და­მონ­ტა­ჟე­ბა გჭირ­დე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს კი - ავ­ტო­მა­ტუ­რად უს­მენ­დნენ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს. ერ­თმა­ნეთ­ზეც ჰქონ­დათ გა­და­ღე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი. სოდ-ი კუდ-ს უღებ­და, კუდ-ი - სოდ-ს და ორი­ვე - მი­შას. სულ სამი უძ­ლი­ე­რე­სი მოქ­მე­დი დე­პარ­ტა­მენ­ტი იყო: სოდ-ი, კუდ-ი და გე­ნინ­სპექ­ცია. სა­მი­ვეს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - კო­დუა, ახა­ლა­ია და სა­ნო­ძე ერ­თმა­ნეთს და­ა­პი­რის­პი­რეს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი კი ყვე­ლას­თან ძმა­კა­ცობ­და და ყვე­ლა­ზე ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის კარ­გი მი­ნის­ტრი იყო. ჩა­ხე­დუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში და ვი­საც უჭირ­და, ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. ამი­ტომ თა­ნამ­შრომ­ლებს უყ­ვარ­დათ. ცუდი მი­ნის­ტრი იყო გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, რო­გორც ვირი და მუ­სი­კა, ისე იყო მის­თვის ეს სის­ტე­მა. გახ­სოვთ, ალ­ბათ, ბან­კი­რი მაღ­ლა­კე­ლი­ძე რომ გა­ი­ტა­ცეს, და­კა­ვე­ბულ ვა­შა­კი­ძეს პი­რა­დად ბა­რა­მი­ძემ სცე­მა და აწა­მა. არ მახ­სოვს, ასე­თი ბრიყ­ვი შს მი­ნის­ტრი ჰყო­ლო­და სის­ტე­მას.

კვი­რა­ი­ა­თი და თარ­გა­მა­ძით და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა მი­ნის­ტრის დროს მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ და ორი­ვეს დროს სის­ტე­მა მთლი­ა­ნად გახ­რწნი­ლი იყო. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბის დი­რი­ჟო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი გახ­ლდათ, იგი აკონ­ტრო­ლებ­და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს. ახა­ლა­ია, კო­დუა და სა­ნო­ძეც ბო­ბოქ­რობ­დნენ. გიგა ბო­კე­რი­აც სულ შს სა­მი­ნის­ტრო­ში იჯდა. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მენ­და დათა ახა­ლა­ია, რად­გან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან. ადე­იშ­ვი­ლი ფე­ხებ­ზე ეკი­და ახა­ლა­ი­ას. კუდ-ი თუ უს­მენ­და, ამას სოდ-ი ვერ გა­ი­გებ­და. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ერთი წევ­რი, დ. საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტროს კუ­რა­ტო­რი იყო და სა­ში­ნე­ლე­ბებს სჩა­დი­ო­და, ახლა გა­მო­დის და ბრტყელ-ბრტყე­ლი სი­ტყვე­ბით ამ­ბობს, მა­გა­რი ვინ­მე ვარო. არა­და, კაცი ფეხ­ში დაჭ­რეს, ეს კი იმ დაჭ­რილს კა­ლამს უტა­რებ­და დაჭ­რილ ფეხ­ში და ისე აწა­მებ­და. ახლა ჩა­მო­ი­კი­დეს ჰალ­სტუ­ხე­ბი, თო­რემ მა­შინ ყვე­ლა­ნი სპორ­ტუ­ლებ­ში და­დი­ოდ­ნენ და სა­ში­ნე­ლე­ბებს სჩა­დი­ოდ­ნენ. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბო­და, რომ ამას სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც აკე­თებ­დნენ, ნა­ხეთ, ჩვენ რა მაგ­რე­ბი ვარ­თო. სად ყო­ფი­ლა შე­ვარ­დნა­ძის დროს პა­ტიმ­რის გვამ­ზე მიბ­მა. ასე­თი აზრი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში რო­გორ და­ი­ბა­დე­ბო­და?! სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში კი ეს ნამ­დვი­ლად ხდე­ბო­და. ვიცი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცი­ხე­ში რკი­ნის სკამ­ზე ფეხი და­ა­დე­ბი­ნეს, ზე­ვი­დან და­ახ­ტნენ, მო­ტე­ხეს და ისე და­უ­ზი­ან­და წელი თუ ფეხი, დიდ­ხანს ტუ­ა­ლეტ­ში ვე­ღარ შე­დი­ო­და. ასე­თი რამ შე­ვარ­დნა­ძის დროს არ გა­მი­გო­ნია.

ახლა, ამ ხალ­ხს რომ ვუ­ყუ­რებ, ამა­თი დაბ­რუ­ნე­ბა უკან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს ხალ­ხი თა­ვის ად­გილ­ზე რომ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ასე ომა­ხი­ან გან­ცხა­დე­ბებს დღეს ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ. ეს ხალ­ხი ახლა სხვე­ბის კო­რუფ­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კობს და და­ა­ვი­წყდათ, 4 მი­ლი­ო­ნი ევ­რო­თი რომ და­ი­ჭი­რეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ერთი აქ­ტი­უ­რი წევ­რი კი­ე­ვის სა­ზღვარ­ზე, კი­დევ მათი მე­ო­რე ცნო­ბი­ლი წევ­რი ქალი კი - 2 მი­ლი­ო­ნით. მაგ­რამ, ეტყო­ბა, შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო იქა­ურ შს სა­მი­ნის­ტროს­თან და რე­ფორ­მის ფული "გა­ი­ტე­ხეს" ერ­თმა­ნეთ­ში, მე­ო­რემ კი - საფ­რან­გეთ­ში წა­ი­ღო ის ფული. გა­მო­დი­ან ტე­ლე­ვი­ზორ­ში ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი და სხვებს აკ­რი­ტი­კე­ბენ, ამ დროს კი ძა­ლი­ან ბევ­რს ჩემს ხელ­ში გა­უვ­ლია. სხვა­თა შო­რის, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც" არი­ან ნარ­კო­მა­ნე­ბი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც" და "ლე­ლო­შიც", ყვე­ლა პარ­ტი­ა­ში. წამ­ლის­გან გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჯერ არ მი­ნა­ხავს. ფულს იხ­დიდ­ნენ და ვუშ­ვებ­დით...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეკელა
73

ტაში მაროოოო

Sos-s
20

აღარ გიშველით ეგ ზღაპრები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი

ყოფილი პოლიციელი, რომელიც წლების განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა, აგრძელებს ჩვენთან სკანდალური ამბების მოყოლას, იმისი, რისი მომსწრე და მონაწილეც თავად გახდა.

- როცა ნარკოტიკს უდებდით ვინმეს და იცოდით, რომ შეიძლებოდა, 20 წელი მიესაჯათ მისთვის, არ განიცდიდით?

- ვინ გითხრათ, რომ ციხეში წავიდოდა? წამალს რომ ვუდებდი, ვიცოდი, ფული უნდა მოეტანა. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის დროს კოლოსალურ თანხებზე იყო ლაპარაკი - 300 000-ზე, 400 000-ზე ან კიდევ მეტზე. ზოგისგან ბიზნესი იყო წამოსაღები და იმისთვის სჭირდებოდათ წამლის ჩადება, ზოგიერთი არჩევნებში ხელს უშლიდათ, ან ვიღაც მისი ახლობელი უშლიდა ხელს და ის იყო გასაჩუმებელი, ზოგს ფული ჰქონდა და ამ გზით აწერდნენ. 20-წლიანი სასჯელის ნაცვლად ფულს მოიტანდნენ და მესამე დღეს ბევრი საპროცესო შეთანხმებით გარეთ გადიოდა.

- საპროცესო შეთანხმების დროს აუცილებელია იმაზე მძიმე დანაშაულზე მისცე ინფორმაცია, ვიდრე ბრალს გიყენებენ. ასეთი ინფორმაცია საიდან უნდა მოეტანა დაკავებულს?

- თვითონ ჰქონდათ ასეთი საქმეები და რომელიმეს მიაბამდნენ მის საქმეს - ვითომ დაკავებულმა მისცა ინფორმაცია, სინამდვილეში კი არაფერიც არ უთქვამს. შენ ხარ ჟურნალისტი და მე, ხელისუფლებას რომ მერჩი, ვიცი, შენი ბიძაშვილი ძალიან გიყვარს. შენ ხელს მიშლი, მაგრამ შენ რომ ვერაფერს გეუბნები, ამიტომ შენს ბიძაშვილს ჩავუდებ წამალს და მაინც თუ არ გაჩუმდები, გეტყვი, ეს 20 წელი იჯდება ციხეში-მეთქი. ამის მერე შენც მიდიხარ დათმობაზე და ჩუმდები, რადგან იცი, შენი საყვარელი ადამიანი შენ გამო ჰყავთ დაჭერილი. ასეთი ფაქტიც მრავლად ხდებოდა."ვარდების რევოლუციის" მერე ტოტალური მოსმენებიც დაიწყო.

ერთხელ შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა, მივხვდი, ამის გამო სერიოზული პრობლემები შემექნებოდა. ჩემი ფიქრით, ციხისთვისაც მოვემზადე, რომ თბილად ჩამეცვა, რადგან საკნებში ცემენტის იატაკია და ცივა, ამ ინფორმაციის გაგებას არავინ მაპატიებს-მეთქი.

დამიძახეს კიდეც, სადმე იტყვი და იცოდე, შენს თავს დააბრალე, ეს მისი უსაფრთხოებისთვის კეთდებაო. არაფერი მომისმენია, არაფერი მინახავს-მეთქი, ვუთხარი. მეორეჯერ სახლთან დამხვდნენ და იქაც იგივე შემახსენეს. ხმის ამომღები ვიყავი? ბევრჯერ ჩემს კაბინეტშიც მომისმენია ადამიანისთვის - კომპიუტერში გვქონდა სპეციალური პროგრამა და ბევრი საინტერესო ამბავი გამიგია.

მარტო ამით არ იყვნენ დაკავებულები: ფარული თვალთვალი, მიყურადება, მოსმენა, ყველაფერს იყენებდნენ, ყველას უყურებდნენ. ფარული ჩანაწერები რომ გაგეკეთებინა, სახლში შესვლა არავის სჭირდებოდა, პროგრამა ისეთი იყო, გარედანაც, ქუჩიდან შეგეძლო დაგემონტაჟებინა და საძინებელი ჩაგერთო მოსმენაზე.

ძალიან დიდი რაოდენობით შემოიტანეს მოსასმენი ტექნიკა - ჰალსტუხები, სათვალეები, მიკროფონები, ნაყინის ფორმის ნივთები, კალმები, ბოთლები - აბსოლუტურად ყველაფერი იწერდა და ყველა ორგანიზაციას უსმენდნენ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებას, ასეთიც მრავლად ხდებოდა. მისი მოპოვება არ იყო პრობლემა. პირადად ჩემთვისაც დაუვალებიათ ერთ-ერთ დეპუტატზე ასეთი ჩანაწერის გაკეთება. მამაკაცია, მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, ახლა არ არის პარლამენტში. ერთი სიტყვით, ვუსმენდი და გადამიღია კიდეც მისი პირადი ცხოვრება. კაფეში მოვიდა და სულ ქალები იყვნენ მის ირგვლივ. სპეციალურად გვყავდა იქ შეყვანილი. ის ქალები მანამდე არ მოეშვნენ, ვიდრე არ დაიყოლიეს და სასტუმროში არ წაიყვანეს. სასტუმროში კი კამერები იყო დამონტაჟებული. იმ დეპუტატის ბადრი პატარკაციშვილისთვის ჩამოცილება უნდოდათ და იმ კომპრომატით ჩამოიცილეს კიდეც.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირებით ბევრ ვინმეს აშანტაჟებდნენ. მაგალითად, თუ გაიგებდი, რომ გისმენდი, პრეტენზია რომ გაგჩენოდა, ვერაფერსაც ვერ იზამდი, რადგან კანცელარიას ჟურნალში მუდამ ჰქონდა დატოვებული თავისუფალი ადგილი, იქ ჩაიწერებოდა ძველი რიცხვით, მერე დავწერდი მოსამართლის სახელზე განცხადებას, რომ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია და მჭირდებოდა შენი მოსმენა, მივიღებდი ნებართვის საბუთს და თუ გამიპროტესტებდი, ნებართვას აგაფარებდი სახეზე და რამდენიც გინდოდა, გეყვირა.

ამ ყველაფრის სათავეში ზურაბ ადეიშვილი იყო. ეგ ადეიშვილი კი არა, მეორე ბერიაა. შესახედავადაც რომ ჰგავს?! ძალიან საშიში ადამიანია. შევარდნაძის პერიოდში ვინმეს მოსმენას თუ გადაწყვეტდი, ხელსაწყოს დამონტაჟება გჭირდებოდა, სააკაშვილის დროს კი - ავტომატურად უსმენდნენ ყველას და ყველაფერს. ერთმანეთზეც ჰქონდათ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. სოდ-ი კუდ-ს უღებდა, კუდ-ი - სოდ-ს და ორივე - მიშას. სულ სამი უძლიერესი მოქმედი დეპარტამენტი იყო: სოდ-ი, კუდ-ი და გენინსპექცია. სამივეს ხელმძღვანელები - კოდუა, ახალაია და სანოძე ერთმანეთს დააპირისპირეს, ვანო მერაბიშვილი კი ყველასთან ძმაკაცობდა და ყველაზე ჰქონდა ინფორმაცია.

მერაბიშვილი თანამშრომლებისთვის კარგი მინისტრი იყო. ჩახედული იყო თითოეული პოლიციელის ოჯახის ცხოვრებაში და ვისაც უჭირდა, ყველას ეხმარებოდა. ამიტომ თანამშრომლებს უყვარდათ. ცუდი მინისტრი იყო გიორგი ბარამიძე, როგორც ვირი და მუსიკა, ისე იყო მისთვის ეს სისტემა. გახსოვთ, ალბათ, ბანკირი მაღლაკელიძე რომ გაიტაცეს, დაკავებულ ვაშაკიძეს პირადად ბარამიძემ სცემა და აწამა. არ მახსოვს, ასეთი ბრიყვი შს მინისტრი ჰყოლოდა სისტემას.

კვირაიათი და თარგამაძით დაწყებული, ყველა მინისტრის დროს მომიწია მუშაობამ და ორივეს დროს სისტემა მთლიანად გახრწნილი იყო. "ნაციონალების" პერიოდში ყველა უბედურების დირიჟორი ზურაბ ადეიშვილი გახლდათ, იგი აკონტროლებდა ძალოვან სტრუქტურებს. ახალაია, კოდუა და სანოძეც ბობოქრობდნენ. გიგა ბოკერიაც სულ შს სამინისტროში იჯდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ზურაბ ადეიშვილსაც აუცილებლად მოუსმენდა დათა ახალაია, რადგან დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან. ადეიშვილი ფეხებზე ეკიდა ახალაიას. კუდ-ი თუ უსმენდა, ამას სოდ-ი ვერ გაიგებდა. "ნაცმოძრაობის" ერთი წევრი, დ. საყვარელიძე, რომელიც შს სამინისტროს კურატორი იყო და საშინელებებს სჩადიოდა, ახლა გამოდის და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამბობს, მაგარი ვინმე ვარო. არადა, კაცი ფეხში დაჭრეს, ეს კი იმ დაჭრილს კალამს უტარებდა დაჭრილ ფეხში და ისე აწამებდა. ახლა ჩამოიკიდეს ჰალსტუხები, თორემ მაშინ ყველანი სპორტულებში დადიოდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ ამას სიამოვნებითაც აკეთებდნენ, ნახეთ, ჩვენ რა მაგრები ვართო. სად ყოფილა შევარდნაძის დროს პატიმრის გვამზე მიბმა. ასეთი აზრი ადამიანის გონებაში როგორ დაიბადებოდა?! სააკაშვილის პერიოდში კი ეს ნამდვილად ხდებოდა. ვიცი ადამიანი, რომელსაც ციხეში რკინის სკამზე ფეხი დაადებინეს, ზევიდან დაახტნენ, მოტეხეს და ისე დაუზიანდა წელი თუ ფეხი, დიდხანს ტუალეტში ვეღარ შედიოდა. ასეთი რამ შევარდნაძის დროს არ გამიგონია.

ახლა, ამ ხალხს რომ ვუყურებ, ამათი დაბრუნება უკან წარმოუდგენელია. ეს ხალხი თავის ადგილზე რომ დაეყენებინა "ქართულ ოცნებას", ასე ომახიან განცხადებებს დღეს ვერ გააკეთებდნენ. ეს ხალხი ახლა სხვების კორუფციაზე ლაპარაკობს და დაავიწყდათ, 4 მილიონი ევროთი რომ დაიჭირეს "ნაციონალების" ერთი აქტიური წევრი კიევის საზღვარზე, კიდევ მათი მეორე ცნობილი წევრი ქალი კი - 2 მილიონით. მაგრამ, ეტყობა, შეთანხმებული იყო იქაურ შს სამინისტროსთან და რეფორმის ფული "გაიტეხეს" ერთმანეთში, მეორემ კი - საფრანგეთში წაიღო ის ფული. გამოდიან ტელევიზორში ეს დეპუტატები და სხვებს აკრიტიკებენ, ამ დროს კი ძალიან ბევრს ჩემს ხელში გაუვლია. სხვათა შორის, "ქართულ ოცნებაშიც" არიან ნარკომანები, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და "ლელოშიც", ყველა პარტიაში. წამლისგან გამოსწორებული ადამიანი ჯერ არ მინახავს. ფულს იხდიდნენ და ვუშვებდით...წაიკითეთ სრულად

"მიშოს ამბავით შეძრული ვარ... პერსპექტიული ფეხბურთელი და დადებითი პიროვნება იყო" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში?

"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია